ხინკალი უნდა მიირთვათ მხოლოდ მთაში
font-large font-small
ხინკალი უნდა მიირთვათ მხოლოდ მთაში
"დიდი ამბები იქნება მთაში... დღეს ლაშარის სალოცავთან სასულიერო პირებიც მოვლენ და დაილოცებიან... გწყალობდესთ"... - გვეუბნება ახალგაზრდა თიანელი და გაჯიუტებულ, რქებჩაგრეხილ ჭედილას მოათრევს... ლაშარის სალოცავისკენ ავდივართ.


ცოტა ხნით თიანეთის ეკლესიაში შევიარეთ. ეზოში მოხუცი ბარბარე ბებო იჯდა და ყველას ეხვეწებოდა, - თუ ლაშარობაზე სტუმრად ხართ ჩამოსული და დასარჩენი არა გაქვთ, ჩემთან წამოდით, გემრიელად გაგიმასპინძლდებით და თბილადაც დაგაწვენთ, შვილები და შვილიშვილები ბარში ცხოვრობენ, ამ მთებს მარტოკა შემოვრჩი და ხმის გამცემი მენატრებაო...
გული დამწყდა, რადგან ჩვენი ჯგუფიდან ვერავინ დავრჩით, მაგრამ შევპირდი, რომ შემდეგ ჩასვლაზე ვესტუმრებოდი...
ლაშარის სალოცავის გზაზე ისე "გავიჭედეთ", ერთი საათი წინ ვერ დავიძარით... წვიმას იწყებდა. მომლოცველებიც ხშირ-ხშირად იხედებოდნენ ცისკენ. სალოცავი ნიში ღია ცის ქვეშ არის. მართალია, კარვებსა და ლურჯი ტენტებით "შემოტიხრულ" ღამის სათევებს შეჰფარებიან, მაგრამ ვიდრე ქეიფი გახურდება, წვიმა სულაც არ აწყობთ, რადგან გახურებული სამზადისია და რამდენიმე დღე-ღამე იქ უნდა იყვნენ...
GzaPressრამდენიმე მათგანი უკვე დოლს ატრიალებდა, აქეთ ფანდურზე ბუბუნა ხმით მღეროდა წვერიანი ბიჭი და ჯანიან ხელებში ფანდურს სათამაშოსავით ატრიალებდა...
- რა გრძნობით მღერის-მეთქი, - წამომცდა.
- გრძნობით მღერა ამაღამ ნახე, ერთ-ორ ჭიქა ჟიპიტაურს რომ გადაკრავენო, - მომიგეს ადგილობრივებმა...
კაცები მაგიდებსა და სკამებს აწყობდნენ, ყოველი შემთხვევისთვის, ბრეზენტითა და ტენტით ხურავდნენ. ქალები შუაცეცხლთან ფუსფუსებდნენ, - ზოგი ხინკალს ახვევდა, ზოგიც ფხლოვანას ჭრიდა...
ჯერ ცხელ და გემრიელ ხინკლამდე, ლოცვის რიტუალი უნდა ჩატარებულიყო, ცოტათი წარმართული, თუმცა, ეს რიტუალი საუკუნეებს ითვლის, ადგილობრივების ტრადიციებს ინახავს და დროსაც გაუძლო.
ადრე, საუკუნეების წინ, თურმე საკლავს ცოცხლად წვავდნენ და ასე სწირავდნენ სალოცავს, თანდათან ეს ტრადიციაც შეიცვალა.
ახლა საკლავს იქვე კლავენ და ამას ხევისბერი ატარებს. როგორც ამიხსნეს, ამ დროს მთელი საგვარეულო და სანათესავო ერთად იკრიბებიან, ყველას თავისი წილი სურსათი მოაქვს და რამდენიმე დღის განმავლობაში ერთად მოილხენენ.
ადრე საგანგებოდ ამ დღისთვის ხარშავდნენ ლუდს, თუმცა, ეს ტრადიცია თანდათან დაიკარგა. ძირითადად, ერთნახადი არყით ქეიფობენ, შეზარხოშებულები კი, მღერიან და ცეკვავენ...
უფროსები ცდილობენ, ტრადიცია არ დაიკარგოს, - სისხლით ნათესავები ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა, აქვე სინანულით დასძენენ, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმი ზოგიერთს ამის საშუალებას არ აძლევს...
ლაშარის სალოცავში ავედით. ნიშში წმინდა გიორგისა და სხვა წმინდანების ხატებთან ათასობით სანთელი ანთია. შესვლის უფლება ქალებს არა აქვთ.
GzaPressროგორც კი შესასვლელს მივუახლოვდი, იქვე მდგომმა უცნობმა მაშინვე წარბებს ქვემოდან გამომხედა და კბილებში გამოცრა, - იქ მხოლოდ კაცები შედიან!.. არადა, არც ვაპირებდი შესვლას...
ქალებმა ღობეზე შემოვლებულ მესერზევე დაანთეს სანთლები. ამასობაში კიდევ ერთი ჭედილა მოიყვანეს, სალოცავს სამჯერ შემოატარეს და როგორც ადგილობრივები ამბობდნენ, იქვე "წააჩოქეს"...
მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანის ძარასა და საბარგულში ლამის მთელი კვირის სამყოფი ხორაგი აწყვია. სალოცავში სავსე ხორაგით უნდა ამოხვიდე ანუ ბოლომდე უნდა დაიხარჯო...
წლევანდელი ლაშარობა იმით არის გამორჩეული, რომ სასულიერო პირებმა, მრევლმა და ხევისბერებმა ერთად მოილოცეს. საეკლესიო პირებმა სალოცავი ადგილი აკურთხეს, მრევლს ზეთი აცხეს, თიანეთი და სრულიად საქართველო დალოცეს.
ლაშარობას ადგილობრივების ერთი ნაწილი თამარ მეფის ვაჟის, ლაშა-გიორგის სახელს უკავშირებს, რომელიც თიანეთში ძალიან უყვართ...

მამა ლაზარე (დეკანოზი) დულუზაური:
- ლაშარობა ფშავის, თუშეთისა და ერწო-თიანეთის მთავარი დღესასწაულია. ერთ-ერთი ვერსიით, ის მეფე ლაშა-გიორგის უკავშირდება. ლაშა (ალაშარ) - მნათობი... მეორე ვერსიით წმინდა გიორგის (ალაშარ) - ნათელ წმინდა გიორგის სახელთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთი ვერსიით, მონღოლთა ერთ-ერთი შემოსევის დროს, ლაშა-გიორგის ინიციატივით, ბარიდან მაშინდელ ფხოვში გადმოაბრძანეს სიწმინდეები. მათ შორის იყო ჯვარი, რომელიც რაღაც დროის განმავლობაში ფშავში ინახებოდა... რახან ლაშა-გიორგიმ ჩამოაბრძანა, ხალხმა ლაშა-გიორგის, ანუ ლაშარის ჯვარი შეარქვა. შემდგომ იმ ჯვრით სალაშქროდ მიმავალ სპას მიუძღოდნენ წინ... მაშინ საერო პირებთან ერთად სასულიერო პირებიც მიდიოდნენ, მათ შორის - ბერები, ეპისკოპოსები, მღვდლები... რამდენიმე საუკუნის შემდეგ ჯვარი დაიკარგა...
ერთ-ერთი მოსაზრებით, ეს ჯვარი ეგზარქოსობის დროს გაიტანეს საქართველოდან. ამავდროულად, დაიკარგა თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის ხატი.
ლაშარის ჯვარზე კიდევ ერთი ლეგენდაა გავრცელებული: ლაშარობას მხლებლებთან ერთად ლაშა-გიორგიც დასწრებია. ფშავლები მეფეს პატივით დახვედრიან, რისთვისაც მეფეს, მადლიერების ნიშნად სწორედ ეს ჯვარი გამოუგზავნია. ფშავლები მას ლაშარში ინახავდნენ. გადმოცემის მიხედვით, სალოცავს მას მერე დარქმევია ლაშარის ჯვარი.
GzaPressვაჟა-ფშაველა იგონებდა: ვიდრე მღვდელი მოსულ მლოცველს ჯვარზე ამთხვევდა და ნაკურთხ წყალს ასხურებდა, ხევისბერი საკლავს კლავდა, ხალხს ლოცავდა... ფუნქცია-მოვალეობები თითქმის თანაბრად ჰქონდათ გადანაწილებული, შემდგომში მიზეზთა გამო, ხევისბერის გავლენები და მოვალეობები გაიზარდა და სასულიერო პირთა საქმეებს გაემიჯნა. გაიყო მათი შეხედულებებიც ტრადიციაზე, ლოცვასა და ზოგადად, რწმენაზე...
კერძოდ, გალავნის შიგნით შესვლა მხოლოდ ხევისბერებს შეეძლოთ. მაშინდელი ადათი შემდეგ ცოტათი შერბილდა და ახლა იქ მამაკაცებიც შედიან... გარეთ მდგომ ხეზე კი ქალები და გოგონები ნატვრას უთქვამენ, რომელსაც ჭრელ ნაჭრებში "ახვევენ" და ისე ჰკიდებენ ტოტებზე.
სასულიერო პირები, ხევისბერები, მლოცველთან ერთად ლიტანიობის დროს სამჯერ შემოატარებენ "სამხვეწროს" ანუ შესაწირს და მთელი გულით ევედრებიან უფალს ოჯახის ჯანმრთელობას, ბარაქას, სამშობლოს კეთილდღეობას, მშვიდობას... ამას ხევისბერებთან ერთად, დეკანოზებიც აკეთებენ, რომლებიც იერარქიულად, ხევისბერზე მაღლა მდგომნი არიან...
ხანდახან ლაშარობას მცირედი ჩხუბიც ახლავს თან, ესეც ტრადიციის ნაწილია, თუმცა, ძირითადად, სერიოზული დაპირისპირების გარეშე სრულდება...
ამასობაში, სპილენძის ქვაბში ჩაყრილი ხინკალიც ამოყარეს და მივხვდი, რომ ჩემს გონებაში შემორჩენილი შემოქმედებითი განწყობა, რომელიც გარშემო მოტრიალე სასიამოვნო სუნის ფონზე სულს ღაფავდა, ამოიწურა...
რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ ერთი "გენიალური", მაგრამ ძალიან პრაგმატული ფრაზა მიტრიალებდა თავში: ხინკალი უნდა მიირთვათ მხოლოდ მთაში და მხოლოდ ადგილობრივების მიერ თავბრუდამხვევად სწრაფად მოხვეული...
"ღამისფერი თვალები გაქვს მშვენიერო..." - რამდენიმე ხმაში მღერიან უკვე შეზარხოშებული მლოცველები. შორიახლო მსხდომი მოხუცები კი, ტრადიციულ მისალმებაზე თავის დაკვრით გვპასუხობენ, - "გიმწყალობასთ!.."
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
"იქ, სადაც მესაზღვრე არ ივლის, ივლის საზღვრის დამრღვევი..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი