არიან თუ არა ქართველი კაცები მოძალადეები
font-large font-small
არიან თუ არა ქართველი კაცები მოძალადეები
"საქართველოში მკვლელი შეყვარებულები მომრავლდნენ" "კაცმა ცოლი მოკლა და თავიც მოიკლა", "ახალგაზრდა ბიჭმა საცოლეს სცემა"... ეს ის ფრაზებია, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის ჩვენ გარშემო. 21 წლის ანა ნაცვლიშვილი ბოლო მსხვერპლია, რომელიც სიყვარულის სახელით გამოასალმეს სიცოცხლეს... შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ძალადობის შედეგად 20 ადამიანი მოკლეს. უწყება არ მიუთითებს, მათ შორის რამდენია ქალი. თუმცა, მედიით გავრცელებული სტატისტიკით, ცხადი გახდა, რომ მოკლულთა უმრავლესობა ქალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ფემიციდის (ქალების მკვლელობა გენდერული ნიშნით) დეფინიციას არ იცნობს. ქალის მკვლელობის შემთხვევაში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლი გამოიყენება. შსს-ში მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით კანონმდებლობას ხარვეზი არ აქვს და სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა-მუხლზე მიუთითებენ, რომლის მიხედვით, გენდერული დანაშაული, ასევე დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, ისედაც დამამძიმებელი გარემოებაა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ პრობლემაზე საზოგადოების რიგითი წარმომადგენლები და ცნობილი სახეები.

- არიან თუ არა ქართველი მამაკაცები მოძალადეები და მიაჩნიათ თუ არა მათ ქალები თავიანთ საკუთრებად?

გოგა სებისკვერაძე, სპორტსმენი:
- ქართველი კაცი მოძალადე არა, მაგრამ თავმოყვარეა. ვერასდროს შევურიგდები, მეუღლის შეუფერებელ საქციელს. თუ დაიმსახურებს, მოხვდება კიდეც.
- შეუფერებელ საქციელში რას გულისხმობთ?
- რა ვიცი, მსუბუქად მოქცევას, ცანცარს, სხვა მამაკაცებთან ფლირტს. ღალატზე არ მაქვს სა­უ­ბარი. ასეთ შემთხვევაში ჩემს საქციელზე პასუხს ვერ ვაგებ.
- ფიქრობთ, რომ ქალი თქვენი საკუთრებაა და როგორც გსურთ, ისე მოექცევით?
- დიახ, ასეა.

ბექა რაზმაძე, მენეჯერი:
- მოძალადე რა შუაშია? თუ ქალი მისთვის შეუფერებლად იქცევა, ოჯახს ჩირქს სცხებს, შვილებისა და მეუღლის თავმოყვარეობას შელახავს, არ უნდა დაისაჯოს?
- ამის გამო მკვლელობას გამართლებულად მიიჩნევთ?
- მკვლელობას არა, თუმცა გამწარებულ კაცს შესაძლოა, შემოგაკვდეს კიდეც.

ცირა გოგობერიძე, დიასახლისი:
- მე თუ მკითხავთ, ქალების ჩაგვრის თემა ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოგდებულია. ჟურნალისტებს სალაპარაკო თემა გჭირდებათ, არასამთავრობოებს - გრანტები. მე არსად მინახავს და თქვენ სად ნახეთ დაჩაგრული ქალები?
- შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ 21 წლის გოგონა ეჭვიანობის მოტივით მოკლეს.
- ეგ ერთეული შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ქალმა თავისი ქმარი დაჭრა და კინაღამ მოკლა.

მაია გოგორიშვილი, მოლარე:
- ქართველი კაცები საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევენ. ეს სიმართლეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაში ქალიცაა დამნაშავე. ქმარი რომ ერთხელ გცემს და იმასთან თანაცხოვრებას გააგრძელებ, ის მეორედაც გცემს და მესამედაც.
- შესაძლოა, ქალი მეუღლისგან ჩაგვრას მხოლოდ იმიტომ იტანს, რომ წასასვლელი არსად აქვს?
- ასეთი შემთხვევებიც არის, მაგრამ მე ვიცნობ საკმაოდ ბევრ გოგონას, ქალს, რომელსაც წასასვლელიც აქვს და კარგი პატრონიც ჰყავს, მაგრამ ქმრის ძალადობას მხოლოდ იმიტომ იტანს, რომ უყვარს.

ნაირა ავალიანი, მეწარმე:
- ერთი ბიჭი მყავს, მთელი ჩემი ახალგაზრდობა მის გაზრდასა და კაცად ქცევას შევალიე. ნამდვილად ვერ ავიტან, ვინმე უმსგავსო გოგომ დამიჩაგროს და თავისი ცუდი საქციელით ჩემი შვილის სახელი შეარცხვინოს. ნათქვამია, "კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო". ნუ დაიმსახურებს ქალი და არც მოხვდება. რატომ მე არ მცემდა ჩემი ქმარი?

ეკა ბერსენაძე, სტუდენტი:
- არა მგონია, ქართველი ბიჭები ისეთი ტირანები იყვნენ, როგორადაც წარმოაჩენენ. პირიქით, გოგონებს თავს გვევლებიან, ტყავში ძვრებიან, რომ ჩვენი ყურადღება და სიყვარული დაიმსახურონ. ისეთებიც არიან, ვინც სიმკაცრეს იჩენენ, მაგრამ ეს ალბათ ქალზეც არის დამოკიდებული. არ უნდა მისცე კაცს საბაბი, რომ გცემოს.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
- რამდენიმე მოძალადის გამო ყველა კაცს ერთ ქვაბში ნუ მოგვხარშავთ. რაც შეეხება მესაკუთრეობას, მე თუ მკითხავთ, ყველა შეყვარებული, კაცია ის თუ ქალი, მესაკუთრეა. არ მეგულება ქალი, რომელიც საყვარელ მამაკაცს სხვას გაუყოფს. უბრალოდ, ქალები და კაცები სიყვარულის შესანარჩუნებლად სხვადასხვა მეთოდით იბრძვიან. ქალები ბრძოლის იარაღად ბავშვებს იყენებენ (თავიანთი სიყვარულის ობიექტებს აშანტაჟებენ, რომ შვილებს აღარ აჩვენებენ), კაცების იარაღი კი ფიზიკური ძალადობაა. კაცების მიერ გამოვლენილი ძალადობა ისჯება სისხლის სამართლის კანონით, ქალების შანტაჟი კი არაფრით. აი, ეს არის პრობლემა.
- თქვენ ბრძოლის რომელ მეთოდს მიიჩნევთ მართებულად?
- არც ერთს. მე არც იმ ქალების მესმის, რომლებიც კაცებს აშანტაჟებენ და არც იმ მამაკაცების, რომლებიც ცემით ცდილობენ ქალების შენარჩუნებას. აი, სიყვარულის სახელით მკვლელობის ჩამდენი კაცების პოზიცია კი საერთოდ გაუგებარია ჩემთვის. ხომ არის შემთხვევა, რომ კაცი ქალსაც კლავს და თავსაც იკლავს? აი, ეს რა ფენომენია, ვერ ჩავწვდი. ალბათ ფსიქიკურ გადახრასთან გვაქვს საქმე.
- როგორ გგონიათ, რამ შეიძლება შეყვარებული კაცი მკვლელად ან უბრალოდ, მოძალადედ აქციოს?
- არ ვიცი, ამაზე მართლა არა მაქვს პასუხი. კაცობრიობის ისტორია ხომ სავსეა ასეთი ამბებით, სიყვარულის გამო ადამიანები სიგიჟეებს სჩადიან. ეს მხოლოდ ჩვენი, ქართველების პრობლემა არ არის, მთელ მსოფლიოში ასე ხდება. ჩემი აზრით, მკვლელობა და უბრალოდ, ცემა სხვადასხვა პრობლემაა. ვფიქრობ, მკვლელ შეყვარებულებს ალბათ ვერაფერს მოვუხერხებთ, ეს ადამიანები გლობალურ პრობლემას წარმოადგენენ. რაც შეეხება ცემას, აქ შესაძლოა, სახელმწიფოს ჩარევით, კანონის გამკაცრებით, სატელევიზიო კამპანიებით, სურათი შევცვალოთ და მეტ-ნაკლებად პრობლემა მოვაგვაროთ.

ლევან ბერძენიშვილი, პოლიტიკოსი:
- სიყვარულის სახელით ჩადენილი მკვლელობა და ძალადობა მხოლოდ ქართველების პრობლემა არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოება ამ თვალსაზრისით საკმაოდ ბნელი და გაუნათლებელია. ჩვენს ქვეყანაში ბევრია ისეთი, რომელმაც არ იცის ქალის არსი და ჰგონია, რომ მისი საკუთრებაა. საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება სამოქალაქო განათლების დაბალი დონის შედეგია. ეს პრობლემა არც მოგვარდება ისეთ ქვეყანაში, სადაც პარლამენტი ფემიციდის კანონის მიღებაზე უარს ამბობს და პრემიერ-მინისტრები ტელეეკრანებიდან იგინებიან.

ია ანთაძე, ჟურნალისტი:
- მოძალადეები ყველგან არიან, მათ შორის საქართველოში. თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოში ძალიან მძიმეა იმ შემთხვევათა სტატისტიკა, როდესაც მამაკაცი ქალზე ძალადობს. მიმაჩნია, რომ, პირველ რიგში, აღზრდა და განათლება ქმნის ამ გარემოს, სადაც ქალი მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი ხდება. ადამიანებში და პირველ რიგში, მამაკაცებში აგრესიის ხარისხი გონივრული ნორმის ზღვარს დიდად სცილდება. ეს, ცხადია, ყველას არ ეხება, მაგრამ ხშირად საქართველოში ნორმად მიიჩნევა ისეთი ქცევა, რომელიც სხვებს აზიანებს.

ბესო ბერულაშვილი, მსახიობი:
- ქართველი კაცი მოძალადე არ არის. ეს ყველაზე დიდი ტყუილი და ცილისწამებაა, რომელიც ოდესმე გამიგონია. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მოსიყვარულეები ვართ. ჩვენ ხომ მანდილოსანი ღვთისმშობლის დონემდე გვყავს აყვანილი, დედა ჩვენთვის ყველაზე წმინდაა. მხოლოდ საქართველოში ხოცავენ კაცები ერთმანეთს დედის შეგინებისთვის. ქართველი კაცი დედის გაზრდილია. ჩვენი მამა-პაპა სულ ბრძოლის ველზე იყო. ომიდან უმთავრესად ან საერთოდ ვერ ბრუნდებოდნენ, ან ხეიბრები რჩებოდნენ. შესაბამისად, ქართველ ბიჭს მამობასაც დედა უწევდა. დავაფასეთ კიდეც, ქვეყნის მთავარ ქალაქში დედის ძეგლი დავდგით.
- თქვენ უარყოფთ, რომ საქართველოში ქალზე ძალადობისა და მათი მკვლელობის ფაქტები გახშირებულია?
- ზუსტადაც, უარვყოფ. ძალადობა და მკვლელობა ყველგან და ყოველთვის ხდებოდა, მომავალშიც მოხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად ქართველი კაცია მოძალადე. მეზიზღება ქალზე მოძალადე მამაკაცები. არაკაცები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ ისინი ქვეყანაში ზოგად სურათს ვერ შეცვლიან. ამ თემის აგორება არასამთავრობო ორგანიზაციებს აწყობთ. მაგათ გრანტების მიღება უნდათ და იგონებენ, რომ ვითომ ქართველი კაცები ქალებს დაერივნენ. რას ამბობთ, ქალის ცემა სად გაგონილა?
- თქვენ არასდროს გამხდარხართ კაცის მხრიდან ქალზე ძალადობის მომსწრე?
- არა. თუ სადმე გადავეყარე ქალზე მოძალადე კაცს, საკადრის პასუხს გავცემ.

ალეკო ელისაშვილი, პოლიტიკოსი:
- ჩემს ნაცნობ-მეგობრებსა და ნათესავებში ქალზე ძალადობის ფაქტები არ ხდება. თუმცა ფაქტია, რომ გარკვეულ სოციალურ წრეებში ძალადობაც იკვეთება და მკვლელობაც.
- თქვენი აზრით, რა განაპირობების კაცის მოძალადედ გადაქცევას, სოციალური ფონი, გაუნათლებლობა თუ კიდევ სხვა რამ?
- ვფიქრობ, პრობლემა გაუნათლებლობაშია. სკოლებსა და ოჯახებში შესაბამისად ვერ ზრდიან ბავშვებს. ჩვენ ხომ ჩვენი თვალით ვნახეთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები, სადაც მშობლები შვილებს სიგარეტს აწევინებენ, ცუდ სიტყვებს ათქმევინებენ და ამით ერთობიან. ასეთმა მშობლემა როგორ შეიძლება, ნორმალური ადამიანი გაზარდოს?
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
თბილისის ავტობუსის მძღოლი ქალის ცხოვრება
ჩემს ტანსაცმელს, დაახლოებით, 25-45 წლის ასაკის ქალბატონები იცვამენ
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
"ერთი რამ ვიცი, ცოცხალია და გააშვილეს. მამა მასზე დარდმა მოკლა..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი