"თბილისს ცათამბჯენები საერთოდ არ უხდება"
font-large font-small
"თბილისს ცათამბჯენები საერთოდ არ უხდება"
"ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი მშენებლობები დედაქალაქში დამთავრდა", - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, მერია არავის მისცემს უფლებას, დედაქალაქში უკანონო მშენებლობები განახორციელოს.
რა არ მოსწონთ თბილისში და რა არის ნომერი პირველი გადასაჭრელი პრობლემა? რატომ შენდება უსახური შენობები და ვისი იმედი აქვთ ეკოლოგიურად დაბინძურებული, ავტომობილებითა და "ბეტონის ჯუნგლებით" გადატვირთული ქალაქის მკვიდრთ? დედაქალაქის პრობლემებზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები თავიანთ მოქალაქეობრივ მოსაზრებებს გვიზიარებენ.

ქეთათო ჩარკვიანი, მომღერალი:
- ტელევიზიით საინფორმაციო სიახლეებს თვალყურს დიდად არ ვადევნებ, მნიშვნელოვანი ამბები კი სოციალურ ქსელებში ისედაც ჟონავს. როგორც რიგით მოქალაქეს, ყველა ის საკითხი მაღელვებს, რომელიც ქალაქსა და ქვეყანას ეხება. თბილისში გავაპროტესტებდი უკანონო მშენებლობების თემას, ქალაქი მახინჯდება. ბევრი შენობა უხარისხო მასალითაა აგებული, არც გარე ფასადია გემოვნებიანად შეღებილი, ხშირად კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, გარემოს იერში არ ჯდება და ხშირად პროპორციულობაც დარღვეულია.

ირმა შარიქაძე, ფოტოგრაფი, დიზაინერი:
- ჩემი აზრით, თბილისში შეიძლება სამი მთავარი პრობლემა გამოვყოთ: ერთ-ერთია მანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი; მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ნაგავია, ხოლო მესამე და მთავარი პრობლემა არასწორი მშენებლობებია, განსაკუთრებით, ძველ თბილისსა და ქალაქის ცენტრში. მოსახლეობის რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება, მათ შორის, ჩვენთან, ბევრიც აქ ცხოვრების სურვილით ჩამოდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთზე უნდა ვიცხოვროთ და ქალაქი არ ნიშნავს კვადრატულ მეტრს გასაყიდად. ქალაქი, ეს არის სოციალური საცხოვრებელი ზონა, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, ისეირნონ, ისუნთქონ და ა.შ. ვისურვებდი, სახელმწიფოს ამ ყველაფერზე ეზრუნა.
- თუ გიჩნდებათ ხოლმე ქალაქში ფეხით გასეირნების სურვილი და რომელ ადგილებს ანიჭებთ უპირატესობას?
- სეირნობა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით იქ, სადაც მანქანებით არაა გადატვირთული და საფეხმავლო ბილიკებია. განსაკუთრებით ძველი თბილისი მიყვარს, აბანოების, ჩანჩქერის, ბოტანიკური ბაღის ზონა, მაგრამ ძალიან საწყენია, რომ ეს ისტორიული ადგილები პირვანდელ სახეს საკმაოდ სწრაფად კარგავს. ქალაქის უმისამართოდ განაშენიანების ტენდენციაა, რასაც ბოლო არ უჩანს, მაღალი შენობები თბილისს არ უხდება, მათში ცხოვრებაც შეუძლებელი იქნება, რადგან ავტომობილებით გადაადგილებისა და პარკირების პრობლემა შეექმნებათ.
- ახალი მერისგან რა მოლოდინი გაქვთ?
- ახალი მერის დიდი იმედი მაქვს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც ევროპულ ქვეყნებში უცხოვრია, ერთგვარი თანაზიარია იქაური მენტალიტეტისა და ბევრი რამ იცის. დიდი იმედი მაქვს, რომ ქალაქში მნიშვნელოვან და შესამჩნევ ცვლილებებს განახორციელებს, რათა ზოგადი ფონი, სოციალური თუ ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ბევრად უფრო მისაღები გახდეს, რომ ქალაქში მუშაობისა და ცხოვრების სურვილი გქონდეს. ამ ეტაპზე ასე არ არის. ვცხოვრობთ და ვმუშაობთ იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, პასუხისმგებლობებს ვერ გავექცევით. ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანი ცდილობს ქალაქის დატოვებას, რაც, დამეთანხმებით, კარგი არ არის.

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:
- დღევანდელ თბილისში აუცილებლად გავაპროტესტებდი არქიტექტურასა და დაბინძურებულ ჰაერს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრი უშნო და მახინჯი შენობა აშენდა, უარესი და უარესი შენდება და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს. მინდა, რომ მეტი პარკი და სკვერი გაკეთდეს, ხალხმა რომ ისეირნოს, ამის კულტურა დამკვიდრდეს, დაისვენონ. მგონი, ყველა დამეთანხმება, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ძალიან უშნოა, ბეტონის ჯუნგლებია, რომ შეხვიდე, დაიკარგები. ბოლო დროს, სოციალურ ქსელში უსახური შენობების ათასგვარ პოსტს ვნახულობ, ხალხი აღშფოთებულია.
- შუშის შენობები ცენტრალურ ადგილებში რამდენად ჯდება ისეთი ქალაქის იერში, როგორიც თბილისია?
- ვფიქრობ, ცუდი არ არის, ოღონდ გააჩნია, სადაა და როგორია. არანაირად არ მაღიზიანებს, მაგალითად, არც ის რიყის ხიდი, კაზინო უფრო მაღიზიანებს... ეკლექტიკური და ლამაზია უძველესი მეტეხის ტაძარი, ნარიყალა და ქვემოთ ეს ხიდი. სიძველისა და ახლის შერწყმა სწორად უნდა მოხდეს, გემოვნებიანად. ასე, პარიზშიც არ მოსწონდათ შუშის პირამიდა, მაგრამ ვფიქრობ, ლუვრს ძალიანაც მოუხდა.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი