სად სჯობს დასვენება - ბათუმში თუ მალდივის კუნძულებზე?
font-large font-small
სად სჯობს დასვენება - ბათუმში თუ მალდივის კუნძულებზე?
მზე, ზღვა, ჰამაკი ან მთა, კოცონი და ტყიდან დაბერილი სასიამოვნო ნიავი... ეს ის თემებია, რომლებზეც ყოველი ჩვენგანი ზაფხულის დადგომისთანავე იწყებს ფიქრს. ერთია ფიქრი და ოცნება, მეორე - ვის რისი საშუალება გვაქვს. ვნახოთ, სად და როგორ ისვენებენ ან სად აპირებენ საზაფხულო არდადეგების გატარებას ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები.
დიანა ფერაძე, 35 წლის:
- ქობულეთში ვისვენებ, საოჯახო სასტუმროში, ორ შვილთან ერთად. ერთი ოთახი მაქვს ნაქირავები, ინდივიდუალური აბაზანა და საერთო სამზარეულო გვაქვს. თითქოს არ არის ძვირი, დღე-ღამეში 50 ლარს ვიხდით, თუმცა პროდუქტი საკმაოდ ძვირია. ძალიან ძვირია ტკბილეულიც. ვიფიქრე, სეზონის დაწყებამდე ზღვაზე წავიყვან ბავშვებს, სასტუმროც იაფი იქნება, საკვებიც და გასართობი საშუალებაც-მეთქი, მაგრამ შევცდი. ყველაფერი საოცრად ძვირია. ამბობენ, ორ კვირაში კიდევ უფრო გაძვირდება ყველაფერიო. ხუთი დღეა აქ ვარ და 1.000 ლარი უკვე დავხარჯე. დასვენების ნაცვლად ნერვოზი დამემართა, მაგრამ არა უშავს, ბავშვები მაინც ერთობიან.
გოგა ლომაია, 22 წლის:
- დასვენებას ბათუმში ვაპირებდი. სასტუმროების ფასები ინტერნეტით მოვიძიე და მაგარი ამბავი აღმოვაჩინე: ბათუმსა და მალდივის კუნძულებზე ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში, ნომრები თითქმის ერთი და იმავე ღირებულებისაა.
- და მალდივიზე წასვლა გადაწყვიტეთ?
- არა, აღმოჩნდა, რომ არც მალდივიზე წასასვლელი ფული მაქვს და არც ბათუმში. ამას ჯობია, ანტალიაში წავიდე. ჩემი მეგობრები იყვნენ შარშან და მითხრეს, ბათუმსა და ქობულეთს აღარ გავეკარებით, უფრო იაფადაც დავისვენეთ, მომსახურებაც ბევრად უკეთესი იყო და სანაპიროებიც გაცილებით სუფთაო.
თამუნა ბერიშვილი, 26 წლის:
- ცოტა ხნის წინ ესპანეთიდან ჩამოვედი. გზა სულ 180 ევრო დამიჯდა. მეგობრებთან ერთად ჰოსტელი ვიქირავე, ერთ ადამიანს 20 ევრო დაგვიჯდა. რესტორნებში არ გვივლია, დღის განმავლობაში ჭამა საშუალოდ ათი ევრო გვიჯდებოდა. შესანიშნავად გავერთეთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი.
მაია ზურებიანი, 37 წლის:
- საირმეში მინდოდა დასვენება, მაგრამ ისეთი ფასები მითხრეს, შოკი მივიღე. ერთი კვირით რომ მექირავებინა სანატორიუმის ნომერი, 2.300 ლარი უნდა გადამეხადა. კარგად კი დამიხასიათეს ყველაფერი, სამი სახის მინერალური წყალი გვაქვსო, ნომერი მდინარის ხედითაც გვაქვს და მთის ხედითაცო. ბავშვებისთვის ანიმატორები გვყავს, გასართობი ოთახიც გვაქვსო. ნომრის მომსახურეობაში სამჯერადი კვებაც შედისო. ის იყო, ოცნებების მორევში უნდა გადავშვებულიყავი, რომ ყველა ამ სიკეთის ღირებულება მითხრეს და ყველაფერს წერტილი დაესვა.
- სანატორიუმში სამჯერადი კვება და ბავშვების გასართობი ოთახი, თავისი ანიმატორებით, რა ჯდება?
- უკვე მივხვდი, იაფი არ იქნებოდა, ვიფიქრე, ერთი კვირა ათასი ლარი დამიჯდება-თქო. კვირაში 2.300 ლარად დამიჯერეთ, უცხოეთის ფეშენებელურ სასტუმროში დავისვენებ. რადგან ამდენი ფული არ მაქვს, გადავწყვიტე, ბავშვები სოფელში წავიყვანო და იქ დავასვენო. სუფთა ჰაერს მაინც ჩაისუნთქავენ და ნატურალურ ხილსა და ბოსტნეულს შეჭამენ.
თემო ფორჩხიძე, 31 წლის:
- შარშან მეგობრებთან ერთად იტალიაში ვიყავი. გზა 200 ევრო დამიჯდა. მილანში, ქალაქის ცენტრში ბინა ვიქირავეთ. სულ ხუთნი ვიყავით და თითო 20 ევროს ვიხდიდით. საჭმელს "კარფურში" ვჭამდით და დღეში საშუალოდ 5 ევრო გვიჯდებოდა. იყო, ადგილები, სადაც პიცის ერთი ნაჭერი 4 ევრო ღირდა, მაგრამ იქვე, ცოტა მოშორებით მთლიან პიცას იყიდდი 3 ევროდ. მოკლედ, მინიმალური ხარჯებით ძალიან მაგრად დავისვენეთ და უკან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით.
ზოია ბერიკაშვილი, 22 წლის:
- ბორჯომში ვისვენებ, მშობლებთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. წამოსვლა ნაადრევად მომიხდა. აქ ჯერ ბევრი ხალხი არ არის, ამიტომ ფასებიც იაფია. ძალიან კარგ ადგილზე (ადგილობრივები "ფაფას" ეძახიან) ოთახი 20 ლარად ვიქირავე. შეიძლება ითქვას, ტყეში ვცხოვრობთ. აივანზე ციყვები დახტიან, შესანიშნავი გარემოა. ჩემს პატარასთან და მშობლებთან ერთად კარგად ვისვენებ. თუმცა, დაქალებთან ერთად რომ ვიყო, სხვაგვარ სიტუაციასა და გარემოს ავირჩევდი. ალბათ თურქეთის რომელიმე კურორტზე, ბოდრუმში ან ანტალიაში წავიდოდი. როგორც ამბობენ, იქ უფრო იაფად დაისვენებ, ვიდრე ბათუმში ან ქობულეთში.
ნინო ფეიქრიშვილი, 35 წლის:
- ბახმაროში ვისვენებ, ოჯახთან ერთად. საოცარი ბუნება, სიმყუდროვე, სიმშვიდე და სილამაზეა. ასეთს ალბათ სხვაგან ვერ ნახავთ. მითხრეს, ბახმაროში 20 დღით დასვენება იმუნიტეტს აძლიერებს. ჩემი ან ჩემი ბავშვების იმუნიტეტზე როგორ იმოქმედებს არ ვიცი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში სრულიად დამშვიდებული ნერვებით დავბრუნდები.
- ეს სიამოვნება რა გიჯდებათ?
- ერთი თვით ვიქირავეთ კოტეჯი და 1.700 ლარს ვიხდით. მე და ჩემს დას შვილები გვყავს წამოყვანილი. მთელ ბახმაროში ერთადერთი სასტუმროა, იქ საკმაოდ კარგი პირობებია, გვინდოდა კიდეც ნომრის დაქირავება, მაგრამ ერთკაციანი ნომერი, რომლის მომსახურებაშიც მხოლოდ საუზმე შედიოდა, 100 დოლარი ღირდა. კოტეჯში ხუთი ადამიანი ვართ და შესანიშნავად ვთავსდებით. უმაღლესი დონის კომფორტი არ გვაქვს, მაგრამ სასიამოვნო გარემოა და დიდსა და პატარას, ყველას ყველაფერი მოგვწონს.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მაგარი შეგრძნებაა, როცა ამ ადგილებში დადიხარ და შენი ქვეყნის მესაზღვრე გქვია"
"რით დაგამახსოვრათ თავი 2018 წელმა? ჩამოთვალეთ 5 თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი", - ასეთი "დავალება" ჰქონდა ხელოვანებს.
იმერელი ქალის შეუპოვრობით მოხიბლული შევარდნაძე
ფსიქოლოგი სოფო ხარატი, წლებია, ადამიანების სხეულის ენის შესწავლითაა დაინტერესებული.
25 წლის მფრინავი, საბა ქორთოშიძე თავისი "ოჯახური პროფესიის" ღირსეული გამგრძელებელია.
"ლეიბორისტი" ლიდერი გიორგი გუგავა ხელისუფლებას სთხოვს, იზრუნოს ადამიანებზე, რომლებიც ახალ წელს ზეიმითა და გაშლილი სუფრით ვერ ხვდება.
როგორ "წაიღო წყალმა" ღმერთისგან მოვლენილი წყალობა
ქვეყანაში მომხდარ ამბებს, ოპოზიცია და ხელისუფლება ყოველთვის სხვადასხვაგვარად აფასებს.
ქალის გზა ხმელეთიდან ცამდე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი