ყველაზე სახიფათო პროდუქცია, რომლის შეძენა საქართველოში ორჯერ უფრო სარისკოა(?!)
font-large font-small
ყველაზე სახიფათო პროდუქცია, რომლის შეძენა საქართველოში ორჯერ უფრო სარისკოა(?!)
დასავლეთის ქვეყნებში პროდუქციის ხარისხს ყოველთვის გულდასმით ამოწმებენ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში ძალიან პოპულარულია არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემა, (RAPEX) რომელიც მავნე პროდუქციის შესახებ ინფორმაციას თავის ყოველკვირეულ ანგარიშში აქვეყნებს. ამ ანგარიშებს რომ გადახედოთ, გაოცდებით: მავნე პროდუქციის ჩამონათვალში შეხვდებით ისეთ უწყინარ ნივთებს, როგორიცაა: ჩანთა, ბავშვის შარვალი, მაისური, სათამაშოები, კოსმეტიკა და ა.შ...
გამოქვეყნებისთანავე, საზიანო პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მთელ ევროპაში ვრცელდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. ევროკავშირის ყველა ქვეყნის მაკონტროლებელი უწყება ვალდებულია, ყურადღებით გაეცნოს ამ ინფორმაციას და სავაჭრო ქსელში საფრთხის შემცველი პროდუქცია არ დაუშვას. "გამორიცხული არ არის, რომ დაწუნებული პროდუქცია განვითარებად ქვეყნებში შემოდიოდეს, მათ შორის - საქართველოში" - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ:

- ბატონო ვახტანგ, ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის მიერ ძალიან ბევრი უხარისხო პროდუქტი გამოვლინდა. საქართველოში რატომ ვერ ხერხდება მსგავსი რამ?
- ერთი "უბრალო" მიზეზის გამო: საქართველოში რამდენიმე სახეობის პროდუქტის გარდა, სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება, მონაცემები არ არსებობს და ვერც არასამთავრობო სექტორი აქვეყნებს. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენთან დაცული არავინაა: არც ის, ვინც საჭირო ნივთებს ბაზრობაზე ყიდულობს, და არც ის, ვინც ძვირფას მაღაზიებს სტუმრობს. იმის დადგენა, თუ რამდენად სწორია ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია, შეუძლებელია. ამიტომ, მომხმარებელმა არ იცის, რა შემადგენლობისაა სამოსი, ჩანთა ან სათამაშო, რომელსაც ის ყიდულობს.
GzaPress- RAPEX- 2017 წლის ანგარიშში სწორედ ასეთი ნივთები ჭარბობდა, რატომ?
- სახიფათო პროდუქტების შესახებ 2017 წლის ანგარიში მართლაც რომ საყურადღებოა: გასული წლის განმავლობაში სისტემაში 2 200 შეტყობინება შევიდა, რასაც პროდუქტის ქსელიდან ამოღების 4 000-მდე შემთხვევა მოჰყვა. სახიფათო პროდუქტების სიის თავში აღმოჩნდა: სათამაშოები - შემთხვევათა 29%, ავტომობილები და მოტოციკლები - შემთხვევათა 20%, ტანსაცმელი, ტექსტილი და მოდის აქსესუარები - შემთხვევათა 12%.
- ამბობთ, რომ თქვენი ევროპელი კოლეგები ახალ საფრთხეებზე მიუთითებენ, კონკრეტულად, რომელ საფრთხეს გამოყოფდით?
- თუნდაც, სათამაშო სპინერი, რომელიც ბოლო ხანებში ბავშვებში ძალზე პოპულარულია. სპინერების ზოგიერთი მოდელი იოლად იშლება და იყო შემთხვევები, როცა პატარებმა ამ სათამაშოს ბატარიები, ან სხვა ნაწილები ჩაყლაპეს. სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით არაერთი ასეთი სათამაშო გამოავლინეს და გაანადგურეს. ევროკავშირის მაკონტროლებელი სტრუქტურები კიდევ ერთ გამოწვევად პროდუქციის ონლაინგაყიდვას მიიჩნევენ, რადგან მისი გაკონტროლება საკმაოდ რთულია. ამ მიმართულებით ევროკავშირში კონტროლის ახალ მექანიზმებს ამუშავებენ და მომხმარებელთა ცნობიერების ასამაღლებლადაც აქტიური კამპანია მიმდინარეობს.
- დავიწყოთ ყველაზე აუცილებელი პროდუქციით: რატომ შეიძლება იყოს სახიფათო ტანსაცმელი, რომელიც ადამიანის ყოფის განუყოფელი ნაწილია?
- ტანსაცმელთან დაკავშირებით ორი ძირითადი საფრთხე იკვეთება: დავიწყებ პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი სამოსით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ისეთი ნაწილები, რომელიც ადვილად სძვრება და თუ ბავშვი გადაყლაპავს, შეიძლება დაიხრჩოს კიდეც. ევროკავშირში ამგვარ ტანსაცმელს ქსელიდან სასწრაფო წესით იღებენ ხოლმე. ყველაზე დიდი საფრთხე კი, მაინც ქიმიური ნივთიერებებია - ეს შეიძლება იყოს საღებავი ან მასალა, რომლითაც ტანსაცმელი იკერება. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში ძალზე პოპულარულია არაბუნებრივი საღებავების გამოყენება. ხელოვნური საღებავები უფრო იაფი და ხელმისაწვდომია, ამიტომ წარმოებაში გამოიყენება ძალიან ბევრი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ალერგიულ რეაქციებს იწვევს, თუმცა გაცილებით საშიშია ისეთი რეაქცია, რომელიც სწრაფად არ ვლინდება და ადამიანის ორგანიზმში წლების შემდეგ იჩენს თავს. ამიტომ, ევროკავშირში მიღებულია, რომ ტანსაცმელი ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული და უსაფრთხო უნდა იყოს. იგივე უნდა ითქვას ტექსტილის ნაწარმსა და თეთრეულზეც... ევროკავშირის ქვეყნებში არანაკლები სიფრთხილით ეკიდებიან აქსესუარებს - ჩანთებს, მორთულობებს, რომლებიც შესაძლოა, მავნე მინარევებს შეიცავდეს.
- სათამაშოებზე ადრეც გვისაუბრია, მაგრამ მაინც ღირს ამ თემაზე ყურადღების გამახვილება...
- კარგია, რომ ეს საკითხი ქართულმა პრესამ აქტიურად გააშუქა და მართლაც ყველაზე მტკივნეული თემაა: ჯერ ერთი, საქმე მომავალ თაობას ეხება და მეორე - სათამაშოებში უამრავი მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს. აქაც იგივე საფრთხეები იკვეთება: ფიზიკური დაზიანება და მომწამვლელი, მავნე ქიმიური ნივთიერებები. ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენჯერმე შეისწავლა სათამაშოები, რომლებიც ბავშვებში ძალზე პოპულარულია და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჯანმრთელობისთვის საშიშ, მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქსელში სათამაშოები დღემდე მაინც არ კონტროლდება, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყებენ ტექნიკური ბაზის შემუშავებას და იმედია, რომ ამ სფეროს სრულყოფილი კონტროლი 2019 წლიდან თუ არა, 2020 წლიდან მაინც მოხდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი ოჯახი ცდილობს ბავშვის ტანსაცმელი და სათამაშოები ძვირად ღირებულ მაღაზიაში შეიძინოს.
- ნუთუ ასეთი მაღაზიების კლიენტურაც არ არის დაცული?
- ვინაიდან ქართულ ბაზარზე არაფერი მოწმდება, არ არის გამორიცხული, რომ მავნე ნივთიერებები ძვირად ღირებულ ნივთებშიც იყოს. ამიტომ, მომხმარებელი არც ერთ შემთხვევაში არ არის დაცული. შესაძლოა, ბევრი რამ სპეციალურად იყოს წარმოებული საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, სადაც წლების განმავლობაში არაფერი შეუმოწმებიათ, ასე რომ, სანამ სახელმწიფო კონტროლი ამოქმედდება, ჩვენი მოსახლეობა მუდმივად დაუცველი იქნება.
- ევროკავშირში ყველაზე სახიფათო პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ლიდერი ავტომობილები და მოტოციკლებია. რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში?
GzaPress- ევროკავშირში ეს პროდუქტები სახიფათოა, მაგრამ ჩვენთან - ორჯერ უფრო სახიფათო, რადგან არავინ ამოწმებს, თანაც, საქართველოში ძირითადად მეორადი ავტომობილები შემოდის და იყიდება. ამის გამო საფრთხე მომატებულია. როდესაც ავტომობილის ესა თუ ის ნაწილი გაუმართავი და მოძველებულია, ავარიის საშიშროება მატულობს. ევროკავშირში სავსებით ახალი მოდელები შეამოწმეს, ჩვენთან კი, ამ მხრივ გაცილებით რთული სიტუაციაა. მით უმეტეს, რომ ავტომობილების ტექნიკური შემოწმება სრულფასოვნად არ მოქმედებს. ვიდრე ეს რეგულაცია არ ამოქმედდება, ყველანი დაუცველები ვიქნებით. შეიძლება მოქალაქემ ახალი ავტომობილი ვერ იყიდოს, მაგრამ როცა ავტომობილს ან მოტოციკლს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი აქვს, ის ნაკლებად სახიფათოა.
- ამ სიტუაციაში, როცა სავაჭრო ქსელში არსებული პროდუქციის დიდი ნაწილი შეუმოწმებელია, რას ურჩევდით ქართველ მომხმარებელს?
- გამოგიტყდებით, რჩევის მიცემა ჩემთვის ძალზე რთულია, რადგან ადამიანი ყიდულობს იმას, რისი შესაძლებლობაც აქვს. მართალია, სახელმწიფო კონტროლის სისტემა არ მუშაობს, მაგრამ მომხმარებელმა ბავშვის სამოსს და სათამაშოებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. შეძლებისდაგვარად უნდა გამოვიკვლიოთ, რა მასალისგან არის დამზადებული ეს ნივთები. ჩვენმა ორგანიზაციამ საგანგებოდ დაიწყო ამ ანგარიშების გამოქვეყნება: თუ მომხმარებელი ქართულ ბაზარზე ნახავს ნივთს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე აღიარებულია, როგორც საფრთხის შემცველი, ასეთი ნივთის შეძენისგან თავი უნდა შეიკავოს. თუ ნივთს სპეციფიკური სუნი აქვს, საღებავი გადასდის ან ვიზუალურად უხარისხოდ გამოიყურება, ასეთი პროდუქციაც არ უნდა შევიძინოთ. როდესაც ტანსაცმელს ყიდულობს, მომხმარებელი უნდა შეეცადოს, რომ ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული სამოსი შეიძინოს. იმ პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც ევროკავშირში სახიფათოდ აღიარეს, შეიძლება თავისუფლად მოხვდეს ქართულ მაღაზიებში. ასე რომ, თუკი სავაჭრო ქსელში ნახავთ ისეთ პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის ანგარიშშია შესული, გირჩევთ მათი სერიული ნომრები გადაამოწმოთ. თუკი ისინი ანგარიშში მითითებულ ნომრებს დაემთხვა, ესე იგი, პროდუქტი საფრთხის შემცველია. როცა სახელმწიფო არ ამოწმებს ქართულ ბაზარზე არსებულ ნაწარმს, მყიდველი მაინც უნდა იყოს ფხიზლად - სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
თბილისის ავტობუსის მძღოლი ქალის ცხოვრება
ჩემს ტანსაცმელს, დაახლოებით, 25-45 წლის ასაკის ქალბატონები იცვამენ
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი