"ყანაში სულ ჩემმა მტერმა იმუშავა"
font-large font-small
"ყანაში სულ ჩემმა მტერმა იმუშავა"
პლანის მოწევა სოფელში გართობად იქცა(?!)

ნანა კ., დიასახლისი, 57 წლის:
"მინდა ჟურნალ "გზას" მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ წლებია, ხალხის სამსახურშია. თქვენ ჩვენს ტკივილს ყოველთვის იზიარებთ, რასაც ბევრი სხვა გამოცემა არ ითვალისწინებს... მიხარია, რომ დაახლოებით 6 წლის წინ გიპოვეთ და დღემდე თქვენთან ვარ. ახლა რაც შეეხება ჩემს სატკივარს, მაწუხებს ის ამბავი, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა და ახლა გეტყვით, რატომაც. სოფელში რომ უსაქმურად დადიან ახალგაზრდები, არახალია. ამ ბიჭებს ვერ ვამტყუნებ, როცა "ბირჟაზე" დგანან, აბა, ყანაში სულ ჩემმა მტერმა იმუშავა. კინო ჩვენ არ გვაქვს და თეატრი, ამიტომ ვიკრიბებით საღამოობით მოხუცები ცალკე, ახალგაზრდები - ცალკე. ჰოდა, ადრე თუ ვერავინ გაბედავდა პლანის მოწევას, ახლა ყარს ჩვენი სოფელი საღამოობით. ამბობენ, რომ ეს გასართობად სჭირდებათ, თითქოს ამით იოხებენ დარდსა და სატკივარს. ახალგაზრდების მიბაძვით, ლამის მოხუცებმაც გარისკონ და მერე, ასე იმართლებენ თავს, - რაც აკრძალული არ არის, ე.ი. სასარგებლოაო. არადა, ამით ხომ გაუბედურდება თაობა? ადრე თუ სადღაც ჰქონდათ დამალული და ჩუმად ზრდიდნენ ამ მცენარეს, ახლა მზეზე გამოდგეს ქოთნები - ხელს რომ არავინ ახლებთ ამის გამო, იციან. ჰოდა, დადიან "დაბოლილები", გათიშულები, ზოგი უაზროდ იცინის, მაგრამ ყველაზე საშიში შვილო ისინი არიან, ვისაც ალკოჰოლი უყვარს და მერე პლანს რომ აყოლებენ, სიგიჟის ზღვრამდე მიდიან, აგრესიულები ხდებიან, ბევრს ცოლიც კი გაულახავს, ბევრს გაუმწარებია ოჯახი. ერთზე მითხრეს, ცოლსაც აწევინებს ის კაციო (ქმარიც ეგეთი უნდა, რა)...
ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ეს ლეგალიზაცია? დავიჯერო, სხვა პრობლემა არ გვაქვს ქართველებს, ამ პარლამენტში რომ განიხილონ? რაიმეს ლეგალიზაცია კი არა, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ასეთი რაღაცები, თორემ ხომ ხედავთ, უკვე ნარკოტიკების მომხმარებლებიც აბობოქრდნენ, წყლის ზედაპირზე ამოტივტივდნენ და ვიღაცებიც თურმე, სარგებლობენ ამ ადამიანების უბედურებით და კუსტარულად დამზადებული საშუალებებით წამლავენ ახალგაზრდობას. კაცო, სასაცილოა აბა, რა არის, სიგარეტის მოწევა გარკვეულწილად აკრძალო, მკაცრად აკონტროლო და პარალელურად, პლანის მოწევა გახადო ხელმისაწვდომი. ეს მთავრობა მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის. არასდროს მომწონდა მიშა და მისი დამქაშები, მაგრამ ვაღიაროთ, მათ დროს მოწევა და "გაჩხერა" კი არა, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკსაც ვერავინ ბედავდა, ახლა კი რა ხდება? გთხოვთ, თუ არსებობს სტატისტიკა, დაბეჭდეთ, რამდენი ადამიანი მოკვდა წელს ნარკოტიკის მოხმარების გამო. არ ვიცი, შეიძლება მართლა ცუდი "წამალი" შემოაქვთ ჩვენი ახალგაზრდების დასახოცად, მაგრამ "კარგი წამალი" რომელია? ეს დამღუპველია, რასაც ყველა ერთად უნდა ვებრძოდეთ, ჩვენ კი ამას ხელს ვუწყობთ, უმუშევარ ახალგაზრდებს რაღაც ცუდისკენ ვუბიძგებთ და ადრე თუ მეცინებოდა ე.წ. ინტრიგანებზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ ვიღაცებს ჩვენი განადგურება უნდათ, რომ როგორც ერი, გადავშენდეთო, ახლა სიმართლესთან ახლოს მგონია ეს ყველაფერი და ამაში მტერს ისევ ჩვენ ვუწყობთ ხელს. მართალი უთქვამთ ძველებს: ქართველს ქართველზე დიდი მტერი არასდროს ჰყოლიაო. გული მტკივა, ეს სიტყვები ამ საუკუნეშიც გამართლებული რომ არის და ამიტომაც, იმედს ვიტოვებ, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება გადამწყვეტი საიმისოდ, რომ საქართველოში სიტუაცია სასიკეთოდ შემოტრიალდეს.
ჯერ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას, მაგრამ ალბათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმოდგენილ რომელიმე კანდიდატს და ამას გავაკეთებ მხო­ლოდ იმიტომ, რომ უკვე მეშინია სხვა მთავრობის, რომელიც ჩვენს განადგურებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს, ვიდრე ეს წლების წინ ხდებოდა. ჩვენ გვინდა გვყავდეს ჯანსაღი და არა - დაავადებული თაობა. გვინდა, რომ დასაქმებულები იყვნენ და მათ ხელი შეუწყონ, ნარკოტიკებით კი არ დაწამლონ. იმედია, ამ მხრივ მალე ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, მთავრობა გამოფხიზლდება და მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებს..."
P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კანაფი/მარიხუანა კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დაპირისპირების საგანი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარის განაპირას აღმართულია კოშკი, რომელიც ომუნეს ჯიხას სახელით არის ცნობილი და ჩვენი ქვეყნის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
"იმდენ ისტორიას, საიდუმლოსა და ინფორმაციას ინახავს აქაურობა, შეუძლებელია, არ მიყვარდეს, ჩემად და იმ ხალხის ნუგეშად არ ვთვლიდე, ვისაც უფალი უყვარს...
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების მსურველთათვის წესის გამკაცრებას მოითხოვს.
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
ბოლო წლებში ჩვენთან სიგარეტის მოხმარება გაიზარდა, რაც უფილტრო სიგარეტის ხარჯზე მოხდა.
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი