ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
font-large font-small
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს. ზოგი არც ამისთვის იწუხებს თავს, პირდაპირ გამოდის ქუჩაში და, როგორც თავად ამბობენ, - ხალხს "ალალად" ეუბნებიან, რომ ფული სჭირდებათ...

საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხება, თუმცა, ალბათ ბევრს უნახავს ცენტრალურ ქუჩებში, კისერზე მუყაოსაბრიანი ახალგაზრდები, - "დამეხმარეთ, არყისთვის ფული მჭირდება..."
ამას წინათ თავად შევესწარი ერთ-ერთი მარკეტიდან გამოსულ ბიჭს, მანქანაში სანოვაგეს რომ ალაგებდა, როგორ წაადგა თავს ერთი ახალგაზრდა, - ძმურად, სასწრაფოდ დასალევი მჭირდება და 5 ლარი ხომ არ გექნებაო?!.
უამრავი ასეთი ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა, არის რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, რომელსაც ძნელია, თვალი აარიდო: თამარაშვილის ქუჩის კუთხეში, ლამის წლებია, ახალგაზრდა გოგონა დგას, რომელსაც მუდმივად ერთი ასაკის, ჩვილი ბავშვი უჭირავს ხელში და მზის გულზე, თაკარა სიცხეში, შუქნიშანზე გაჩერებულ მძღოლებს ხურდა ფულს სთხოვს...
ზოგი მძღოლი მექანიკურად აძლევს, წამებში ჩამოსწევს ავტომანქანის შუშას, სალონი რომ არ "გაუცხელდეს", ხურდას აძლევს და ასევე სწრაფად სწევს მინას...
ზოგი ეჩხუბება და მიუთითებს, რომ პაპანაქება სიცხეში ბავშვს თავზე მაინც დაახუროს...
მასთან გამოლაპარაკება მაშინ ვცადე, როდესაც პარკში შესვენება ჰქონდა, - ბავშვს, როგორც წესი, მშვიდად ეძინა... ხურდა მივეცი და რამდენიმე კითხვის დასმა ვცადე.
- ცნობისმოყვარეები არ მიყვარს, - მომახალა ეგრევე და ფულს ხელი დასტაცა.
შემდეგ, საიდანღაც ცივი, დაორთქლილი ლუდის ბოთლი ამოიღო, გახსნა და ხარბად მოიყუდა, სიგარეტს მოუკიდა და მძინარე ბავშვს პირდაპირ სახეში მიაბოლა...
- თქვენი შვილია?
- არა, შენი! აბა, ვისი უნდა იყოს?
- ამ სიცხეში ცოდო არ არის?
- აბა, რა ვქნა? მშიერი უფრო ცოდო არ იქნება?
GzaPress- მერე, საჭმლის ფული მაინც გამოგდის? - ამ კითხვამ ყველაზე მეტად გააღიზიანა და გაანჩხლებული მომიბრუნდა: - ეე, შენ ვინ გეკითხება, წადი, რა, შენს გზაზე... დამიწყო აქ დაკითხვები. "კასა" დამიდგი ბარემ... - უკვე ბოლო ხმაზე ღრიალებდა, ბავშვს ხელი დაავლო და სხვა სკამზე გადაჯდა...
ამასობაში სეირის მაყურებლები შემოგვეხვივნენ. ერთ-ერთმა, რომელიც ყვავილების გამყიდველი აღმოჩნდა, მითხრა, რომ დღის ბოლოს მეგობრები აკითხავდნენ, ბავშვი ვიღაცას მიჰყავდა, ისინი კი დილამდე იქ რჩებოდნენ, სვამდნენ და სკამებზე იძინებდნენ. მეორე დღეს კი იგივე ხდებოდა...
წლებია, ფულის შოვნის ეს გზა სარფიან ბიზნესად იქცა და არც ბავშვების გამოყენება უკვირს ვინმეს. ამ ბოლო დროს კი ამ კატეგორიის მუშაობის პრინციპი უფრო მრავალფეროვანი გახდა. მაგალითად, - კაცურად... საწვავი დამიმთავრდა, მანქანაში ბავშვი მიზის, ექიმთან მიმყავს, 5 ლარი ხომ არ გექნება? ვიდრე ადრესატი პასუხს მოიფიქრებს, შეწუხებული და თანაც მისთვის მოულოდნელი რეალობით გაოცებული განაგრძობს, - რანაირი გახდა ეს ქალაქი, არც თანადგომა იციან, არც კაცობა...
ზოგი, გამოცდილი, შეწუხებული სახით ეუბნება უარს, - სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებიო... თუმცა, არიან ისეთი კეთილსინდისიერებიც, რომლებიც ამ უნიჭო სპექტაკლს გულწრფელად იჯერებენ...
რამდენიმე თვეა, პეკინის ქუჩაზე მუყაოსაბრიანი ბიჭი გამოჩნდა, რომელიც დასალევისთვის აგროვებს ფულს, "ჯიგრულად..."
ჩემს კითხვებს აგრესიით შეხვდა და მოკლედ მომიჭრა, - "მე "კაცურად" და "ალალად" ვითხოვ ფულს არყისთვის, არც ვიპარავ და არც ვინმეს ვართმევ, ვისაც უნდა მომცემს, ვისაც არა, - თავისი გზით წავაო... მორალის წაკითხვის უფლებას არავის მივცემ, მინდა - ვსვამ, მე არ ვმათხოვრობ, ცუდად ვარ და დახმარება მჭირდება".
ამას წინათ, სოციალურ ქსელში ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთ ჯგუფში გავწევრდი, სადაც ახალგაზრდები მოკრძალებულ, მაგრამ საკმაოდ მხატვრულად დაწერილ პოსტებს დებდნენ, საზოგადოებას შეწუხებისთვის ბოდიშს უხდიდნენ და სწავლის გადასახადის "შესავსებად", გარკვეულ თანხას ითხოვდნენ, იმდენს, ვისაც რამდენი შეეძლო... იქვე იყო მითითებული საბანკო ანგარიშები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების ნომრები...
"ერთ-ერთ მარკეტში ვმუშაობ ღამის ცვლაში, რადგან დღე ლექციები მაქვს. ლექციების შემდეგ, 3-4 საათი ვიძინებ, მთელი ღამე ფეხზე დგომა რომ შევძლო და ისევ სამსახურში გავრბივარ, იქიდან კი ლექციებზე... ასე ვაგროვებ სწავლის გადასახადს. თუმცა, ზოგჯერ მაინც მიმაკლდება ხოლმე, რადგან ათასნაირი მიზეზით, ძალიან ბევრს და ძალიან ხშირად გვიქვითავენ და თვის ბოლოს 150 ლარიც არ გამომდის... ანუ, ძალიან მერიდება ამის დაწერა, მილიონ ბოდიშს ვიხდი, ვიცი, არც თემატურია, მაგრამ მერწმუნეთ, სხვა გამოსავალი არა მაქვს, 150 ლარი მაკლდება და ვისაც რამდენი შეგიძლიათ, მითითებულ ანგარიშზე ჩამირიცხეთ", - წერდა გოგონა.
კომენტარებს ჩამოვყევი. ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. მონდომებისთვის, სიბეჯითისთვის შეაქეს კიდეც, დაუყვავეს, წააქეზეს, რომ ასეთი შრომისმოყვარე ადამიანი აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას. ზოგმა, უთხრა, შეემოწმებინა ანგარიში, რადგან გარკვეული თანხა უკვე ჩარიცხული ჰქონდა... თუმცა, გაირკვა, რომ ერთი და იმავე ექაუნთით რამდენიმე ჯგუფში წერდა, სულაც არ სწავლობდა და თანხა სათამაშოდ სჭირდებოდა.
კომენტარებიდანვე გაირკვა, რომ ეს ახალგაზრდების ახალი "ჰობია". - ასე აგროვებდნენ ფულს, სათამაშოდ, პიკნიკზე წასასვლელად, საქეიფოდ და "ახალი ზმანების" შესაძენადაც კი...
ევა, 20 წლის:
- რამდენიმე მათგანს სოციალური ქსელით დავუკავშირდი და გაირკვა, რომ ფულის შოვნის ეს გზა ძალიან ბევრისთვის უკვე ჩვეულებრივია. მთავარია, ახალი, კრეატიული იდეა და მისი გამოყენების სწორი ფორმა.
"უამრავმა ჩემმა მეგობარმა მიაგნო ფულის შოვნის იაფ გზას. თავიდან ვღლიცინებდით, რადგან მათი მოგროვებული თანხით ერთად მივდიოდით სადმე, პიკნიკზე, კლუბში ან ბარში... შემდეგ, ძალიან შეტოპეს და ასე აგროვებული თანხით მოინდომეს გართობა, ჩაცმა, კვება, ცხოვრება... მთელი დღეები სხედან და ცდილობენ, სხარტი, აზრიანი და დამაჯერებელი ტექსტი დაწერონ. კვირის ბოლოს საკმაოდ კარგი თანხა გამოსდით. როგორც კი ვინმე ამოიცნობს და დაიწვება, მაშინვე ქრებიან და სხვაგან იწყებენ "მუშაობას"...
ირაკლი:
- ზოგი მართლა სწავლობს და ვისაც სჭირდება, მათაც უფუჭდებათ სახელი... ერთმა ჩემმა ჯგუფელმა დაიწყო, - მე რომ მომწონს, იმ ფეხსაცმლისთვის მაკლდება ფულიო და მართლა ააგროვა ანუ "უჯიგრეს". შემდეგ, გაუტკბა და სადაქალოსთან ერთად კლუბში წასასვლელ თანხაზე დაიწყო ჩალიჩი. შემდეგ თქვეს, რამდენიმე სხვა ექაუნთი აქვს გაკეთებული და სერიოზულ ფულს შოულობსო. ახლა შეიძლება უკვე არავის სჯეროდეს, მაგრამ ადრე, ხალხს გულთან ახლოს მიჰქონდა და უფრო ბევრი ეხმარებოდა.
ნანა ჩხაიძე:
- პეკინზე არსებულ ტაძარში, მწუხრის ლოცვის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მომიწია მისვლამ. ტაძრის ეზოში ორი ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა, საკმაოდ სიმპათიური და ნორმალური შეხედულების, ყველანაირი ფიზიკური შეზღუდვის გარეშე. ერთმანეთში ხუმრობდნენ და იცინოდნენ. როგორც კი ეზოში მრევლმა იმატა, ერთ-ერთმა მარჯვენა ხელი სახელოში დამალა, ვითომ მოკლე ჰქონდა ანუ უნარშეზღუდული იყო. მეორემ კი - სახელდახელოდ გაკეთებული ტრაფარეტი დაიდგა წინ, - ვითომ ვერ ლაპარაკობდა... აღდგომის დღესასწაულები იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათაც მივეცი შენიშვნა და გარშემო მყოფებისთვისაც ვეცადე ახსნა, - იტყუებიან-მეთქი, მაინც გულუხვად დაასაჩუქრეს...
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
თბილისის ავტობუსის მძღოლი ქალის ცხოვრება
ჩემს ტანსაცმელს, დაახლოებით, 25-45 წლის ასაკის ქალბატონები იცვამენ
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
"ერთი რამ ვიცი, ცოცხალია და გააშვილეს. მამა მასზე დარდმა მოკლა..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი