ყველაზე დაუვიწყარი ადგილები საქართველოში
font-large font-small
ყველაზე დაუვიწყარი ადგილები საქართველოში
"ჩემი ახალგორიც მიყვარს, რომელიც ოკუპირებულია"
საქართველოში მშვენიერ ადგილებს რა გამოლევს, სიამოვნებით ვსტუმრობთ მათ სილამაზისა მოსანიჭებლად და ყოველდღიური შფოთისა და დავიდარაბისგან თავდასაღწევად... ასეთი ადგილი ჩვენს ქვეყანაში უამრავია. ყველაზე გამორჩეულ და დაუვიწყარ ადგილებზე ცნობილი ადამიანები გვიამბობენ:


"ხანგრძლივი დასვენების ფუფუნება ბავშვობის შემდეგ არ მქონია"

ნინო ნადირაძე-კუზანოვა, ექიმი:GzaPress
- საქართველოში ვერც ერთ მხარეს ვერ გამოვყოფ და ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეულად მიყვარს. ერთადერთი, რიკოთს რომ გავცდები, ვგრძნობ, რომ სისხლი უფრო მეტად მიჩქეფს, რადგან იმერელი ვარ. რაც შეეხება დასვენებას და რელაქსაციას, ყველაზე კარგად მაინც ჩემს სახლში ვისვენებ. სადმე წასვლის და ხანგრძლივი დასვენების ფუფუნება ბავშვობის შემდეგ არ მქონია, ერთი-ორი დღით სადმე თუ მოვასწარი წასვლა, მყოფნის. ისე, ზღვა უფრო მიყვარს, ოღონდ მშვიდი ადგილები მომწონს, სადაც ცოტა ხალხია. საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ბახმარომ, ულამაზესია. რამდენიმე წლის წინ იქ ბავშვი მყავდა წაყვანილი და მას შემდეგ ბრონქიტი და გრიპი აღარ დამართვია. ეს ადგილი სამოთხეა დედამიწაზე. რაჭაზეც ასე ამბობენ. მართალია, იქ ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ მშვენიერი კუთხის მონახულებას გემრიელ ლუკმასავით ვიტოვებ. როდესაც ასეთ უნიკალურ ადგილებს ვნახულობ, ზუსტად ვხვდები, რა მოსწონთ უცხოელებს საქართველოში: ეს უნიკალური გარემოს მქონე ყველასგან განსხვავებული ქვეყანაა, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებით და ყველას ანდამატივით იზიდავს.

"ყველაზე ლამაზი და ძვირფასი ადგილი ხაშურის რაიონში მეგულება"
ბიძინა მახარაძე, იუმორისტი:
- თითქმის მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს, მაგრამ ბოლო ხანებში ძალიან მომეწონა შაორის ტბა. ეს ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის. ცუდია, იქაურობა რომ მიტოვებულია. ვფიქრობ, შაორის ტბის პოტენციალი ბოლომდე გამოყენებული არ არის. განუმეორებელია მესხეთ-ჯავახეთი, რომელსაც ასევე არ ექცევა სათანადო ყურადღება. განუმეორებელი ადგილია ბეშუმი, იქ ასულ ადამიანს ენით უთქმელი სილამაზე ხვდება. ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ძვირფასი ადგილი ხაშურის რაიონშია: ბებიაჩემი სოფელ გომში ცხოვრობდა და მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. რაც შეეხება განტვირთვას და დასვენებას, გონიოში გავიზარდე და ყველაზე კარგად ჩემს მშობლიურ მხარეში ვისვენებ. უცხოეთის ქალაქებიდან განსაკუთრებით ტალინი მომწონს - განსხვავებული კულტურითა და არქიტექტურით. ასეთი ორიგინალური და გამორჩეული ქალაქი სხვაგან არსად მინახავს.


"სვანეთიდან მოხიბლული დავბრუნდით"

ავთანდილ ცქვიტინიძე, დი­ზაინერი:GzaPress
- ლამაზი ადგილებიდან პირველ რიგში გურიას დავასახელებ, სადაც დავიბადე. ნამდვილი საოცრებაა ყაზბეგიც. ამ ზაფხულს სვანეთში ვიყავი მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად და იქიდან მოხიბლულები დავბრუნდით. სვანეთში აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა, უყურებ ამ კოშკებს, ამ მკაცრ სილამაზეს და თითქოს სხვა განზომილებაში ხვდები! მთელი სვანეთი ფეხით შემოვიარეთ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით. ბათუმზე და საერთოდ, აჭარაზე ხომ ვგიჟდები, ისე მომწონს - იქაც საოცარი სილამაზისაა ყველაფერი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური კოლორიტი აქვს, მაგრამ ეს მხარე განსაკუთრებით მიყვარს.


"საქართველო ამოუწურავი ქვეყანაა"
მარიამ როინიშვილი, მომღერალი: GzaPress
- ისეთი ადგილები დამრჩა საქართველოში უნახავი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს. დასვენება და ზაფხულოს გატარება კი, ყველაზე მეტად საგურამოში, ჩემს აგარაკზე მიყვარს, რომელიც ძალიან ლამაზია და საუკეთესო ემოციებით მავსებს. ასევე მიყვარს რაჭაც - დედაჩემი რაჭველია და მიუხედავად იმისა, რომ იქ სახლ-კარი არ გვაქვს, ჩემთვის გამორჩეული ადგილია. მთაში საერთოდ არ ვარ ნამყოფი და დიდი სურვილი მაქვს ფშავ-ხევსურეთი და სვანეთი ვნახო. საქართველო იმდენად თვალუწვდენელი ქვეყანაა, იმდენად დიდი სიმდიდრე გვაქვს, რომ ყველაფრის მონახულებას ვერ შევძლებ, მაგრამ მომავალში მაინც უნდა ვეცადო. იმდენი სალოცავი გვაქვს, სადაც კი გაიხედავ, ყველგან ეკლესია და სიმშვიდეა. ძალიან ბევრი მადლიანი ადგილი გვაქვს, რომელსაც მოვლა და დაფასება სჭირდება.


"სიგიჟემდე მიყვარს ქუთაისი"

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:
- კარგი სამეგობრო მყავს: ხშირად ვიკრიბებით და ლამის მთელი საქართველო შემოვიარეთ. ბევრი მშვენიერი ადგილი მინახავს, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს ბორჯომის ხეობა, რაჭა და ბათუმი. სიგიჟემდე მიყვარს ქუთაისი, სადაც ნათესავები მყავს. დედაჩემმა იქ დაამთავრა სკოლა და ვგიჟდები ამ ქალაქზე. არანაკლებ მიყვარს ჭიათურა და მიმაჩნია, რომ ეს შეუდარებელი ადგილია: ქალაქი კლდეშია გამოკვეთილი და საბაგიროდან თუ გადაიხედავ, ულამაზეს სანახაობას იხილავ. ასეთი ორიგინალური გარემო მე არც ერთ სხვა ქალაქში არ დამხვედრია. ჩემი ახალგორიც მიყვარს, რომელიც ოკუპირებულია და ამიტომ ვეღარ ჩავდივარ საკუთარ სახლში. სიგიჟემდე მიყვარს კახეთი - თავისი კოლორიტით და ტრადიციებით... მოკლედ, საქართველო ჩემი სახლია და მისი ყველა კუთხე, როგორც საკუთარი სახლი, ისე მიყვარს. ძალიან ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა მხარეს განსაკუთრებული ხიბლი აქვს და ენერგიით მავსებს.


" ჩემი ახალგორიც მიყვარს, რომელიც ოკუპირებულია "
ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი:
- ჩემთვის ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ადგილი გურიაა, სოფელი შემოქმედი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ოზურგეთის რაიონში ძალზე ლამაზი ადგილია - გომისმთა, რომელიც ბახმაროზე 400 მეტრით მაღლა მდებარეობს. საოცარი ადგილია, მაგრამ მიუხედავი და მოუწესრიგებელი - გომისმთაზე არც წყალგაყვანილობაა და არც სხვა რამ, თუმცა განუმეორებელი სილამაზეა. საქართველოს სხვა კუთხეებს შორის ძალიან მომწონს მთა-თუშეთი და შატილი, ასევე - აჭარა და სვანეთი, რომელიც ნამდვილი სასწაულია. ახლახან ვიყავი იქ, სვანებმა ძალიან დიდი პატივი მცეს, მთელი სვანეთი შემომატარეს და თან გადამყვნენ...

"ლიძავა და აფხაზეთი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- ყველაზე კარგად თავს ჩემს სახლში ვგრძნობ და ყველაზე უკეთესად იქ ვისვენებ. იმისთვის, რომ დავისვენო, გარემო ჩემთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, ზღვაზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები, ბორჯომსა და ბაკურიანშიც კარგად ვგრძნობ თავს. ბავშვობაში აფხაზეთში, ლიძავაში ვისვენებდი და იქაურობაც მიყვარს: ლიძავა ჩემი ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. გასაგები მიზეზების გამო ახლა იქ ვერ ჩავდივარ, რაც ძალზე გულსატკენია. საქართველოს ყველაზე ლამაზ ადგილებს შორის ყაზბეგს და ლაგოდეხის ნაკრძალს დავასახელებ. ძალიან ლამაზი და მონუმენტურია ალაზნის ველიც. მთელი ბავშვობა კახეთში მაქვს გატარებული და ეს ჩემთვის მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული ადგილია. ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოში უამრავი ლამაზი, უნიკალური ადგილი გვაქვს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ამოუწურავი თემაა.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი