უნიკალური აფიშების კოლექცია მუზეუმში
font-large font-small
უნიკალური აფიშების კოლექცია მუზეუმში
ახლაც მახსოვს ჩემი მეზობელი ხათოს საძინებელ ოთახში გაკრული "დისკოს მოცეკვავეს" აფიშა და მისივე ხელით მიწერილი ტექსტი "მიყვარხარ ხათუნი"...
ხათუნას მიუწვდომელი და უიმედო სიყვარული, ყოველ მისვლაზე კედლიდან მიყურებდა. ვიცოდი, რომ სიგიჟემდე უყვარდა ხათოს ინდური ფილმების ვარსკვლავი მითჰუნ ჩაკრაბორტი. აუხდენელ სიყვარულზე ათას ჭორ-მართალს მიყვებოდა. მეც ვიჯერებდი და ველოდებოდი, პლაკატზე ნანახ ინდოელ ვარსკვლავს, ტელევიზორში როდის ვნახავდი. დიდი ხნის შემდეგ, უკვე პირველ კურსზე, ჩემი ჯგუფელის დაბადების დღეზე აღმოვაჩინე, რომ მამამისი, ქართული ფილმების აფიშების შეგროვებით იყო გატაცებული. წინა კვირას, ლიკას მამის ბავშვობიდან ნაგროვები კოლექცია (90-მდე აფიშა), რომელიც ცოტა ხნის წინ სოფელში წაუღია, ხანძარს შეუწირავს. ირადი ბიძია ძველ სახლზე მეტად, აფიშების განადგურებას განიცდის. სწორედ მისგან გავიგე, რომ საქართველოში აფიშების ყველაზე დიდი ფონდი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 250 ათასამდე კინოს, თეატრის, მუსიკის, სპორტისა თუ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების აფიშა ინახება. როგორც მუზეუმის აფიშების ფონდის მცველი ქეთევან უზნაძე ამბობს, სააფიშო ფონდი მუზეუმის დაარსებისთანავე შექმნილა და სამუზეუმო ექსპონატები ქრონოლოგიური პრინციპით არის დახარისხებული. ყველა აფიშაზე დატანილი ტექსტი თუ ვიზუალური გამოსახულება ამომწურავ ინფორმაციას იძლევა სპექტაკლისა თუ ფილმის შესახებ. ფონდი მდიდარია, როგორც პროფესიული ქართული, ისევე არაქართული თეატრებისა და პროფესიონალ თეატრალურ მოღვაწეთა შემოქმედების ამსახველი აფიშებით. ასევე სცენისმოყვარეთა დრამატული წრეებისა და სახალხო თეატრების შემოქმედების ამსახველი მასალით.

გიორგი კალანდია, მუზეუმის დირექტორი:
- ფონდი მდიდარია ქართული კინემატოგრაფიის - მხატვრული, დოკუმენტური თუ მულტიპლიკაციური კინოს ისტორიისა და განვითარების ამსახველი მხატვრული აფიშებით. ეს აფიშები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს, რადგან 1973 წელს ხანძრის შედეგად, ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმი მთლიანად განადგურდა და საცავებში დაცული აფიშების დიდი ნაწილი ჩვენამდე შემონახული ერთადერთი ეგზემპლარებია. ფონდი მოიცავს სახაზინო თეატრში, ზუბალაშვილის სახალხო სახლში, ნიკიტინის ცირკში, ვერის, ორთაჭალის, ავჭალის, ავლაბრის, მუსლიმანთა აუდიტორიებში, ხელოსანთა კლუბებში და სხვა სცენებზე გამართულ წარმოდგენებს.

"გაყრა" - პირველი ქართული სპექტაკლის აფიშა
GzaPressმუზეუმში დაცულ უამრავ აფიშას შორის, ერთ-ერთი გამორჩეული, პირველი თეატრალური აფიშაა, რომელიც 1851 წლის 2 იანვრითაა დათარიღებული და მაყურებელს პირველ ქართული სპექტაკლზე, "გაყრაზე" ეპატიჟებოდა.

გიორგი კალანდია:
- პირველი აფიშა გაჩნდა ძველ რომში და თავდაპირველად ის კედელზე იყო დაწერილი. რა თქმა უნდა, ჩვენ იმ პერიოდის აფიშები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პირველი ქართული აფიშა, რომელიც 1851 წლით არის დათარიღებული. საინტერესოა, რომ პირველი ქართული აფიშა სამ - რუსულ, ფრანგულ და ქართულ ენებზე იყო შედგენილი. თავადი გიორგი ერისთავი მოუწოდებდა მაშინდელ ქართველ საზოგადოებას, მოსულიყო პირველი ქართული სპექტაკლის "გაყრას" სანახავად.

ქეთევან უზნაძე, აფიშების ფონდის მცველი:
- გიორგი ერისთავის პიესა "გაყრა" თბილისის გიმნაზიაში დაიდგა. პრემიერას უდიდესი წარმატებით ჩაუვლია. სპექტაკლში თავად გიორგი ერისთავიც მონაწილეობდა. ის გახლდათ პიესის ავტორიც, რეჟისორიც და მიკირტუმ ტრდატოვის როლის შემსრულებელიც... ამ აფიშაზე ვკითხულობთ ქართველ წარჩინებულთა გვარებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სპექტაკლში. ჩვენს ფონდში დაცულია ეგრეთ წოდებული, საბჭოთა პერიოდის მოდერნისტული აფიშები, რომელთა ფასი, თანამედროვე ხელოვნების ბაზარზე, რამდენიმე ათეულ ათას დოლარს აჭარბებს. ესენია ძმების - გიორგი და ვლადიმერ სტენბერგების მიერ შექმნილი აფიშები, რომლებიც სულ რამდენიმე ეგზემპლარად დაიბეჭდა. აფიშებზე ძმები საცირკო დუეტების მსგავს ხელმოწერას ტოვებდნენ: "სტენბერგი". მართალია, ეს აფიშები 1917-დან 1930-იან წლებამდე არის შექმნილი, მაგრამ სანამ ხელოვნებაზე საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ მოიპოვებდა ძალაუფლებას, მანამდე მხატვრები ახერხებდნენ, შეექმნათ ისეთი აფიშები, რომლებიც არ ჯდებოდა სოცრეალიზმის ჩარჩოებში. აქედან გამომდინარე, ასეთი აფიშები ათეულობით თუ იქნება მსოფლიოში, მათ შორის რამდენიმე, დავით არსენიშვილის წყალობით, ჩვენს მუზეუმში მოხვდა და ჩვენს კოლექციაში ინახება.

"სამშობლო" - აბრეშუმის აფიშა
გიორგი კალანდია:
GzaPress- ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული - აბრეშუმზე ნაბეჭდი აფიშაა, რომელიც 1882 წლით არის დათარიღებული. ეს აფიშა მიართვეს გიორგი ერისთავის შვილს, თავად დავით ერისთავს სპექტაკლ "სამშობლოსთვის". ამასთან დაკავშირებით, ბრწყინვალე მოგონებაა დაცული ჩვენს მუზეუმში. თქვენ იცით, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო "სამშობლოს" დადგმა ქართულ სცენაზე. საზოგადოებამ სპექტაკლის ავტორი, დავით ერისთავი ხელში აიტაცა და, დიმიტრი გუნიას მოგონების თანახმად, ავტორს დაფნის გვირგვინში ჩასმული "სამშობლოს" აფიშა მიართვესო. აი, სწორედ იმ დაფნის გვირგვინში ჩასმული აფიშა ინახება ჩვენთან, რომელიც უნიკალურია, როგორც სიძველით, ასევე მასალითა და მისი მნიშვნელობით. აფიშების შემდეგი პერიოდიც ძალიან საინტერესო იყო. მართალია, სოცრელიზმის პერიოდი იწყება, მაგრამ ისეთი საეტაპო ქართული ფილმები, როგორიცაა: "გიორგი სააკაძე", "მამლუქი", "ბაში-აჩუკი", "ქეთო და კოტე", "ოთარაანთ ქვრივი"... ეს აფიშები გამორჩეულია ფერთა სიხასხასით, შესრულების მანერით და ყველაფერი ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორ იქმნებოდა მაშინ აფიშა? თავდაპირველად იხატებოდა მხატვრის მიერ და შემდეგ ხდებოდა ფოტოგრაფირება და ოფსეტური წესით ბეჭდვა.

"ქეთო და კოტე"
- მართალია, ჩვენ 20-იან წლებში ვიწყებთ ფილმების გადაღებას, მაგრამ აფიშები თავდაპირველად, რუსულენოვანი იყო. საბჭოთა პერიოდის პირველი ქართული აფიშა - "ეთერის სიმღერაა". ჩვენთან ინახება კინოს, თეატრის, ფილარმონიის, საცირკო და სპორტული აფიშები. მცირე რაოდენობით, მაგრამ პოლიტიკური ხასიათის აფიშებიც ინახება. მოგეხსენებათ, პოლიტიკური აფიშების ძირითადი საცავი ეროვნულ ბიბლიოთეკაშია. ყველაზე ხილვადი და მოთხოვნადი, მხატვრული და ლამაზი, მაინც კინოაფიშებია. მათ შორის გამორჩეულია "ქეთო და კოტეს" გრაფიკული აფიშა. სხვათა შორის, ამ ტიპის ანუ გრაფიკული აფიშა, შეიძლება ითქვას, მოდერნისტური და ძალიან ძვირფასია.
GzaPress
აფიშა - საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის განცხადებით
ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს 1924 წლით დათარიღებული, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის - "იმედის დაღუპვა" აფიშა. ამ ექსპონატის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მის უკან საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიმართვაა დაწერილი და საზოგადოებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აიღოს ხელი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებზე. დოკუმენტს რამდენიმე ადამიანი აწერს ხელს, მათ შორის - ივანე ჯავახიშვილიც. მართალია, ტექსტი ორიგინალის ასლს წარმოადგენს, მაგრამ არავინ იცის, როგორ ან რატომ მოხვდა თეატრის აფიშაზე.

განცხადება - საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისა
"საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი დღიდან თავის არსებობისა, ისახავდა რა მიზნად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, დარწმუნებული იყო, რომ ის შეძლებდა ამ მიზნით ქართველი ერის შეიარაღებული გამოსვლის მომზადებას და მოხდენას. ამისათვის დამოუკიდებლობის კომიტეტი მასში წარმოდგენილ პარტიათა საშუალებით რამოდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა სათანადო მუშაობას და აიარაღებდა რაზმებს. მეორე მხრივ, საზღვარგარეთელ ბიუროს მეოხებით სცდილობდა შეექმნა ევროპულ სახელმწიფოებში და განსაკუთრებით საფრანგეთ-ინგლისში სათანადო პირობები დახმარებისათვის, მაგრამ ჩვენი იმედი არ გამართლდა, რის გამოც ჩვენ დავმარცხდით. მასიური ორგანიზაციული გამოსვლა, რომელსაც ველოდით არ მოხდა, ხალხის ფართო მასამ ჩვენ მხარი არ დაგვიჭირა, შეგვრჩა მხოლოდ ის აქტიური ძალები, რომელიც ერის ზედა ფენებში იყო მოგროვილი და უმეტეს ნაწილად ტყეებში გახიზნული. ჩვენი გამოსვლა ფაქტიურად გადაიქცა ჩვენდა უნებურად ავანტიურად, რასაც ბუნებრივად მოჰყვა ხელისუფლების რეპრესიები, რის პასუხისმგებლობა სავსებით ჩვენ გვედება. აღიარებს რა თავის შეცდომას ამ გამოსვლის მოწყობით დამოუკიდებლობის კომიტეტი აცხადებს: რომ დღეიდან შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება დამღუპველი და სავსებით უპერსპექტივო ქართველი ერისთვის. ამის გამო დამოუკიდებლობის კომიტეტი მიმართავს კომიტეტში შემავალ პარტიებს და ყველა იმ შეიარაღებულ რაზმებს, რომელნიც გაიფანტნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმსაც წინადადებით: დაუყოვნებლივ ხელი აიღონ არსებულ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებზე, დაშალონ სავსებით ყველა შეიარაღებული ძალები, იარაღი ჩააბარონ მთავრობის ორგანოებს და მთავრობისადმი მორჩილებით შეეცადონ გამოსწორებას იმ უდიდესი უბედურებისა, რომელიც მოუტანა ქართველს ერს ჩვენმა გამოსვლამ. ამის შემდეგ დამოუკიდებლობის კომიტეტს, როგორც ცენტრში, ისე ადგილობრივათ დაშლილებად ვაცხადებთ".
თორნიკე ყაჯრიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ადამიანების გახარება მიყვარს"
"ცოტა არ იყოს, რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
ივეტა ჯირაშვილი - პირველი სოპრანო, რომელიც მშობლიურ თეატრს 37 წელია ემსახურება
რას უსურვებენ ქართველებს ცნობილი იუმორისტები
ქართველი მორაგბე ქალების მწვრთნელი
"მაშინ ასაფეთქებლები არ გვქონდა, თორემ ალბათ სახლს გადავწვავდი"
ანუ ბევრი ფული, ბილეთები, მიშა და ბიძინა ერთ ხურჯინში...
საოცარ მწვადს წვავს წალამზე, აკეთებს ზღაპრულ საცივსა და ჩაქაფულს, აგრეთვე, გოზინაყს, თუშურ დათხურს და გურულ ღვეზელს.
გაფრინდაშვილის ბედი გაურკვეველია
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2088 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი