რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
font-large font-small
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება



2018 წლის იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება - ე.წ. ტექდათვალიერება ამოქმედდება. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი ეღირება, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისა - 100 ლარი. ცნობილია, რომ ინსპექტირების პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. გამკაცრდება სათანადო მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციებიც, კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 50 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი. უფრო დაწვრილებით, მოსალოდნელ ცვლილებებზე ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი - შალვა ოგბაიძე გვესაუბრება:


- ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში უცხო ხილი როდია, უბრალოდ, ადრე მას "ტექდათვალიერებას" ეძახდნენ, ხალხშიც დღემდე ეს სახელწოდებაა შემორჩენილი. შეუძლებელია ადამიანი პირდაპირ გადახტეს 2,5 მეტრის სიმაღლიდან, უმჯობესია, თანდათან გააუმჯობესოს მან თავისი მიღწევები, ასეა აქაც: ტექნიკური ინსპექტირების პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. მომავალი წლიდან პირველი სერიოზული ნაბიჯებია დაგეგმილი რეგულაციის სრულად ამოქმედების გზაზე. მით უმეტეს, რომ ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგებას 2009 წლის 6 მაისის ევროდირექტივა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს.
- ბატონო შალვა, მაინც რას გვავალდებულებს ეს დირექტივა?
- ევროდირექტივა ითვალისწინებს, რომ ავტომობილს წესრიგში უნდა ჰქონდეს სამუხრუჭო სისტემის მდგომარეობა და ხილვადობა, ასევე - საჭის მექანიზმი, საქარე მინა, ე.წ. დაკიდება, საჭის მართვის სხვა ელემენტები და რაც მთავარია, არ უნდა ჰქონდეს მას საშიში მავნე გამონაბოლქვი. დადებით მოვლენად მიმაჩნია, რომ ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად განხორციელდება და იმედია, რომ 2-3 წელიწადში ევროპულ სტანდარტებს მართლა მივუახლოვდებით.
- რა თანამიმდევრობით შეამოწმებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს?
- მომავალ წელს თანდათან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება შემოწმდება: 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექდათვალიერებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილები. შემდგომ ეტაპზე, 2018 წლის 1-ლი ივლისიდან, ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი მსუბუქი მანქანები. 1-ლი ოქტომბრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება დიდი მოცულობის (3.0 კუბ/სმ) ძრავის მქონე ავტომობილები, რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათი გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების საფრთხეც მეტია. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი, სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება უკლებლივ ყველა ტიპის ავტომანქანა - როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ასევე - კერძოებიც. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება არ შეეხება ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა სიჩქარე არ აღემატება 25 კილომეტრს საათში, ასევე - 700-დან 3500 კილოგრამამდე ტვირთამწეობის მისაბმელებს.
- ინსპექტირების დროს ყურადღებას ავტომობილის ასაკსაც მიაქცევენ?
- რა თქმა უნდა. აღსანიშნავია, რომ 4 წელზე ნაკლები ხნის წინ წარმოებული ავტომობილებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 8 წლამდე ავტომობილებს ეს ვალდებულება ორ წელიწადში ერთხელ ექნებათ. რაც შეეხება 8 წელზე მეტი ხნის მანქანებს, მათთვის ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება ყოველწლიურია. ტაქსები და სასწრაფო დახმარების ავტომანქანები კი ტექნიკურ ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ გაივლიან.
- სად გაივლიან ავტომობილები ტექნიკურ შემოწმებას?

- საქართველოში დღეს უკვე არსებობს ტექდათვალიერების ცენტრები. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ წლის ბოლოს და მომავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ცენტრების რაოდენობა. ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი სრულიად გამჭვირვალე იქნება და შემოწმების მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეინახავენ.

- რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები, რომლებსაც საჭე გადატანილი აქვთ, ან მომავალში აპირებენ მის გადატანას?

- გადატანილსაჭიანი ავტომობილებიც ჩვეულებრივ შემოწმდებიან და თუ ყველაფერი წესრიგში ექნებათ, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. მაგალითად: მანქანას არ უნდა ჰქონდეს ისეთი მაშუქები, შემხვედრი მძღოლი რომ დააბრმაოს, არც ისეთი ხარვეზები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ტრანსპორტის მოძრაობას და ადამიანთა სიცოცხლეს. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება მოუწევთ. გადატანილსაჭიანი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ, თუმცა ინსპექტირების დაწყების შემდეგ საჭის გადატანა აიკრძალება. რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმალურად დასაშვები ნორმა, რომელიც გამართული წვის სისტემის მქონე მანქანამ უნდა დააკმაყოფილოს.

- რა ბედი ელით მძღოლებს, რომელთა მანქანებიდან კატალიზატორი ამოღებულია?

- როდესაც ადამიანი კატალიზატორს შლის და 100 ლარად აბარებს ელიავას ბაზრობაზე, ჩემთვის ეს ცოტა ძნელი გასაგებია. ახალი რეგულაციით შემოთავაზებულია გამონაბოლქვის გარდამავალი ნორმა: გამართული ავტომობილი იოლად დასძლევს ისეთ ბარიერს, როგორც 0,6-0,7%-ია. ამიტომ, იმ ავტომობილებისთვის, რომლებსაც კატალიზატორი აღარა აქვთ, გათვალისწინებულია უფრო მაღალი ზღვარი - 0,8%. მოწესრიგებული ავტომობილი, თუნდაც მას კატალიზატორი არ ჰქონდეს, ამ ნორმას იოლად დააკმაყოფილებს. თანაც, მომავალში ყველას ეცოდინება, რომ ავტომობილს რომ შეიძენს, კატალიზატორი აღარ უნდა ამოაჭრას, რადგან ამ პატარა ნაწილზე ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული. მერწმუნეთ, ონკოლოგიური დაავადებისა და სისხლის გათეთრების მკურნალობას ასე სჯობია. ისე კი, თითოეულმა მძღოლმა უნდა იცოდეს: თუ მისი ავტომობილის გამონაბოლქვის დონე ნორმაშია, მაშინ არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

- სხვათა შორის, ინსპექტირების ფასმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თქვენ რას იტყოდით
ამის თაობაზე?

- როდესაც ექიმთან მიდიხართ, უბრალო ვიზიტი სულ ცოტა, 30 ლარი ხომ გიჯდებათ? ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სატრანსპორტო საშუალების დიაგნოსტიკაზე, რომლის ფასიც ყველაზე უარეს შემთხვევაში ათასი დოლარით იწყება და 50 ათასი დოლარით მთავრდება. ამ შემთხვევაში ოთხ წელიწადში ერთხელ 60 ლარის გადახდაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის გადასახადი, ეს არის შემოწმება, რომელიც ადასტურებს, შეიძლება თუ არა თქვენი ავტომანქანით ქუჩაში გასვლა.

- ოპონენტებმა მოსალოდნელი ჯარიმებიც გააკრიტიკეს: თუ ინსპექტირებას არ გაივლიან, ფიზიკურ პირებს 50-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, ხოლო იურიდიულ პირებს - 200 ლარი.

- ერთი წამით წარმოიდგინეთ იურიდიული პირის მანქანა, რომელსაც მუხრუჭი არა აქვს წესრიგში... ის ფულს აკეთებს, მე კი - უნდა დამეჯახოს და საფრთხე შემიქმნას. კეთილი ინებოს და მუხრუჭი გააკეთოს - ეს მას 60-დან 100 ლარამდე დაუჯდება, თუ არა და - ჯარიმა გადაიხადოს. აბა, სხვა რა უნდა ვიღონოთ? ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მძღოლს მის აღმოსაფხვრელად 30 დღე ეძლევა. 30 დღის შემდეგ შეგიძლიათ მიხვიდეთ იმავე ტესტირების სადგურში და უფასოდ შეამოწმოთ მხოლოდ ის კომპონენტი, რომელზეც ხარვეზი დაგიდგინეს - მაგალითად, მაშუქები.

- ეს ვადა მცირე ხომ არ არის?

- არანაირად, ეს საკმაოდ გონივრული ვადაა, ავტომობილი, 30 დღეში თუ არ გაკეთდა, ესე იგი, გადასაგდებია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მწყობრიდან გამოსული მანქანა დადის, რომლის მოსაწესრიგებლად მფლობელს საკმაო ძალისხმევა სჭირდება.

ცნობისათვის:
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლისას ავტომობილმა 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ტექნიკურ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; უარყოფითი ზემოქმედება - გამონაბოლქვი. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნორმასთან შესაბამისობაში არ იქნება, მძღოლს ერთი თვე ექნება ხარვეზის გამოსასწორებლად.
რა უნდა გქონდეთ წესრიგში, რომ თქვენმა ავტომობილმა ტექდათვალიერება "მშვიდობიანად" გაიაროს?
მგზავრთა გადასაყვანი და ტვირთის გადასატანი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი ცეცხლსაქრობით, რომელთაგან ერთი უნდა იყოს განთავსებული მძღოლის კაბინაში, მეორე კი - სამგზავრო სალონში (ძარაში);
ამრეკლავი სამკუთხედი (საავარიო გაჩერების ნიშანი);
სამედიცინო სააფთიაქო ყუთი;
ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობა;
საექსპლუატაციო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღვედები, დამაგრების სამი წერტილით (თუ ეს გათვალისწი­ნებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
სპიდომეტრი;
ოდომეტრი;
ტაქოგრაფი (თუ ეს გათვალისწი­ნებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
თავის მისაყუდებელი (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
დამატებითი სამუხრუჭო შუქები (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
ავარიული სიგნალიზაცია (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტ­რუქ­ციულად დამამზადებლის მიერ);
სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობი (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქციულად დამამზადებლის მიერ);
უსაფრთხოების ბალიშები (თუ ეს გათვალისწინებულია კონსტრუქ­ციულად დამამზადებლის მიერ);
მგზავრთა და ტვირთის გადასატანი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები მინიმუმ ორი უკუგორვის საწინაღო საბჯენით უნდა იყოს აღჭურვილი;
ჩამკეტები და გატაცების საწინა­აღმდეგო მოწყობილობა;
მგზავრთა და ტვირთის გადასატანად განკუთვნილი მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს მინის გამტეხი ჩაქუჩების კომპლექტით;
გასასვლელი კარის ავარიული გაღების მექანიზმით; ავარიული გასასვლელების გამოყენების შესახებ საინფორმაციო წარწერებით;
დაუშვებელია უსაფრთხოების ღვედების ექსპლუატაცია შემდეგი ხარვეზებით:
საკეტის დაზიანებები - აღმოჩენილი შეუიარაღებელი თვალით;
საკეტი გაუმართავია (არ იხსნება თავისუფლად და არ აფიქსირებს ჩაკეტილ მდგომარეობას);
გაუმართავია უსაფრთხოების ღვედის დამჭიმავი მოწყობილობა;
უსაფრთხოების ღვედი მკვეთრი მოძრაობისას არ ბლოკირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი