"მერეში" გალეული დრო
font-large font-small
"მერეში" გალეული დრო
"ახლა, რომ დავბერდი, აღარავის ვჭირდებიო..."

ქართულ ხელოვნებას კიდევ ერთი ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანი გამოაკლდა - რამდენიმე დღის წინ 83 წლის ასაკში მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა.

წინაპრები სამღვდელო პირები ჰყავდა. ტრადიციად ჰქონიათ, ოჯახის უფროსი ვაჟი მღვდელი უნდა გამოსულიყო. ბაბუის - მღვდელ ლავრენტი წულაძის დაღუპვის შემდეგ ეს ტრადიცია მოშლილა და ბატონმა ბაადურმა ცხოვრება კინოხელოვნებას დაუკავშირა. პროფესიამ, რასაც მართლმადიდებლური სარწმუნოება არ სწყალობდა, მას წარმატება და ხალხის სიყვარული მოუტანა. არადა, ლავრენტი ბაბუას ძალიან ჰყვარებია კინოხელოვნება და ნარკვევიც კი დაუწერია პირველ ქართულ მხატვრულ ფილმზე - ალექსანდრე წუწუნავას "ქრისტინეზე"... მახსოვს, წლების წინ სიამაყით მიამბობდა ბაბუაზე - ადამიანზე, ვინც ანაფორა არ გაიხადა და ამიტომაც მოკლეს ბოლშევიკებმა. ზოგადად, წულაძეები, თურმე, ჯიუტები ყოფილან - რისიც გვწამს, იმას არასდროს გადავუხვევთ. ამას პრინციპიც შეიძლება ვუწოდოთ, ამიტომ ცხოვრებაში არავისთვის და არაფრისთვის მიღალატია, შეცდომები კი დამიშვია და ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, ოჯახი რომ არ მყავსო... თუმცა აქაც რაღაცნაირად ცდილობდა თავის გამართლებას...
GzaPressმოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა და საქართველოში რომ დაბრუნდა, 15 წლის განმავლობაში საკუთარი ბინა არ ჰქონია - ხან ნათესავთან რჩებოდა, ხან მეგობართან და ხან კიდევ - სად. იხსენებდა, ბათუმის ძველ ბინას ბინას ვერ ვუწოდებდი, თუმცა იქ უბედნიერესი ბავშვობა მქონდა გატარებული. ფაქტობრივად, სულ გადაღებაზე, ექსპედიციებში ვიყავი - ტაჯიკეთის გარდა, საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა მოვიარე და იმხანად საზღვარგარეთ არავინ მიშვებდა, თორემ იქაც წავიდოდიო. ხშირად ხუმრობდა: ბურიდანის ვირივით ვარო, თან სიცილით დააყოლებდა, ხომ იცით ეს ამბავი? - გლეხ ბურიდანს ვირი ჰყავდა. ერთხელაც ორივე მხრიდან დაუყარა ამ ვირს საჭმელად თივა და წავიდა. ვირი დიდხანს ფიქრობდა, მარცხნიდან დაეწყო ჭამა თუ მარჯვნიდან და... შიმშილით მოკვდაო.
ჩავეკითხე, ვერაფრით დავიჯერებ, წლებს უსიყვარულოდ რომ ჩაევლო-მეთქი და, ლამის, შეიცხადა: ცოცხალი ადამიანი უსიყვარულოდ როგორ ვიქნებოდი?! იმხანად ქალი რომ მოგეხიბლა, ამისთვის ენერგიაც უნდა დაგეხარჯა. რა თქმა უნდა, ვინც გულწრფელად მყვარებია, მისთვის სიყვარულიც ამიხსნია. ზოგიერთი მიყვარდა, ზოგიერთი მომწონდა, მაგრამ... სულ ვფიქრობდი, ცოლს მერეც მოვესწრები-მეთქი, მაგრამ "მერეში" დრო გავიდა - ახლა, რომ დავბერდი, აღარავის ვჭირდები და ამიტომაც ვარ ასეო. მაჭანკლობა არავის უცდია-მეთქი? - ვკითხე და იმწამს ვინანე - სასტიკად აღშფოთდა: აპ-აპ-აპ-აპ! რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ დაოჯახების ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელი და გამორიცხული იყო. ერთიც არის - ცოლი უნდა შეირთო, ახალგაზრდა რომ ხარ, ისიც სულელი რომ არის და - შენც, მერე ან შეეწყობით ერთმანეთს, ან არა. ასაკში რომ შედიხარ, ასაკოვანს ხომ არ შეირთავ? - ახალგაზრდა მოგწონს. იმას შეიძლება შენ არ უნდოდე, ვერც "გადაგაკეთებს", ასე რომ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და დაოჯახების რეცეპტიც არავის აქვს. რომ დაბრძენდები კაცი, გაცილებით მეტს ფიქრობ, თანაც უკვე ორივეს საფიქრალს და მეტად გიჭირს გადაწყვეტილების მიღება... ყველა ადამიანი საკუთარ ბიოგრაფიას თვითონ ქმნის, ღმერთი ამაში არ ერევა - მან შანსი მოგცა, არჩევანი კი შენ მოგანდოო.
და მანაც ხმაურიანი ცხოვრება და ურთიერთობები აირჩია...
კოოპერატიულ ბინაში, რომელიც თვითონ აიშენა, კარი არ იკეტებოდა, დაუკაკუნებლად შედიოდნენ და როცა უნდოდათ, მაშინ გადიოდნენ - სტუმარი არ ილეოდა. მერე კი, ნელ-ნელა, ასაკთან ერთად ეცლებოდნენ ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და ისიც მარტო რჩებოდა... მაგრამ ფიქრისთვის დიდი დრო, თურმე, მაინც არ ჰქონდა - ლექციებს ატარებდა, გადაღებებზე დადიოდა, წიგნებს კითხულობდა და მუსიკას უსმენდა - გამორჩეულად კლასიკური მუსიკა და ჯაზი უყვარდა.
GzaPressბაბუა მოკლეს, მამა - სოკრატ წულაძე კარგა ხანს გადასახლებაში იყო, ბიძა - ბაგრატი საზღვარგარეთ გაიქცა და ცხადია, ამან მის ცხოვრებასაც დაასვა დაღი. მითხრა: მართალია, ამაზე არავინ მელაპარაკებოდა და მაინც, ძალიან პატარამ, შეუცნობლად, მაგრამ ვიცოდი, ვინ დაანგრია ჩემი ოჯახი, ვინ უმტრო და ისიც ვიცოდი, რომ ამაზე ხმამაღლა არ უნდა მელაპარაკა, ანუ რაღაც დონეზე პატარა ბავშვი უკვე დიდი ვიყავი. მერე წლები გავიდა, ბევრი რამ გავიგე და თუმცა დისიდენტი არ გავმხდარვარ, არც პოლიტიკაში ჩავრეულვარ, არასდროს მოვრიდებივარ საკუთარი შეხედულებების, აზრის ხმამაღლა გამოთქმას. პროფესიადაც ის საქმე ავირჩიე, რაც ძალიან მაინტერესებდა და მიყვარდაო.
სხვების თავის მოსაჩვენებლად და მოსაწონებლადაც არაფერს აკეთებდა - რაც ვარ, ეგ ვარ და ან უნდა მიმიღო ასეთი, ან გამეცალოო. სიამოვნებდა, ქუჩაში რომ ცნობდნენ და უღიმოდნენ - ე.ი. რაღაც სიამოვნება მათაც მივანიჭეო. საოცარი ადამიანი იყო: არ მწყინს, თუკი ცუდად მომიხსენიებენ, რადგან ცნობილი ადამიანების შეფასების უფლება ყველას აქვს, აზრი კი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოსო. "ხამობის" პატიება უჭირდა, თუმცა... ასაკის მატებასთან ერთად უფრო დამთმობი გავხდიო, - მითხრა და მერე სიცილით დასძინა: ცოტათი ეგოისტი ვარ, მიყვარს, რომ მივლიან, მემსახურებიან - ესეც იმიტომ, რომ ერთი ვაჟი ვიყავი და ყველას ყურადღება ჩემკენ იყო მომართული. ჩემი დაც არ გათხოვდა - მე და მამას გადაგვყვა თან და დრო აღარ დარჩა, მესამე მამაკაცზეც ეზრუნა, თუმცა ცხოვრებაში ყოველთვის მოსახდენი ხდება. ჩვენთანაც, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო და არა - სხვაგვარადო.
სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი უმემკვიდრეოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. თუმცა, მემკვიდრეობა მაინც დიდი დაგვიტოვა: მიხეილ კობახიძის "ქორწილით" დაწყებული, 50-მდე კინოროლი და რამდენიმე სარეჟისორო ნამუშევარი, მათ შორის - დაუვიწყარი "ფეოლა".
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი