სა­ლო­ცა­ვი ალ­პურ ზო­ნა­ში, ექ­ს­ტ­რი­მით დატ­ვირ­თუ­ლი პი­ლიგ­რი­მუ­ლი ტუ­რი და მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც 12-ჯერ უნ­და გა­და­ლა­ხო
font-large font-small
სა­ლო­ცა­ვი ალ­პურ ზო­ნა­ში, ექ­ს­ტ­რი­მით დატ­ვირ­თუ­ლი პი­ლიგ­რი­მუ­ლი ტუ­რი და მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც 12-ჯერ უნ­და გა­და­ლა­ხო
ამ დღეს ყვე­ლა­ფე­რი იყო _ მხი­ა­რუ­ლე­ბა, ექ­ს­ტ­რი­მი, სა­სი­ა­მოვ­ნო დაღ­ლა

ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ პარ­კ­ში, მთა რკი­ნის ჯვა­რი ზღვის დო­ნი­დან 2439 მეტ­რ­ზეა. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბულ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოს­ვ­ლი­სას ჯვა­რი აღ­მარ­თა. რკი­ნის ჯვარს მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ყო­ველ ან­დ­რი­ა­ო­ბას სტუმ­რო­ბენ, ამ დღეს ხა­რა­გა­ულ­ში ყო­ველ­თ­ვის დი­დი სამ­ზა­დი­სია. მთა­ზე პი­ლიგ­რი­მე­ბი ფე­რის­ც­ვა­ლე­ბა­საც ადი­ან.

იმ დღეს, რო­ცა ბუ­ნე­ბა ფერს იც­ვ­ლის, ალ­პუ­რი ზო­ნა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვია. ესაა ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც მოწ­მენ­დილ ცა­ზე ზღვი­სა და კავ­კა­სი­ო­ნის ყვე­ლა მწვერ­ვა­ლის და­ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ. ას­ვ­ლა მხო­ლოდ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მან­ქა­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.
19 აგ­ვის­ტოს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად რკი­ნის ჯვარ­ზე თა­ვა­დაც ავე­დი. მოგ­ზა­ურ­თა 25-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი დი­ლის 6 სა­ათ­ზე შე­ვიკ­რი­ბეთ, რად­გან წინ რთუ­ლი, 5-სა­ა­თი­ა­ნი გზა გვე­ლო­და. და­უ­ვიწყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი სამ­ხი­დი­ა­ნი მან­ქა­ნის ძა­რა­ზე ას­ვ­ლი­დან და­იწყო.
ამ დღეს ყვე­ლა­ფე­რი იყო - მხი­ა­რუ­ლე­ბა, ექ­ს­ტ­რი­მი, სა­სი­ა­მოვ­ნო დაღ­ლა და რაც მთა­ვა­რია, იმ ბუ­ნე­ბით ტკბო­ბა, რომ­ლის სი­ლა­მა­ზის სრუ­ლად გად­მო­სა­ცე­მად, ვეჭ­ვობ, სიტყ­ვე­ბი მო­ვი­ძიო. სა­კუ­თა­რი თვა­ლით უნ­და ნა­ხოთ და გა­ნი­ცა­დოთ, რა ემო­ციაა, რო­ცა ვე­ე­ბერ­თე­ლა მთებს ზე­მო­დან დაჰ­ყუ­რებ, რო­ცა ხან და­ბუ­რულ ტყე­ში ხარ, ხან ნის­ლ­ში ეხ­ვე­ვი, ხან ღრუბ­ლე­ბის ზე­მოთ ექ­ცე­ვი და ხან კი მწვე­ლი მზის სხი­ვე­ბი `გსუს­ხა­ვენ~. ამ ყვე­ლა­ფერს ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი მო­აქვს, გგო­ნია, ასე ახ­ლოს ბუ­ნე­ბას­თან არას­დ­როს ყო­ფილ­ხარ. ალ­პუ­რი ზო­ნა ხომ სა­ერ­თოდ სა­ოც­რე­ბაა, იქ უკ­ვე აღა­რა­ფე­რია და­მა­ლუ­ლი. ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზე ხე­ლის­გულ­ზეა გა­დაშ­ლი­ლი.
მთა რკი­ნის ჯვა­რი სწო­რედ ალ­პურ ზო­ნა­შია, მაგ­რამ სა­ნამ ამ მთა­ზე ახ­ვალ, უნ­და გა­ი­ა­რო სოფ­ლე­ბი: სა­ღან­ძი­ლე, დიდ­ვა­კე, მა­რე­ლი­სი, სახ­ვ­ლა­რი... მი­დი­ხარ სა­ოც­რად ლა­მაზ ხე­ო­ბა­ში და უეც­რად ხი­ლის ხე­ე­ბი გხვდე­ბა. ეს მა­ი­სუ­რო­ვის ბა­ღია. ივა­ნე მა­ი­სუ­რო­ვი (მა­ი­სუ­რა­ძე) გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ცნო­ბი­ლი მეტყე­ვე ყო­ფი­ლა. მას გა­ნათ­ლე­ბა პე­ტერ­ბურ­გის სატყეო ინ­ს­ტი­ტუტ­ში მი­უ­ღია. რუ­სე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა ჯერ ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის სატყეო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და­უწყია. 1890 წლი­დან კი ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ონ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლა. ის ეწე­ო­და კვლე­ვით და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას. და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რ­ძო­და ფლო­რის მოვ­ლა- პატ­რო­ნო­ბის, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის საქ­მე­ში და მე­ფუტ­კ­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. იმ პე­რი­ოდ­ში თურ­მე ფუტ­კ­რის სკა არც არ­სე­ბობ­და. ფუტ­კა­რი ყვე­ლას მა­მა­პა­პურ `კო­დებ­ში~ ჰყავ­და. თაფ­ლის ამო­სა­ღე­ბად ფუტ­კარს წყალ­ში ახ­რ­ჩობ­დ­ნენ. გარ­და იმი­სა, რომ ამ გზით ფუტ­კა­რი უმოწყა­ლოდ ნად­გურ­დე­ბო­და, თაფ­ლი საკ­ვე­ბად და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი იყო, სამ­კურ­ნა­ლოდ - უვარ­გი­სი.

მა­ი­სუ­რო­ვის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩარ­ჩო­­ია­ნი სკე­ბის დამ­ზა­დე­ბა, თაფ­ლის სა­წუ­რი მან­ქა­ნის და ხე­ლოვ­ნუ­რი ფი­ჭის შე­საქ­მ­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რის შე­მო­ტა­ნა...
მან პა­ტა­რა, მთი­ა­ნი სო­ფე­ლი სახ­ვ­ლა­რი მე­ფუტ­კ­რე­ო­ბის კე­რად აქ­ცია, სა­ი­და­ნაც სა­ნი­მუ­შო სკე­ბი არა მხო­ლოდ თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ებ­ში, არა­მედ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­შიც იგ­ზავ­ნე­ბო­და.
გარ­და ამი­სა, მა­ი­სუ­როვ­მა დი­დი შრო­მა გას­წია მე­ბა­ღე­ობა-მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­შიც. მი­სი გა­მოყ­ვა­ნი­ლი ხი­ლის ახა­ლი და უნი­კა­ლუ­რი ჯი­შე­ბი ბაღ­ში დღე­საც ხა­რობს, ნა­წი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.
ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ პარ­კ­ში, და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვ­ლას რე­ინ­ჯე­რე­ბი აკონ­ტ­რო­ლე­ბენ. მათ ჩვენც შეგ­ვა­ყოვ­ნეს, მძღოლ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ შეს­ვ­ლის ნე­ბა დაგ­ვ­რ­თეს და გვითხ­რეს, რომ იმ დღეს ჩვე­ნი მან­ქა­ნა მე-12 იყო, რო­მე­ლიც და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვი­და. სა­გუ­შა­გო­დან შე­და­რე­ბით რთუ­ლი გზა და­იწყო, ერთ მო­ნაკ­ვეთ­ზე მან­ქა­ნი­დან ჩა­მოს­ვ­ლაც გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ მძღოლ­მა მა­მია კა­ლან­და­ძემ, გა­მოც­დი­ლე­ბის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლე დას­ძ­ლია.
რკი­ნის ჯვარ­ზე რომ ახ­ვი­დე, მდი­ნა­რე 12-ჯერ უნ­და გა­და­ლა­ხო. შემ­დეგ კი ფე­ხით გა­სავ­ლე­ლი მცი­რე მან­ძი­ლი რჩე­ბა. გზად ახალ­გაზ­რ­დე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი შეგ­ვ­ხ­ვ­და, რომ­ლე­ბიც სა­ლო­ცა­ვის­კენ ცხე­ნე­ბით მი­დი­ოდ­ნენ.GzaPress

და­ახ­ლო­ე­ბით 5-სა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ მთა­ზე აღ­მარ­თუ­ლი ჯვა­რი გა­მოჩ­ნ­და. ერ­თ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი აღ­მარ­თი ფე­ხით ავი­ა­რეთ, სან­თ­ლე­ბი ავან­თეთ და სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღეთ. ვი­საც მსგავს ად­გი­ლებ­ში ერ­თხელ მა­ინც უმოგ­ზა­უ­რია, და­მე­თან­ხ­მე­ბა, მთამ მო­ნატ­რე­ბა რომ იცის. ეს დღე კი თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე იმ­დე­ნად დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მომ­ხ­დე­ნი იყო, მო­მა­ვალ წელს, რკი­ნის ჯვარ­ზე ხელ­მე­ო­რედ ას­ვ­ლის სურ­ვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვად დაგ­ვე­ბა­და.

ბე­რი­კა თურ­მა­ნი­ძე, ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ში­და ტუ­რიზ­მის ხელ­შეწყო­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი:
- ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ამ მთა­ზე ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბულს ხის ჯვა­რი აღუ­მარ­თავს. რა ერ­ქ­ვა ამ ად­გილს მა­ნამ­დე, უც­ნო­ბია, ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ის ამ სა­ხელ­წო­დე­ბით X სა­უ­კუ­ნი­დან იხ­სე­ნი­ე­ბა. 1991 წელს მთა­ზე ავიდ­ნენ მა­მა ზა­ქა­რია ფე­რა­ძე, მი­სი და - ანა ფე­რა­ძე, მა­მა გი­ორ­გი მსხი­ლა­ძე (რო­მე­ლიც ნა­ნა ფე­რა­ძის მე­უღ­ლე­ა) და მა­მა არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი. ის რკი­ნის ჯვა­რი, რო­მე­ლიც დღეს იქ გვხვდე­ბა, სწო­რედ მათ აღ­მარ­თეს.
პე­რი­ო­დუ­ლად ამ მთა­ზე ხა­რა­გა­უ­ლი­დან პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბი ადი­ოდ­ნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ, ხა­რა­გა­უ­ლე­ლი შო­თა ხა­რა­ტიშ­ვი­ლი 2 მე­გო­ბარ­თან ერ­თად ავი­და და ამის შემ­დეგ 12 მა­ისს, ან­დ­რი­ა­ო­ბას რკი­ნის ჯვარ­ზე ას­ვ­ლის ტრა­დი­ცი­ას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. წელს 450-მდე მომ­ლოც­ვე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.
და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია 107 000 ჰექ­ტარს მო­ი­ცავს, სა­დაც 14 ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კია.
მთის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ბო­ლოს სო­ფე­ლი სახ­ვ­ლა­რია, სა­დაც 8 ოჯა­ხი ცხოვ­რობს. იქ 7-8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბი­ან, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას და მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას ეწე­ვი­ან. ეს არის ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი მე­ფუტ­კ­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.
ამ ხე­ო­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მდი­ნა­რე ტე­ფუ­რის 2-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი კა­ნი­ო­ნი ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში, სა­ი­და­ნაც ლო­მის მთა­ზე ას­ვ­ლა შე­იძ­ლე­ბა, ეს შე­და­რე­ბით რთუ­ლი ბი­ლი­კია. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა რამ­დე­ნი­მე უძ­ვე­ლე­სი სა­ლო­ცა­ვი და თა­მარ მე­ფის ქვა­ფე­ნი­ლი, რო­მე­ლიც რკი­ნის ჯვრი­დან სა­მეცხ­ვა­რე­ოს მთის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზეა.

- თა­მარ მე­ფის სა­ხელს რა­ტომ ატა­რებს?

- გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ეს გზა თა­მარ მე­ფის დროს მო­ეწყო. დღეს სა­ხეც­ვ­ლი­ლია, რა თქმა უნ­და აღ­დ­გე­ნა შე­იძ­ლე­ბა, დი­დი ნა­წი­ლი მი­წი­თაა და­ფა­რუ­ლი.
სა­მეცხ­ვა­რე­ოს მთას­თან ახ­ლო­საა ად­გი­ლი, რო­მელ­საც ტბებს ეძა­ხი­ან. ამ პა­ტარა ტბებ­თან აღ­მო­ა­ჩი­ნეს გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბი, ამ თე­მა­ზე სამუშაოდ `დის­ქა­ვე­რი­დან~ იყ­ვ­ნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი.
მდი­ნა­რე­ე­ბი ჯო­ლი­ხე­ვი და არ­ჯუ­ლა, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც 12-ჯე­რაა სა­ჭი­რო, სა­თა­ვეს შა­ვი სე­რე­ბი­დან იღე­ბენ. ტე­ფუ­რის კა­ნი­ონ­ში შე­და­რე­ბით თეთ­რი ფე­რის წყა­ლია.
ტუ­რის­ტე­ბის­თ­ვის ღა­მის გა­სა­თე­ვად პარ­კ­ში რამ­დე­ნი­მე კო­ტე­ჯია გან­თავ­სე­ბუ­ლი. მა­ი­სუ­რო­ვის ბაღ­ში მდე­ბა­რე კო­ტეჯ­ში 12 სა­წო­ლია, მე­ო­რე კო­ტე­ჯი რკი­ნის ჯვრამ­დეა, სა­დაც 2 სა­წო­ლია და შემ­დე­გი კო­ტე­ჯი სა­მეცხ­ვა­რე­ო­ზე დგას, იქ არის მწყემ­სე­ბის ბი­ნე­ბიც.GzaPress

- ხა­რა­გა­უ­ლის ცენ­ტ­რი­დან რკი­ნის ჯვრამ­დე რამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რია?

- 44 კი­ლო­მეტ­რია, კო­ტე­ჯი­დან კო­ტე­ჯამ­დე - 10 კი­ლო­მეტ­რი. 12 მა­ისს გზის სირ­თუ­ლის გა­მო, ბევ­რი წა­მოს­ვ­ლას ვერ ახერ­ხებს, არა­და, ყვე­ლა ხა­რა­გა­უ­ლელს აქვს სურ­ვი­ლი, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ მა­ინც ავი­დეს და ეს მთა მო­ი­ლო­ცოს. ამი­ტომ მთა­ზე 19 აგ­ვის­ტოს ადი­ან, ამ დროს შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია. შარ­შან ფე­რის­ც­ვა­ლე­ბას მე­უ­ფეც იყო წა­მობ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი, მოძღ­ვ­რე­ბიც ხში­რად მო­დი­ან.
- გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბულ­მა ჯვრე­ბი რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე აღ­მარ­თა, ერთ-ერ­თი ად­გი­ლი რკი­ნის ჯვა­რია, და­ნარ­ჩე­ნი ად­გი­ლე­ბი ცნო­ბი­ლია?
- ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თი ასე­თი მთა ბაღ­დად­შია... რკი­ნის ჯვარ­თან ახ­ლო­საა სა­მეცხ­ვა­რე­ოს მთა, ის ზღვის დო­ნი­დან 2630 მეტ­რ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ეს არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მთა ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.
რო­დე­საც მოწ­მენ­დი­ლია, რკი­ნის ჯვრი­დან ზღვის და­ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, პი­რა­დად მე კავ­კა­სი­ო­ნის ყვე­ლა მწვერ­ვა­ლი მაქვს და­ნა­ხუ­ლი.
დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამინ­დი ყო­ველ სა­ათ­ში იც­ვ­ლე­ბა. ერ­თხელ ისე­თი ნის­ლი იყო, 2 მეტ­რ­ში ადა­მი­ა­ნი არ ჩან­და. იმ ად­გი­ლი­დან, სა­დამ­დეც მან­ქა­ნით მივ­დი­ვართ, ერ­თი კი­ლო­მეტ­რი ფე­ხი­თაა გა­სავ­ლე­ლი. მსვლე­ლო­ბა ხელ­ჩა­ჭი­დე­ბუ­ლებ­მა სა­ვა­რა­უ­დო მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვიწყეთ. წა­მი­ე­რად მო­იწ­მინ­და, მხო­ლოდ ჯვა­რი გა­მოჩ­ნ­და, და­ვი­ნა­ხე, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და გვევ­ლო და ისევ ნის­ლი ჩა­მოწ­ვა. მა­ის­ში თოვ­ლი ხში­რად დაგ­ვხ­ვედ­რია, ამ დროს სე­რე­ბი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია, სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზეა.

- ამ­ჟა­მად და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხა­რა­გა­უ­ლის მხრი­დან უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის შეს­ვ­ლა არ ხდე­ბა. რა­ტომ?

- ეს პრობ­ლე­მა და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან ნამ­დ­ვი­ლად არ­სე­ბობს. საშ­ვებს არ იძ­ლე­ვი­ან, მი­ზე­ზად იმას ასა­ხე­ლე­ბენ, რომ მდი­ნა­რე­ებ­ზე ხი­დე­ბი არ არის. შეს­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უცხო­ე­ლებს ხელ­წე­რილს აწე­რი­ნე­ბენ, რომ თა­ვის თავ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია. 2 წე­ლია სე­ზო­ნი ჩა­ვარ­დ­ნი­ლია. ჩე­მი აზ­რით, ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ამ მარ­შ­რუტს ირ­ჩევს, ის უკ­ვე ექ­ს­ტ­რი­მის მოყ­ვა­რუ­ლია და მუხ­ლამ­დე წყალ­ში გას­ვ­ლა, მის­თ­ვის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. სა­ა­გენ­ტო­ში გვპირ­დე­ბი­ან, რომ ხი­დებს გა­ა­კე­თე­ბენ. ცენ­ტ­რა­ლურ გზა­ზე, სო­ფელ ძი­რუ­ლა­ში, იქ, სა­დაც ხა­რა­გა­უ­ლის გად­მო­სახ­ვე­ვია, უნ­და იდ­გეს ტრა­ფა­რე­ტი, რო­მელ­ზეც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ ამ გზით შე­საძ­ლე­ბე­ლია ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ პარ­კ­ში შეს­ვ­ლა. კო­პიტ­ნა­რის აერო­პორ­ტი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს, ამ პარ­კ­ში შე­მო­სას­ვ­ლე­ლად ტუ­რის­ტი ქუ­თა­ი­სი­დან ბორ­ჯომ­ში ჩა­დის, რო­ცა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად იმა­ვეს გა­კე­თე­ბა, ხა­რა­გა­უ­ლი­და­ნაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- ხა­რა­გა­უ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი ძალ­ზე დი­დია. სა­მო­მავ­ლოდ რა იგეგ­მე­ბა?

- ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი მარ­თ­ლაც დი­დია, მაგ­რამ ჯერ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა არ არ­სე­ბობს, ბევ­რი რამ გა­სა­კე­თე­ბე­ლია.
იგეგ­მე­ბა მი­წის­ძ­ვ­რის შე­დე­გად წარ­მო­შო­ბი­ლი ცა­შეკ­რუ­ლას 900-მეტ­რი­ა­ნი კა­ნი­ო­ნის მო­წეს­რი­გე­ბა. ცა­ში ორი ლო­დი იკ­ვ­რე­ბა და სა­ხელ­წო­დე­ბაც აქე­დან წარ­მო­იშ­ვა. იგეგ­მე­ბა ასე­ვე, ხი­დე­ბის, მო­ა­ჯი­რე­ბის გა­კე­თე­ბა, გა­ნა­თე­ბა, სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლე­ბის მოწყო­ბა. ეს კა­ნი­ო­ნი არა მხო­ლოდ ხა­რა­გა­ულ­ში, არა­მედ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა.
მოყ­ვა­რუ­ლი მეკ­ლ­დე­უ­რე­ბის­თ­ვის ხან­დე­ბის კლდე­ებ­ზე მო­ეწყო­ბა სა­ცო­ცი ად­გი­ლე­ბი. სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ძა­ლის­ხ­მე­ვით გა­დაწყ­და, აქ გა­კეთ­დეს 50-მდე სა­კარ­ვე ად­გი­ლი, ჩა­იდ­გ­მე­ბა კო­ტე­ჯი, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი, საშ­ხა­პე­ე­ბი, სა­კო­ცო­ნე და სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლე­ბიც მო­ეწყო­ბა. ჯო­მარ­დო­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა ნა­ვე­ბი. მარ­ტი­დან ივ­ნი­სის შუა რიცხ­ვე­ბამ­დე და ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში მდი­ნა­რე ჩხე­რი­მე­ლა სა­ჯო­მარ­დოდ იდე­ა­ლუ­რია.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი