რა უნდა დააშავოთ, რომ ამ გოგონამ დაგიჭიროთ?
font-large font-small
რა უნდა დააშავოთ, რომ ამ გოგონამ დაგიჭიროთ?
"ოჯახში საკუთარი "ეფბიაი" მყავდა..."

მიაჩნია, რომ იღბლიანია. მოულოდნელად ძალიან საინტერესო შემოთავაზება მიიღო და პროფესიონალ მსახიობებთან მოუხდა თამაში ფილმში, რომელმაც მალე პოპულარობა და აღიარება მოუტანა... შემდეგ კი, ბავშვობის ოცნება აისრულა და პოლიციის ფორმა ჩაიცვა. ახლა პოლიციაში, საავიაციო უშიშროებაში საქმიანობს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
მშვენიერი ნათია ვიბლიანი უკვე მეორე წელია, შს სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელია. უყვარს თავისი საქმე. ფილმზე მუშაობას კი ტკბილ მოგონებებს უწოდებს, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ასეთი "გამონათებები" შემდეგშიც ჰქონდეს...

GzaPress- 18 წლამდე სვანეთში ვცხოვრობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობდი... ახლა დაცვის პოლიციაში, საავიაციო უშიშროებაში ვმუშაობ. ყოველთვის მომწონდა ფორმა, იარაღი და ზოგადად, ეს სისტემა. ხშირად მიწევდა მოგზაურობა და როდესაც აეროპორტში თანამშრომლებს ვნახულობდი, ვხვდებოდი, რომ ამ საქმის კეთება მინდოდა. ერთ დღესაც დავიწყე გარკვევა, სად და როგორ უნდა გამეგზავნა "სივი" და საერთოდ საიდან დამეწყო... საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრებები გავიარე და გამიმართლა. ჩემი ფუნქცია-მოვალეობა მგზავრთა უსაფრთხოებაა, ბორტზე რომ არ მოხვდეს გადასაზიდად აკრძალული ნივთები და მგზავრები უსაფრთხოდ იყვნენ.
- ოჯახში არ შეგეწინააღმდეგნენ?
- კი, თუმცა დავძლიე... ახლაც ხშირად ამბობენ, რომ ეს არ არის ქალის პროფესია და ა.შ. თუმცა, პროფესიის არჩევისას, ვფიქრობ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მხოლოდ შენი აზრია. ის არის შენი საქმე, რაც გსიამოვნებს.
- სახიფათო სიტუაციები გქონიათ?
- ამას წინათ ექსტრემალური სიტუაცია, ცრუ განგაში შეიქმნა, თითქოს აეროპორტში ბომბი იყო. გამოვიძახეთ შესაბამისი სამსახური. საბედნიეროდ, სიმართლე არ აღმოჩნდა, მაშინ კი ძალიან ვინერვიულეთ.
- თქვენს დანახვაზე რა რეაქცია აქვთ მგზავრებს?
- კარგი, რაც ძალიან მახარებს. ქართველები იმდენად არა, უცხოელები უფრო გამოხატავენ ემოციებს. როდესაც ე.წ. არკაში რუსების ჯგუფი შემოდის, ქალებს ქალები ამოწმებენ, მამაკაცებს - ჩვენი მამაკაცი თანამშრომლები. თუმცა, ბიჭები რომ შემოდიან, ხელებს შლიან და ყურებამდე გაღიმებულები პირდაპირ ითხოვენ, თუ შეიძლება, თქვენ შეგვამოწმეთო... შემდეგ ამაზე ძალიან ვხალისობთ.
- მსგავსი ამბები ქუჩაშიც გადაგხდენიათ?
- დიახ, სამსახურში ფორმით მივდივართ და იქიდანაც ფორმით ვბრუნდები, რამდენჯერმე ბიჭებმა დამინახეს, - მითხარით, რა უნდა დავაშავო, თქვენ რომ დამიჭიროთ, დამადეთ რა, ხელბორკილებიო, - მეუბნებოდნენ. ზოგი მოდის და მეუბნება, - უკაცრავად, ესა და ეს დავაშავე და ხომ ვერ დამაკავებთო?!. ეს უფრო პატარა ასაკის ბიჭებს ახასიათებთ.
- მხატვრულ ფილმ "დედეზეც" მინდა გკითხოთ, როგორ მოხვდით გადასაღებ მოედანზე?
- მანამდე არასდროს მქონია კინოსთან შეხება. სოციალურ ქსელში კასტინგ-მენეჯერისგან მესიჯი მომივიდა. გამეცნო, - თამუნა ხაჭვანი ვარ, მარიამის და, ფილმს ვიღებთ სვანეთში, კარგი გარეგნობის გოგონა გვჭირდება და იქნებ მოხვიდეთო... თავიდან ყურადღებაც არ მიმიქცევია, მეგონა, ვიღაც მეხუმრებოდა. შემდეგ დედამ მითხრა, ტელევიზიაში თქვეს, რომ რაღაც სვანურ ფილმს იღებენო და მაშინ გამკრა, - იქნებ მართალი იყო ის მესიჯი-მეთქი? იმავე ზაფხულის არდადეგებზე ჭუბერში ვიყავი დასასვენებლად და გავიგე, რომ მარიამი და მისი და სვანეთის სოფლებში დადიოდნენ და შესაფერის სახეს ეძებდნენ... თუმცა ისე მოხდა, რომ მე თბილისში მომიწია დაბრუნებამ და ერთმანეთს ავცდით. ჩემი კლასელის ოჯახშიც ყოფილან და დედამისს ჩემზე უთქვამს, - გამოგადგებათო... ერთი სიტყვით, მთხოვეს, ფოტოები მეილზე გადმოგვიგზავნეთო. შემდეგ კინოსტუდიაში დამიბარეს და მივხვდი, რომ დაინტერესდნენ. ერთი სიტყვით, გადაწყვიტეს, რომ მე უნდა მეთამაშა ეს როლი.
- პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა ალბათ ძალზე საინტერესო იყო...
- ძალიან. როდესაც გავიგე, რომ გიორგი ბაბლუანთან ერთად უნდა მეთამაშა, ძალიან ვინერვიულე, ის ხომ პროფესიონალი მსახიობია და ვაითუ, რაღაც გავაფუჭო-მეთქი... გიორგი რომ გავიცანი, ეს კომპლექსები მომეხსნა, პირიქით, ძალიან დამეხმარა. გადაღებები უშგულში, ყაზბეგსა და კასპში გვქონდა... ძალიან რთული იყო უშგულში გადაღება. ჯერ კი ვიხალისეთ, მაგრამ მერე ისე შეგვცივდა, სულ აღარ გვეცინებოდა... ეს ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი იყო და არასდროს დამავიწყდება... აქამდე მსახიობობა ძალიან ადვილი პროფესია მეგონა, არადა, იმდენად რთულია ყველაფერი, რომ ათასჯერ მეტად დავაფასე მათი საქმე და შრომა.
ბევრი არ ელოდა, რომ ფილმი ასეთი წარმატებული იქნებოდა. შემდეგ, როდესაც დაჯილდოებებზე უცხოეთში გვიწევდა წასვლა, უკვე დაცვის პოლიციაში ვმუშაობდი და ისე ხშირად ვაცდენდი, მერიდებოდა, მაგრამ ხელი არასოდეს შეუშლიათ, პირიქით, ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ... ყველა მეხმარებოდა.
- ახლა, როგორც ფილმის პერსონაჟს თუ გცნობენ?
- კი, რამდენიმე დღის წინ გერმანელები იყვნენ ჩამოსული. ჯერ უბრალოდ მათვალიერებდნენ, შემდეგ მოვიდნენ და ემოციურად მითხრეს, უშგულში ვიყავით, შენი ფილმი ვნახეთ და ძალიან მოგვეწონაო... ძალიან მიხარია, რომ ამდენი ტურისტი ჩამოდის და ჩემი ქვეყნით ინტერესდება და უნდა ვაღიარო, ორმაგად მიხარია, რომ ჩემი მხარე ასეთი პოპულარულია.
- ვიცი, რომ მეუღლეც ფილმის გადაღებების დროს გაიცანით.
GzaPress- დიახ, როგორც თვითონ მითხრა, თვალი მოგკარი თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების ადამიანი ვიპოვეო. მის მიმართ მეც განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდა... ვფიქრობ, მეც პირველივე ნახვით შემიყვარდა. ერთი სიტყვით, თებერვალში შევქმენით ოჯახი.
- თქვენი სამსახურის გრაფიკთან არ უჭირს შეგუება?
- ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ყველაფერში, რისი გაკეთებაც მე მინდა და მომწონს, მხარში მიდგას... თავადაც საკმაოდ რთული გრაფიკი აქვს, თებერვლის შემდეგ, ორივეს ერთად სახლში ორი-სამი დღეც არ მოგვიწია ყოფნამ. ხან ის არ არის სახლში, ხან - მე...
- ოჯახზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, ჭუბერში არის ვინმე?
- დედ-მამა და ჩემი ძმები ჭუბერში ცხოვრობენ... სამი ძმა მყავს და სამივე იქ არის, იშვიათად უწევთ ჩამოსვლა. ფილმის გადაღებისას, როგორც შეეძლოთ, მეხმარებოდნენ, თუმცა, ასევე ნერვიულობდნენ, რადგან პირველად იყო, როდესაც ამდენი ხანი სახლისგან მოშორებით მომიწია ყოფნამ. თუმცა, როდესაც ფილმს ასეთი კარგი გამოხმაურება მოჰყვა, თავადაც დამშვიდნენ და ახლა ძალიან ბედნიერები არიან...
- საკმაოდ გაბედული ბიჭი ყოფილა თქვენი მეუღლე, სამი ძმის ერთი და რომ მოიყვანა ცოლად...
- (იცინის) კი, მარტო ამიტომ არის დასაფასებელი-მეთქი, ვამბობ... შეიძლება ითქვას, ძალიან სხვანაირი და-ძმობა გვქონდა. სანამ მე და შალვა შეყვარებულები ვიქნებოდით და მანამდეც ცდილობდნენ, ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნოდათ. ოჯახში საკუთარი "ეფბიაი" მყავდა... თავად ჯერ არც ერთს არ ჰყავს ოჯახი და მთლიანად ჩემზე იყვნენ ფოკუსირებული.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საქართველოში წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ ერთი უჩვეულო და უცნაური ამბავი მოხდა.
გახმაურებული ამბები უახლესი ქართული რეალობიდან
აფხაზეთის ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგაც არის ეპიზოდები, რომლის მონაწილეებზეც ქართველმა საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის.
თბილისი პატარძალს ჰგავს, რომელსაც ახლა ჭუჭყიანი კაბა აცვია - ასე შეაფასა დღევანდელი თბილისი ერთ-ერთმა, ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულმა კაცმა...
"მერწმუნეთ, თუ ამ საქმეზე განაჩენი დადგა, ამ ხელისუფლების განაჩენად გადავაქცევ"
ბატონი ზაურ ებრალიძე, იუსტიციის პროკურორი, წლების წინ გავიცანი, როცა ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სტატიის მოსამზადებლად მივედი.
კანდიდატთა სიუხვით გამორჩეული, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ყოველი მონაწილისთვის თავისი დატვირთვის მქონე, საზოგადოებამდე სათქმელის მიწოდების, პერსონალური რეიტინგის ამაღლების თუ ცნობადობის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა...
"თავი ფანტასტიკის სფეროში მგონია", - ამ ფრაზით ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი ტელეკომპანია "იბერიას", "ომეგა ჯგუფისა" და "ბიზნესმენების რეკეტის" საქმეზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრება და თამამი პასუხები არასასურველ კითხვებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი