უკეთესი დემოკრატიისკენ გაქანებული საქართველო, მაიმუნები გამოცდაზე და მარიოხუანა
font-large font-small
უკეთესი დემოკრატიისკენ გაქანებული საქართველო, მაიმუნები გამოცდაზე და მარიოხუანა
"რით ვარ დაკავებული, ბოლომდე ვერ გავიგე"

ამ მარგალიტებს მთელი წლის განმავლობაში, თქვენთვის საგულდაგულოდ ვაგროვებდი. საით მივექანებით, როგორ აბარებდნენ მაიმუნები უმაღლესში, რატომ ვერ დაკიდენ დროშა, როდის მოვა გუგავა, რომელ მხარესაა "ნაციონალების" ადგილი ნაძვის ხეზე და ვინ ითვლის თმას მელიას თავზე? წაიკითხეთ, გახალისდებით.


"3 წლის წინ, ეროვნული გამოცდების ბარიერი 21 ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ 3 მაიმუნი რომ შეგეშვა გამოცდაზე და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები". - ამბობდა განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა.
წლის განმავლობაში ეს მისი ერთადერთი "მარგალიტი" არ ყოფილა. ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმზე განაცხადა:
"რობინ ჰუდი სულელურად იქცეოდა. მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა. მერე ის ღარიბები ხდებოდნენ მდიდრები".
საკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ მისი მისამართით დასმულ შეკითხვას - საით მივექანებით? "საინტერესოდ" უპასუხა:
"ზუსტად ვიცით, საით მივექანებით, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. გავექანეთ ჩვენ 2012 წელს იქითკენ, რომ 24 500 პატიმრის ნაცვლად, დღეს გვყავს 9 500 პატიმარი. აი, აქეთ გავექანეთ ბატონებო. ციხეებში კვდებოდა 150 კაცი, ახლა 12 კაცი კვდება. აი, აქეთ გავექანეთ ჩვენ 2012 წელს. ქუჩაში ხალხს აღარ ხოცავენ, მომიტინგეებს აღარ არბევენ სასტიკი ფორმით - აი, აქეთ გავექანეთ ჩვენ 2012 წელს. ეს არის ყველაფერი, საითაც ყველა ერთად მივექანებით. მეტი დემოკრატია, გახსოვთ, რა ხდებოდა, როგორი იყო მაგალითად პარლამენტი, ნოტარიუსი, თითის დაჭერა, მეტი არაფერი ხდებოდა ამ ორგანოში. ყველა ერთად გავექანეთ უკეთესი დემოკრატიისკენ და ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ, აქ მჯდომმა თითოეულმა ადამიანმა. ეკონომიკას რაც შეეხება, მთელი რეგიონის მასშტაბით, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის და აქეთ მივექანებით".
გორელმა ქალბატონმა, ნატო ხუციშვილმა საზოგადოებას თავი ცნობილი "მარგალიტებით" დაგვამახსოვრა. ამჯერად მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა:
"ადამიანს, რომელსაც დარღვეული აქვს 4 რამ, ფსიქოლოგიურად არ არის ნორმალური. მას ქვეყანა კი არა, 2 ბატი არ უნდა ანდო. ეს ისაა, რისგანაც სიამოვნებას იღებს ადამიანი, ჭამა, სექსი, შარდვა და დეფეკაცია. მე შარდვა და დეფეკაცია არ ვიცი, მაგრამ ჭამა არანორმალური ჰქონდა და მოარული ხმებით, მაგას სექსიც არ ჰქონდა ნორმალური".
"გიორგი გუგავა ოლიგარქებისა და ქურდების დაუძინებელი მტერია... ოლიგარქის მოცილება ქართული პოლიტიკიდან უნდა დაიწყოს მცხეთიდან," - განაცხადა ლეიბორისტთა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გიორგი გუგავას მერად წარდგენის დღეს. ამ გამოსვლას საინტერესო გაგრძელება ჰქონდა:
- ვინმე დაგჩაგრავს? გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა. ავად გახდები? გუგავა მოვა, ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა, წყალი გასკდება? გუგავა მოვა, გზა გაითხრება? გუგავა მოვა. რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა მოვა..."
ზაქარია ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის დაპირისპირება მთლიანად ერთი დიდი "მარგალიტი" იყო.

ზაქარია ქუცნაშვილი:

"თამაზი ჩემს მზეს ლოცულობდა. ნათესაური კავშირი მე, როგორც მთიელს მავალდებულებს, ყველა მთიელზე ვიზრუნო. ბატონი ბიძინა ყოველთვის გვასწავლიდა, ყოველთვის მიეცით ადამიანს შანსი, რომ გზაზე დადგნენო. თამაზი ჩემს მზეს ფიცულობდა. ძალიან უყვარს ქეიფი. დღე და ღამე ჩემს სადღეგრძელოს სვამდა და შტაბის უფროსად გავამწესეთ, ჩემს მშობლიურ მთიანეთში".

თამაზ მეჭიაური:

"მაგან კი არ მიმიყვანა, მე მი­ვიყვანე პარლამენტში. 1995 წელს, როდესაც პირველად გავხდი პარლამენტარი. ქაღალდების დამტარებლად მყავდა საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა. მაჟორიტარ ფრაქციაში იმიტომ შევედი, რომ ოთხი კაციდან მაგისთვის იურისტის ადგილი გამეკეთებინა. ვახტანგ რჩეულიშვილს რომ დავუპირისპირდი, იქ გამყიდა და დაარქვეს "პავკა მაროზოვი" მაგისთვის... ჯერ ერთი და სად მნახა მთვრალიი? მე ქაიფიც ვიცი და "კაპოტზეც" მიქეიფია. დადიოდა და დაჭორაობდა "კაპოტზე" მოქეიფეების დრო წავიდაო. ეგ კურდღელი, მთიელობას რომ იბრალებს, რისი მთიელია ეგ წარაკუა? ცუილა დაარქვეს მაგას თიანეთში, იმის გამო რომ შემოიპარებოდა და გაიპარებოდა".

ელენე თევდორაძე:

- "...პატიმრობაში რომ ყოფილიყო, განსაკუთრებით - მარიოხუანაზე".
გია კორკოტაშვილი, მაკა რაზმაძეს:
"შენ მე რომ შეგხრა ახლა, არ გინდა? ნუგბარად რომ ჩაგიკოკლოზინო".

გოგი წულაია:

"4 წელია ვიცით, რომ ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო ქუთაისში, 4 წელია ვიცით და ვერ მოაბენ ვერაფერს თავი. ფორსირებულად თლა თავის მოჭრა რომ არ გამოსულიყო, პირდაპირ ტალახზე დააგენ (აქ სავარაუდოდ ასფალტს გულისხმობდა) და მოედანზე? ნაჭერი არ ეყოთ. სახელმწიფოს დროშები ადის ლამაზი, გაშლილი, დიდი. ჩვენი დროშა ადის პატარ ბოვშის კუტუსავით. ეს რა სირცხვილია, რა უბედუურებაა. დროშა ვერ დაკიდენ ამ შობელძაღლებმა"...

მიხეილ სააკაშვილი:

"ბინაში რომ შემოვარდნენ, ვუთხარი, შხაპი უნდა მივიღო, დამელოდეთ-თქო და დიდხანს ვიღებდი შხაპს. დამიწყეს გარედან კაკუნი, ამიტომ ნელა ჩავიცვი და ამასობაში გააღეს კარი და შემომივარდნენ აბაზანაში. დამიწყეს ხელების გადაგრეხა. მე ორ სპეცრაზმელს ხელი ვკარი და ორივე აი, აქ (აბაზანაში) ჩავტენე".

ენძელა მაჭავარიანი
გიორგი კვირიკაშვილის ნიკა მელიასთან დაპირისპირებას ასე გამოეხმაურა:
"პირდაპირ ზიდანი გამახსენეთ, ბატონო პრემიერო... ეს ალბათ საქართველოს ისტორიაში დარჩება ერთ-ერთ ღირსეულ ჩხუბად".

ადა მარშანია:

"...კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად ფუჭია ჩვენი აქ ყოფნა, პარლამენტი რომ ჰქვია და რით ვარ დაკავებული, მე ბოლომდე ვერ გავიგე".

კახა კალაძე:

"დღეს, საღამოს 8 საათზე გვაქვს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელი იქნება. გიწვევთ თქვენც, ოპოზიციას, ბატონო ლევან (ხაბეიშვილს) და ისიამოვნეთ. სხვათა შორის, ერთი ადგილი ნაძვის ხეზე თქვენთვისაც გვაქვს შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან, უკნიდან".
არ ვიცი, კაკო ბობოხიძე ნიკა მელიას თავზე თმას როგორ დაითვლის, ან ჩამოვარდნის საკითხს, როგორ გააკონტროლებს, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილის გასაგონად კი თქვა:
"თავზე თმა არ აქვს სამწუხაროდ, მაგრამ რაც აქვს, ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს, იმიტომ რომ ბატონო პრემიერო, ვიღაც პროვოკატორმაც რომ რამე ქნას, დაგბრალდებათ თქვენ".
დაბოლოს, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის "ბრძოლა" ანდაზასთან: "რაც მოგივა დათაო ყველა... რაც მოგივა თავითა... იგინევე თავიდან"...

თამუნა კვინიკაძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვრიდან" სამიოდე კილომეტრში, კონფლიქტის ზონაში, სოფელ ბრეძაში ცხოვრობს 54 წლის ალექსანდრე მეყანწიშვილი,
ქართული თხილი ევროკავშირში წლების განმავლობაში გადიოდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობდა.
ის ქართულად თავისუფლად ლაპარაკობს, იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე წლებია,
"სახეზეა საფრთხის შემცველი ვითარება, "ქართული ოცნება" კი ისევ გასუსულია", - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, სოსო ცისკარიშვილმა ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება.
როდესაც ნათია ლაფაჩისა და მისი სამი შვილის შესახებ გავიგე, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ, უამრავი მითი და ლეგენდა გამახსენდა, სადაც დედა ომში მიმავალ შვილებს წინ გასძღოლია...
აღმასრულებელი მომღერალს ქონებას დაუყადაღებს?
"გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს და ნურც სხვას ჩავაგდებთ ცოდვაში"
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ხელოვნური ინტელექტი - საფრთხე თუ სარგებელი
არჩილ ჭეიშვილს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში საკუთარი წვლილი შეაქვს
0 კომენტარი
"რთულია მარტოხელა დედობა"
ექთანი - "მის მკერდის" სტატუსით
1 კომენტარი
"ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახვა..."
24 წლის გოგონას სევდიანი თავგადასავალი
7 კომენტარი