რო­გორ ვებ­რ­ძო­ლოთ ფა­რო­სა­ნას?
font-large font-small
რო­გორ ვებ­რ­ძო­ლოთ ფა­რო­სა­ნას?
რო­დე­საც შე­სა­წამ­ლი ხსნა­რი მოგ­ვი­ტა­ნეს, იმ ხალ­ხ­საც მო­ვუ­ყე­ვი, რაც და­ვი­ნა­ხე


ბო­ლო დროს ყვე­ლა აზი­ურ ფა­რო­სა­ნა­ზე ლა­პა­რა­კობს - მავ­ნე­ბელ­ზე, რო­მელ­მაც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კა­ში ჩა­აგ­დო და უდი­დე­სი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა. ის თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ხის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რას ანად­გუ­რებს, რაც შე­დე­გებ­ზე აისა­ხა კი­დეც. გა­სულ კვი­რას ბა­თუ­მის რამ­დე­ნი­მე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღიც და­ი­ხუ­რა ამ პრობ­ლე­მის გა­მო, რად­გან სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს.



პირ­ვე­ლად აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2015 წელს შე­ნიშ­ნეს. მავ­ნე­ბელ­მა 2016 წელს თხი­ლის მო­სა­ვალს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა და სი­მინ­დიც და­ა­ზი­ა­ნა. გარ­და ამ კულ­ტუ­რე­ბი­სა, ფა­რო­სა­ნა აზი­ა­ნებს ხე­ხი­ლო­ვან, კენ­კ­რო­ვან და ბოს­ტ­ნე­ულ კულ­ტუ­რებს. ხორ­თუ­მის მეშ­ვე­ო­ბით ხვრეტს ახალ­შე­მო­სუ­ლი თხი­ლის ნა­ჭუჭს, ათხე­ლებს ნა­ყო­ფის შიგ­თავსს და წარ­მოქ­მ­ნის კორ­პი­სებრ ლპო­ბად ლა­ქებს. ყვე­ლა ნა­ყო­ფი, რა­საც ის შე­ე­ხე­ბა, დე­ფორ­მირ­დე­ბა, და­ზი­ა­ნე­ბის ად­გი­ლებ­ში ვი­თარ­დე­ბა ყა­ვის­ფე­რი ლა­ქე­ბი და პრო­დუქ­ტი გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ხდე­ბა.
წელს იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლო­სა და გუ­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. მარ­თა­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ირ­წ­მუ­ნე­ბა, რომ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა, მაგ­რამ ფაქ­ტია, მავ­ნე­ბე­ლი კვლავ მრავ­ლა­დაა და რო­გორც კი აცივ­და, სახ­ლებ­ში შე­ვი­და. გა­მო­სა­ზამ­თ­რებ­ლად შე­დის ასე­ვე ფა­რე­ხებ­ში, ცხო­ველ­თა სად­გო­მებ­ში, ფარ­დუ­ლებ­ში, ძვრე­ბა ნაპ­რა­ლებ­ში, სხვენ­ზე, კა­რი­სა და ფან­ჯ­რის ღრი­ჭო­ებ­ში, ასე­ვე, ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ფოთ­ლე­ბის სქე­ლი ფე­ნის ქვეშ და ხე­ე­ბის ფუ­ღუ­რო­ებ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად ხის სახ­ლე­ბია და ამი­ტომ იქ პრობ­ლე­მა ძალ­ზე მწვა­ვედ დგას. მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლა მათ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით უხ­დე­ბათ. ზოგს ცოცხით ჩა­მო­აქვს კედ­ლი­დან, ზო­გი მტვერ­სას­რუ­ტით აგ­რო­ვებს და ისე ანად­გუ­რებს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მავ­ნებ­ლის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი გზა მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბაა.

ზამ­თარ­ში ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის გარ­და, ის არ დაფ­რი­ნავს, იბუ­დებს თბილ გა­რე­მო­ში და ძი­ლის ფა­ზა­ში გა­და­დის. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, თუ არ და­ვი­ზა­რებთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­ნად­გუ­რებთ, ცხა­დია, გა­ზაფხულ­ზე მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლად შემ­ცირ­დე­ბა.

სა­ყუ­რადღე­ბოა გა­ზაფხუ­ლი, რად­გან აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა აპ­რი­ლის ბო­ლოს, მცე­ნა­რე­ზე სახ­ლ­დე­ბა. მა­ი­სი­დან სა­ჭი­როა ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა თხი­ლი­სა და ხე­ხი­ლის ბა­ღებ­ში. მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი ენ­ტი­მო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, შე­წამ­ვ­ლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დაწყე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მა­ის-ივ­ნის­ში, მავ­ნებ­ლის დაფ­რ­თი­ა­ნე­ბამ­დე. ერ­თი აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა 200-მდე კვერცხს დებს, კვერ­ცხი თეთ­რი ფე­რი­საა და გა­მო­ჩე­კის წინ ოქ­როს­ფერ შე­ფე­რი­ლო­ბას იღებს. 4-5 დღე­ში იჩე­კე­ბი­ან მო­წი­თა­ლო მატ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ფერს თან­და­თან იც­ვ­ლი­ან, ხო­ლო შემ­დ­გომ - მო­თეთ­რო-ყა­ვის­ფე­რი ხდე­ბი­ან და გა­და­იქ­ცე­ვი­ან ზრდას­რულ მავ­ნებ­ლად. 50-55 დღე­ში ისი­ნი ზრდას­რულ ასაკს აღ­წე­ვენ. მავ­ნე­ო­ბას გვი­ან შე­მოდ­გო­მამ­დე აგ­რ­ძე­ლებს. მავ­ნე­ბე­ლი იკ­ვე­ბე­ბა ფოთ­ლის, ყლორ­ტი­სა და ნა­ყო­ფის წვე­ნით. მწერს შე­უძ­ლია დი­დი მან­ძი­ლის და­ფარ­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით 100 კი­ლო­მეტ­რამ­დე ფრენს.
- აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მ­დეგ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი და ეკო­ლო­გი­უ­რად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია მა­თი მე­ქა­ნი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა, - ამ­ბობს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ ლი­პარ­ტია და დას­ძენს: - თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მი­სი რო­ლი მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლა­ში, ვი­ნა­ი­დან ის დიდ ფარ­თობ­ზეა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. თი­თო­ე­ული ფა­რო­სა­ნას მე­ქა­ნი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე წელს, ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვალ წელს 200-250 ინ­დი­ვი­დით ნაკ­ლე­ბი გვექ­ნე­ბა, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ჩარ­თ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ერ­თად ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.

პი­რა­დად მეც შე­მა­წუ­ხა ამ ზაფხულს ამ პრობ­ლე­მამ, მეც დავ­დევ­დი მავ­ნე­ბელს პრე­პა­რა­ტე­ბი­თა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. რჩე­ვის­თ­ვის ცხელ ხაზ­საც მივ­მარ­თე. იქ მითხ­რეს, სა­კუ­თარ თავს უნ­და და­ეხ­მა­როთ: ეზო­ში დად­გით პა­ტარ-პა­ტა­რა სახ­ლე­ბი, ჩა­დეთ ნა­თუ­რე­ბი, შექ­მე­ნით სახ­ლის იმი­ტა­ცია, რომ ფა­რო­სა­ნა შე­ვი­დეს და მე­რე ერ­თად გა­ა­ნად­გუ­რე­თო. თი­თო მო­სახ­ლეს ერ­თი ლიტ­რი ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტი და ფე­რო­მო­ნი და­უ­რიგ­და, რო­მე­ლიც მწერს იზი­დავს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სებს, ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ში წე­რია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და და­ვიც­ვათ უსაფ­რ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, რად­გან ეს არის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტი და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­სი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ში გარ­კ­ვე­ვით წე­რია, რო­ცა ტე­რი­ტო­რია იწამ­ლე­ბა, უნ­და და­ი­ხუ­როს სას­მე­ლი ჭე­ბიო, მაგ­რამ ამ ზაფხულს თა­ვად გამ­გე­ო­ბე­ბის და­ვა­ლე­ბით მან­ქა­ნე­ბი და­დი­ოდ­ნენ ქუ­ჩებ­ში, ყო­ველ­გ­ვა­რი გაფ­რ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე ისე ჩა­იქ­რო­ლეს და ისე მო­აფ­რ­ქ­ვი­ეს ეს პრე­პა­რა­ტი ჰა­ერ­ში, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა არა­ვის გა­უფ­რ­თხი­ლე­ბია და არა­თუ ჭის და­ხურ­ვა, ხალ­ხ­მა კა­რის და ფან­ჯ­რის და­ხურ­ვაც კი ვერ მო­ას­წ­რო. პეს­ტი­ცი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას აუცი­ლე­ბე­ლია გეც­ვათ სპეც­ტან­საც­მე­ლი, სპეც­ფეხ­საც­მე­ლი, გე­კე­თოთ აირ­წი­ნა­ღი, დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე და ხელ­თათ­მა­ნი. შეს­ხუ­რე­ბი­სას აკ­რ­ძა­ლუ­ლია თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია პეს­ტი­ცი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წინ და­ხუ­როთ სას­მე­ლი წყლის ჭე­ბი, და­ამ­წყ­ვ­დი­ოთ ფრინ­ვე­ლი, სა­ქო­ნე­ლი, მავ­ნე­ბე­ლია პრე­პა­რა­ტი ფუტ­კ­რის­თ­ვის. ბავ­შ­ვებს ნუ გა­უშ­ვებთ ეზო­ში შე­წამ­ვ­ლის დროს, ნუ შე­ე­ხე­ბი­ან ისი­ნი შე­წამ­ლულ ხე­ებს, რად­გან კონ­ტაქ­ტუ­რი პრე­პა­რა­ტია და სა­ში­შია. წამ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ხუ­რეთ ფან­ჯ­რე­ბი, შე­წამ­ლუ­ლი პრო­დუქ­ტის, ხე­ხი­ლის საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია წამ­ლო­ბი­დან 20-25 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში! წამ­ლო­ბა უნ­და ჩა­ტარ­დეს უქა­რო ამინ­დ­ში დი­ლას ან სა­ღა­მოს, ან ღრუბ­ლი­ან ამინ­დ­ში შუ­ადღის სა­ა­თებ­ში. არ შე­იძ­ლე­ბა ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ღია წყალ­სა­ცა­ვე­ბი­სა და წყალ­სა­ტე­ვე­ბის სი­ახ­ლო­ვეს! კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია სახ­ლის პი­რო­ბებ­ში პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და რო­გორც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ცხელ ხაზ­ზე გან­გ­ვი­მარ­ტეს, სახ­ლ­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით უნ­და ვებ­რ­ძო­ლოთ ფა­რო­სა­ნას. ანად­გუ­რებს მწერს დიხ­ლო­ფო­სი. გა­მო­ი­ყე­ნეთ საპ­ნი­ა­ნი წყა­ლიც: 200 გრა­მი 2%-იანი სა­პო­ნი უნ­და გახ­ს­ნათ 10 ლიტრ წყალ­ში, და­ას­ხათ ჭურ­ჭელ­ზე, გნე­ბავთ ნა­თუ­რის ქვეშ დად­გით თა­სით ან ჭურ­ჭე­ლი დად­გით ღა­მით და და­ა­ნა­თეთ მა­გი­დის სა­ნა­თი ისე, რომ ოთახ­ში სხვა გა­ნა­თე­ბა არ იყოს. დი­ლით ჯამ­ში უამ­რავ დამ­ხ­რ­ჩ­ვალ ფა­რო­სა­ნას აღ­მო­ა­ჩენთ.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბებს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხურ­მა შე­სა­წამ­ლი აპა­რა­ტე­ბიც და­უ­რი­გა, რომ­ლითც შე­საძ­ლე­ბე­ლია ხე­ხი­ლის და ეზო­ე­ბის შე­წამ­ვ­ლა. ეს აპა­რა­ტი რწმუ­ნე­ბუ­ლებ­თან ინა­ხე­ბა, მაგ­რამ ისი­ნი ნაც­ნო­ბო­ბით გას­ცე­მენ მას და ამ­ბო­ბენ, რომ ძვი­რად ღი­რე­ბულ აპა­რატს ყვე­ლას ვერ ათხო­ვე­ბენ. მარ­თა­ლია, ცხელ ხაზ­ზე გვითხ­რეს, რომ მსგავ­სი აპა­რა­ტე­ბი არ და­უ­რი­გე­ბი­ათ, მაგ­რამ მარ­ტ­ვი­ლის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლემ, მე­რაბ ქვარ­ცხა­ვამ დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ყვე­ლა რა­ი­ონს რამ­დე­ნი­მე ასე­თი აპა­რა­ტი გა­და­ე­ცა.

- ბა­ტო­ნო მე­რაბ, რა რა­ო­დე­ნო­ბის ზა­რა­ლი მი­ად­გა მარ­ტ­ვი­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას?

- ზა­რა­ლის დათ­ვ­ლა ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის, მაგ­რამ სა­მეგ­რე­ლო­ში ზა­რა­ლი 150 მი­ლი­ონ­ზე მე­ტია.

- რა ზო­მე­ბი მი­ი­ღეთ?

- პირ­ვე­ლი წამ­ლო­ბა და­იწყო მო­ბი­ლუ­რი მუ­შა ჯგუ­ფე­ბის მი­ერ. ზურ­გ­სა­კი­დი აპა­რა­ტე­ბით სულ 98 ჯგუ­ფი და­დი­ო­და და მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­წამ­ლეს 3219 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია. შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბის სა­ხით გა­ცე­მუ­ლია 60.669 ლა­რი, ფე­რო­მო­ნი და ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტი და­უ­რიგ­და მო­სახ­ლე­ო­ბის 90 პრო­ცენტს. ასე­ვე მე­ო­რა­დი წამ­ლო­ბა ჩა­ტარ­და თერ­მუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით და და­მუ­შავ­და სულ 3030 ჰექ­ტა­რი. სპეც­ტექ­ნი­კით, მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის კა­მა­ზით მოხ­და ამის წამ­ლო­ბა. ფე­რო­მონს აქვს სპე­ცი­ფი­კუ­რი სუ­ნი და მწერს იზი­დავს.

- ამ­ბო­ბენ, რომ რწმუ­ნე­ბუ­ლებს აქვთ შე­სა­წამ­ლი აპა­რა­ტე­ბი. ეს ყვე­ლა მო­სახ­ლის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია?

- სურ­სა­თის უვ­ნე­ბელ­ყო­ფის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ჩვენ­თ­ვის შე­ი­ძი­ნა 93 მო­ბი­ლუ­რი აპა­რა­ტი, თი­თო­ე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 750 დო­ლა­რია. ეს და­ვა­რი­გეთ სოფ­ლებ­ში, ვინც წამ­ლავ­და მათ ტრე­ნინ­გე­ბი წი­ნას­წარ აქვთ გავ­ლი­ლი, შემ­დეგ გამ­გე­ო­ბა­ში შე­ვი­ნა­ხეთ და ახ­ლა ისევ და­ვუ­რი­გეთ რწმუ­ნე­ბუ­ლებს. ჩვენ ყვე­ლას ვერ მივ­ცემთ ამ აპა­რატს, ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ მო­წამ­ლავს ხე­ხილს. თან ახ­ლა წამ­ლო­ბის პე­რი­ო­დი არ არის, მხო­ლოდ ვაშ­ლი და ხურ­მაა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით და რად­გან აცივ­და, ფა­რო­სა­ნაც სახ­ლებ­შია შე­სუ­ლი. გა­რეთ ფაქ­ტობ­რი­ვად არ არის, რად­გან ბუ­ნა­გი უკ­ვე ნა­პოვ­ნი აქვს. სა­მეგ­რე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­თან შე­და­რე­ბით მარ­ტ­ვილ­ში უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მაგ­რამ დამ­შ­ვი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, გა­ზაფხულ­ზე ისევ აქ­ტი­უ­რად უნ­და ვებ­რ­ძო­ლოთ, რომ რო­გორ­მე ხალხს ჰქონ­დეს მო­სა­ვა­ლი.
ასე რომ, ახ­ლა მო­სახ­ლე­ო­ბას ის­ღა დარ­ჩე­ნია, გა­მო­სა­ზამ­თ­რებ­ლად სახ­ლებ­ში თავ­შე­ფა­რე­ბულ ფა­რო­სა­ნას ებ­­რძო­ლოს და მე­ქა­ნი­კუ­რად გა­ა­ნად­გუ­როს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
"იქ, სადაც მესაზღვრე არ ივლის, ივლის საზღვრის დამრღვევი..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი