თუშეთში არის ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი
font-large font-small
თუშეთში არის ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი
ქართველები ხშირად ვამბობთ, ტრაბახი გვიყვარსო, არადა, გაფრთხილება და მოვლა გვეზარება, თორემ ბევრი რამ მართლაც სატრაბახო და საამაყო გვაქვს.
თუნდაც, რამდენმა ვიცით, რომელია საქართველოს უმაღლესი სოფელი და სად მდებარეობს, ვინ ცხოვრობს იქ თუ უკვე ნასოფლარადაა ქცეული?
სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ თსუ-ის ასისტენტ-პროფესორს, გეოგრაფ გიორგი დვალაშვილს.

გიორგი დვალაშვილი:
GzaPress- ბოლო პერიოდის გეოგრაფიული კვლევით საქართველოს ტერიტორიაზე ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა - 2300 მეტრს ზემოთ მდებარე სოფელი დაფიქსირდა. ეს გახლავთ თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონის ფარგლებში მდებარე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოჭორნა. იგი ომალოდან დაახლოებით, 8 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამ სოფელს მოსახლეობა სეზონურად სტუმრობს, მუდმივად კი მხოლოდ ერთი ადამიანი - ბატონი ირაკლი ხვედაგურიძე რჩება. მეოთხე წელიწადია, ამ ტერიტორიაზე ექიმად მუშაობს და საკმაოდ დიდ სამსახურს უწევს აქ დასახლებული პუნქტების მცხოვრებლებს. რაც შეეხება თავად სოფელ ბოჭორნას, ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იქ მოსახლეობა მუდმივად ცხოვრობდა და რამდენიმე ათეულსაც შეადგენდა. ბოჭორნას და კიდევ 2 თუშურ სოფელს ზაფხულის საცხოვრებელიც აქვს და იქვე, მახლობლად, ზამთრისაც - ე.წ. ბოსლები. ბევრს უკითხავს, დღემდე რატომ არ იყო ეს სოფელი ასე ცნობილი და რატომ ასახელებდნენ სვანეთის სოფელ უშგულს ყველაზე მაღალ სოფლადო? სოფელ უშგულთან შედარებით ბოჭორნა მთელი 200 მეტრით მაღლაა. აღსანიშნავია, რომ მას და კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს დაახლოებით, ნახევარი საუკუნის განმავლობაში სტატუსი არ ჰქონდა, რადგან უგზოობის გამო მოსახლეობა მხოლოდ სეზონურად ადიოდა იქ. ბოლო პერიოდში, გზის გაყვანის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ბოჭორნას, ომალოს, შენაქოს და კიდევ რამდენიმე სოფელს, სადაც მუდმივად ცხოვრობს მოსახლეობა, ოფიციალურად მიანიჭეს სოფლის სტატუსი. შესაბამისად, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მათგანი მონაწილეობდა და დღეს საკუთარი დეპუტატიც ჰყავს. გასახარია, რომ სოფელი ბოჭორნა აღორძინების გზაზეა, რისი დასტურიც ირაკლი ხვედაგურიძის ორგანიზებითა და სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით აღდგენილი წმინდა გიორგის ეკლესიაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, გამოდის, რომ ბოჭორნა ევროპის ყველაზე მაღალ სოფლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბოჭორნა თითქმის 200 მეტრით უსწრებს ევროპის უმაღლეს სოფლებს - მუდმივად დასახლებულ პუნქტებს. მაგალითად, შვეიცარიაში ერთი ასეთი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 2 150 მეტრზე მდებარეობს.

- ბოჭორნას სიმაღლით საქართველოს რომელი სოფლები მოჰყვება?
GzaPress- საქართველოში ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მაღლა ათამდე სოფელი მდებარეობს. ბოჭორნის შემდეგ მეორე პოზიციაზეა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუთა, სადაც არაბულები ცხოვრობენ. რამდენიმე კვლევამ საინტერესო რიცხვი დააფიქსირა - ოთხი ორიანი ანუ ჯუთა ზღვის დონიდან 2 222 მეტრზეა. თუკი ვინმე იდავებს ბოჭორნაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ერთი მოსახლეა, ვერაფერს იტყვის ჯუთაზე, სადაც მუდმივად ცხოვრობენ ადამიანები და მათ ბუნებრივი აირიც კი აქვთ. იგი ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი სოფელია და თითქმის 50 მეტრით აღემატება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულს, რომელიც ზღვის დონიდან 2 160 მეტრზე მდებარეობს.

საკმაოდ მაღალი სოფლებია ჯავახეთშიც, მაგალითად: ფარავნის ტბის მიმდებარედ გაშენებული ფარავანი და ფოკა. ორივე მათგანი ზღვის დონიდან თითქმის 2 150-2 180 მეტრზე მდებარეობს.
მესტიის მუნიციპალიტეტში კიდევ არის სოფელი ადიში, სადაც ბოლო პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. იქ, ზღვის დონიდან 2 160 მეტრზე ავალიანები და ქალდანები ცხოვრობენ.

- ცნობილი ადიშიც - ოთხთავის "სამშობლო"?
- სწორედ ადიშის ეკლესიასთან ახლოსაა ეს დასახლებული პუნქტი. საქართველოს ყველაზე მაღალ სოფელთა რიცხვშია ზღვის დონიდან 2 050 მეტრ სიმაღლეზე, არაგვის აუზში მდებარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი როშკა. მაღალი მდებარეობა აქვს პირიქითა ხევსურეთის ფაქტობრივად, მივიწყებულ სოფელ ხონესაც. იქ მოსახლეობა დღესაც ცხოვრობს, მაგრამ სამწუხაროდ, მათაც და სოფელსაც ნაკლებად ახსენებენ ხოლმე. მდინარე ხონესწყლის ხეობის სოფელი ხონე მუცოდან დაახლოებით 10 კილომეტრშია, ზღვის დონიდან დაახლოებით 2 150 მეტრზე.

ხევსურეთში, კავკასიის სამხრეთ ფერდობზე არის ერთი ლამაზი სოფელი - ბათალიკო, სადაც გუდანის სალოცავის ყმები - არაბულები ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ბოლო 3 წელიწადია, იქ მოსახლეობა მხოლოდ ზაფხულობით ადის. ბათალიკო სიმაღლით უშგულს უტოლდება.
ერთსაც დავამატებ: საქართველოში, თრუსოს ხეობაში არის 10 ნასოფლარი - ბოლო 15 წელიწადია, იქ მოსახლეობა სეზონურადაც აღარ ადის, მათგან ერთ-ერთი კი, მდინარე თერგის ზემოწელის ბოლო სოფელი-ნასოფლარი რესი თითქმის 70 მეტრით უსწრებს სოფელ ბოჭორნას და ზღვის დონიდან 2410 მეტრზე მდებარეობს.

GzaPressისიც საინტერესოა, რომ სოფლები: ბოჭორნა, ჯუთა და ბათალიკო უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე, ვთქვათ, ავსტრალიის კონტინენტის უმაღლესი წერტილი - მთა კოსტიუშკო.
ძალიან ბევრი ტურისტი მოგზაურობს თუშეთში და ურიგო არ იქნება, სადღაც ერთი პატარა საინფორმაციო ბანერი მაინც გაკეთდეს, რომელსაც ეწერება: თუშეთში არის ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი - ბოჭორნა! წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი მივა და თუნდაც ფოტოს გადაიღებს იმ ბანერთან? იცით, რამხელა სტიმული იქნება იმ სოფლის მოსახლეობისთვის, სადაც დღეს სასტუმროც კი არ არის, რადგან ტურისტები არ ჩადიან. თუ ინტერესი გაჩნდება, სოფელიც გამოცოცხლდება და შანსებიც გაჩნდება, მოსახლეობის ნაწილი ზამთარშიც დარჩეს ბოჭორნაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (24)
23.03.2016
ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია სოფელი კურუში დაღესტანში 2560 მ, ასეა ამ ეტაპზე ცნობილი, თუ რათქმაუნდა დაღესტანს ევროპას მიაკუთვნებ, სამხრეთ საზღვარზეა ეს სოფელი და როგორც რუსებმა განაცხადეს და თუ ევროპას დაღესტანანის სამხრეთ საზღვარს მიაკუთვნებ ეგრე გამოდის, სხვა მასზე მაღალი მდებარე პუნქტი არაა ვიკიპედიის მიხედვით
12.09.2015
ხოლო უშგულზე ოდნავ ზემოთაა სოფელი ჯუთა 2220მ რომელიც დასახლებულია მუდმივად 62 კაცი ფიქსირდება და ბუნებრივი აირიც აქვთ, უშგული არის 2160 მ და ბოლო მონაცემებით თუ ამ სტატიას ვენდობით სოფელი ბოჭორნაა 2330მ, Google EartH ზეც ემთხვევა . როგორც ამბობენ მუდმივად რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს ზამთარში, ასე რომ ბოჭორნა არის დღესდღეობით საქართველოში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი
კახა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი