ნანა ფაჩუაშვილისა და ნინო კასრაძის გულახდილი დიალოგი მაყურებელთან
font-large font-small
ნანა ფაჩუაშვილისა და ნინო კასრაძის გულახდილი დიალოგი მაყურებელთან
"სიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შევირგე" როგორია და როგორი უნდა იყოს თეატრი დღეს; რა გამოწვევებისა და რისკების წინაშე დგანან მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები თუ მაყურებლები; რა თვისებების ფლობაა საჭირო მოზარდისთვის, რომ არჩევანი მსახიობის პროფესიაზე შეაჩეროს - ცნობილი მსახიობები - ნანა ფაჩუაშვილი და ნინო კასრაძე 25 თებერვალს თეატრის ("თეატრი ათონელზე") სცენიდან მაყურებელს საკუთარი გამოცდილების გულწრფელი გაზიარების ფონზე თეატრის, პროფესიული არჩევანისა და თავისუფლების შესახებ ესაუბრნენ...

ნინო:
- მსახიობობა აბსოლუტურად შემთხვევით გადავწყვიტე. დეიდას ჰქონდა ჟურნალები, სადაც მსახიობების, მათ შორის - სოფი ლორენის, ბელა მირიანაშვილის ფოტოები იყო დაბეჭდილი. მათი თვალიერებისას, წარმოიდგინეთ, რომ მერვეკლასელ გოგონას სიცხე მიწევდა... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ასე გადავწყვიტე მსახიობი გავმხდარიყავი. რა ხდებოდა და რა იმალებოდა ამ ლამაზი ფოტოების მიღმა, ანუ რას ნიშნავდა მსახიობობა რეალურად, წარმოდგენა არ მქონდა...
ნანა:
- მსახიობობის ხიბლი ბევრს ბავშვობიდან სდევს. ამ პროფესიის ხიბლში ჩემი შვილიც აღმოჩნდა, თუმცა, მე და ჩემმა მეუღლემ ჩავუკალით ეს სურვილი. მიუხედავად მართლაც საოცარი ხიბლისა, ამ პროფესიას თან უამრავი გულისტკენა ახლავს, რომელიც ვალდებული ხარ აიტანო და გადაიტანო. ბრძოლისუნარიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ პროფესიისთვის. თუ გაქვს მოთმინებისა და დაუღალავი შრომის უნარი, ამტანობა, თითქმის ფანატიზმამდე მისული სიყვარული ამ პროფესიის მიმართ - ეს ბევრ რამეს განაპირობებს. თუმცა, ვფიქრობ, ბედიცაა საჭირო. ეს ყველაფერი სინთეზურადაა საჭირო, რომ გაგიმართლოს. მე მწყალობდა ბედი, რაც გამოიხატებოდა კარგ პედაგოგებში, რეჟისორებსა და თეატრში. ეს არ იყო ჩემი დამსახურება, არამედ - გამართლება. მსახიობისთვის პროფესიული განვითარება პედაგოგისგან იწყება. რატომ უყვართ თემურ ჩხეიძე თავის მოსწავლეებს განსაკუთრებულად? ის არის თავგანწირვის მაგალითი... თუ მსახიობს პედაგოგისგან მიღებული საწყისი ცოდნა არა აქვს, ექსპერიმენტებს ვერ გარისკავს.
ნინო:
- მსახიობისთვის უმთავრესია კარგი ჯანმრთელობა და მებრძოლი სული. მე და ქალბატონ ნანას ხშირად გვიწევდა ერთად მუშაობა. ერთხელ კონკრეტული პრობლემის შესახებ მესაუბრებოდა, როცა თვალიდან უნებურად ცრემლი ჩამოუგორდა... მე დავამშვიდე, არ ინერვიულოთ-მეთქი. - ბევრი გადამიტანია და ამასაც გადავიტანო - თქვა და ცრემლი იქვე "გააშრო" (იცინის). თუ სადმე ერთად ვართ, სულ ვსაუბრობთ. ერთხელ, "დარისპანის" რეპეტიციებისას ზაზა პაპუაშვილმა გაუთავებელი ლაპარაკის გამო სკოლის მოსწავლეებივით სხვადასხვა ადგილას დაგვსხა. უნიკალური თვისებები და ღირსებები, რაც უნდა ჰქონდეს მსახიობს, ნანამ მაჩვენა. ის საოცრად მიზანმიმართული და შეუდრეკელია.
- რამდენად თავისუფალია მსახიობი დღეს? რამდენად ახერხებს ის ექსპერიმენტების გატარებას და საერთოდ, საჭიროა თუ არა თავისუფალი, დამოუკიდებელი იყოს?
ნინო:
- სანამ ახალგაზრდა ხარ, თავისუფალი ნაკლებად ხარ, ყველა შენ გასწავლის. კონკრეტული ასაკიდან უკვე თავს უფლებას აძლევ ზოგჯერ შენც ურჩიო რამე რეჟისორს.
ნანა:
- გააჩნია ვისთან მუშაობ. ჩემი აზრით, ყველა საქმეში უნდა ფიგურირებდეს სიტყვა სიყვარული. როცა იცი, რომ რეჟისორს უყვარხარ, ბევრად თავისუფალი ხარ. რეჟისორსა და მსახიობს შორის ურთიერთსიყვარული ბევრ პრობლემას ხსნის.
ნინო:
- თუმცა, ბევრი შემთხვევა შეგვიძლია დავასახელოთ, როცა რეჟისორისა და მსახიობის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ფილმი, სპექტაკლი შედევრად ქცეულა...
- თუ მსახიობს შემოქმედებითი კრიზისი აქვს, არ აკავებს როლზე სასურველი რეჟისორი და ა.შ. უნდა მიიღოს თუ არა შეთავაზება არასასურველი რეჟისორისგან და რა "პროფესიულ სარგებელს" მიიღებს ამ შემთხვევაში?
ნინო:
- მოდი, გავმიჯნოთ: აბსოლუტურად სხვადასხვაა, როცა მსახიობს აქვს შემოქმედებითი კრიზისი და სხვაა, როცა მას როლზე არ აკავებენ. შეიძლება როლების პარალელურად განიცდიდე კრიზისს ან პირიქით... არის ხოლმე, როცა მსახიობი არაჩვეულებრივ ფორმაშია, ელოდება შეთავაზებას და ეს გაუთავებელი მოლოდინი კრიზისში გადადის... გამოსავალი, ამ შემთხვევაში, ისევ და ისევ საკუთარ თავზე მუშაობაა... სულ უნდა მუშაობდე, ყველასთან - სასურველი იქნება თუ ნაკლებად სასურველი. სწავლა ყველასთან შეიძლება. მოგეხსენებათ, უარყოფითი გამოცდილებაც კარგი გამოცდილებაა. აბსოლუტურად შესაძლებელია, მსახიობმა საშუალო დონის რეჟისორთან გაიბრწყინოს... ჩვენ რეპერტუარული თეატრის მსახიობები ვართ და ვალდებული ვართ, ნებისმიერ სპექტაკლში ვითამაშოთ, თუმცა, ამის გაგება ხშირად უჭირთ მსახიობებს და მსგავსი მიდგომა პროტესტის მიზეზიც გამხდარა. თამაშზე უარის თქმა მსახიობს აკნინებს, თეატრს უკარგავს სახეს და ახალგაზრდას - ოპტიმიზმს. ეს პროფესიის ღალატია. თეატრმა სავსე ცხოვრებით, საკუთარი კანონებით უნდა იცხოვროს, იარსებოს, მსახიობი კი მის კანონებს მოერგოს. თუ ასე არ მოხდება, ან არასაჭირო მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან პროცესებს მიღმა დარჩება... ჩვენი პროფესია, ძირითადად, განხიბლვას უკავშირდება და ამის გადალახვაა საჭირო... სიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შევირგე - ეს არის მსახიობობა.
ნანა:
- ვფიქრობ, ამ მხრივ ჩემმა თაობამ დაუშვა შეცდომები... ჩემს ბევრ თანატოლ მსახიობს დღეს დეპრესია აქვს... ჩემივე მოგონილი ლოზუნგის მიხედვით, მე უფრო მჭირდება თეატრი, ვიდრე მე თეატრს... თუკი ამ ლოზუნგით იცხოვრებ, დიდხანს დარჩები თეატრში... დღეს, ფაქტობრივად, მარტო ვარ და ეს ძალიან რთულია. ამბიციურობა ვნებს მსახიობს. თეატრი მსხვერპლს მოითხოვს და თუ შენ ის გიყვარს, მსხვერპლიც უნდა გაიღო... მაგალითად, ნინო თავდაუზოგავად მუშაობს, რომ შედეგი ჰქონდეს.
- ქალბატონო ნინო, როლზე უარი არასოდეს გითქვამთ?
- ბევრჯერ მითქვამს და არც მინანია. მაგრამ დღეს უკვე აღარ ვამბობ არას, რადგან არჩევანის ფუფუნება არ არის. ვფიქრობ, მსახიობებს გვაკლია კრეატიულობა. მუდმივად რეჟისორს ველოდებით. არადა, შეგვიძლია თავად მოვიფიქროთ და შევქმნათ ჩვენი სამუშაო სივრცე. ქართული თეატრის მთავარ პრობლემად მიმაჩნია, რომ გაკავებს როლზე ვიღაც, თამაშობ რაღაცას, არსებობს ამოცანა, ქვეტექსტი, პრეტექსტი... და ამ დროს მსახიობს წარმოდგენაც არ აქვს, რისი თქმა სურს სპექტაკლით რეჟისორს... საბოლოოდ კი, ვიღებთ გაოცებულ მაყურებელს და კიდევ უფრო გაოცებულ მსახიობებს...
ნანა:
- ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეჟისორს. მჭირდება მისი სწორი შენიშვნა. არ მინდა ამდენი როლის შემდეგ განვმეორდე, მინდა რაღაც ახალი ვთქვა და ამაში რეჟისორი უნდა დამეხმაროს...
ნინო:
- რუსთაველის თეატრში ერთმა სომეხმა რეჟისორმა სომეხი დრამატურგის პიესა, "ტრაქტატი ცხვირსახოცის შესახებ" დადგა. სპექტაკლში სულ სამი პერსონაჟი - დეზდემონა, ოტელო და იაგო - მონაწილეობს. ჩვენს გაუთავებელ შეკითხვებზე საპასუხოდ მან ამბავი მოგვითხრო: "ევროპაში, ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტზე ორი გერმანელი მსახიობი ქალი ყველა ჩემს სიტყვას იწერდა, რუსებმა კი დამტანჯეს შეკითხვებით. 10-დღიანი პაუზის შემდეგ გერმანელებმა გამზადებული როლები მოიტანეს." მივხვდი, რისი თქმა სურდა რეჟისორს. მე, დათო დარჩიამ და მალხაზ ქვრივიშვილმა კოსტიუმები მოვირგეთ და როლები ჩვენვე გავითამაშეთ. ამ რეჟისორის მთავარი სათქმელი იყო, რომ შენ, მსახიობი ხარ მხოლოდ შენი თავისა და ნიჭის ანაბარა და ძირითადი საქმე თავად უნდა გააკეთო... ერთხელ, ერთ-ერთ კონკრეტულ როლზე მუშაობისას, შევატყვე, რომ ჩიხში შევედი... რთული პერიოდი მქონდა, შვილი ახალი გაჩენილი მყავდა და გამიჭირდა პიესის ჟანრზე მორგებაც... ნანუკა ხუსკივაძეს დავურეკე და მითხრა, რაც იცი, ის გააკეთეო. ასეც მოვიქეცი და პრობლემაც გაქრა. ყოველთვის არ არის რეჟისორი შეუდარებელი და აღარ ვიმუშაოთ?! დღეს მსახიობის გადარჩენა უნივერსალურობაშია. საერთოდ, არ ვიყენებ სოციალურ ქსელებს, არ ვთანხმდები ინტერვიუებს გარკვეულ თემებზე, არადა, მინდა მეც გამოვხატო ჩემი პოზიცია ამა თუ იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე... როგორც კი რაიმე სახის ექსპერიმენტთან, ნორმიდან გადახვევასთან გვაქვს საქმე, იწყება და მძაფრდება კრიტიკა, გამუდმებული შედარებები... არადა, ეს ხომ განვითარების გზაა?! ეს სჭირდება თეატრსაც განვითარებისთვის. თეატრში აუცილებელია მუდმივი ძიების, შეცდომებზე სწავლისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის პროცესი... ემილ ზოლამ თქვა: ცხოვრებას თუ ვერ შეცვლი, აღწერეო. თეატრს აქვს ეს ფუნქციაც. მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული პოზიცია, თუნდაც მიუღებელი და ის აუცილებლად მოძებნის თავის მაყურებელს. ყოველ წელს ვიძახი, რომ თეატრიდან უნდა წავიდე და ახლა, როცა უკვე ამის დრო მოდის, საშინლად არ მინდა წასვლა (იცინის). თეატრს არაფერი ემუქრება, პროცესი მსოფლიო მასშტაბით ვითარდება და ჩვენც აუცილებლად მალე, მთელი ძალებით ჩავერთვებით ამ მარათონში.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქალის გზა ხმელეთიდან ცამდე
პრობლემები, რომელსაც ახალმა პრეზიდენტმა უნდა მიხედოს
პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განათლება დაასახელა და განაცხადა, რომ ეს არის სფერო, რომელშიც ფუნდამენტური რეფორმები განხორციელდება.
სირიასა და ერაყში დაწყებულმა ომებმა ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა...
ადამიანი 10 წუთის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ მაინც ცრუობს
"განათების ბოძს შეიძლება ტოტები გამოასხა და ორი ტონა ვაშლი ჩამოკრიფო"
"იყო შეცდომები, რადგან ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა, დემოკრატიული სახელმწიფო, "თინეიჯერობის ასაკში"
"ეს არის ჩემი ცხოვრება, პატიოსანი ადამიანი ვარ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი