აგვისტოს ომი 10 წლის შემდეგ
font-large font-small
აგვისტოს ომი 10 წლის შემდეგ
"ძნელია, როდესაც აცნობიერებ, რომ მეგობარი აღარ გყავს, შენ კი გადარჩი და მის ოჯახს უნდა მიუსამძიმრო..."


საქართველო-რუსეთის 2008 წლის უთანასწორო ომიდან 10 წელი გავიდა... ეს იყო ომი, რომელმაც დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი დატოვა. დატოვა ასევე უამრავი გმირი, რომლებმაც ხუთდღიან ომს თავი შესწირეს და ცოცხალი გმირები, რომლებიც ცხოვრებას ომის მოგონებებით განაგრძობენ...

ნინო ზაზაშვილი, III ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონის კაპრალის, ალექსანდრე ზაზაშვილის მეუღლე იმ მძიმე დღეებს იგონებს...
- სანამ მე არ დაგირეკავ, არ დამირეკოო, მითხრა... ძალიან მიჭირდა მოთმენა, ვნერვიულობდი, ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა... ომის დაწყებამდე, შვებულებას საკუთარ სოფელში, უდეში ატარებდა. 6 აგვისტოს გამოიძახეს, იმავე საღამოს დაბრუნდა ქუთაისში, მეორე დღეს კი ომში წავიდა. ოჯახის წევრებს პერიოდულად გვიკავშირდებოდა, მაგრამ ზარიდან ზარამდე დრო საოცრად ნელა გადიოდა და ღმერთს ვეხვეწებოდი, - შინ მშვიდობით დამიბრუნე-მეთქი... 9 აგვისტოს, რუსულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა... მეგობრებთან ერთად ბრძოლის ხაზიდან მანქანით გამოდიოდა, სარკეში დაუნახავს, ავტომანქანის უკან ბიჭები მორბოდნენ. მძღოლისთვის უთხოვია, - გააჩერე, ჩვენი ბიჭები მორბიანო... სანამ მოვიდოდნენ, მანქანიდან იარაღის ღვედის დასამოკლებლად გადასულა... ამ დროს ჩამოვარდა კასეტური ბომბი. ალიკასთან (ასე ეძახდნენ მას ახლობლები) ერთად ახალციხელი ბიჭები - ბესო აბესაძე, რამაზ ალავიძე და კიდევ ერთი - ირაკლი დაიჭრნენ... რამდენიმე დღის შემდეგ, ალიკას ცხედარი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამოვიცანით, - შუა თითზე დაბადების წელი ჰქონდა ამოტვიფრული, მკლავზე კი - ჯვარი. ამის შემდეგ, სამხედრო საქმე მე გავაგრძელე, - 2009 წელს ახალციხის ჯავშან-სატანკო სასწავლო ცენტრში დავიწყე მუშაობა. 2002 წლის 26 იანვარს გვქონდა ქორწილი მე და ალიკას, ზუსტად 7 წლის შემდეგ, 2009 წლის 26 იანვარს ჩავიცვი სამხედრო ფორმა და იმ წუთში გამახსენდა, რომ შვიდი წლის წინ, ამ დღეს საპატარძლო კაბა მეცვა. მაშინ შევპირდი ზაზას სულს, - ამ ფორმას, შენ რომ გეკადრება, ისე ვატარებ-მეთქი... საქართველოს ჰიმნი პირველად რომ იმღერეს, შეიარაღებულ ძალებთან ერთად მეც ვიდექი და მუხლები ისე მიკანკალებდა, კინაღამ წავიქეცი...
ორი შვილი დაგვრჩა, - საბა და ლუკა, ახლა უკვე დიდები არიან. იციან, რომ ალიკას ამბავს ძალიან განვიცდი და მამის შესახებ თითქმის არაფერს მეკითხებიან, ჭრილობები რომ არ განმიახლონ... მასთან გატარებული ყოველი დღე ბედნიერება იყო და არც მინდა, დამავიწყდეს. როგორც კი მარტო ვრჩები, ყველაფერს ვიხსენებ და დღიურში ვინიშნავ... ადრე ვამბობდი, - მე და შვილები როგორ არ შევებრალეთ, ნეტა გამოქცეულიყო, ახლა ცოცხალი მეყოლებოდა-მეთქი, მაგრამ როდესაც შეიარაღებულ ძალებში დავიწყე მუშაობა, ალიკას გავუგე, - ის მეომარი იყო და გამოქცევა კი სირცხვილი...

GzaPressნანა ცხადაძე, სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი:
- ვიცოდი, რომ სამხედრო ცხოვრება სამოქალაქოსგან სრულიად განსხვავდებოდა, თუმცა, ომის რეალობა მაინც სხვა იყო. მისმა სისასტიკემ ყველანაირი ილუზია დაანგრია... არადა, ომამდე სამშვიდობო მისიით ერაყში ვიყავი და იქაც არაერთი ხიფათი გადავიტანე... იქიდან ჩამოსვლის მერე, 7 თვე ცხინვალში, III სამშვიდობო ბატალიონის ექიმის მოვალეობას ვასრულებდი. იმის თქმა მინდა, რომ საომარი მოქმედებები ჩემთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ როდესაც ცხელ წერტილში ხვდები, შენ გარშემო უამრავი დაჭრილია, უბრალოდ გავიწყდება, რომ ქალი ხარ, საერთოდ ყველაფერი გავიწყდება, ერთი რამის გარდა, - უნდა უშველო და გადაარჩინო...
ცხინვალისკენ ოთხი სამხედრო ექიმი ვიყავით - ორი მამაკაცი და ორი ქალი. როდესაც გვითხრეს, ცხინვალში ერთი ექიმი წამოვიდესო, ერთმანეთს გადავხედეთ. ოთხივეს გვინდოდა წასვლა... ჩვენგან ერთ-ერთი მარტოხელა დედა იყო, მეორეს თვეების ბავშვი ელოდებოდა სახლში, მესამე კი დედისერთაა. ჩემს მშობლებს კი, ჩემ გარდა სამი შვილი ჰყავს. ასე რომ, წინა ხაზზე მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ კოლეგებმა მარტო არ გამიშვეს... დაჭრილ სამხედროებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა, მაგრამ ცხინვალში სრულიად სხვა სურათი დაგვხვდა: საველე პირობებში გვიწევდა მათი დახმარება და შემდეგ, დაჭრილი ბიჭების ზურგით გამოყვანა...
ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ყველაფერი კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც საქმეში რუსული საჰაერო ძალები ჩაერთვნენ... ვიცოდი, რომ ნაძვნარში დაჭრილები იყვნენ და მათკენ გავეშურე. ამ დროს ცა განათდა, ცეცხლის ალიც დავინახე... აფეთქების ტალღამ შემატორტმანა და სადღაც გადამაგდო. შემდეგ, რაღაცნაირი, სამარისებრი სიჩუმე ჩამოვარდა ან სავარაუდოდ, მე აღვიქვი ასე, რადგან დიდი აფეთქებისგან ყურებში არ მესმოდა. მხარსაც ვერ ვამოძრავებდი, ტკივილისგან გონებას ვკარგავდი... არ მახსოვს, როგორ მიმიყვანეს გორის ჰოსპიტალში. მარცხენა მხრის სახსარი მთლიანად დაშლილი მქონდა. გორშივე ჩამიტარეს სასწრაფო ოპერაცია. ბოლო წუთამდე ცდილობდნენ, რომ ხელი შეენარჩუნებინათ. ძალიან დიდი იარა დამრჩა, მაგრამ მაგას ვინ დაეძებდა?

გიორგი ჯინჭარაძე, I ქვეითი ბრიგადის ვიცე-პოლკოვნიკი:
- მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42- ბატალიონის I ასეულის მეთაური ვიყავი... წლების შემდეგ ვხვდები, რომ ყველა დეტალი ზეპირად მახსოვს. ცხინვალში ორჯერ მომიწია შესვლამ ამოცანის შესასრულებად. პირველად, ალყაში მყოფი ჩვენი მეომრები უნდა დაგვეხსნა, მეორედ - ობიექტი უნდა აგვეღო... სწორედ მაშინ, ნაძვნარის დაბომბვა დაიწყო... იმ დროისთვის, ცხინვალი საბრძოლო მოქმედებების ქვეშ იყო, ძირითადად, სეპარატისტები იყვნენ დარჩენილი... გარკვეულ დროის შემდეგ შევისვენეთ. მეორე დღეს ქალაქში შესასვლელი ბრძოლები განახლდა, თუმცა, საქმეში რუსეთის ავიაცია ჩაერთო და ამან ყველაფერი შეცვალა... რამდენიმე მეგობარი და თანამებრძოლი დამეღუპა, მათ შორის - ოფიცრებიც და ჯარისკაცებიც...
როდესაც ჩემი ასეული დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად მიმყავდა, მოწინააღმდეგესთან ძლიერი შეტაკება მოხდა. დამხმარე ძალა გამოვიძახე. როდესაც ქალაქის მეორე კვარტალში უნდა გადავსულიყავით, ჩემთან ძალიან ახლოს აფეთქება მოხდა და მე და ჩემი სამი თანამებრძოლი დავიჭერით. ორს საშუალო სიმძიმის ჭრილობა ჰქონდა, გიორგი წიქარიშვილი კი ადგილზე დაიღუპა... მოგვიანებით, კიდევ ერთი, ბაბუციძე, მოწინააღმდეგის მიერ სხვადასხვა იარაღიდან ნასროლი ტყვიებით მიყენებული ჭრილობებისგან დაგვეღუპა... მეც მძიმედ ვიყავი დაჭრილი, ორი თვე კომიდან ვერ გამოვედი... ეს იყო პირველი ნამდვილი ომი ჩემთვის, რომელსაც დღემდე ვერ ვივიწყებ, არ მავიწყდებიან ჩემი მეომრები, რომლებიც იქ დაიღუპნენ. ომი რომ დაიწყო, ორი კვირის დაოჯახებული ვიყავი, თუმცა, როდესაც ომში ხარ, არავინ გახსოვს იქაურობის, შენი ქვედანაყოფის და დაკისრებული ამოცანის გარდა. შემდეგ, როდესაც დრო გადის, ამ ყველაფერს იხსენებ, გულში სიმძიმე და ტკივილი გრჩება, რომელიც მთელი ცხოვრება გახსოვს და შიგნიდან გჭამს... ყველაფერში და ყველგან შენს თავს იდანაშაულებ. უამრავჯერ მიფიქრია, იმ წუთში, რომ რაღაც სხვანაირად გამეკეთებინა, შეიძლება ეს არ მომხდარიყო, იქნებ ის ბიჭი გადარჩენილიყო-მეთქი. ასე, სინდისის ქენჯნით მოვედი აქამდე და ვიცი, რომ ასე მომიწევს ცხოვრების გაგრძელება... იმ წუთში მხოლოდ ამოცანის შესრულებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც აცნობიერებ, რომ ის მოღიმარი და ხუმარა მეგობარი აღარ გყავს, შენ კი მის დედას, ცოლსა და შვილებს უნდა შეხვდე და მიუსამძიმრო... ასეთ დროს, ის ლოდი, გულზე რომ მაწევს, უფრო მძიმდება. მეც და ჩემი ძმაც ვიყავით საბრძოლო მოქმედებებში ჩართული და ორივე დავიჭერით...
GzaPress- ომში გადარჩენა ბედისწერასავით არის, არა?
- დიახ, ასე ვამბობთ მეომრები, რომ ბედისწერა თუ გწყალობს, გადარჩები და ბევრი გადარჩენილა კიდეც...
- იმედია, თქვენი ძმაც გადარჩა?
- დიახ, ღმერთის წყალობით... თუმცა, მან მეორედაც მოასწრო ავღანეთში დაჭრა, მაგრამ იმასაც გადაურჩა... ორივე ერთ საქმეს ვემსახურებით. ძალიან რთულია, როდესაც ერთი ოჯახიდან ორი ადამიანია ომში წასული. წარმოშობით აფხაზეთიდან ვართ, გუდაუთიდან და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ იმიტომ დავრჩი შეიარაღებულ ძალებში, რომ მინდოდა, აფხაზეთის დაბრუნებაში ჩემი წვლილი შემეტანა...
P.S. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, მაშინდელი თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
"იქ, სადაც მესაზღვრე არ ივლის, ივლის საზღვრის დამრღვევი..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი