ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
font-large font-small
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. მოცემულობა ისევ ისეთია, როგორც 6 თვის წინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის პირველ დღეებში იყო. როგორც მიმდინარე მოვლენების დაკვირვებით ირკვევა, სხვადასხვა სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებთან ერთად, რეალური მკვლელების გამოვლენას ხელი იმ ფაქტმაც შეუშალა, რომ დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვნები, ასევე ტრაგედიის თვითმხილველები, პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს არასრულწლოვანთა მიერ ორგანიზებული ქუჩური გარჩევები შუა ქალაქში და მეორე მხრივ - მოზარდები, რომლებიც უარს ამბობენ, დაეხმარონ სამართალდამცავებს სიმართლის დადგენაში.
რასთან გვაქვს საქმე, არის თუ არა ჩვენი მოზარდი თაობა კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი და არის თუ არა ეს პრობლემა იმაზე ბევრად მასშტაბური, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს?

მაკა ხარებავა, 51-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
- ახალგაზრდები მიდრეკილები არ არიან კრიმინალისკენ, უბრალოდ, მათში მატერიალური მდგომარეობის გამო დაგროვილია დიდი აგრესია. ზოგიერთი ბავშვი დედის გარეშე იზრდება, ზოგიც - მამის. ზოგის მშობლები გაყრილები არიან, ზოგის - უცხოეთში გადახვეწილები. ვფიქრობ, ბავშვებში აგრესია სწორედ უსიყვარულობითაა განპირობებული.
- და ამ უსიყვარულობით გამოწვეული აგრესია წარმოშობს კონფლიქტებს?
- ვერ ვიტყვი, რომ კონფლიქტი ხშირად ხდება. ბავშვები აგრესიას უფრო ხშირად მაშინ გამოხატავენ, როდესაც მათთან საუბრისას ხმას აუწევ, შენიშვნას მისცემ.
- ე.ი. თქვენ სკოლაში კონფლიქტების შემსწრე არ გამხდარხართ?
- უფროსები უფრო მეტს ჩხუბობენ და დაობენ, ვიდრე ბავშვები. ის, რაც 6 თვის წინ მოხდა, გასაოცარია. ჩვენს სკოლაში ყველაფერი მკაცრად კონტროლდება. ჩვენთან ეს გამორიცხულია.
- სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევა სწორედ ბულინგის შედეგი იყო.
- მეც გავიგე ეს ინფორმაცია და გაოცებული დავრჩი. მერწმუნეთ, ჩვენს მოწაფეებს შორის მსგავსი არაფერი ხდება. პირადად მე, არ ვიცნობდი გარდაცვლილ ბავშვებს, მაგრამ ჩემი მოწაფეები იცნობდნენ და ორივეს დადებითად ახასიათებენ.
GzaPress- ბავშვებს მანდატურებთან როგორი ურთიერთობა აქვთ?
- ძალიან კარგი, მეგობრობენ კიდეც. ხშირად მინახავს ერთად მდგარი, მეგობრულად მოსაუბრე მანდატური და მოწაფეები. გარდა ამისა, ჩვენ ფსიქოლოგიც გვყავს, რომელიც საკმაოდ კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
- იმაზე რას იტყვით, დანაშაულის მონაწილე და ასევე, დანაშაულის შემსწრე ბავშვები დუმილის უფლებას რომ იყენებენ?
- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. მე მხოლოდ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით გავიგე, რომ ბავშვები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.
გელა გურგენიძე, ჟურნალისტი:
- მგონია, რომ დღეს კრიმინალური მენტალიტეტი პოპულარულია. თუმცა არა იმაზე მეტად, ვიდრე კომუნისტების დროს, ანუ 70-იან წლებში იყო. 15 წლის წინ ქვეყანაში ისეთი მოძრაობები დაიწყო, რომ შავი სამყაროს ავტორიტეტი გვარიანად შეზანზარდა. ძველ კრიმინალებს რა შეცვლიდა, მაგრამ ახალი თაობისთვის შავ სამყაროში კარიერის გაკეთება აქტუალური აღარ იყო. ახლა ყველაფერი უკან ბრუნდება. უბანში ერთი კრიმინალური ავტორიტეტიც რომ დაჯდება, მისი გავლენის ქვეშ უამრავი ადამიანი ექცევა. რაც უნდა პირსისხლიანი ეძახოთ "ნაციონალურ მოძრაობას", მათ კრიმინალთან ბრძოლაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს. კრიმინალებს ძალიან ეშინოდათ ციხეში მოხვედრის. შავი კარიერა რომ გაიკეთო, ციხეშიც უნდა ჩაჯდე. იმასაც აქვს მნიშვნელობა, რისთვის იჯექი. მწვანილის მოპარვის გამო სახელს ვერ მოიპოვებ. ისე არ გამიგოთ, რომ ხელისუფლებას რამეს ვაბრალებ, კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა ზოგადად დემოკრატიის თანმდევი პრობლემაა. ფაშისტურ ქვეყნებში კრიმინალი საერთოდ არ არსებობს, რადგან საშინელი ციხეები აქვთ. დემოკრატიულ ქვეყნებში კრიმინალებმა შესანიშნავად იციან თავიანთი უფლებები. ამიტომაც არის, რომ დღეს ახალგაზრდები ისევ თამამად ერთვებიან კრიმინალურ სამყაროში.
კობა დავითაშვილი:
- არ ვეთანხმები პესიმისტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა კრიმინალური მენტალიტეტისაა. კარგად ვიცნობ ჩემს შვილებს, მათ მეგობრებს და მჯერა, რომ უმრავლესობა მათნაირია ანუ იმაზე უკეთესები, ვიდრე ჩვენ ვიყავით. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე მოზარდები ჩემი ბავშვობის დროსაც იყვნენ. მაშინაც ხდებოდა მკვლელობები და გავლენიანი მამიკოები მაშინაც აფარებდნენ ხელს დამნაშავე შვილებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დამნაშავის მიმართ ოჯახური სოლიდარობა კანონზე მაღლა დგას, რაც ჩვენი მენტალიტეტით არის განპირობებული. ეს ქართული ჭირია. ვფიქრობ, ამ ამბავში ყველაზე ნაკლები დანაშაული მოზარდებს მიუძღვით. პრობლემა მათ ოჯახებში უნდა დავინახოთ. ახალი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვი, რომ ახალგაზრდა ოჯახის სახეა. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის, მაგრამ ოჯახის ფასეულობა მაინც ძალზე მნიშვნელოვანია. ფასეულობაში სიტყვიერ ქადაგებას კი არა, რეალურ საქმეს ვგულისხმობ. ხუთ ვაჟკაცს ვუზრდი ქვეყანას (უფროსი 20 წლისაა, უმცროსი 9-ის) და მე მათ შეგონებებით არ ვუჭედავ ტვინს. ვცდილობ, პირადი მაგალითი მივცე. ასე იქცეოდა მამაჩემიც. თუ შვილს პირში სიგარეტგარჭობილი დამოძღვრავ, მოწევა ცუდიაო, ის იმას კი არ ისწავლის, რომ სიგარეტის მოწევა ცუდია, არამედ იმას, რომ თავად უნდა მოსწიოს და სხვა დაარიგოს. ასე რომ, თუ დღევანდელ ახალგაზრდებში კრიმინალური მენტალიტეტი ჭარბობს, პრობლემა მის ოჯახში უნდა მოვიძიოთ.
- სკოლის როლსა და სახელმწიფოს იდეოლოგიაზე რას იტყვით?
- ოჯახს ვერანაირი სკოლა და სახელმწიფო იდეოლოგია ვერ გადაწონის. ყველაზე მეტ დროს ბავშვი ოჯახში ატარებს, მისთვის ავტორიტეტი დედა და მამაა.
- თუმცა, მოზარდებისთვის უფროსი მეგობრებიც ხშირად ხდებიან ავტორიტეტები.
- ეს მაშინ, როდესაც მის აღზრდაში დედა და მამა არ მონაწილეობენ. აქედან რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ? ოჯახის სიმტკიცე ძალზე მნიშვნელოვანია. იმ პერიოდში, როდესაც მოზარდი ვიყავი, ქურდული სამყარო აყვავების ხანაში იყო, მაგრამ მე ქურდულ ტრადიციებზე არ გავზრდილვარ, რადგან წესიერი და მშრომელი მშობლები მყავდა. სხვათა შორის, მამაჩემი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობის მომსწრე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პოლიციასთან თანამშრომლობა ძალიან ცუდ ტონად მიიჩნეოდა, მამაჩემმა ჩვენება მისცა. ის პატიოსანი კაცი იყო და ფიქრობდა, მკვლელი უნდა დასჯილიყო. ის მკვლელი დახვრიტეს. აი, ასეთ ოჯახში გავიზარდე მე.
მეგი საჯაია, ფსიქოლოგი:
- გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ახალგაზრდები კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელნი არიან. ამის თქმის საფუძველს ჩატარებული კვლევები და სტატისტიკური მონაცემები უნდა გვაძლევდეს. თუმცა აშკარაა, რომ კრიმინალური მენტალიტეტის გამოვლენა, ძალადობა, ბულინგი, ძალიან ხშირია როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ.
- რას ფიქრობთ, რით არის განპირობებული მოზარდებში მომეტებული აგრესია?
- აგრესიული ფონი მთელ საზოგადოებაშია გაზრდილი, რაც მოზარდებზეც აისახება. ამ პრობლემასთან დაკავშირებით შეძლებისდაგვარად, ყველა მოსწავლესთან ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ. პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთი რეცეპტი არ არსებობს.
- როგორ წარმოგიდგენიათ კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა?
- ამისთვის მოზარდების ცნობიერება უნდა შევცვალოთ და სხვადასხვა ხერხი გამოვიყენოთ. იქნება ეს რეკლამა თუ საჯარო ლექცია, თავად მოზარდები უნდა მივახვედროთ, რომ ძალადობა, საქმეების ქუჩაში გარჩევა ცუდია. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, როგორი საშინელებაა სხვა ადამიანის დამცირება, ტკივილის მიყენება.
ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი:
- პოლიციასთან მოზარდების თანამშრომლობის საკითხზე უფროსების, კერძოდ, მშობლების პოზიციაა მნიშვნელოვანი. უნდობლობა და მეორე მხრივ ე.წ. კარგი ბიჭის მენტალიტეტი სერიოზული წინაღობაა საგამოძიებო საქმიანობის ისედაც რთულ გზაზე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 14 წლამდე არასრულწლოვნებისგან თბილისში შექმნილია ე.წ. საძმოები, რაც ქვეყნისთვის, საზოგადოებისა და თავად მათთვისაც უზარმაზარი ხიფათის მატარებელი ნაღმია. პრობლემის მიზეზი ვულგარიზებული საზოგადოებაა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ღირებულებათა სიმწირე, ტელევიზიებიდან მომდინარე აგრესია, უფასური გადაცემები, ოჯახი და რაც მთავარია, სკოლა და ისევ სკოლა.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობა არსებული ვითარების გაცნობიერებასა და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში დაგვეხმარება.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
თბილისის ავტობუსის მძღოლი ქალის ცხოვრება
ჩემს ტანსაცმელს, დაახლოებით, 25-45 წლის ასაკის ქალბატონები იცვამენ
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი