ქართული თხილის სამომავლო პერსპექტივა ჯერ კიდევ გაურკვეველია
font-large font-small
ქართული თხილის სამომავლო პერსპექტივა ჯერ კიდევ გაურკვეველია
ქართული თხილი ევროკავშირში წლების განმავლობაში გადიოდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობდა. მას ჩვენს საექსპორტო ათეულშიც წამყვანი ადგილი ეკავა, თუმცა ბოლო ორ წელიწადში პროდუქციის ხარისხი მკვეთრად დაეცა, რის გამოც 2017 წელს თხილის ექსპორტი დაახლოებით 80 მილიონი დოლარით შემცირდა. ამ ფაქტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ. თავისთავად ჩნდება კითხვა - რა მდგომარეობა იქნება ამ დარგში წელს? - მით უმეტეს, რომ სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი სტანდარტი: ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილ თხილის გულს ამზადებს, ვალდებული იქნება, თავის საწარმოში HACCP-ის სისტემა დანერგოს. შექმნილ სიტუაციას და ქართული თხილის წლევანდელ პერსპექტივებს ფერმერები და ამ დარგის წარმომადგენლები განსხვავებულად აფასებენ:

დემურ ფიფია, ფერმერი, ზუგდიდის რაიონის მკვიდრი:
GzaPress- საბედნიეროდ, წელს მოსავალს კარგი პირი უჩანს. ხალხმა თხილის ბაღების შეწამვლა დაიწყო და თუ ამინდიც ხელს შეგვიწყობს, კარგი მოსავალი იქნება. სხვათა შორის, აზიური ფაროსანა თხილს იმდენ ზიანს არ აყენებდა, რამდენსაც ნაცარი და მურა სიდამპლე. ახლა, ბაღები შეწამლულია, იმედი გვაქვს, რომ ექსპორტიც გაიზრდება და შარშანდელთან შედარებით უკეთესი სიტუაცია იქნება. მართალია, შარშან თხილი ევროპის ნაცვლად რუსეთში გავიდა, მაგრამ რუსული ბაზარი არაპროგნოზირებადი და მოუწესრიგებელია. ჩვენც, თუ უკეთესი ხვალინდელი დღე გვინდა, კურსი ევროპისკენ უნდა ავიღოთ. თუ ევროპაში ცხოვრება გვსურს, ევროპულ სტანდარტებს და კანონებსაც უნდა დავემორჩილოთ. ამას ახალ HAჩჩP-ის სტანდარტზეც ვამბობ. მუდმივ გაურკვევლობაში ყოფნას ჯობია ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ და უფრო საიმედო ქვეყნებში გავიტანოთ.
აკაკი ღლონტი, სწავლული აგრონომი:
- ჯერჯერობით მოსავალი გურიაშიც კარგია, თუმცა ყველაფერი მაინც ბუნებაზეა დამოკიდებული. შარშანდელმა ზარალმა ხალხი ძალიან გამოაფხიზლა და ყველა სოფელში მასობრივ შეწამვლას ახორციელებენ როგორც ფაროსანას, ასევე - ობისა და ნაცრის წინააღმდეგ. თუ თხილის გულმა გამკვრივება მოასწრო, ფაროსანაც ვეღარ მოერევა, რადგან ის ხილის წვენით იკვებება და გამკვრივებულ მერქანს არ ეკარება. ერთი რამ ყველა ფერმერმა უნდა იცოდეს: თუ მოსავალს წესიერად არ მოვუვლით, მარტო ევროპის ბაზარს კი არა, ყველა ქვეყნის ბაზარს დავკარგავთ, რადგან უხარისხო პროდუქციას არც ერთი სახელმწიფო არ მიესალმება.
მარიამ კოდუა, კომპანია "ქესკიას" დამფუძნებელი:
- მართალია, თხილის მოსავალს უკეთესი პირი უჩანს და მსხმოიარობაც უკეთესი აქვს, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ვიტყვით, რომ წელს უკეთესი მდგომარეობა გვექნება. არ ვიცით, ამ თვეში რა სიტუაცია იქნება, რადგან ფაროსანა ივნისიდან მრავლდება. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხალხი როგორ იყოჩაღებს, თავის ბაღებს შეწამლავს და როგორი ამინდები იქნება. რაც შეეხება HACCP-ის სტანდარტს, მგონი ამის გამო მცირე საწარმოები გაჩერდებიან, რადგან სერტიფიკატი არ ექნებათ და ახალ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ. არიან მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის თხილზე მუშაობენ და ევროპაში ექსპორტს ისინი გააგრძელებენ, ხოლო ის, ვისაც სერტიფიცირებული საწარმო არა აქვს, სავარაუდოდ, ადგილობრივ ბაზარზე იმუშავებს.
ალექსანდრე მოწერელია, "საქართველოს თხილის ექსპორტიორთა და გადამმუშავებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი:
- სადავო მგონი არაფერია იმაში, რომ ხარისხიანი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ. ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე მახსენებენ ფაქტებს, როცა მეწარმეებმა საქართველოდან უხარისხო თხილი გაიტანეს, სადაც კენჭები, შუშის ნამსხვრევები და უცხო მინარევები აღმოაჩინეს. ჩვენც იმით ვიმართლებთ თავს, რომ წელს მხოლოდ სერტიფიცირებული საწარმოები შეძლებენ თხილის ექსპორტს ევროპაში. ამ პროცესს HACCP-ის სტანდარტის დანერგვა აშკარად ხელს შეუწყობს. ევროპელები პირველ პირობად ამას გვიყენებენ და ვიდრე სხვა მიგვითითებს, ჩვენ რატომ ვერ უნდა ავუბათ მხარი? ჩემი აზრით, საქართველოში HACCP-ის სტანდარტის დანერგვა არ უნდა გაჭირდეს, რადგან ეს ხელს შეუშლის უხარისხო თხილის ექსპორტს და ამით გამოწვეულ ზიანს მინიმალურ დონეზე დაიყვანს. ჩემი აზრით, საწარმოები, სადაც მინიმალური სანიტარიული ნორმები არ არის დაცული და ხარისხიან პროდუქციას ვერ აწარმოებენ, ამ დარგში არ უნდა იყოს. ჩვენი საწარმოების მდგომარეობა ევროპულ მოთხოვნებს უნდა მიუახლოვდეს. თუ ევროპა გვინდა, იქაც ხომ უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ჩვენი პროდუქცია ხარისხიანი და უსაფრთხოა? თხილი ჩვეულებრივი საკვები პროდუქტია და მისთვისაც ისევე აუცილებელია სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, როგორც სხვა, ნებისმიერი პროდუქტისთვის. ველოსიპედი არავის გამოუგონია - მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ იმ საწარმოში, სადაც კვების პროდუქტების გადამუშავება ხდება, ელემენტარული ნორმები დაცული იყოს. მიკვირს, რატომ აცხადებენ მეწარმეები, რომ ამ ნორმებს ვერ შეასრულებენ: ეს ყველაფერი 5-დან 10 ათას დოლარამდე დაჯდება და მგონი, ამ ხარჯის გაღება ყველა ექსპორტიორმა უნდა შეძლოს. ამისთვის მზად უნდა იყოს ყველა, ვინც ცდილობს თავისი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანოს, სხვაგვარად თხილის ექსპორტი ვერ მოიმატებს. ცნობილია, რომ შარშან და შარშანწინ მოსავლის ნახევარი განადგურდა და რაც გადარჩა, უხარისხო იყო. წელს ნალექის რაოდენობაც მცირე იყო და სოკოვანი დაავადებებიც შემცირდა, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ უკეთესი მოსავალი იქნება. ისიც ფაქტია, რომ გასულ წლებში ჩვენი ფერმერები სათანადოდ ვერ უვლიდნენ თხილის ბაღებს. ბევრი მათგანი უკვე მიხვდა, რომ მცენარის მოვლა აუცილებელია და საჭირო ღონისძიებებიც ჩაატარა. ვიმედოვნებთ, რომ წელს ამ სფეროში უკეთესი მდგომარეობა იქნება.
GzaPressზაურ გაბრიჩიძე, პროფესორი, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის მეცნიერი:
- ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, მეჩაიეობის დარგის განადგურების შემდეგ, ხალხმა თხილის პლანტაციების სპონტანური გაშენება დაიწყო. დღეს ჩვენს ქვეყანაში თხილი დაახლოებით 30 ათას ჰექტარზეა გაშენებული. მაღალი ფასის გამო თხილს წინასწარ შეუსწავლელ და მოუმზადებელ ნიადაგზე აშენებდნენ და სპეციალისტთა რეკომენდაციებსაც არ ითვალისწინებდნენ. ამას კლიმატის ცვლილებებიც დაერთო და შედეგმაც არ დააყოვნა: ჯერ იყო და, ამერიკული პეპელა შემოგვესია, რომელმაც თხილის ბაღები გაანადგურა, ახლა კი, უკვე მესამე წელია აზიურ ფაროსანას ვებრძვით. 2017 წელს თხილის მოსავლის 80% დაიკარგა და მოსალოდნელი 170 მილიონი ლარის ნაცვლად, ქვეყანამ ამ თანხის 10 პროცენტიც ვერ მიიღო. წელს, დასავლეთ საქართველოში მაის-ივნისის მშრალმა კლიმატმა აშკარად შეამცირა ნაცრისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების რისკი, რის გამოც მოსავალი ვიზუალურად კარგად გამოიყურება. თუ მოსახლეობა დროულად შეწამლავს, მეთხილეობის დარგში არსებული ჩავარდნა გამოსწორდება. ახლა ყველაფერი ბუნებასა და სწორად ჩატარებულ შეწამვლაზეა დამოკიდებული.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი