როგორ დავიცვათ თავი ტყვიით მოწამვლისგან?
font-large font-small
როგორ დავიცვათ თავი ტყვიით მოწამვლისგან?
ინფორმაცია, რომ საქართველოს მოსახლეობის სისხლში ტყვიის დონე საგანგაშოა, კარგა ხანია ვრცელდება. ეს ძალზე საშიში მოვლენაა, რადგან ტყვიით მოწამვლა ქრონიკულად, კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ხშირად ადამიანი სერიოზული ჩივილებით მიდის ექიმთან და არც იცის, რომ დაავადების მიზეზი მის ორგანიზმში დაგროვილი ტყვიის რაოდენობაა. სამწუხაროდ, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენ ადამიანს აქვს ორგანიზმში ტყვიის დონე მაღალი, არ არსებობს. ამის თაობაზე მედიით მხოლოდ ანონიმური, კულუარული ინფორმაციები ვრცელდება. ანალიზის ფასი, რომელიც ორგანიზმში ტყვიის შემცველობას დაადგენს, სხვადასხვა კლინიკაში 78 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს და მის ჩატარებას ბევრი ოჯახი ბავშვებისთვისაც ვერ ახერხებს...


როგორ დავიცვათ თავი ტყვიით მოწამვლისგან? - ამის თაობაზე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, ეთერ სარჯველაძეს ვესაუბრეთ:
- ტყვია მძიმე მეტალებს შორის ყველაზე გავრცელებული და საშიში ოქსიდანტია. ტყვიის უარყოფითი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე საფუძვლიანად არის შესწავლილი. დადგენილია, რომ ტყვიით ქრონიკულმა მოწამვლამ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, თავის ტვინისა და სისხლის პათოლოგიები გამოიწვიოს. ბავშვებში მისი შედეგები ბევრად უფრო მძიმეა. ის ხასიათდება კანცეროგენური, მუტაგენური და სხვა სახის გართულებებით. ხელს უწყობს კიბოს წარმოქმნას და აფერხებს ძვლების ნორმალურ განვითარებას. ტყვია სისხლში გადადის და პატარებში გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს, ხოლო ზრდასრულ ადამიანებში მუდმივი დაღლილობის, სისუსტისა და ტკივილის შეგრძნებას. თანამედროვე მსოფლიოში ტყვიის ერთ-ერთი მთავარი წყარო საღებავებია. ამ საღებავებით ადამიანები ღებავენ სახლებს, ავეჯს და, რაც მთავარია, სათამაშოებს... ალბათ გახსოვთ სკანდალური ინფორმაცია, რომ სათამაშოები ამ საშიშ ნივთიერებას შეიცავსო. ტყვიას შეიცავს სარემონტო და საშენი მასალები, გარდა ამისა, ის იოლად ხვდება მტვერში, რომელსაც მერე ჩვენ ჩავისუნთქავთ - ეს ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის ყველაზე გავრცელებული გზაა. ტყვიის დიდი დოზა აღმოაჩინეს საღებავებში, საშენ მასალებში, ბავშვთა სათამაშოებში და რაც ყველაზე საგანგაშოა - საკვებ პროდუქტებშიც.
- აშშ-ში ექიმები მოსახლეობას ურჩევენ ონკანიდან წამოსული სასმელი წყალი ერთბაშად არ მიიღონ და 1 წუთი მაინც დაელოდონ, ვიდრე არ დაიწმინდება. ამის საჭიროება საქართველოშიც არის?
- ტყვია სასმელ წყალში ბევრგან აღმოაჩინეს, მათ შორის, საქართველოშიც. ის წყალში ნიადაგიდან ხვდება, ნიადაგში კი ავტომობილის გამონაბოლქვიდან აღწევს. ტყვიას შეიცავს ძველი წყალგაყვანილობის მილები, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს საშიში ელემენტი ორგანიზმში სასმელი წყლიდანაც მოხვდეს. საამისოდ მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ მთავარი მაინც საწარმოთა გამონაბოლქვი და ტრანსპორტის გამონაფრქვევია. მავნე გამონაბოლქვი ჰაერიდან ხვდება ნიადაგში და ამ ნიადაგზე მოწეული მცენარეც ბინძურდება. სწორედ ამიტომ სარისკოა გზის პირზე დათესილი მწვანილის, ხილის, და ბოსტნეულის მიღება. ამ მცენარეებს ჭამენ ცხოველებიც, სწორედ ესაა მიზეზი, ტყვიის საშიში შემცველობა რძესა და ხორცშიც რომ აღმოაჩინეს. ყველას გვახსოვს, რა დიდი ხმაური მოჰყვა ტყვიის მაღალი დოზის აღმოჩენას ქართულ სანელებლებში.
- ცნობილია, რომ ტყვიით მოწამვლა ხშირად უხარისხო ბენზინის ბრალია. ასეთი ბენზინი არაერთ ქვეყანაში აკრძალეს. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?
- როგორც ვიცი, უხარისხო საწვავის აკრძალვას ჩვენთანაც აპირებენ. სასურველია, ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ამის გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც მკაცრად გაფრთხილებს, რადგან ტყვია სისხლში თანდათან ილექება და უმძიმეს შედეგებს იწვევს. სწორედ ამიტომაა საჭირო პრევენციული ღონისძიებები - მათ შორის, უხარისხო საწვავის აკრძალვაც. რაც მთავარია, ყველამ უნდა შეიმოწმოს სისხლში ტყვიის დონე.
- დავუშვათ, ანალიზები გავიკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ჩვენს ორგანიზმში ტყვიის დონე მაღალია. რა უნდა ვიღონოთ?
- უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ამ პრობლემის მედიკამენტოზური მკურნალობა თავისუფლად შეიძლება, თუმცა პროფილაქტიკა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მავნე ნივთიერების მოშორება და ორგანიზმის დეტოქსიკაცია. ეკოლოგიური პროდუქციის წარმოება, გარემოს დაბინძურების შემცირება, ხარისხიანი საწვავი და პროდუქცია, რომელიც ტყვიის დიდ რაოდენობას არ შეიცავს... - პრობლემის მოსაგვარებლად ეს საუკეთესო პირობაა. ჩვენს მაღაზიებში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია უნდა იყიდებოდეს და არა - ტყვიით და საწამლავით გაჯერებული. ყველა მეწარმემ თავისი პროდუქციის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, სხვაგვარად ვერაფერს გავხდებით. ამიტომ, მოსახლეობამ უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს, რომ კონტროლი მაქსიმალურად გაამკაცროს.
- თუ არსებობს საკვები, რომელიც ორგანიზმიდან ზედმეტ ტყვიას გამოდევნის?
- ისეთი პროდუქტი, რომელიც ტყვიის ზემოქმედებას მთლიანად აბათილებს, არ არსებობს, მაგრამ კვების სწორ რაციონს ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პრობლემის მქონე ადამიანისთვის კარგია ხილი, რომელიც მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს, მაგალითად: კომში ან ვაშლი. ამ ხილს შესწევს უნარი ორგანიზმიდან ტყვია გამოდევნოს. ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში უნდა იყოს მოყვანილი. კარგია რძემჟავა პროდუქტებიც, რომლებიც ორგანიზმში ფერმენტებს ააქტიურებს, კერძოდ: მაწონი, იოგურტი, რძე, არაჟანი, კეფირი... შვრიასაც აქვს თვისება, რომ ორგანიზმიდან შლაკები გამოდევნოს, მაგრამ ორგანიზმის სრული გაწმენდა ტყვიისაგან ძალზე რთულია.
- დაბოლოს, ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს შეიძლება მასშტაბური კვლევა ჩატარდეს, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის სისხლში ტყვიის დონეს შეამოწმებენ. როგორ შეაფასებდით ამ სიახლეს?
- ეს ძალიან კარგი და საჭირო ინიციატივაა. ჯერ ბავშვებს უნდა მივხედოთ და მერე ყველა დანარჩენს, ვისაც სურვილი აქვს სისხლში ტყვიის შემცველობა შეიმოწმოს. აშშ-სა და ევროპაში ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და რა თქმა უნდა, სასურველია, თუ ჩვენც მივბაძავთ მოწინავე ქვეყნებს.
P.S. სპეციალისტები გვირჩევენ, თუ როგორ ავარიდოთ თავი ორგანიზმში ტყვიის დაგროვებას - ამ უმარტივესი რეკომენდაციების შესრულება ყველას შეუძლია:
• ეცადეთ კვირაში რამდენჯერმე სველი წესით დაალაგოთ ოთახები;
• სველი წესით გაასუფთავეთ ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებზეც მტვერი გროვდება;
• ხშირად გარეცხეთ ბავშვის სათამაშოები;
• მიაჩვიეთ ბავშვი ხელების დაბანას, განსაკუთრებით - ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ.
• იკვებეთ რკინით, კალციუმითა და ცილებით მდიდარი საკვებით - ისინი ტყვიის მიმართ ორგანიზმის გამძლეობას ზრდიან;
• მოერიდეთ მეტისმეტად ცხიმიან საკვებს, რადგან ცხიმი ორგანიზმში ტყვიის დიდხანს შეკავებას უწყობს ხელს;
• თუ ძველი სანტექნიკა გაქვთ, რომელიც ტყვიის შემცველი მილებითაა აწყობილი, გამოყენებამდე ერთი წუთის განმავლობაში აცადეთ წყალს თავისუფლად დენა;
• ნუ ასეირნებთ ბავშვს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში და თქვენც, შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ ასეთ გარემოში ყოფნას.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი