"შვილი მშობელს რომ უჩივლებს, ეს კარგს მოგვიტანს?"
font-large font-small
"შვილი მშობელს რომ უჩივლებს, ეს კარგს მოგვიტანს?"
"ბევრი დანაშაული ხდება და თურმე, არავინაა დამნაშავე"

ქალბატონ ლეილა კაკაბაძეს "გზის" ერთგული მკითხველი ალბათ იცნობს მის მიერ ჟურნალში გამოქვეყნებული წერილების წყალობით. ის თაობებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს, ერი რომ გადარჩეს, არ გადაშენდეს და ტრადიციების გარეშე არ დარჩეს (წერილის სტილი დაცულია):


"ახლანდელ თაობებს დაეკარგათ მომავალი. რამდენი ნიჭი, მონდომება და სიყვარული, პატივისცემა ჩაიკარგა ცხოვრების უფსკრულში. ის თაობა, რომელიც ბოლო 25 წელიწადში წამოიზარდა, მხოლოდ ირონიით და უპატივცემულობით იხსენებს საქართველოს წარსულს, ერის ტრადიციებს, ის თაობები კი, რომლებიც იმ საშინელ ნგრევასა და უსამართლობას შეეწირა, გაბოროტებული, დაჩაჩანაკებულნი უიმედობის მორევში ცურავენ. აი, ჩემი თაობის ხალხი, რომლებიც არცთუ ისე ბევრიღა დავრჩით, დღევანდელობით გაოცებული, შეშინებული და სიკეთეს მოკლებული უკან ვიყურებით და ვნატრობთ, ნეტავ, ისევ დაბრუნდეს ის დღეები (და არა მთავრობები), როცა ერთმანეთი გვიყვარდა, პატივს ვცემდით წინაპართა წარსულს, უფროს თაობას ვუჯერებდით და სავსე ვიყავით ცხოვრებისეული სიკეთით. განა ყველას სიმდიდრე და ფუფუნება თავზე გადაგვდიოდა? არა, ბატონებო, არ გვქონდა მილიონები, მაგრამ დღევანდელ მილიონერებზე ხალისიანად და სიხარულით სავსეები ვცხოვრობდით. იცით, რატომ? არ ვძვრებოდით ტყავიდან, რომ არაადამიანურად, სხვათა წაგლეჯვისა და მოპარვის ხარჯზე აგვეწყო ცხოვრება. მცირედითაც ვკმაყოფილდებოდით და გულები ერთმანეთის სითბოთი, პატივისცემით გვქონდა სავსე...
გიკვირთ ვინმეს, დღევანდელი მოზარდების საშინელი აგრესია, ერთმანეთის მტრობა და შუღლი? მოეშვით ადამიანებო თქვენ მიერ დათესილი აგრესიის სხვაზე გადაბრალებას. ყბად აღებული სკოლა და მასწავლებლები როდემდე შეიძლება ვლანძღოთ? ოჯახი აღარაფერს ნიშნავს? შვილის აღზრდაში სხვაგან რატომ უნდა ვეძებოთ დამნაშავე? როგორ შეიძლება მოსწავლეს ძვირად ღირებული დანა ედოს ჯიბეში და დედას ეს სასიკვდილო იარაღი თვალთა ხედვიდან გამოეპაროს? როგორ შეიძლება ოჯახმა ვერ შენიშნოს აგრესიისკენ მიმართული შვილის საქციელი?..
ყოველი დღე ვიღაცის სიკვდილით მთავრდება და ამ სიკვდილის მთესველი არასრულწლოვანი ახალგაზრდები არიან. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანებო, რომ 15-20 ბავშვი ერთს სასიკვდილოდ იმეტებდეს, ყველა გარბოდეს და თანატოლს მომაკვდავს, მიწაზე გართხმულს ტოვებდეს? რა იყო იმ საშინელი სიკვდილის მიზეზი, რამაც ყველა შეგვაძრწუნა ცოტა ხნის წინ? რა თქმა უნდა, ე.წ. საქმის გარჩევა. რა საქმე იყო ისეთი გადაუჭრელი ამ პატარა ბიჭებისთვის, თანატოლი სასიკვდილოდ რომ გაწირეს? რა თქმა უნდა, დაინტერესებულ პირთათვის ამ ჩხუბის მიზეზი ცნობილი იქნება, მაგრამ მიზეზზე ღიად არავინ ლაპარაკობს. დანაშაული სათავეში უნდა იქნეს გამოკვლეული, თორემ მერე რუსთაველზე გამოსვლა და მრავალათასიანი მიტინგები (ვისგანაც უნდა იყოს დაფინანსებული) იმ საშინელ ტკივილს ვერ დააამებს, რასაც შვილმკვდარი მშობლები განიცდიან.
დღევანდელ მოზარდ თაობას უამრავი თავისუფალი დრო რომ აქვს, ეს ყველასთვის ცნობილია. ჩვენი თაობის ახალგაზრდა ბიჭებიც ე.წ. ქუჩის აკადემიას გადიოდნენ ხოლმე, მაგრამ მაშინ უფროსები უმცროსებს ყურადღებას აქცევდნენ, რომ ზედმეტი არ მოსვლოდათ. თანაც, მაშინ ფიქრობდნენ, რომ იარაღის ტარება ლაჩრების საქმე იყო. ძველ დროშიც ერთი სკოლის ბიჭები, ერთი უბნის მოზარდები მეორე სკოლისა თუ უბნის ბიჭებს ეჩხუბებოდნენ, მაგრამ არა იარაღის გამოყენებით, შვილებო, მხოლოდ მუშტით უმკლავდებოდნენ ერთმანეთს...
ძირს დაცემულს დახმარების ხელი სჭირდება, თქვენ კი სასიკვდილოდ დაჭრილი თანატოლი მიატოვეთ და მშიშარა მელაკუდებივით თავს უშველეთ, გაიქეცით. რამდენი წელიც უნდა იცხოვროთ ამქვეყნად, სინდისის ქენჯნა შეგაწუხებთ, ასე მგონია. რა თაობა მოდიხართ, შვილებო, თანატოლს სასიკვდილოდ ხელის აუკანკალებლად რომ იმეტებთ? ვის უნდა ჰქონდეს თქვენი იმედი?
GzaPressსკოლა, მასწავლებელი - რა თქმა უნდა, უდიდესი ვალდებულების მატარებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ განათლების სამინისტრო, რომლის მიერ ყოველ წელს საშინელი რეფორმები ტარდებოდა სკოლებში. ვინ აგო პასუხი იმ საშინელი სასწავლო სახელმძღვანელოების გამო, რომელიც ბავშვთა განათლებას კი არ უწყობს ხელს, არამედ მოზარდების წიგნებით განხიბვლის მთავარი მიზეზია? ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებებიდან ამოგლეჯილი ადგილები, რომელსაც ვერც თავს გაუგებ და ვერც ბოლოს, რას გვასწავლის? ის კანონი, რომელიც მოსწავლეს მოუწოდებს, რომ არა მარტო მასწავლებელს, არამედ მშობელსაც კი არ უნდა აპატიოს ხმამაღლა მიცემული შენიშვნა, რისი მაქნისია? ბავშვს შეუძლია მშობელს უჩივლოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუცს შეგიძლია ადგილი არ დაუთმო, ამხანაგი უნდა შეარჩიო სიმდიდრისა და ჩაცმულობის მიხედვით - ეს კარგს მოგვიტანს?..
ჩემს თაობას ასწავლიდნენ დიდებული ქართველების ნაწარმოებებს, ლექსებს. მაგალითად, გურამიშვილი - ეს გენიოსი პოეტი მიგვითითებს: ნუ გენაღვლების სწავლაზე, ყრმის წკეპლის ცემით ტირილიო (ბოდიში, თუ ზუსტი ციტირება ვერ მოვახდინე). ახლანდელებთან კი თურმე, წკეპლა რა მოსატანია, ხმამაღლა არ უნდა დაელაპარაკო, არ უნდა დააძალო მეცადინეობა და არ აუკრძალო სადმე წასვლა. თურმე, როცა უნდა, მაშინ დაწვება და თუ სურვილი ექნება, შეუძლია ორი გაკვეთილის შემდეგაც წავიდეს სკოლაში. ჰოდა, შედეგიც სახეზე გვაქვს: ბავშვებმა ჩვენი სასიქადულო მწერლების კი არა, ახალი თაობის მწერლების (მხოლოდ, ნამდვილი მწერლების) არათუ ნაწარმოებები, მათი სახელებიც არ იციან. სტუდენტ გოგონას რომ ნოდარ დუმბაძის არც ერთი ნაწარმოები არ წაუკითხავს, ეგ არაფერი, ამ მწერლის სახელიც კი არ გაუგონია თურმე - ასეთი მოზარდია ჩვენი ხვალინდელი დღის გამთენებელი? ვაი, რომ ვერ გაგვინათებს ასეთი თაობა გზას...
"დემოკრატიის შუქურა" განათლების ექსმინისტრის მიერ დარიგებული თითო ვაშლი (ვაი, ჩვენს პატრონს) გაუხსნიდა გონებას თაობებს? ადამიანმა, რომელმაც თავისი ქვეყნის წარსული არ იცის, არაფრად აგდებს თანამედროვეობის კულტურას, პატივს არ სცემს წინაპართა ხსოვნას, რისი მაქნისია?! ამიტომაც მივიღებთ რუსთაველის გამზირის წამბილწველ "მამალ ქალებს" და ვაჟკაცურ სიამაყეს მოკლებულ უსუსურ შარვლიან "კაცებს". თქვენ კი, ე.წ. უკიდეგანოდ განათლებულო ქალებო (რომლებსაც უფლება გაქვთ მასმედიის საშუალებით ყოველდღე სახლში შემომივარდეთ და მიქადაგოთ სამშობლოს დაცვა, რომ თურმე მშობლიური მიწას სიყვარული მხოლოდ კიტრისა და პომიდვრის მოყვანაში უნდა დავინახოთ), გვეუბნებით: ვინ რას დასთესს და მოიყვანს ქართულ მიწაზე, ამას რა მნიშვნელობა აქვსო? თამარ მეფეს რა დააკლდება იმით, თუ პრეზერვატივზე გამოსახავენო და კიდევ ათასგვარი სულმდაბლობისკენ გვიბიძგებთ. თქვენს აზრებს თავს ახვევთ ახალგაზრდა თაობებს და არ ფიქრობთ, რომ დანაშაულს სჩადიხართ.
ნუ იფიქრებთ, თითქოს ვინმეს ჭკუას გასწავლიდეთ. მხოლოდ ჩემი წლების სიმრავლე და ცხოვრებისეული გამოცდილება, გულისტკივილი მალაპარაკებს. ეს წრეგადასული თავისუფლება მიშფოთებს სულს. თქვენი აზრით, ის არის თავისუფლება, ფესტივალებად მონათლულ ზეიმებზე შიშველი ქალები მანქანის სახურავზე გართხმულნი რომ "ასავსავებენ ტანს" და არ უნდათ გათხოვება მანამ, ვიდრე ლოგინში არ გამოცდიან მამაკაცებს (უკაცრავად)? ან ის, სულ მცირე გაჭირვებისა და გაუგებრობის გამო, ოჯახებს რომ ანგრევენ და ვინ იცის, რამდენი პრეტენზიის წამოყენება შეუძლიათ დამხმარე არასამთავრობო, უცხოელების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით? იმის ღაღადმა, რომ ქალებმა გადაარჩინეს საქართველო, სადამდე მიგვიყვანა? და ასეთ სიცოცხლეს ეძახით გადარჩენას? 14-15 წლის ბიჭები ერთმანეთს კლავენ, პატარა გოგონები არაბულ და თურქულ ბარებში "დაგულაობენ", ნარკოტიკის მოხმარება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ამდენი მოზარდი თავშესაფარსა თუ ქუჩაში იზრდება, საავადმყოფოები ათასნაირი სნეულებით დაავადებული ბავშვებით გაივსო და განა, ეს არის გადარჩენა? თანამედროვე ე.წ. მამალო ქალებო, შეიარაღებულნო, "სასიკვდილოდ დაჭერით" მამაკაცები და ამას დაარქვით დემოკრატია და თავისუფლება? მაშ, მადლობა უფალს, რომ ასეთ საქართველოში ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ საფეხურებს მივითვლი!
ქალობა, დედობა - ეს ქალების უპირველესი მოვალეობაა. სითბო და უკიდეგანო სიკეთის თესვის უნარი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა. შვილებს ასწავლეთ სიყვარული, ერთმანეთის გატანა, პატივისცემა და თქვენც პატივი ეცით არა მარტო ოჯახის მამაკაცებს, არამედ სხვებსაც და მერწმუნეთ, მათგანაც პატივისცემას, დაფასებას მიიღებთ. შვილის აღზრდა უპირველესი მოვალეობაა დედის, შვილს დედის სითბო ზრდის, დედის დარიგება, რომ ცხოვრების უპირველესი მიზანი პატიოსნებაა, რომ უფროსების პატივისცემა, სიყვარული და ავ-კარგის ერთმანეთისგან გარჩევა გადაგვარჩენს.
დღევანდელობაში კი ვინ სად ხედავთ სიყვარულსა და დაფასებას, ერთმანეთის გატანას და სხვების ჭირ-ვარამის გაზიარების მაგალითებს? ყოველ ნაბიჯზე გესლია და შხამის ნთხევა, ერისა თუ ბერის შუღლი, ეკრანიდან ამდენი ბინძური სიტყვის ფრქვევა, დანაშაულებების ერთმანეთზე გადაბრალება. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ბევრი დანაშაული ხდება და თურმე, არავინაა დამნაშავე. რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით, მოსამკელსაც თუ დავიტოვებთ.
ნუ გადაშენდებით ქართველებო, თქვენზე მეტი გასაჭირი უნახავთ თქვენს წინაპრებს, მაგრამ ეს ქვეყანა თქვენამდე მოუტანიათ და ივაჟკაცეთ, შვილებო, რომ საქართველო არ გადაშენდეს, თქვენი თაობაც გახდება ვიღაცის წინაპარი და შთამომავლებს ღირსეულად შემოუნახეთ საქართველო, ქართული ტრადიციები. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
P.S. "გზა" ჩემთვის ძალიან საყვარელი ჟურნალია. აქ მრავლად ამოიკითხავთ ადამიანების სევდისა და სიხარულის გამომხატველ წერილებს. არასდროს დაგეკარგოთ საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული. პატივისცემით, ლეილა კაკაბაძე..."

P.P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი