სად მიჰყავთ აჭარაში მიტოვებული ბავშვები?
font-large font-small
სად მიჰყავთ აჭარაში მიტოვებული ბავშვები?
მთელი საქართველო შეძრა 13 ივნისს, ღამის 12 საათზე ბათუმში მომხდარმა ფაქტმა.
4 წლის უზბეკი გოგონა დედის ნათესავმა, უზბეკმა ქალმა ცემით მოკლა. ამის შემდეგ, დამნაშავე თავის მეგობარ გოგონასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილი ბავშვით ხელში მივიდა. პოლიციელებმა მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო, სხეულზე კი უამრავი დაზიანება ეტყობოდა. ადგილზე დააკავეს დანაშაულში მხილებული უზბეკი ქალი, საირახონ მირბობოევა. მას უმწეო მდგომარეობაში მყოფი პატარის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მართალია, ის ახლა ციხეშია გამოკეტილი, მაგრამ საქმის დეტალებზე არ საუბრობს. როგორც ირკვევა, გოგონა საქართველოში დედამ დატოვა, თვითონ კი თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ახლა სამართალდამცავები ბავშვის დედის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.
უზბეკ ქალებს ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში დიასამიძეების ოროთახიანი ბინა ჰქონდათ ნაქირავები. ბავშვის დედამ შვილი ნათესავს დაუტოვა და თვითონ თურქეთში წავიდა. ბინის მეპატრონე ამბობს, რომ ბავშვის ცემისა და ტირილის ხმა არ გაუგონია, მომხდარი პოლიციისგან შეიტყო. თამარ დიასამიძის თქმით, "ორი ქალი მოვიდა ჩემთან, მათ სახლის ქირაობა უნდოდათ. იქირავეს ბინა. ვხედავდი ამ ქალს, როცა ბინიდან გადიოდა, მაგრამ ჩემთან კონტაქტი არ ჰქონია. ერთი თვეა, აქ ცხოვრობენ და ბავშვის ხმა არ გამიგონია. ორი ქალბატონი იყო და როგორ ცხოვრობდნენ, არ ვიცი. დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს", - ამბობს ბინის მეპატრონე.
არც მეზობლებს გაუგონიათ სახლიდან ჩხუბის ხმა, თუმცა ერთ-ერთი ამბობს, რომ ქუჩაში დაუნახავს უცხოელი ქალი, რომელიც ბავშვს ასეირნებდა. დანაშაულის ჩადენის დროს სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის მეგობარი, უზბეკი გოგონა, რომელიც პოლიციას უკვე დაკითხული ჰყავს. ის ირწმუნება, რომ მეორე ოთახში ეძინა და ჩხუბისა და ბავშვის ცემის ხმა არ გაუგონია. თავად ბრალდებულმა თავიდან პოლიციელებს უთხრა, არ ვიცი, რა მომივიდა, მეძინა, გამეღვიძა და ბავშვს უცებ ცემა დავუწყე, გონზე რომ მოვედი, ბავშვი უკვე ცუდად იყოო. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული 11 მაისიდან ცხოვრობს ბათუმში. არ არის ცნობილი, რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ მან პატარა გოგონა. კონკრეტულად რა სახის დაზიანებები აქვს მას, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ძალოვანებმა უკვე ჩაატარეს შემთხვევის ადგილის შემოწმება და ბინიდან ნივთმტკიცებები ამოიღეს. როგორც ამბობენ, ნაგვის ურნაშია ნაპოვნი მოკლულის ტანსაცმელი.
ბრალდებულს იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი, ლაშა რომანაძე იცავს. იგი დასაცავის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვს.
ჩვენი ინფორმაციით, ეს ქალები ბათუმში სექსმუშაკებად მუშაობდნენ, ბრალდებული თურქეთიდან დეპორტირებულია, ამიტომ საქართველოში მეძაობდა.
მცირეწლოვანი ბავშვების მიტოვებაზე სპეციალისტები საუბრობენ. სამწუხაროდ, აჭარაში ხშირია შემთხვევა, როცა უცხოელი დედები შვილებს ძიძებთან ტოვებენ, თვითონ კი სამუშაოდ თურქეთში მიდიან. უმრავლესობა სექსმუშაკად მიდის, მერე შვილების არსებობა ავიწყდებათ და ძიძებს მოვლის თანხებსაც კი აღარ უხდიან. სხვისი შვილით ხელში დარჩენილი ძიძები ხშირად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავენ დახმარებისთვის. ბევრ მათგანზე აიღო მზრუნველობა ქართულმა მხარემ და ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან. ამის შემდეგ ხდება მათი მშობლების მოძიება და მიგრაციის სამსახურის დახმარებით ბავშვების თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება. მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საერთოდ ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რომელი ქვეყნიდან არის ბავშვი, რადგან ვერ ახდენენ დედის იდენტიფიცირებას და მასთან კომუნიკაციას. სამწუხაროდ, მიტოვებული ბავშვების უმრავლესობას დაბადების მოწმობაც კი არა აქვს. მათი ასაკი 0-დან 15 წლამდეა. სოცმუშაკ ნინო ცეცხლაძის თქმით, უცხოელ პატარებზე ინფორმაციას ძირითადად, სოფლის ექიმები აწვდიან და თითოეულ ფაქტს დაწვრილებით შეისწავლიან. გარდაცვლილი პატარის არსებობა აჭარის სოციალური სამსახურისთვის უცნობი იყო. "არის შემთხვევები, როცა ბავშვს ერთ წელზე მეტხანს ძიძა უვლის და დედა არ ჩანს. ვფიქრობ, კანონი უნდა გამკაცრდეს, როცა საზღვარს კვეთენ, უნდა გადამოწმდეს, ტოვებს თუU არა ის შვილს. უნდა გაირკვეს, ვისთან რჩება პატარა, აქვს თუ არა დაბადების მოწმობა. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია... უმთავრესია, ბავშვის უფლებები არ დაირღვეს, კონვენცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფოს, მიხედოს ასეთ ბავშვებს", - ამბობს ნინო ცეცხლაძე და საზოგადოებას მოუწოდებს, თითოეული შემთხვევა ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს აცნობოს.
პატარა გოგონას მკვლელობის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მის ცხედარს უზბეკეთში გადაასვენებენ.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
თბილისის ავტობუსის მძღოლი ქალის ცხოვრება
ჩემს ტანსაცმელს, დაახლოებით, 25-45 წლის ასაკის ქალბატონები იცვამენ
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი