საქართველოს ბევრ ადგილას ნიადაგი გამოფიტული და გაუდაბნოებულია
font-large font-small
საქართველოს ბევრ ადგილას ნიადაგი გამოფიტული და გაუდაბნოებულია
პოპულარული გახდა ბიოლოგიური მეთოდით მოწეული კულტურები

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებთაგან ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ, რომ ბუნება ძალიან შეიცვალა, ნიადაგი კი ისე გამოიფიტა, რომ მოსავალს აღარ იძლევაო... ქართველი სპეციალისტები ბევრს ლაპარაკობენ ჰაერის დაბინძურებაზე, მაგრამ საინტერესოა, რა მდგომარეობაშია ნიადაგი? ამ საკითხის განხილვა `საქართველოს მწვანეთა მოძრაობის~ აღმასრულებელი საბჭოს წევრს, ნიკოლოზ ინაშვილს ვთხოვეთ:


- უცნაურია, მაგრამ ნიადაგის დაბინძურებაზე ჩვენი საზოგადოება ყურადღებას ნაკლებად ამახვილებს. არადა, ნიადაგის გარეშე ვერ ვიარსებებთ: გარდა იმისა, რომ მოსავალი მოგვყავს და ერთგვარი ფილტრია, ატმოსფეროს დაბინძურებისას ყველაფერი მასზე აისახება. ნიადაგი ძალიან რთული წარმონაქმნია, მისი დაბინძურება საკმაოდ იოლია, მაგრამ მის გაწმენდას წლები სჭირდება, სულ ცოტა, ერთი საუკუნე მაინც, ნაყოფიერი ფენა რომ წარმოიქმნას.

- ძირითადად, რა იწვევს ნიადაგის გამოფიტვასა და დაზიანებას?
- ნიადაგს აზიანებს საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც სხვადასხვა ქიმიური გამხსნელებითაა გაჯერებული, შხამქიმიკატები, საწარმოების მიერ ჩაშვებული ქიმიური ნივთიერებები და რაც მთავარია, ტრანსპორტი, რომლის გამოც ატმოსფერო ბინძურდება და მერე ეს მავნე ნივთიერებები ნიადაგში ილექება - ამ და სხვა მიზეზების გამო საქართველოს სხვადასხვა ადგილას ნიადაგის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობაში საკმაოდ აქტიურად იყენებენ ჰერბიციდებს და შხამქიმიკატებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს გარემოზე. ამ და სხვა ფაქტორების გამო, საქართველოს ბევრ რეგიონში ნიადაგი ძალზე გამოფიტული და დაზიანებულია.

- დაზიანების ხარისხზე ვიმსჯელოთ...

- სამწუხაროდ, საქართველოში ნიადაგის კომპლექსური კვლევები არ ჩატარებულა, რადგან ასეთი კვლე­ვა ძალიან ძვირად ღირებულია. მხოლოდ ვიზუალური დაკვირვების ან ცალკეული მეცნიერის შეფასებებს შეიძლება დავეყრდნოთ და ვთქვათ, რომ ყველგან, სადაც ადამიანი საქმიანობს, არა მარტო ჰაერი და წყალი, ნიადაგიც გამოფიტული და დაზიანებულია. ბუნებრივია, მავნე ნივთიერებებით გაჯერებულ მიწაზე მოწეული მოსავალიც მავნეა, რადგან მცენარეები იოლად ითვისებენ ამ ნივთიერებებს. ამიტომ, ნიადაგის დაბინძურება ჰაერის დაბინძურებაზე არანაკლები პრობლემაა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა ბიოლოგიური მეთოდით მოწეული კულტურები, რომელიც შხამქიმიკატებით არ არის მოყვანილი და ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

- ბატონო ნიკოლოზ, ნიადაგის დაზიანების ყველაზე გავრცელებული ფორმა რომელია?

- ალბათ პირველ რიგში ეროზია უნდა დავასახელოთ. ეროზია ნიადაგის დეგრადაციის ერთ-ერთი ფორმაა. ეროზია ვითარდება როგორც ინფრასტრუქტურის არასწორი დაგეგმვის შედეგად, ასევე სტიქიური მოვლენების, ღვარცოფების და მეწყრების დროს. არსებობს წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია. წყლისმიერი ეროზია საშიშ მასშტაბებს საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ და მშრალ ზონებში იწვევს. ფერდობებიდან ზოგჯერ ტონობით ნიადაგი ჩამოირეცხება და ეს ადგილები ხრამებად და ხევებად გადაიქცევა ხოლმე. ასეთი რამ ინტენსიური, ან თავსხმა წვიმების დროს ძალზე ხშირია, თუმცა ეროზიის გამოწვევა შეუძლია არა მარტო წვიმას, არამედ თოვლსაც. ყველაზე ხშირი მაინც ქარისმიერი ეროზიაა, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ყველაზე მწვავედ ეს პროცესი დედოფლისწყაროს რაიონში დგას, ასევე, გარე კახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში. საქართველოში ეროზიის ამ სახესთან დაკავშირებული ზარალი ყოველ წელიწადს ათეულობით მილიონ ლარს ითვლის. ქარისმიერი ეროზია განსაკუთრებით ძლიერდება ზამთარში და ადრე გაზაფხულზე, როცა ნიადაგი მოშიშვლებულია. სამწუხაროდ, საქართველოში ქარსაფარი ზოლები ძალიან ბევრ ადგილას იყო და გაუქმდა. ქარსაფარი ზოლების არარსებობას ძალიან ბევრი უარყოფითი პროცესი მოჰყვა, მათ შორის ქარისმიერი ეროზია, რომლის საწინააღმდეგოდ, ძველი ქარსაფრების აღდგენა და ახლის შექმნა ყველაზე ეფექტურია.

- სხვათა შორის, წელს საქართველოში მოდებული ხანძრების ერთ-ერთ მიზეზად ნიადაგის გამოფიტვასაც ასახელებდნენ. რატომ?

- მაღალი ტემპერატურის დროს, ნიადაგის ზედა საფარი შრება და იფიტება. წელს გვალვის გამო იმ ზონაში, სადაც პირველი ხანძრები გაჩნდა, ფოთლოვანი საფარი მთლიანად გამომშრალი იყო. ასეთ დროს ერთი მცირე ნაპერწკალიც კი საკმარისია ხანძრის გასაჩენად.

- დაბოლოს, რამ გამოიწვია უნაყოფო ნიადაგების მომრავლება საქართველოში?

- მოსავალი ნიადაგის ტენიანობაზეა დამოკიდებული. გვალვის პერიოდში ნიადაგის გამოფიტვა და გამოშრობა მოსავლიანობაზე ყოველთვის მოქმედებს. ამას მარტო შხამქიმიკატებს ვერ დავაბრალებთ. ნიადაგში ორგანული ნივთიერებების დიდი შემცველობა განსაზღვრავს მის მაღალ ნაყოფიერებას, სწორედ ამიტომ შავმიწა ნიადაგები ყველაზე ნაყოფიერია. გარდა იმისა, რომ კლიმატის ცვლი­ლება მიმდინარეობს და ამის გამო მთავარი დარტყმა ნიადაგზე მოდის, ადამიანებიც სერიოზულ შეცდომებს უშვებენ. ზოგჯერ თვითონაც ვერ აცნობიერებენ, რომ საკუთარ თავს აყენებენ ზიანს. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიყვან: ყვარელსა და მის მიმდებარე ზონაში, სადაც დიდი რაოდენობით საზამთრო მოჰყავთ, გლეხები მიწას გადააფარებენ პოლიეთილენის პარკს და ამის შემდეგ რგავენ ჩითილებს. ეს ნარგავებს მავნე ბალახებისაგან იცავს და ფერმერსაც შრომას უადვილებს. თუმცა ნიადაგი იხუთება, ვეღარ ნიავდება და თანდათან იფიტება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პოლიეთილენის პარკებს მიწაში ტოვებენ. ასეთი პარკები ნიადაგის სტრუქტურას ცვლის და აზიანებს. ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ადამიანის საქმიანობა აზიანებს ნიადაგს. სწორედ ამიტომ, საქართველოში გამოფიტვის ზონაც ბევრგან არის და გაუდაბნოების პროცესიც ბევრ ადგილას აღინიშნება. არა მხოლოდ დედოფლისწყაროში, არამედ ქართლის ზონაში, ასპინძასა და საქართველოს სხვა რეგიონებში... ეს პროცესი ადამიანის არასწორი საქმიანობის და მის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების ბრალია.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პატიმარმა ვლადიმერ (ვოვა) არუთინიანმა, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხიდან ღია წერილი მოგვწერა.
სახიფათო პროფესია და საკუთარი თვალით ნანახი "ჯოჯოხეთის კარი"
"ახლა, რომ დავბერდი, აღარავის ვჭირდებიო..."
"ეჭვიანობა და ეგოისტობა არ მახასიათებს"
"ქართულ ოცნებაში რეფორმების ახალი ტალღა იწყება"
როგორი ქალები ტრიალებენ ბახვა ბრეგვაძის გვერდით
დასავლეთის ქვეყნებში პროდუქციის ხარისხს ყოველთვის გულდასმით ამოწმებენ.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
4 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
9 კომენტარი