ბილწსიტყვაობა აქციაზე და ნარკოკარტელების მიერ გამოყენებული ახალგაზრდობა
font-large font-small
ბილწსიტყვაობა აქციაზე და ნარკოკარტელების მიერ გამოყენებული ახალგაზრდობა
"ვითხოვ, კატეგორიულად დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება ნარკომანების, ნარკორეალიზატორებისა და "პიდარასტების" მიერ ფეხქვეშ გათელილი". - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან. "ეს არ არის საფრთხე, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვემუქრება. მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ გავერთიანდეთ იმ საფრთხის წინაშე, რასაც ფაშიზმი და რასაც სიძულვილის ქადაგება ჰქვია", - ირწმუნება ლგბტ აქტივისტი ეკა აღდგომელაშვილი.


"ლგბტ თემი და ნარკომოვაჭრეები ლახავენ ჩვენს უფლებებს. ერთი პატარა გადაცდომა და პასუხი იქნება უმკაცრესი, ყველაზე ბრუტალური მეთოდებით. ნარკომოვაჭრეები და ლგბტ თემის წარმომადგენლები დღის წესრიგს საქართველოში ვერ წაიყვანენ", - იმუქრება ფაშისტური ორგანიზაციის - "საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერი გიორგი ჭელიძე. "ძირს ფაშიზმი!!! ძირს "ლიბერასტები"!!! ორივეს ადგილი სანაგვეშია!!! ჩვენი გზა ილიას, ზვიადის და მერაბის გზაა!!!" - აცხადებს "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე. ეს განცხადებები, მუქარები და მოწოდებები შეიძლება ითქვას, "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქციის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო იყო ბილწსიტყვაობით, გინებით, ალოგიკური თუ ლოგიკური მოთხოვნებითა და მოქმედებებით.
GzaPressროგორც მოგეხსენებათ, "თეთრი ხმაურისა" და ლგბტ თემის პროტესტი კლუბ "ბასიანში" ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა. ამბავი გამორჩეული და საინტერესო განსაკუთრებით იმ ფაქტითაც იყო, რომ ერთ საპროტესტო აქციას ორი კონტრაქცია და საზოგადოების დიდი ნაწილის აგრესია მოჰყვა. აღსანიშნავია ისიც, რომ კონტრაქციებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჯგუფები - "ქართული მარში" და "საქართველოს ეროვნული ერთობა" წარმოადგენდა. თავისუფლების სახელით გამართული აქციის, მისი კონტრაქციებისა და საზოგადოებაში გაჩენილი აგრესიის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება:
- ქალბატონო ხათუნა, სპეცოპერაციით განაწყენებული კლუბ "ბასიანის" სტუმრების პროტესტი ძალიან მოკლე ხანში საკმაოდ კარგად ორგანიზებულ აქციაში გადაიზარდა. უცენზურო გამონათქვამებთან ერთად გაისმა საკმაოდ რადიკალური მოთხოვნებიც. თქვენი აზრით, აქცია სპონტანური იყო თუ კარგად მომზადებული ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შესაბამის მომენტს ელოდა?
- ერთი შეხედვით, აქცია იყო აბსოლუტურად სპონტანური, აბსოლუტურად ლოგიკური მოთხოვნით, ადამიანები აპროტესტებდნენ სპეცრაზმის მხრიდან ძალის გადამეტებას. აქციაზე იყო გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე შესაძლოა ყოფილიყვნენ კლუბური ცხოვრების მოყვარულები. შექმნილი ემოციური ფონიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მათი თანატოლები დაიჩაგრნენ. შესაბამისად, ამ აქციაზე ძალიან ბევრი ისეთი ახალგაზრდა მივიდა, ვისაც არც კლუბურ ცხოვრებასთან ჰქონდა შეხება და მით უფრო არც ნარკოტიკთან. ე.ი. ჩემი აზრით, აქცია იყო სპონტანური და დაუგეგმავი, მაგრამ არ ვიცი, შემდეგ შეეცადა თუ არა ვინმე ამ საპროტესტო მუხტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ერთი რამ ცხადია, "თეთრი ხმაური" კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული ორგანიზაციაა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ძალიან სწრაფად მოხდა კარვებისა და საწვიმარი ლაბადების ორგანიზება. ეს დაფინანსების გარეშე ვერ მოხერხდებოდა. ვისგან შეიძლება იყოს დაფინანსებული ეს ორგანიზაცია, ამის გარკვევა ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეუძლია.
- საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის პოლიტიკოსებიც, აქციის მონაწილეებს პროგრესულად მოაზროვნე ძალად მიიჩნევენ და საქართველოს მომავალს მათში ხედავენ. რას შეიძლება ნიშნავდეს პროგრესულად მოაზროვნე ძალის მხრიდან საჯარო ბილწსიტყვაობა და ტრიბუნიდან დედის გინება?
- ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ მიზეზზე შეიძლება ვისაუბროთ. საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია გააზრებული და გამართული განათლების პოლიტიკა. აი, ჩვენ დღეს ვხედავთ დამანგრეველი განათლების სისტემის შედეგს. ალბათ გახსოვთ, 2013 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ რამდენი ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში და თავისი სამოქალაქო ვალი მოიხადა. შემდეგ რა მოხდა? ხელისუფლებამ ეს ახალგაზრდები საკუთარ პარტნიორებად არ აქცია, სახელმწიფოს შენების საქმეში არ ჩართო, სასიკეთო საქმეებისთვის არ გამოიყენა, ნარკოტიკებისა და კლუბების პირისპირ დატოვა. დღეს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რაც ჩვენ ვიხილეთ, მართლაც შოკის მომგვრელი იყო.
- კონტრაქციების შესახებ რას იტყვით?
- რაც შეეხება კონტრაქციას, მე მართულები ისინი უფრო მგონია. ჩემი აზრით, მათი ფუნქცია საზოგადოებაში დისონანსის შეტანაა. მათ ზონდერბრიგადების ყველა ნიშანი აქვთ. სახელმწიფომ ვითომ "ნაციონალურ" ლოზუნგებს ამოფარებული ძალების საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიოს, რადგან ხვალ და ზეგ შესაძლოა, ისინი ძალზე მძიმე პროცესების მაპროვოცირებლები გახდნენ. ამ ტიპის ჯგუფები სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე წყაროსგან შეიძლება ფინანსდებოდეს. შესაძლოა, ეს იყოს ხელისუფლებისგან მართული იმ მიზნით, რომ მათი მეშვეობით მიგრაციის ტალღა შეამცირონ. შესაძლოა, ამ ტიპის ჯგუფები ფინანსდებოდეს საზოგადოების რღვევისა და დაპირისპირებისთვის, პროვოკაციების მოწყობისთვის. ყველასთვის ცხადია, ჩვენს შემთხვევაში ვის ინტერესებშიც შედის ქართველი საზოგადოების რღვევა, დაპირისპირება და პროვოკაციების მოწყობა.
- ამ შემთხვევაში, ქართულმა მარშმა და ფაშისტურმა ორგანიზაციამ ხელისუფლების წისქვილზე ხომ არ დაასხა წყალი?
GzaPress- შესაძლოა, ეს რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში ტაქტიკურ იარაღად გამოიყენა, რათა აქცია რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ დაეშალა. მთავარია, ასეთი ქმედება ხელისუფლების ხელწერად არ იქცეს და მსგავსი სადამსჯელო ჯგუფები სხვა დროსაც არ გამოიყენოს საპროტესტო მუხტის ჩასახშობად. თუმცა, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ასეთი ჯგუფების გამოყენებას სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიტუაციაში სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ. ამიტომ მსგავსი ჯგუფების გააქტიურებას ყოველთვის დაუკავშირებს მმართველ ძალას და პასუხისმგებლობასაც დააკისრებს. სხვათა შორის, ხელისუფლებას ძალიან მკაცრი რეაქცია ჰქონდა "ქართული მარშის" აგრესიულ ქმედებაზე, როდესაც ამ ჯგუფის წარმომადგენლები ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მათი რამდენიმე აქტივისტი დღესაც სასჯელს იხდის. ვფიქრობ, ეს საზოგადოების რეაქციის შედეგი იყო. A
- თუმცა, ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა, "თეთრი ხმაურის" მიერ მოწყობილი აქციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქსენოფობიურ და ღირსების შემლახავ განცხადებებს ხშირად აკეთებდნენ.
- გახარიას მხრიდან ბოდიშის მოხდა ცალსახად სწორი ნაბიჯი იყო. მან ერთი მხრივ მოკლე დროში ეფექტიანად მოახდინა სიტუაციის დეესკალაცია. მეორე მხრივ, თავის გუნდს დროის მოგების საშუალება მისცა საიმისოდ, რომ რეფორმებისთვის მომზადება შეეძლოს. გახარიამ, შეიძლება ითქვას, რომ მეორე სუნთქვა გაუხსნა "ქართულ ოცნებას". სხვათა შორის, ამ ნაბიჯით ის რიგითი შინაგან საქმეთა მინისტრიდან, ერთ-ერთ ანაგრიშგასაწევ პოლიტიკოსად იქცა. უდავოა, მისი ნაბიჯი ტაქტიკურად სწორი იყო. აი, შედეგი უკვე თავად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ "ქართული ოცნება" დროულად დაიწყებს როგორც საკადრო განახლებას, ისე ინსტიტუციურ რეფორმებზე ფიქრს, გახარიას ბოდიში ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად დარჩება. გახარიას ბოდიშზე მეტად გამოსაკვლევია იმ ძალის ვინაობა, ვინც ადამიანების თავისუფლებისათვის სწრაფვას ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებს. ცუდი არაფერია იმაში, რომ ახალგაზრდობა ნებისმიერ ძალადობას წინ აღუდგეს, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მათი მოთხოვნები, რაც ნარკომოხმარების რომანტიზაციას უკავშირდება. სახელმწიფოში შეუძლებელია არსებობდეს ხელშეუხებელი ზონები იმიტომ, რომ ვიღაცას ცეკვა უნდა. თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ კლუბებში ნარკოტიკი იყიდებოდეს. დიახაც, დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში პოლიციამ უნდა გადაამოწმოს ნებისმიერი დაწესებულება, კლუბი იქნება ეს, სახლი, თუ სხვა დაწესებულება. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ადამიანები, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან და ადამიანები, რომლებიც ნარკომაფიის სასარგებლოდ იბრძვიან. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს ნარკოკარტელები, რომლებიც ახალგაზრდების თავისუფლებისაკენ ლტოლვას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.
- ზოგიერთი პოლიტიკური ძალის აზრით, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია...
- თუ გვინდა, რომ საქართველო ქართველების გარეშე იყოს ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე. გარწმუნებთ, თუ ამ მასშტაბით გაგრძელდა ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდა, მომავალი თაობის გარეშე დავრჩებით. ნარკოტიკების მოხმარების რომანტიზაცია ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ფაქტია, რომ ვიღაცას აწყობს საქართველოში ნარკომანიის რომანტიზაცია. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა უწყებებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
თბილისის ავტობუსის მძღოლი ქალის ცხოვრება
ჩემს ტანსაცმელს, დაახლოებით, 25-45 წლის ასაკის ქალბატონები იცვამენ
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
"ერთი რამ ვიცი, ცოცხალია და გააშვილეს. მამა მასზე დარდმა მოკლა..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი