"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
font-large font-small
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ

დავინტერესდით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის - თამაზ მეჭიაურის გულისწყრომას ქვეყანაში მიმდინარე რომელი მოვლენები იწვევს?


- რა თქმა უნდა, თიანეთშიც არის გარკვეული საკითხები, რომელიც ჩემს ყურადღებას იქცევს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს გაღიზიანებას უმადურობა იწვევს. კონკრეტული პიროვნებების მიმართ კი არა, თუნდაც - წინაპრების, თანამედროვეების და ა.შ. გამაღიზიანებელია, როცა ხედავ, რომ მერკანტილური ინტერესია წინ წამოწეული... მაგალითად, მაღიზიანებდა, როცა დიდგორობა დღეს ზოგიერთი ტელევიზიის ეთერი თურქული სერიალებით იყო გადაჭედილი. ეს უპატივცემულობაა, თუნდაც - წინაპრების მიმართ, რომელთა დამსახურებით დღემდე მოვედით და ქართველები გვქვია. ამის პატივსაცემად დიდგორობა დღეს შესაბამისი თემატიკა უნდა ყოფილიყო წინ წამოწეული, ზოგიერთ ტელევიზიაში კი პატრიარქის ლოცვა და დიდგორის ველზე პრემიერის ვიზიტი ბოლო ნიუსად გაუშვეს. ასეთი ქმედება, ცოტა არ იყოს, მარაზმთან მიახლოებულია. თურმე, 300 მეჩეთია და 301-ე თუ არ აშენდება, ქვეყანა დაიქცევა და ამას ტელეეთერში პირველ ნიუსად აჩვენებენ, ამ დროს კი ახალგაზრდა კაცი, პრემიერი დიდგორის ველზე ჩავიდა, წინაპრებისადმი თავისი პატივისცემა გამოხატა, მხცოვანმა პატრიარქმა დაგვლოცა და ამას ტელეეთერში ბოლო, 30-წამიანი სიუჟეტი დაუთმეს... მაღიზიანებს, როცა ცდილობ, რაღაც გააკეთო, ვიღაც კი, რომელსაც გაფუჭების მეტი არაფერი გაუკეთებია, ცდილობს, გაკეთებული გააუფასუროს.
- კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- თუნდაც იმას, რომ ცდილობ, შენი წინამორბედი არ გალანძღო, ამის ნაცვლად კი... ერთი გაცვეთილი ანეკდოტი გამახსენდა, რომლის პერსონაჟიც ახლა ზოგიერთ პიროვნებას მაგონებს: ჩიტი გაიყინა. დათვმა ზედ მოისაქმა. ჩიტი გალღვა და ჭიკჭიკი დაიწყო. გაიგონა მელამ, ამოიყვანა და შეჭამა. ამ ანეკდოტში 3 მორალია: ვინც თავზე "გიშვრება", შენთვის ყველას ცუდი არ უნდა; ვისაც "იქიდან" ამოჰყავხარ, შენთვის ყველას კარგი არ უნდა; თუ "იქ" ზიხარ, რა გაჭიკჭიკებს, შე შობელძაღლოო?!. აი, ასეთები არიან ზოგიერთები, რომლებიც ახლა "ჭიკჭიკებენ". დაიჯერეს, რომ თავიანთი გაფუჭებული საქმის გამო არავინ დასჯის.
GzaPress- თურქული სერიალები ახსენეთ და ის თუ გაღიზიანებთ, როცა დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ქართულ კინოთეატრებში კი ფილმები რუსულ ენაზე გადის?
- კინოთეატრში მართლა არ დავდივარ და არ ვიცი. რა თქმა უნდა, გაღიზიანებას ეგეც იწვევს, მაგრამ ახლა ერთ რამეს ვიტყვი: ოკუპაცია მარტო ერთი ქვეყნისგან არ არის, ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილია ოკუპირებული ტრაპიზონამდე. ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს. ოკუპირებულს ყველგან "ოკუპირებული" უნდა დავარქვათ. იმას "მეგობარი" არ უნდა ვუწოდოთ, რომელსაც ტერიტორია ცოტა ადრე ჰქონდა ოკუპირებული. კონკრეტული ერების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ყველა თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და სხვის ტერიტორიაზე უარს არავინ ამბობს. ამიტომაც გარშემო მეგობარს ვერ ვხედავ. მეგობარი ის არის, ვინც ტერიტორიების დაბრუნებაში მოგეხმარება. თუ არ მოგეხმარება, ყოველ შემთხვევაში, თვითონ რაც აქვს მიტაცებული, იმას მაინც დაგიბრუნებს. აი, მეგობარი ასეთია! მარტო რუსია ოკუპანტი და მე კაი ბიჭი ვარო, ასე არ გამოვა. ვისაც მიტაცებულის დაკანონება სურს და სხვა ტერიტორიებსაც ეპოტინება, ის მეგობარი როგორ არის?! ზოგიერთები თავს ისულელებენ. უმეტესობა გარედანაა დაფინანსებული და პირდაპირ რომ ვთქვათ, ქვეყნის ინტერესები "ფეხებზე ჰკიდია". ასე რომ, ორმაგი სტანდარტის მომხრე არ ვარ. და კიდევ, "პარტნიორობა" იმას არ ნიშნავს, რომ პარტნიორმა ხელი არ გაანძრიო და მხოლოდ აღშფოთებით შემოიფარგლო. არც ერთი ქვეყნის მტერი, არც ერთი ეროვნების მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ არც თავის მოტყუების მომხრე ვარ...
- ბოლო ფაქტი, რამაც ყველაზე მეტად გაგაბრაზათ...
- ყველაზე მეტად გამაბრაზეს იმათმა, ვინც შეეცადა, რომ დიდგორობის დღესასწაული იაფფასიანი თურქული სერიალებით გადაეფარა, ბათუმში მეჩეთის აშენებაზე მოთქვამდა - თურმე, როგორ იჩაგრებიან და არსებული მეჩეთის ტერიტორია არ ჰყოფნით, თავს სადღაც აფარებენ, შევიწროებული არიან. არადა, მეჩეთის პირველი სართულები თვითონ აქვთ გაქირავებული კონკრეტული მიზნებისთვის. ახლა არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ბათუმის მეჩეთის პირველი სართული კომერციულ ფართობებად ჰქონდათ გაქირავებული და ილუზიას ქმნიდნენ, თითქოს ტერიტორია არ ჰყოფნიდათ და გარეთ ლოცულობდნენ. გამოეთავისუფლებინათ გაქირავებული ტერიტორიები, შესულიყვნენ და ელოცათ. მგონი, იმის წინააღმდეგი არავინ ყოფილა, რომ თვითონ იქვე "გაფართოებულიყვნენ", თუ მეჩეთში ვერ ეტეოდნენ. რაღა ახალი მეჩეთი ააშენონ?! თუ ჩვენი მეგობრები არიან, მოქმედი ტაძრები რატომ არ არის თურქეთში ან სხვაგან? იქ ქართულ ეკლესიებს ჩვენ რატომ არ გვაშენებინებენ? აშენებულს ანგრევენ...
- გაბრაზებას როგორ გამოხატავთ?
- ხანდახან ცოტათი "შემე­გი­ნებინება" ხოლმე, თუკი ახლომახლო მანდილოსნები არ არიან... ზოგჯერ ძალიან ზრდილობიანი ვერ ვარ.
- გაბრაზებულ გულზე ჩადენილი საქციელი მოგვიანებით გინანიათ?
- რა თქმა უნდა. ხან შეიძლება, ვინმესთვის ზომაზე მეტად მისაყვედურია.
- ხელქვეითებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ თუ გავბრაზდი, ვცდილობ, შეურაცხყოფა არავის მივაყენო, მაგრამ თუ ზღვარს გადადიან, მერე ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. ხანდახან შეიძლება, ცოტათი უხეში ვიყო. თუ ვინმეს შეურაცხყოფა დაუმსახურებლად მივაყენე, ბოდიშის მოხდასაც არ მივიჩნევ ცუდ საქციელად...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კანაფი/მარიხუანა კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დაპირისპირების საგანი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარის განაპირას აღმართულია კოშკი, რომელიც ომუნეს ჯიხას სახელით არის ცნობილი და ჩვენი ქვეყნის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
"იმდენ ისტორიას, საიდუმლოსა და ინფორმაციას ინახავს აქაურობა, შეუძლებელია, არ მიყვარდეს, ჩემად და იმ ხალხის ნუგეშად არ ვთვლიდე, ვისაც უფალი უყვარს...
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების მსურველთათვის წესის გამკაცრებას მოითხოვს.
პლანის მოწევა სოფელში გართობად იქცა(?!)
ბოლო წლებში ჩვენთან სიგარეტის მოხმარება გაიზარდა, რაც უფილტრო სიგარეტის ხარჯზე მოხდა.
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი