ქვეყანაში შექმნილი კრიზისი და ახალი პრემიერის ახალი ხედვები
font-large font-small
ქვეყანაში შექმნილი კრიზისი და ახალი პრემიერის ახალი ხედვები
"დღეს საქართველო ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დგას" - ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას პოლიტიკური ექსპერტების ერთი ნაწილი. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მთავრობას დაუჭირა მხარი. ეს გახლავთ მთავრობის დროებითი ფორმალური შემადგენლობა, რის გამოც, პარლამენტს ნდობის გამოცხადების პროცედურის გავლა სამ კვირაში კიდევ მოუწევს. სწორედ ამ დროისთვის უნდა იყოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზე მამუკა ბახტაძე სამინისტროების 11-მდე შემცირებას აპირებს. უკვე ცნობილია, რომ შემცირებულ მინისტრთა კაბინეტში ძველი მინისტრების ნაწილი აღარ იქნება. ორი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე (საგარეო საქმეთა მინისტრი) და დიმიტრი ქუმსიშვილი (ეკონომიკის მინისტრი) ვერც დროებით მთავრობაში მოხვდა.


- ბატონო რამაზ, სამი კვირის შემდეგ, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად მინისტრთა კაბინეტის გადახალისება ისედაც იგეგმება. როგორ ფიქრობთ, ქუმსიშვილსა და ჯანელიძეს, ახალი კონცეფციის ჩამოყალიბებამდე მხოლოდ იმიტომ დაატოვებინეს პოსტები, რომ ისინი კვირიკაშვილის გუნდს წარმოადგენდნენ, თუ სხვა მიზეზიც არსებობდა?
რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი:
- ორივე სფეროს თავისი სპეციფიკა აქვს. ეკონომიკა განვითარდა თუ არა, ეს ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგრამ საგარეო საქმეთა სფეროში სულ წარმატებებზეა ლაპარაკი. შესაბამისად, ჯანელიძისთვის წარუმატებლობის მომიზეზება ძნელი იქნებოდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ორმა მინისტრმა თავად აღარ მოინდომა პოსტზე დარჩენა მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა დატოვა მთავრობა.
- საზოგადოების ყველაზე დიდი მოთხოვნა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა იყო, მაგრამ ფაქტია, წულუკიანი თავად პოსტის დატოვებას არ აპირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ანუ 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, წულუკიანი პოსტს უცვლელად იკავებს. თქვენი აზრით, "ქართული ოცნება" ვერ ელევა ქალბატონ თეას თუ ის თავდაუზოგავად იბრძვის პოსტის შესანარჩუნებლად?
- როგორც ჩანს, იბრძვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, საზოგადოების მოთხოვნა ნამდვილად იყო მისი წასვლა. მე ძალიან მიკვირს, რომ ამდენი ხმაურის ფონზე წულუკიანმა ქუდი არ დაიხურა და არ წავიდა. გაცილებით მეტი დამსახურება ჰქონდა დე გოლს საფრანგეთის წინაშე, მაგრამ როგორც კი ფრანგების ერთმა ნაწილმა მისი გადადგომა მოითხოვა, ის კამათის გარეშე გადადგა. დე გოლსაც შეეძლო თავისი დამსახურებების ჩამოთვლა თანამდებობის შესანარჩუნებლად და ეს არცთუ მცირე სია იქნებოდა... საბოლოოდ, დე გოლმა გაიმარჯვა, რადგან თანამდებობაზე მაღლა პოლიტიკური ღირსება დააყენა. მისი ეს ნაბიჯი კი ისტორიაში შევიდა. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პოლიტიკოსები ანალოგიურ გამარჯვებაზე ყოფილიყვნენ ორიენტირებული. ვერ უარვყოფთ, რომ წულუკიანის მიმართ ოპოზიციისა და არასამთავრობოების აგრესიულობა ხშირად ამ მინისტრის მიერ, ოპონენტებისადმი გამოთქმული ძალიან მწვავე განცხადებებით არის განპირობებული. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ მის მოღვაწეობაში საკმაოდ ბევრი პრობლემაა.
- მის მთავარ შეცდომად რას მიიჩნევთ?
GzaPress- მის მიერ სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის სამივე კანდიდატის ჩავარდნას.
- კულუარებში საუბრობენ კვირიკაშვილის ოპოზიციაში მოსვლის შესაძლებლობაზე.
- დიახ და სხვათა შორის, მეც მგონია, რომ კვირიკაშვილს ოპოზიციაში ვიხილავთ. რაც შეეხება წულუკიანს, არა მგონია, რომ ხელისუფლებას მისი შანტაჟის შეეშინდეს.
- მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარც "ნაციონალების" სჯერა და აღარც "ქართული ოცნების". კვირიკაშვილს თუ აქვს შანსი, რომ "მესამე ალტერნატივა" გახდეს?
- მგონი აქვს. "მესამე ალტერნატივად" გახდომა ახლა ადვილია, თუ კვირიკაშვილი მკვეთრ შეცდომებს არ დაუშვებს. გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებიდან წამოსული ოპოზიცია უფრო აღწევს წარმატებას, ვიდრე სხვა. შეიძლება ეს კანონზომიერება ახლაც განმეორდეს. მით უფრო, რომ ოპოზიციური სპექტრი დღეს არაა შთამბეჭდავი.
- ასეთ შემთხვევაში კვირიკაშვილის გუნდში ვის მოიაზრებთ?
- პირველ რიგში, ქუმსიშვილსა და ჯანელიძეს. არ არის გამორიცხული, მათ გვერდით ვიხილოთ "ქართული ოცნების" სხვა ყოფილი წევრებიც, მაგალითად, უსუფაშვილი, ხიდაშელი...
- რაც შეეხება ახალ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს. მის მიერ მთავრობის სამომავლო გეგმებზე გაკეთებულ განცხადებებს როგორ შეაფასებთ?
- თავდაჯერებული და გაბედული პიროვნება ჩანს, ერთიმეორეზე საინტერესო ინიციატივები წარმოადგინა. თუმცა საინტერესოა, რამდენად რეალურ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. ისე, ბანკების შეზღუდვა და მცირე მთავრობა რომ საჭიროა, ამას ყველა ექსპერტი ამბობს.
- ბახტაძემ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა.
- მე ამას ორივე ხელით მივესალმები. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, როდესაც განათლებაზე ლაპარაკობენ, არ აღნიშნავენ, რომ განათლების საფუძველი მეცნიერებაა. აუცილებელია, რომ მეცნიერებაში სერიოზული ინვესტიცია ჩავდოთ და ამ დარგით ახალგაზრდები დავაინტერესოთ. დღეს ახალგაზრდები მეცნიერებაში აღარ მიდიან. უახლოეს მომავალში შესაძლოა, ამ დარგში კადრებიც კი აღარ გვყავდეს. თუ ასე გაგრძელდა, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. ე.ი. განათლების პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს მეცნიერებაში ინვესტიციის ჩადებით, შემდეგ უნდა ვიფიქროთ ოჯახის როლზე. ბავშვი 6 წლამდე მხოლოდ ოჯახის ხელშია და შემდეგაც თავისი დროის დიდ ნაწილს ოჯახში ატარებს. არავინ ამბობს მშობლების როლზე ბავშვის განათლებასა და ზოგადად, აღმზრდელობით ღირებულებებში. ოჯახებში ვერავის შევუვარდებით. ამისთვის უნდა ჩამოყალიბდეს საგანმანათლებლო პროფილის მედიაპროგრამები. ამ მიმართულებით თუ დაიწყება ნაბიჯების გადადგმა, ვიფიქრებ, მაშინ ბახტაძე განათლებაზე ზრუნვას რეალურად დაიწყებს.
- განათლების რეფორმაზე კვირიკაშვილიც დამაჯერებლად ლაპარაკობდა. როგორ გგონიათ, რამ შეუშალა ხელი ამ დარგის განვითარებაში?
- ჯეჯელავამ.
- რას გულისხმობთ?
- კვირიკაშვილმა განათლების სისტემა ჩააბარა მინისტრს, რომელიც სკოლაში ვაშლების დარიგებით იყო გართული და სისტემაში სხვა პრობლემას ვერ ხედავდა, გარდა იმისა, რომ თურმე "კომბლე ცუდი" კაცი იყო.
- როგორ გგონიათ, ივანიშვილმა კვირიკაშვილი ქვეყანაში რეალურად შექმნილი პრობლემების გამო გაუშვა პრემიერის პოსტიდან თუ ბოლო დროს შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ამ ფორმით იპოვა?
- შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა თავისი "მეორედ მოსვლის" მიზეზად ორი ფაქტი დაასახელა. ერთ-ერთი იყო ის, რომ ხელისუფლებამ ხალხთან კავშირი გაწყვიტა. ქვეყანაში შექმნილი პრობლემები ივანიშვილს ნამდვილად აწუხებს. თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი, რომელსაც ხელისუფლება არ მოსწონს, ივანიშვილს აგინებს.
- ფიქრობთ, რომ ივანიშვილი ბახტაძეს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას მისცემს?
- რატომ გაქვთ ჟურნალისტებს კბილი დასობილი ბიძინა ივანიშვილზე?
- ქვეყანაში დღეს ის არის მუსიკის დამკვეთი...
- ეს იმიჯი მას მავანმა მიზანმიმართულად შეუქმნა. სინამდვილეში ივანიშვილი ჩინოვნიკებთან ურთიერთობებში სულაც არ არის მომთხოვნი. ეს ბევრმა სხვამაც აღნიშნა და თავად ივანიშვილმაც უთხრა კვირიკაშვილს, - რამდენჯერ დაგირეკე და რამდენჯერ ჩავერიე შენს საქმეშიო. ივანიშვილს ერთი სული აქვს, ისე ააწყოს სამთავრობო მანქანა, რომ უკან მობრუნება და გარემონტება აღარ დასჭირდეს. ეს რომ ასე არ იყოს, თავად დაიკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. ახლა რაც შეეხება ბახტაძეს: მასთან მიმართებით, უმრავლესობის წარმომადგენლებმა სასიამოვნოდ აღნიშნეს, რომ ყველას მოგვისმინა და ყველას აზრი გაითვალისწინაო. როგორც ჩანს, ბახტაძე ის პერსონაა, რომელიც ყველას უსმენს, ყველას აზრს ითვალისწინებს და მერე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. ასეთ სიტუაციაში რა პრობლემაა, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრიც გაითვალისწინოს? ყველას აზრის გათვალისწინება საშიში არ არის, საშიშია ყველას ჭკუაზე სიარული. ეს კი ბახტაძეს არ ემუქრება.
- როგორც ჩანს, თქვენ იმედი გაქვთ, რომ ბახტაძე ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
- მე იმის იმედი მაქვს, რომ თუ ბახტაძე ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, წავა შინ.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კანაფი/მარიხუანა კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დაპირისპირების საგანი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარის განაპირას აღმართულია კოშკი, რომელიც ომუნეს ჯიხას სახელით არის ცნობილი და ჩვენი ქვეყნის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
"იმდენ ისტორიას, საიდუმლოსა და ინფორმაციას ინახავს აქაურობა, შეუძლებელია, არ მიყვარდეს, ჩემად და იმ ხალხის ნუგეშად არ ვთვლიდე, ვისაც უფალი უყვარს...
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების მსურველთათვის წესის გამკაცრებას მოითხოვს.
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
პლანის მოწევა სოფელში გართობად იქცა(?!)
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი