"ის ბოთლი ბუმერანგი იყო, რომელიც უკან დაუბრუნდათ"
font-large font-small
"ის ბოთლი ბუმერანგი იყო, რომელიც უკან დაუბრუნდათ"
სამთავრობო ცვლილებები და ახალგაზრდა პრემიერის - მამუკა ბახტაძის დანიშვნა ბოლო დღეებში კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ამ თემაზე საკუთარ შეხედულებას გვიზიარებენ.

ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი:
GzaPress- ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, გამოჩნდა კიდეც, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, იმიტომ, რომ ამას ერთი ადამიანი წყვეტს და ეს ყველამ კარგად იცის. სახელების და გვარების შეცვლა მხოლოდ ფორმალობაა. ივანიშვილის ხელში არც ამ ქვეყანას და არც ერთ ახალგაზრდას პერსპექტივა არა აქვს. სანამ მას არ მოვიშორებთ, უპერსპექტივოდ ვიქნებით და სკოლაში ბავშვის გაშვების შეგვეშინდება.
- თქვენი აზრით, რამდენად მართებულია სამინისტროების გაერთიანება?
- ესეც ვერაფერს შეცვლის, თვალში ნაცრის შეყრაა და მოსახლეობის თვალის ასახვევად მოგონილი ფანდებია, დრო რომ გაიწელოს და სიცოცხლე გაიხანგრძლივონ.
ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მიმართ, თუ როგორ ეპყრობა ის თავის ხელისუფლებას, სწორედ იმ აქციებზე გამოჩნდა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ტარდებოდა და ის ბოთლი ბუმერანგი იყო, რომელიც უკან დაუბრუნდათ.
თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:
- ახალი თაობა მოდის და ხალხი პიროვნულ ცვლილებას კი არ ელოდება, ძირფესვიან, კანონების ცვლილებას. ამას კი ვერ ვხედავთ. ასე იცით რა გამოვა? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. გამორიცხეთ თემა, რომ ვიღაც ვიღაცას კრიჭაში უდგას. პრემიერმა საქმით უნდა დაგვანახვოს, რომ იგი სიახლეებზეა მოტივირებული. პენსია რომ გაიზარდოს, ქვეყანაში მწვავე, შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს კორუფციასთან. ამისათვის კი სამინისტროებმა, ყველა უწყებამ შიდა ფინანსური ბრუნვები უნდა დაგვანახვონ. 6 წელია მოსულები არიან და პრემიერ-მინისტრები ყოველ წუთს იცვლებიან, როგორ შეიძლება ეს?
ქუმსიშვილს აქებდნენ და ახლა ას მილიონს დაეძებენ, თუ არავის წაუღია, მაშინ ის ადამიანებიც ხომ ცოდოები არიან, ვინც ტყუილად ილანძღება საზოგადოებაში. გამოიძიონ. ვინ უნდა გამოიძიოს? იმ პროკურატურამ, რომელიც სამხილებს აქრობს? ჩიხში შევედით. ამიტომ ვამბობ, რომ წულუკიანი გასაშვებია, მან არანაირი რეფორმა არ გაატარა, ხელს აფარებდა უმსგავსო საქციელს, სამხილები გააყალბა და რა ამბავი ატყდა... ძირეული ცვლილებები უნდა დაიწყოს და ქვეყანამ ამოისუნთქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხელისუფლებას უპირობოდ შეცვლის ხალხი და თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულები, რომ ასე არ მოხდეს. რევოლუცია და ქუჩიდან შეცვლა კი ნამდვილად არ მინდა. ძალიან მეცოდება ყველა, ვინც ამ დროს დაინიშნება, რადგან შეიძლება კარგმა, ახალგაზრდა კაცმა ძალიან გაისვაროს სახელი.
გიორგი მეგრელიშვილი, მსახიობი:
GzaPress- სიახლეებს ყოველთვის იმედიანად ვხვდები და რადგან ახალი მთავრობა უკვე დამტკიცდა, ვიმედოვნებ, ხალხის საკეთილდღეოდ რაიმე შეიცვლება. როგორც ვიცი, მამუკა ბახტაძის სახელს კარგ წამოწყებებს უკავშირებენ, მაგალითად, ბანკებთან დაკავშირებით და ვნახოთ, მთავარი მონდომებაა.
- სანამ პრემიერობის კანდიდატად დაასახელებდნენ, რა ინფორმაცია გქონდათ მის შესახებ?
- გაგებული მქონდა, ბოლო დროს, მისი სახელი და გვარიც ხშირად მესმოდა. იცით, რა არის ყველაზე მთავარი? შესაძლოა, ხელისუფლების წამყვან ფიგურებს ბევრი კარგი რამის გაკეთების სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ გუნდმა არ გაუმართლოთ, გუნდური თამაში კი ძალზე მნიშვნელოვანია. როცა პირველი ხარ, რაღაცებს ვერ ხედავ და შენიშვნების მიღებაც არ უნდა გიჭირდეს, რადგან ეს პირიქით, წინ წაგწევს. ერთმანეთს უნდა დაეხმარონ, ახალგაზრდა კაცია და უფროსი თაობის რჩევები, შენიშვნებიც უნდა გაითვალისწინოს. გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, შიგნით კი ალბათ დაუღალავი შრომაა, მე მესმის და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ხალხი უკმაყოფილო არ იყოს. სამინისტროების გაერთიანებას რაც შეეხება, ცოტა მტკივნეული თემაა, თანამშრომლებს თუ გაუშვებენ, ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან ამდენ უმუშევარს, კიდევ ახალი ნაკადი დაემატება.
- ყოფილი პრემიერის - გიორგი კვირიკაშვილის მუშაობას როგორ შეაფასებთ?
- როგორც ყველას, მეც დიდი სიმპათია მქონდა ამ ადამიანის, როგორც პოლიტიკოსის და პრემიერ-მინისტრის მიმართ. მისგან დადებითი აურა მოდიოდა - სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა. აჟიტირებული ადამიანი არ არის. იცით, რა მგონია? თუ ეს სავარძლები მართლაც სარალიძის ამბის გამო დატოვეს, ნამდვილად დასაფასებელია, თანამდებობებს არ გამოეკიდნენ. ამერიკის პრეზიდენტები გადამდგარან, თავიანთ საქმეს აგრძელებენ და წარმატებულები არიან. მგონია, რომ ადამიანი თუ პროფესიონალია და პოლიტიკური სკოლა აქვს გავლილი, დღეს თუ არა, ხვალ მაინც ამ ქვეყნისთვის კარგს გააკეთებს. ალბათ, ასეც იქნება.
იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი:
- როგორც მოქალაქეს, მამუკა ბახტაძეზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მისი დადებითი თვისებების შესახებ არაფერი ვიცი, ამიტომ მას ვერც დავახასიათებ. ის გუნდი იმავე გუნდად რჩება. ერთი ბანქოს შემადგენლობაა ყველაფერი და რას საით გადაიტან, სულერთია, არაფერი შეიცვლება. თუ ჩვენ დემოკრატიულ გზაზე გვინდა სიარული, ნორმალური არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და პარლამენტში ოპოზიციური პარტიების სპექტრი უფრო ჭრელი ყოფილიყო. ახლა კი ორი კოაბიტირებული ორგანიზაციაა, რომელიც ვითომ ერთმანეთს ებრძვის, ამ დროს მშვენივრად არიან ერთმანეთთან. ასე საქმე არ გაკეთდება, წინ არ წავა, ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ და არა - ჩასაფრებულის პოზიციიდან, მტერი არ ვარ, რომ ჩვენი უკუსვლა გამიხარდეს.
ხალხს ბატონი ბიძინას დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ ქვეყანა ვერ მართეს, ჩვენ კი მაშინ ვიკრიბებით, როდესაც ნარკომანიის პრობლემები წყდება, მოვწიოთ თუ არა, გეი აღლუმი ჩავატაროთ თუ არა და ა.შ. ჩვენი ენერგია თუ ამაზე იხარჯება, მაშინ მომავალი არ გვაქვს. მე კი მინდა, რომ მომავალი გვქონდეს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
განვითარებულ სამყაროში მოდა ზენიტშია.
"დიდი ამბები იქნება მთაში... დღეს ლაშარის სალოცავთან სასულიერო პირებიც მოვლენ და დაილოცებიან...
ინფორმაცია, რომ საქართველოს მოსახლეობის სისხლში ტყვიის დონე საგანგაშოა, კარგა ხანია ვრცელდება.
არის თუ არა უმუშევრობა ყოველგვარი ცუდის საწყისი?
ჯერ კიდევ 21 წლის იყო, საერო ცხოვრება რომ მიატოვა და დავითგარეჯის მონასტერთან ახლოს, სეისმოლოგების მიტოვებულ სახლში დასახლდა.
"ძნელია, როდესაც აცნობიერებ, რომ მეგობარი აღარ გყავს, შენ კი გადარჩი და მის ოჯახს უნდა მიუსამძიმრო..."
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოების განსჯის საგანი ყველაზე ხშირად "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო სივრცეში ვრცელი ინტერვიუთი გამოჩენა გახლდათ.
ცოტა ხნის წინ ზუგდიდსა და ანაკლიაში ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ხელოვნების III საერთაშორისო კონკურსი-ფესტივალი ART-KOLKHI ჩატარდა.
"ბევრი დანაშაული ხდება და თურმე, არავინაა დამნაშავე"
21 ივლისს, ბათუმში, სამოდელო სააგენტო "კატრინის" ორგანიზებით მსოფლიო ლიცენზირებული სილამაზის კონკურსის - Miss & Mister Planet Georgia ფინალი გაიმართა.
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
2 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
1 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
3 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
4 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
1 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
12 კომენტარი