საქართველოს ეკლესია რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული რეალობის გამო "იხლიჩება"
font-large font-small
საქართველოს ეკლესია რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული რეალობის გამო "იხლიჩება"
აფხაზეთის ე.წ. ეკლესიაში წლების წინ დაწყებულმა დაპირისპირებამ ახალი ძალით იფეთქა, - აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. ხელმძღვანელი, ბესარიონ აპლია რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში ყოფნის სურვილს გამოთქვამს, რასაც კატეგორიულად არ იზიარებს ე.წ. სამიტროპოლო, რომლის თავმჯდომარე, დოროფეი დბარი ცდილობს, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისკენ, აფხაზეთის ეკლესიამ თავად გაიკვალოს გზა...
მან პატრიარქ ბართლომე I-ს რამდენიმე წერილი მისწერა, სადაც თავისი და აფხაზი მოსახლეობის უმეტესობის პოზიცია დააფიქსირა. კერძოდ, მთავარი გზავნილი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლა და მისი კანონიკური ჩარჩოების გადახედვის თხოვნა იყო. დოროფეი დბარის თქმით, "წლების განმავლობაში ქართული ეკლესიის ნაციონალისტური იდეები, აფხაზეთის ეკლესიას ბარიერებს უქმნის..."

დოროფეი დბარი აფხაზეთის ე.წ. მთავარი სულიერი მამის, ბესარიონ აპლიასგან განსხვავებით, რეგიონში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და "რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე", თუნდაც სასულიერო დამოუკიდებლობის სიმბოლოდ მიიჩნევა...
დოროფეი დბარის პოზიციას კატეგორიულად არ იზიარებენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაღალჩინოსნები და "პრეზიდენტი". რაულ ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთის ეკლესია მხოლოდ რუსული ეკლესიის წიაღში გადარჩება.
ასე რომ, აფხაზეთში მორწმუნეები ორ დაპირისპირებულ ჯგუფად არიან გაყოფილი და როგორც ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები წერენ, "ეს არის საკითხი, რომელზეც ჯერჯერობით დგას ერის ერთიანობა, თუმცა, ბზარი დიდი ხანია უკვე გაჩენილია და არავინ იცის, როდის შეიძენს განხეთქილება სახიფათო მასშტაბებს..."
თვითგამოცხადებული "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოს" თავმჯდომარის აზრით, მსოფლიოში ახლა ამ მხრივ ძალზე რთული ვითარებაა, რადგან ბევრი რამეა დამოკიდებული ეკლესიის ავტოკეფალიის დაბრუნებაზე და ეს საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია აფხაზეთის ეკლესიისთვის, რადგან მას უჩნდება დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობა.
"მსოფლიოში არსებული თოთხმეტივე დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე, აფხაზეთისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. თუ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა შეთანხმდება, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის აღდგენა აუცილებელია, ეს სხვა ქვეყნებში დომინოს პრინციპს გამოიწვევს და საქართველოსა და აფხაზეთს შორის, წლების განმავლობაში არსებული გაუგებრობაც აღმოიფხვრება.
GzaPressრამდენიმე თვის წინ, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები იმიტომ არ დაესწრნენ მსოფლიო მართლმადიდებლურ კრებას, რომ იქ აფხაზი სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ.
თუმცა, უკრაინის მიერ წამოწეულმა საკითხმა, ბევრი რამ შეცვალა და საქართველო, ნებისმიერ შემთხვევაში დაკარგავს აფხაზეთს, როგორც საქართველოს ეკლესიის საეკლესიო ტერიტორიას", - წერს დოროფეი დბარი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, აფხაზეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.
რამდენიმე კვირის წინ, უკრაინამ გაახმოვანა თავისი იდეა და მოითხოვა, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭოს. ადგილობრივი საერო და სასულიერო პირების აზრით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რადგან რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს 1686 წელს შეუერთა, რის შემდეგაც, უკრაინა "რუსულ მართლმადიდებელ სამყაროდ იწოდება".
თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე...
სწორედ ამის შემდეგ, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებელი ეკლესიის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს "არქიმანდრიტი" დოროფეი დბარი, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს რუსეთის ეკლესიის წიაღში შესვლას:
"გარკვეული მიზეზების გამო, ის (რუსეთის ეკლესია. - ავტ.) თავად არის სხვაზე დამოკიდებული და ამის განხილვას არ შევუდგები, მაგრამ ღვთის შეწევნით, აფხაზეთს არა აქვს ისეთი სიტუაცია, რომ სხვისი გავლენის ქვეშ იყოს. ჩვენ მოციქული სვიმონ კანანელი გვყავდა და თუნდაც ამიტომ არ გვაქვს უკან დახევის უფლება. უნდა ვიაროთ წინ და აფხაზეთის ეკლესიამ არსებობა დამოუკიდებლად გააგრძელოს", - მიმართავს დბარი თავის მრევლს.
აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ ახალი ვითარების გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მძიმე დღეშია, რადგან რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ახალი რეალობის გამო "იხლიჩება".
ცნობისთვის, 4 ივნისს, თბილისში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ილარიონი ჩამოვიდა, რომელმაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებთან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება-არმინიჭების საკითხი განიხილა.
საქართველოს პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განმარტებებით, საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია უკრაინის ეკლესიის საკითხზე, მოზომილია და ასე იქნება შემდეგშიც.
"რთული საკითხია, რასაც უკრაინა ითხოვს. ამას კანონიკური ნორმები განსაზღვრავს და ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა რთული იქნება", - აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა.
სავარაუდოდ, ამავე საკითხთან დაკავშირებით, ივლისის შუა რიცხვებში, თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩამოვლენ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებისგან მკაფიო პოზიციის მოსასმენად.
"თუ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მსოფლიო საპატრიარქოს უარს ეტყვიან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე, მსოფლიო საპატრიარქო აფხაზეთის საეკლესიო პრობლემასაც გადაჭრის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ქართული ეკლესიის გარეშე გვექნება მსოფლიო საპატრიარქოსთან კავშირი, ხოლო თუ იტყვიან - ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასო, ამით ხელ-ფეხს გაუხსნიან მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომელიც ძალიან მშვიდად მოაგვარებენ აფხაზეთის ეკლესიის საკითხს...
ამ შემთხვევაში კი, აფხაზეთის საეკლესიო საზოგადოება ძალზე მომგებიან ვითარებაშია... ჩვენც დავიღალეთ 25 წლის განმავლობაში გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნით. საქართველოს ეკლესია, წლების განმავლობაში არაფერს წყვეტდა იმ იმედით, - ხვალ ვნახოთ, რა იქნებაო... ახლა კი ურთულეს მდგომარეობაშია და მისთვის "ორი ცუდი ვითარებიდან, "უკეთესი ცუდის" არჩევა მოუწევს, რომელიც ჩვენთვის ყველა შემთხვევაში მომგებიანი იქნება. მთავარია, ჩვენ როგორ შევინარჩუნებთ ერთობას", - ამბობს დოროფეი დბარი და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში აფხაზეთის "ხელმძღვანელობის" მხარდაჭერის იმედი არა აქვს და არც "მთავარი მოძღვრის" სჯერა...
თავის მხრივ, თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის ხელმძღვანელი, ბესარიონ აპლია, რომლის თქმითაც, აფხაზეთი რუსეთის ეკლესიური ფრთის ქვეშ ბევრად დაცული იქნება, რადგან მუდმივად არ მოუწევს თავის დაცვა "საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისგან".
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აუცილებელია, ძალიან მოკლე ხანში გადაიჭრას ეკლესიის გარშემო არსებული გაუგებრობა, რადგან "მათი დაუსრულებელი დაპირისპირების შემყურე მრევლმა რწმენა დაკარგა, რასაც ემატება უმძიმესი სოციალური ფონი. კონკრეტულად, მომრავლდნენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც მოსახლეობას ფინანსურად ეხმარებიან და მათმა რაოდენობამ რეგიონში სახიფათო მასშტაბებს მიაღწია".
სხვების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ძალზე იმატა მუსლიმანური აღმსარებლობის მრევლმაც. ახლა კი, როდესაც "აფხაზეთის ხელისუფლება სირიიდან და იორდანიიდან აფხაზური დიასპორის რეპატრიაციასა და მათ ჩასახლებას გალსა და გაგრაში აპირებს, სურათი უფრო მეტად შეიცვლება... ბოლო წლებში ძალიან იმატა გარშემო ისლამის აღმსარებლებმა და არ ვიცით, უნდა გვიხაროდეს თუ არა", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში.
აფხაზეთში საეკლესიო საკითხსა და კონკრეტულად - დაპირისპირებულ მხარეებზე ოფიციალური პოზიცია საქართველოს საპატრიარქომ ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დააფიქსირა.
საპატრიარქოს განცხადებით, ორივე მათგანის (უკრაინისა და აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიების. - ავტ.) პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, ის მზად არის, რომ მისი სასულიერო პირები ჩავიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი