ქალი - მკვლელობის მიზეზი
font-large font-small
ქალი - მკვლელობის მიზეზი
რა მოხდა ვარკეთილში?

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ცოტნე გოგობერიშვილს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. ის ამჟამად გლდანის ციხეშია გამოკეტილი და სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. ბრალდებულს ძალოვანები 9 აგვისტოდან ეძებდნენ. მას განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებასა და ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, რაც 11-დან 14 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მოვლენები 8 აგვისტოს ასე განვითარდა: იმ დღეს გია ფეიქრიშვილი მეუღლესთან, თეა ბარსონიძესთან ერთად რესტორანში დაბადების დღეზე იყო. იქიდან ცოლ-ქმარი ადრე წამოვიდა. ამბობენ, ცოლს უთქვამს, ცუდად ვარ და სახლში წავიდეთო. ვარკეთილში, სადარბაზოსთან მათ შეიარაღებული მამაკაცი დახვდა. როგორც ჩანს, ფეიქრიშვილსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკებაც მოხდა, ამის შემდეგ ბრალდებულმა მისი მისამართით ორჯერ გაისროლა და მეუღლე ქალს თვალწინ მოუკლა. დაჭრილი იქვე, ლიფტთან ჩაიკეცა. სწორედ ამ დროს სადარბაზოსთან ამავე კორპუსში მცხოვრები სხვა წყვილი მოვიდა, 48 წლის ლაშა ქართველიშვილი წინ მიდიოდა, უკან ცოლი მიჰყვებოდა. როგორც კი ლაშამ სადარბაზოში ფეხი შედგა, მას ტყვია დაახალეს. მათი მისამართითაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ორჯერ გაისროლა. ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა ლაშას და ტყვიის ძალამ ის სადარბაზოს გარეთ, ეზოში გადაისროლა. მომხდარით შეძრული მისი მეუღლე დაჭრილი ქმრის გადარჩენას შეეცადა. იქვე აფთიაქში გაიქცა და "სასწრაფოც" გამოიძახა. ლაშა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, რადგან მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის ექიმებმა გადაარჩინეს. ბუნებრივია, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაშინ უბანში ამბობდნენ, რომ დამნაშავემ ფეიქრიშვილის ცოლი ძალით გამოიყვანა. ის იქვე მდგარ მანქანაში ჩასვა და იქაურობა დატოვეს.
GzaPressსროლის ხმაზე გარეთ გამოსულ მეზობლებს სადარბაზოსთან უმძიმესი სურათი დახვდათ: სისხლის გუბეში იწვა გია ფეიქრიშვილი, ის უკვე გარდაცვლილი იყო. გიას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მოგვიანებით თქვეს, რომ ქუჩაში იპოვეს გატაცებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს სახლში.
ქალი ძალოვანებმა მაშინვე დაჰკითხეს. სამართალდამცავებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს. მეორე დღესვე უკვე ცნობილი იყო, რომ ცოტნე გოგობერიშვილს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებდნენ. მკვლელობის მოტივად თავიდანვე ეჭვიანობა სახელდებოდა. დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა ბრალდებულს და მასზე ძებნა გამოცხადდა. მართალია, მაშინ არ დაუკონკრეტებიათ ძალოვანებს, რას გულისხმობდა ეჭვიანობის მოტივით ჩადენილ დანაშაულში და რატომ მოუკლა ქალს ქმარი. თუმცა, მომხდარზე ვერსიები მაშინვე გავრცელდა. უბანში ამბობდნენ, რომ დამნაშავეს მოკლულის ცოლი უყვარდა. ისიც თქვეს, რომ ბრალდებული ნასამართლევია, მას ეს გოგო უყვარდა, მერე დაიჭირეს, გოგო კი გათხოვდა. ციხიდან გამოსულმა ბიჭმა ყოფილ შეყვარებულზე შური იძიაო. თუმცა, დღეს ეს ვერსია არ დასტურდება.
როგორც ირკვევა, ცოტნე გოგობერიშვილი ნასამართლევი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ირკვევა, რომ ბრალდებულსა და მოკლულის ცოლს შორის სასიყვარულო ურთიერთობა იყო. ბრალდებულის ახლობლები ირწმუნებიან, მიუხედავად იმისა, ქალს ოჯახი, ორი შვილი ჰყავს, არც მეუღლესთან იყო გაშორებული, 2 წლის მანძილზე ხშირად ხედავდნენ მას ცოტნესთან ერთად, ცოტნეს სახლშიც უნახავთ. იმასაც ამბობენ, ცოტნეს შეუყვარდა და მის ცოლად შერთვას აპირებდაო. მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ დაშორდა ქალი მეუღლეს ოფიციალურად და რატომ მივიდა საქმე მკვლელობამდე? იმედია, ამაზე თავად ბრალდებული და მოკლულის ცოლი გასცემენ პასუხს. ალბათ ბევრ დეტალს ფარდა აეხდება გამოძიების პროცესში და რეალობა გაირკვევა. იმასაც ამბობენ, ქალს ეშინოდა და სახლიდან ამიტომ ვერ მიდიოდაო.
თეა ბარსონიძე ფეიქრიშვილის მეორე მეუღლე იყო. გიას პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, რომელიც გამოძიებამ დაზარალებულად ცნო. დაზარალებულად არის ცნობილი თავად ბარსონიძეც, რადგან ბრალდებულს მისი გატაცების ბრალდებაც აქვს ოფიციალურად წარდგენილი.

ნანა ფილაური, ადვოკატი:
- ცოტნე დუმილის უფლებას იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ. მას ჯერ ჩვენება არ მიუცია, რადგან სტრესულ მდგომარეობაშია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალოვანებმა ის დააკავეს. რეალურად კი, ის თვითონ გამოჩნდა და პოლიციას ჩაბარდა. ახლა დამშვიდდება და მისცემს ჩვენებას. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მომხდარს ძალიან განიცდის. მას ჰქონდა შესაძლებლობა, არ გამოცხადებულიყო, მაგრამ ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და თქვა, - ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, რა დოზითაც არ ვარ მართალი, იმ დოზით პასუხი უნდა ვაგოო.
- ქალბატონო ნანა, ამოღებულია მკვლელობის იარაღი? გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა ბრალდებულის მამის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით მოხდა.
- იარაღი არ არის ამოღებული. ცოტნეს მამა ყოფილი პოლიციელია, მას სახლში ჰქონდა რეგისტრირებული იარაღი, რომელსაც სეიფში ინახავდა. სეიფიდან არის იარაღი აღებული და სწორედ ამ ნაწილშია მამამისი დაზარალებულად ცნობილი. იმ იარაღით არის თუ არა მკვლელობა ჩადენილი, ჯერ არ ვიცით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მაგრამ ჯერ პასუხები არ არის. ვარაუდობენ, რომ ამ იარაღით მოხდა მკვლელობა. თავიდან არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა საინფორმაციო საშუალებებით. ითქვა ისიც, რომ ნასამართლევია, მაგრამ ეს სიცრუეა. ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანია. სტიქაროსანი იყო, პატიოსნად ცხოვრობდა. დადიოდა მონასტერშიც. უცხოეთშიც ბოლო პერიოდში ორჯერ იყო წასული და დაბრუნდა. ნამდვილად დადებითი ადამიანია. ძალიან განიცდის მომხდარს. პირველად მე და გამომძიებელი შევედით ციხეში. რომ ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი? - სული მტკივა ძალიანო, მიპასუხა. მისმა სიტყვებმა იმოქმედა ჩვენზე. ძალიან განიცდის ამ მდგომარეობას.
- ბრალდებულის ახლობლები იმასაც ამბობენ, ქალმა შეიყვანა შეცდომაშიო. მას უყვარდა მოკლულის ცოლი. ქალი ეუბნებოდა, ძალადობის მსხვერპლი ვარ, ქმრისგან წამოსვლა მინდა, მაგრამ ვერ მოვდივარო. ამაზე რას იტყვით?
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი დაკავებულიც იყო მკველელობაში თანამონაწილეობისთვის, მაგრამ ეს სიცრუეა, დაზარალებულის სტატუსი აქვს. ქალის პირად ცხოვრებაზე ვერ ვისაუბრებ და ვერ გეტყვით, ვისთან რა ურთიერთობა ჰქონდა.
- ქალი თურმე თავის ჩვენებაში ამბობს, 2 წელია, ჩემს ქმართან ურთიერთობა არ მაქვსო. მეუღლე მართლა არ აძლევდა დაშორების უფლებას? რას ამბობს ქალი თავის ჩვენებაში?
- ამას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, ვიღაცასთან იძულებით იყო თუ არა. არ შემიძლია მათ პირად ცხოვრებაზე საუბარი. არც ჩემს დასაცავს უსაუბრია ჯერჯერობით. იმას გეტყვით მხოლოდ, იმ დღეს ცოლი დაბადების დღეზე მეუღლემ წაიყვანა და იქიდან ადრე წამოვიდნენ, რადგან ცოლმა უთხრა, რომ შეუძლოდ იყო და სადარბაზოსთან მოხდა ეს მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტნეს ჯერ არ მიუცია ჩვენება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქალი არ გაუტაცია. ცოტნე იქიდან იმიტომ წავიდა, რომ უარესი არ მომხდარიყო, იმავე მოტივით გაარიდა ეს ადამიანი იქაურობას. პოლიცია ედავება, ქალს თავისუფლება აღუკვეთაო. რას ნიშნავს თავისუფლების აღკვეთა? ჩასვა ტაქსიში და წამოიყვანა. დაკითხულია ტაქსის მძღოლი. ის იქ ელოდებოდა ცოტნეს. ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ მას ქალი წინააღმდეგობას არ უწევდა. წამოიყვანა იქიდან ორივე და მერე ჩამოსვა. ადასტურებს, რომ არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, რაც ჩვენებიდანაც იკვეთება. ჩვენებაში ქალი ამბობს, როცა ვუთხარი ცოტნეს, უნდა წავიდე-მეთქი, მაშინვე გამომიშვა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის სადღაც დაგდებული იპოვეს, ესეც ტყუილია. ის იქიდან თავისი ფეხით წამოვიდა.
- სად წაიყვანა ქალი ბრალდებულმა? ამბობენ, კუკიის სასაფლაოებთან მიიყვანაო, მართალია?
- კუკიაზე ჩამოსვა ისინი ტაქსის მძღოლმა. სასაფლაოების მიმდებარედ იყვნენ რამდენიმე საათი ერთად. ქალს ტანსაცმელი ჰქონდა საშინლად დასვრილი და დათხუპნილი. ამიტომ ცოტნე წავიდა, მისთვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი რომ მოეტანა. კუკიაზე ცხოვრობდა მისი ახლობელი და იქ ხალათი მისცეს, ქალს მოუტანა და ჩააცვა. თუ მოტაცებული იყო, როგორ გგონიათ, ამდენ ხანს ცოტნეს მოსვლას დაელოდებოდა? ერთი საათი მაინც ხომ დასჭირდებოდა ცოტნეს, ფეხით ვიღაცის ოჯახში რომ მისულიყო და უკან დაბრუნებულიყო? მოტაცებული ქალი ამდენ ხანს დაელოდებოდა? ეს ხომ აბსურდია. თუ გატაცებული ვარ, გავიქცევი, ჭუჭყიანია ტანსაცმელი თუ არა, ამას ვინ აქცევს მაგ დროს ყურადღებას? ქალის ჩვენება არის საინტერესო. ჩვენებას მისცემს ბრალდებული და იტყვის ყველაფერს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფაქტი მოხდა. არა მგონია, ეს ქალი ისეთი ამორალური ყოფილიყო, როგორც საზოგადოებაში ამბობენ.
- თუმცა ფაქტია, მას ქმარი ჰყავდა, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, გაშორებული არ იყო და მაინც ბრალდებულთან ერთად ხშირად ხედავდნენ სახლშიც, ქუჩაშიც.
- ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ცოლქმრობას ნიშნავს? არ გინახავთ მსხვერპლი ქალები? დეტალების განხილვაში ვერ შევალ. განა არ შეიძლებოდა ამ პრობლემის სხვაგვარად მოგვარება? ძალიან ცუდი შედეგი დადგა. ცოლ-ქმრის ურთიერთობა არეული რომ იყო, ფაქტია.
- ბრალდებულს მოკლულის ცოლი დანაშაულში ამხელს?
- ის ამბობს იმას, რაც იცის და რაც დაინახა. ამბობს, რომ არ დაუნახავს, ცოტნემ ესროლა თუ არა. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. ახლა ვნახოთ, ცოტნე რას იტყვის. რეალური მოწმე, ვინც მას ამხელს, არ არის, ქალმა ვერ დაინახა გასროლა. ლაშა ქართველიშვილს შემთხვევით მოხვდა ტყვია. დაველოდოთ გამოძიებას.
ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ ახლობლები. მართალია, ისინი საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა ხელს ქალისკენ იშვერენ და მომხდარში მას ადანაშაულებენ. "განათლებული და წარმატებული ახალგაზრდა იყო ცოტნე, ციხეში არასდროს ყოფილა. საკმაოდ სერიოზული კარიერა ჰქონდა. დაუჯერებელია, რაშიც მას ბრალს სდებენ, განადგურებულები ვართ. რა ვთქვათ, არ ვიცით", - გვითხრა მისმა ერთ-ერთმა ახლობელმა.
ისმის კითხვა, რატომ აიღო მან ხელში იარაღი, რატომ დახვდა სადარბაზოსთან ცოლ-ქმარს? საინტერესოა, რაზე ისაუბრეს მკვლელობამდე მოკლულმა და ბრალდებულმა. ბუნებრივია, დანაშაულის უკან რა იმალება, ამაზე პასუხი მხოლოდ ბრალდებულსა და მოკლულის ცოლს აქვთ.
ახლა ის არის მთავარი, გამოძიებამ მათგან სიმართლე გაიგოს და გაირკვეს, რატომ მოკლეს 42 წლის გიორგი ფეიქრიშვილი. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული ახალი ჩამოსული იყო ამსტერდამიდან.
გოგობერიშვილმა "ფეისბუკ"-გვერდზე მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთი სტატუსი დადო: "არასოდეს მიიხედო უკან, იქ ყველაფერი ნანახი გაქვს, რაც უნდა ძნელი იყოს, მაინც წინ იარე". ალბათ ძნელი იქნება მისთვის, შეძლოს ამ დევიზით ცხოვრება, რადგან უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საქართველოში წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ ერთი უჩვეულო და უცნაური ამბავი მოხდა.
გახმაურებული ამბები უახლესი ქართული რეალობიდან
აფხაზეთის ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგაც არის ეპიზოდები, რომლის მონაწილეებზეც ქართველმა საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის.
თბილისი პატარძალს ჰგავს, რომელსაც ახლა ჭუჭყიანი კაბა აცვია - ასე შეაფასა დღევანდელი თბილისი ერთ-ერთმა, ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულმა კაცმა...
"მერწმუნეთ, თუ ამ საქმეზე განაჩენი დადგა, ამ ხელისუფლების განაჩენად გადავაქცევ"
ბატონი ზაურ ებრალიძე, იუსტიციის პროკურორი, წლების წინ გავიცანი, როცა ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სტატიის მოსამზადებლად მივედი.
კანდიდატთა სიუხვით გამორჩეული, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ყოველი მონაწილისთვის თავისი დატვირთვის მქონე, საზოგადოებამდე სათქმელის მიწოდების, პერსონალური რეიტინგის ამაღლების თუ ცნობადობის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა...
"თავი ფანტასტიკის სფეროში მგონია", - ამ ფრაზით ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი ტელეკომპანია "იბერიას", "ომეგა ჯგუფისა" და "ბიზნესმენების რეკეტის" საქმეზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრება და თამამი პასუხები არასასურველ კითხვებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი