აღმოსავლური ცეკვების ქართველი შემსრულებლის ორმაგი გამარჯვება
font-large font-small
აღმოსავლური ცეკვების ქართველი შემსრულებლის ორმაგი გამარჯვება
"საწყენია, საქართველოში მხოლოდ სკანდალი და სიშიშვლე აინტერესებთ..."

ქართველმა მოცეკვავემ, ანა პატარიძემ, ცოტა ხნის წინ ისრაელში გამართულ არაბული ცეკვების მე-14 საერთაშორისო ფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწია - "ფოლკლორის" ნომინაციაში პირველი, "კლასიკაში" კი მეორე ადგილზე გავიდა. ანა ქორეოგრაფ ელენე ჩიხლაძესთან ერთად გვეწვია რედაქციაში.

ელენე აღმოსავლური ცეკვების ოსტატია. ის მსოფლიოს ბევრი ქალაქის სცენაზე გამოსულა და მაყურებელზე მომაჯადოებელი ეფექტიც მოუხდენია. ხშირად იწვევენ საზღვარგარეთ მასტერკლასის ჩასატარებლად, სხვადასხვა ფესტივალზე... ქართველებმა ელენე "ნიჭიერის" პირველ სეზონში გაიცნეს. მას ელენ-ორიენტალის სახელით იცნობენ. ის ანა პატარიძის წარმატებით ძალიან ამაყობს:
GzaPress- ანა მაროკოში იყო, სადაც სამი თვე კონტრაქტით იმუშავა. 17 თებერვალს დაბრუნდა საქართველოში, ისრაელში კი 20-ში უნდა გავფრენილიყავით. მე იქ მიწვეული გახლდით, როგორც წარმატებული ქორეოგრაფი. ანამ გადაწყვიტა, ჩემთან ერთად წამოსულიყო. მითხრა, - იქ მასტერკლასები იქნება, რაიმე ახალს ვისწავლიო. მერე დავფიქრდით კონკურსში მონაწილეობაზეც. ვუთხარი, - გადი, იცეკვე, თუ წარმატებას მიაღწევ, ხომ კარგი, თუ არადა, სადარდებელი არაფერია-მეთქი. 20 თებერვალს უნდა წავსულიყავით, ანუ რეალურად 2 დღე ჰქონდა, რომ კონკურსისთვის ცეკვა შეგვერჩია და მომზადებულიყო. ღამით ვმუშაობდით, ჩემს სტუდიაში, ვინაიდან დღისით სხვა საქმეები გვქონდა მოსაგვარებელი. 2 ცეკვა დავდგით: ერთი ფოლკლორული, ერთიც კლასიკა. ბევრი ვიშრომეთ და ამ შრომამ შედეგი გამოიღო: ფოლკლორში პირველ ადგილზე გავიდა, კლასიკაში კი 2 ქულა დააკლდა პირველ ადგილამდე, მეორეზე დაასახელეს. ეს დიდი წარმატებაა. ნამდვილად არ ველოდით ამას. ცოტა რთული ქორეოგრაფია იყო და ჟიურიშიც მკაცრი, ძალიან ცნობილი ქორეოგრაფები იყვნენ მაროკოდან, თურქეთიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან.
- თქვენ არ იყავით ჟიურიში?
- ამ ფესტივალზე ქართველები მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ვინაიდან მოცეკვავე მე მყავდა წაყვანილი, ჟიურიში ვერ ვიქნებოდი. იქ ყველაფერს ყურადღებას აქცევენ, მიუკერძოებლობა ნამდვილად იგრძნობა. ძალიან ძველი კონკურსია, უკვე მეთოთხმეტედ გაიმართა ისრაელში. იცით, როგორი რთული ურთიერთობა აქვთ ებრაელებს არაბებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, არაბული ცეკვები მაინც დაფასებულია იქ. ჩვენთან კი რატომღაც, ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ მუცლის ცეკვაა და ძალიანაც ცდებიან. მუცლის ცეკვა არის ის, რასაც მოცეკვავეები ღამის კლუბებში ასრულებენ და რომლებსაც 5-ლარიანს უდებენ საცვლებში. სინამდვილეში, არაბული ცეკვები გაცილებით ღრმა და ბევრ საინტერესოა. ჩვენც ხომ ასე ვართ. ქართველებს ბევრნაირი ცეკვა გვაქვს და თითოეულს თავისი დამახასიათებელი სამოსი, ელემენტები, მანერა, რიტმი, თვლა, ხელის მოძრაობა აქვს.
- მიმზიდველია და საკმაოდ თამამია არაბული ცეკვების სამოსი...
- ყველა სამოსი ლამაზია, მაგრამ ზოგიერთი თამამი სულაც არ არის. ანამ ისრაელში რომ შეასრულა ცეკვა ხალიჯი, გრძელი, ულამაზესი სამოსი ეცვა. რაღაცნაირად დახვეული სამოსია, მაგრამ იმდენად ქალური მოძრაობებია ამ ცეკვაში, რომ სამოსიც ვერ ფარავს ქალის სილამაზეს. სხვათა შორის, ია ფარულავა დადიოდა ჩვენს სტუდიაში სწორედ ამ ცეკვის შესასწავლად.
- ისწავლა?
- კი, ისწავლა! ნიჭიერი ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა!.. კოსტიუმებზე ვსაუბრობდით და აქვე გეტყვით, რომ ყველა კოსტიუმი საკუთარი ხელით მაქვს შექმნილი და თითოეულის შეკერვაში ბევრ შრომასა და ენერგიას ვდებ. მეუბნებიან, შეგვიკერე, მოგვყიდეო, მაგრამ ამაზე არ ვთანხმდები, რადგან თითოეული "შვილივით" მიყვარდება და ვუფრთხილდები. კოსტიუმების შექმნის იდეას თავად მუსიკა მკარნახობს. ვცდილობ, ინდივიდუალობა ყოველთვის შევინარჩუნო.
- ანა, გილოცავთ წარმატების მიღწევას! რას გვეტყვით თქვენზე, როდის დაინტერესდით არაბული ცეკვებით?
- მე რუსეთში დავიწყე ამ ცეკვების შესწავლა, მაშინ იქ ვცხოვრობდი. მერე, როცა ჩამოვედი საქართველოში, ელენესთან დავიწყე სიარული. 4 წელია, რაც მის გვერდით ვარ და უკვე არაერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და სხვათა შორის, ყველგან გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ. გარდა ისრაელში გამართული ამ კონკურსის, რომელზეც უკვე ისაუბრეთ, რამდენჯერმე გავიმარჯვეთ კაიროში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ზედიზედ 2 წელი გავხდი ჩემპიონი.

ელენე:
GzaPress- ამ ფესტივალზე ჩამოდიან ამ ცეკვის ნამდვილი ვარსკვლავები. ქორეოგრაფებში ყველაზე ახალგაზრდა მგონი, მე ვარ და თან, არა არაბი. ეგვიპტეში იცით, როგორ არის? თუ მსახიობმა ცეკვა არ იცის, დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. კაიროში გამართულ ფესტივალში 22 ქვეყნის წარმომადგენელი გახლდათ ფინალში და მათ შორის იყო ანაც. ამდენ ქვეყანას შორის საქართველო რომ გაიმარჯვებს, მგონი ეს, ცოტას არ ნიშნავს, არადა, ამ ამბით საქართველოში არავინ დაინტერესებულა.
ვფიქრობ, საქართველოში აღმოსავლურ ცეკვებს სერიოზულად არ უყურებენ იმიტომ, რომ არიან ისეთი მოცეკვავეებიც, რომლებიც ხალხს ისეთ ცეკვას აჩვენებენ, რომელიც მხოლოდ ღამის კლუბში შეიძლება შეასრულო. მაგრამ ასეთ მოცეკვავეებს უფრო მეტ დროს უთმობს მედია, რადგან სჭირდებათ მეტი სკანდალი, მეტი ცარიელი ხორცი, შიშველი სხეული. როცა ჩვენ გვიწვევენ ტელევიზიაში, გვთხოვენ, იქნებ უფრო გახსნილი კოსტიუმით მოხვიდეთო. ე.ი. აინტერესებთ არა ნამდვილი და ხარისხიანი ცეკვის ნახვა, არამედ სულ სხვა რამ. არადა, მერწმუნეთ, ლათინურამერიკულ ცეკვას ნაკლები ქსოვილი სჭირდება, ვიდრე აღმოსავლური ცეკვის კოსტიუმის შეკერვას. ხშირად თქვენ ხედავთ ეკრანზე იმას, ვინც ფულს აკეთებს არა ხელოვნებით, არამედ სხეულით. ეს სამწუხაროა!
- ალბათ ბევრს არ მოეწონება ის, რაზეც ახლა საუბრობთ...
- რა ვქნა, მიყვარს სიმართლე, ზურგს უკან ლაპარაკი არ მჩვევია...
- რატომ არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ გვაჩვენოთ, როგორია ნამდვილი არაბული ცეკვები და დაგვანახვოთ, რომ რაღაცებში ვცდებით?
- და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? სერიოზულ რაღაცებს დროს არავინ უთმობს, ყველა სკანდალს ეძებს. აი, ანას წარმატებაზეც კი ბევრმა არ დაწერა, ამ ამბის გაშუქება რატომღაც არ აძლევთ ხელს... ამას წინათ ერთმა მოცეკვავემ, რომელსაც ხშირად ვხედავთ ტელეეკრანზე, თქვა, რომ აღმოსავლური ცეკვების ასოციაციის პრეზიდენტია და თქვენც დაწერეთ. დიახ, წერთ იმას, რაც ადამიანმა გითხრათ. გადამოწმების საშუალება არ გაქვთ და დაწერეთ! მაგრამ ამას ვიღაც წაიკითხავს და იფიქრებს, ალბათ კარგად ცეკვავსო. ასე არ შეიძლება...
- თქვენ რით დაგვიმტკიცებთ, რომ აღმოსავლური ცეკვების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ხართ?
- 2008 წლიდან ვარ ამ ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოს ფარგლებში და რეესტრში დამოწმებული ეს ინფორმაცია შემიძლია გაჩვენოთ. მე რომ კარგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი არ ვიყო, მერწმუნეთ, ისრაელში არ მიმიწვევდნენ...
- დიდი ხანია, ცეკვას ასწავლით. აღმოსავლური ცეკვების შესწავლის მსურველი ბევრია?
- წლების წინ, როცა ქორეოგრაფობა დავიწყე, თავიდან არც ერთი ქართველი არ დადიოდა. 6 გოგო მყავდა და ისინიც უცხოელები იყვნენ, რომლებსაც საქართველოში უწევდათ გარკვეული დროით ცხოვრება. მაგალითად, საელჩოს თანამშრომლები ან მათი ნათესავები. ასე იყო 2006 წლამდე. მერე ერთი ქართველი ქალბატონი მოვიდა, ცეკვის სწავლის სურვილი გამოთქვა, შემდეგ სხვა ქართველებიც შეუერთდნენ. ოღონდ, ბავშვებს არ ვასწავლი.
- რატომ?
- ბავშვების მშობლებს არ სურთ, შვილებს ფოლკლორი ასწავლონ სხვა მოთხოვნები აქვთ... მაგალითად, ამას წინათ მომიყვანეს 8 წლის გოგონა, ასწავლე ცეკვაო. რა მიზნით-მეთქი? - მინდა, კონკურსზე გამოვიდესო და ჩამირთო კომპოზიცია, რომელიც სიყვარულზეა. ვეუბნები, 8 წლის ბავშვია, ამ მუსიკაზე როგორ უნდა აცეკვოთ, ეს ხომ მისთვის შეუფერებელია-მეთქი. მე თვითონ ვარ დედა, მყავს 16 წლის ვაჟი და ვერ წარმომიდგენია, 8 წლის ბავშვს შეუფერებელი ცეკვა რატომ უნდა ვასწავლო?.. თანაც, ვფიქრობ, როცა თავად ქართველებს ასეთ მდიდრული ფოლკლორი გვაქვს, ბავშვს ჯერ თავისი, ეროვნული ცეკვები უნდა ასწავლონ და მერე აზიარონ სხვა ქვეყნის ცეკვებს.
- რამდენი წლისამ დაიწყეთ თქვენ ცეკვის სწავლა?

ანა:
- 14 წლის ვიყავი, მაგრამ რუსეთში სხვანაირი მიდგომა აქვთ, იქ ბავშვისთვის რა არის შესაფერისი, ამას დიდი ყურადღება არ ექცევა, მთავარია ცეკვა ასწავლონ.

ელენა:
GzaPress- იქ ბავშვებისთვის კონკურსიც კი იმართება, სადაც აღმოსავლურ ცეკვებს ასრულებენ. ეს არ მომწონს, ალბათ იმიტომ, რომ კავკასიელი ვარ და შესაბამისად, ცოტა არ იყოს, აზიური მენტალიტეტის მქონე. პირადად მე, 15 წლისამ დავიწყე აღმოსავლური ცეკვების შესწავლა, მანამდე დავდიოდი ტანვარჯიშზე, შემდეგ საბალეტო სტუდიაში...
- ალბათ ხშირად გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ აღმოსავლური ცეკვები მაინც თამამ ცეკვად არის მიჩნეული...
- იმისთვის, რომ პოპულარულები გავხდეთ, ყველაფერზე წამსვლელები არ ვართ - ეს უკვე ბევრმა იცის. ორივეს გვყავს ქმარი-შვილი და ვცხოვრობთ ისე, ჩვენს ოჯახს რომ არ შერცხვეს. რასაც ვაკეთებთ, ეს ხელოვნებაა და ეს იციან ჩვენმა მეუღლეებმა, რომლებიც ყველანაირად მხარში გვიდგანან. ჩვენ ალბათ, რთული გზა ავირჩიეთ და იმედია, ოდესმე დაგვიფასდება. ერთადერთი, გული იმის გამო გვწყდება, რომ საზღვარგარეთ უფრო მეტ პატივს მცემენ, უფრო მიცნობენ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. თუმცა, ამის გამო არ ვიბოღმები: კიდევ ბევრ ფესტივალზე ვარ მიწვეული, ვატარებ მასტერკლასებს და მიხარია, როცა საქართველოს ღირსეულად წარვაგდენ უცხო ქვეყნებში. ჩვენ არავინ გვაფინანსებს, მაგრამ მაინც საქართველოს სახელით გავდივართ ნებისმიერ ფესტივალზე და იქ ჩვენი დროშა რომ აფრიალდება, ნუთუ გგონიათ, ეს მარტო ჩვენი გამარჯვებაა? თუმცა, გაცნობიერებული მაქვს: ქართულ ცეკვებს არ აფინანსებენ და აღმოსავლური ცეკვების წარდგენაზე ვინ იზრუნებს?..
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კანაფი/მარიხუანა კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დაპირისპირების საგანი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარის განაპირას აღმართულია კოშკი, რომელიც ომუნეს ჯიხას სახელით არის ცნობილი და ჩვენი ქვეყნის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
"იმდენ ისტორიას, საიდუმლოსა და ინფორმაციას ინახავს აქაურობა, შეუძლებელია, არ მიყვარდეს, ჩემად და იმ ხალხის ნუგეშად არ ვთვლიდე, ვისაც უფალი უყვარს...
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების მსურველთათვის წესის გამკაცრებას მოითხოვს.
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
პლანის მოწევა სოფელში გართობად იქცა(?!)
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი