აფხაზეთში დახვრეტილი კიდევ ერთი გმირის ამბავი
font-large font-small
აფხაზეთში დახვრეტილი კიდევ ერთი გმირის ამბავი
აფხაზეთის ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგაც არის ეპიზოდები, რომლის მონაწილეებზეც ქართველმა საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის. უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც ამა თუ იმ მეომრის ბოლო დღეების შესახებ ოჯახის წევრებმა წლების შემდეგ, მისი თანამებრძოლებისგან შეიტყვეს. მაგალითად, სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილი, ავღანელთა ბატალიონის წევრის, ნუგზარ ჭუჭულაშვილის შესახებ, რომელიც შარშან, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისას, "წითელი ჯვრის საერთაშორისო მისიის" დახმარებით გადმოასვენეს.
მას თანამებრძოლი, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ამირან მურჯიკნელი იხსენებს...


GzaPressამირან მურჯიკნელი, "ავღანელთა ბატალიონის წევრი":
- ბოლოს, 24 სექტემბერს გავფრინდით სოხუმში. უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო... ტამიშის ბრძოლებში საკმაოდ დიდი რაოდენობის ტყვია-წამალი გვქონდა წამოღებული, მაგრამ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ყველაფერი ჩაგვაბარებინეს და ფოთში გადმოზიდეს... თბილისში ყოფნისას, ჩვენი ბატალიონის მეთაურმა, გურამ ჯანიაშვილმაც გვითხრა, ცუდი ვითარებააო... ერთ ჩვენს ბათუმელ მეგობარს, ფრიდონ მახარაძეს, რომელიც ასაკით ყველაზე უმცროსი იყო, რამდენიმე დღეში ქორწილი ჰქონდა და ვუთხარით, შენ მაინც არ წამოხვიდეო. - ომი რომ დასრულდება, ერთად ვიქეიფოთო, გვითხრა... ანძის ბრძოლების დროს, ჭურვი მოხვდა და საერთოდ ვერ ვიპოვეთ...
ძირითადად, რუსები გვებრძოდნენ, ოფიცრები... უფრო ადრე, როდესაც ჩვენები დაზვერვაზე წავიდნენ, აფხაზური მხარე იქ უკვე გამაგრებული იყო. სანგრებიც კი გათხრილი ჰქონდათ. ჩვენების ერთი ნაწილი, გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, დავწინაურდით და სხვებთან შედარებით, იოლად ავედით. ერთი ტყვეც ავიყვანეთ. სომეხი იყო, ადგილობრივი - არ ვიბრძვიო, გვითხრა, მაგრამ ხელებზე ტყვია-წამლის სუნი ასდიოდა... ირაკლი ბათიაშვილი და გია ყარყარაშვილიც იქ იყვნენ. ბათიაშვილმა თქვა, ჩვეულებრივ მოსახლეს ჰგავსო. შემდეგ, ჩვენმა მეთაურმა უთხრა, თუ სიმართლეს არ გვეტყვი, დაგხვრეტთო. ისიც ალაპარაკდა: ვიცით, რომ "ავღანელთა ბატალიონი" ხართ, ვიცით, რამდენი ხართ და რა შეიარაღება გაქვთ, ტყვია-წამლის სიმცირეს რომ განიცდით, მაგრამ აქ 300-მდე რუსი ოფიცერი გელოდებათო... მართლაც ისე აღმოჩნდა. ერთმა ჩვენიანმა, როსტომ ქობელაშვილმა ყუმბარა ჩაუგდო სანგარში რუსებს და მათი დახოცვის შემდეგ, იმავე სანგრიდან გააგრძელა ბრძოლა... ამ დროს ქალების ხმა შემოგვესმა, - ტყვეები ვართ, ბიჭებო, თითქმის გამოვდივართ, ნუ გვესვრითო... არაფერი ჩანდა... ვიფიქრეთ, მართლა ქალები არ დაგვეხოცა და სროლა შევწყვიტეთ. მოგვატყუეს. ეტყობა, მათთან დახმარება მივიდა და ცეცხლი განაახლეს... შესაძლოა, მართლა ტყვეები გამოიყენეს ან მათიანები იყვნენ... იმ დროს ესროლა სნაიპერმა როსტომს, რომელიც მათი სანგრიდან იბრძოდა... საბრძოლო მასალები შემოლეული გვქონდა. ერთი ლოტკინელი ბიჭიც დაგვეჭრა, მალხაზ სამხარაძე, მკლავში მოხვდა ტყვია. სახსრები სულ დამსხვრეული ჰქონდა... როგორღაც გავიყვანეთ. როსტომისკენ წავედი. ის იყო, მის ცხედრამდე მივედი, რომ ძალიან ახლო მანძილიდან მესროლეს. მუხლს ქვემოთ ძვლები სულ დამეშალა... კიდევ კარგი, ბიჭები ახლოს იყვნენ, სისხლდენა "ჟგუტით" შემიჩერეს. არც როსტომი დაუტოვებიათ... შემდეგ, დაჭრილები სოხუმის "რესპუბლიკურში" გადაგვიყვანეს, დანარჩენები კი "სოვმენის" შენობისკენ წავიდნენ...
მას მერე ხშირად ვფიქრობდი შედეგებზე. იქ ასვლამდე მომზადება და ტყვიების აღება კი არა, ჭამაც კი მოვასწარით. დილით, ანძაზე გასვლამდე დაშტამპული კარაქი მოგვიტანეს, მაგრამ ჭამა ვერ მოვახერხეთ... ნუგზარიც ჩვენთან იყო, ისიც მშიერი, თან სისხლი უკვე ერთხელ გადასხმული ჰქონდა ერთ-ერთისთვის, ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მაინც გვამხნევებდა... სოხუმის საავადმყოფოში რომ შემიყვანეს, იქაურობა უკვე იცლებოდა, არადა, ბევრი სისხლი მქონდა დაკარგული... ნუგზარი "სოვმენის" შენობისკენ მიდიოდა და დამინახა თუ არა, მობრუნდა, - მე გადავუსხამო. უარი უთხრეს, - შენ უკვე გადაუსხი სხვასო. - ის ჩემი ტყუპისცალი იყოო, მოატყუა. შემდეგ - დაჭრილები ბარჟაზე გადმოგვსხა, თავადაც უნდა გამოგვყოლოდა, მაგრამ "სოვმენის" შენობისკენ გაბრუნდა, - ბიჭებს ვერ მივატოვებო... ფოთამდე ტანჯვით მოვედით, გზაში ერთი მოხუცი კაცი მივლიდა, ემზარი. შავები ეცვა. გულზე ორი სურათი ებნია, ერთი შვილი იყო, მეორე - არ ვიცი... წყლით პირს მისველებდა... დაგრეხილი, ნაძვის ხისგან გამოთლილი ჯოხი ჰქონდა. კოჭლობდა. უთხრეს კიდეც, ფეხიდან სისხლი მოგდისო. - არა უშავსო, უპასუხა... ძალა გამოცლილი მქონდა. მივხვდი, რომ თავადაც დაჭრილი იყო... ფოთში მოვილაპარაკეთ, რომ ყველა ერთად წავიდოდით თბილისში, მაგრამ ჩემი მდგომარეობა მძიმე იყო და არ გამიშვეს. არადა, იმ მოხუც ემზარს ეგონა, რომ მეც თბილისში წამიყვანეს... ისეთი სიტუაცია იყო იქ, რამდენიმე დღე უპატრონოდ მომიხდა ყოფნა... ფოთიდან "წითელმა ჯვარმა" გადამიყვანა, რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა ფეხზე... ჩემი ოჯახის წევრებიდან თბილისში არავინ იყო, ნუგზარის დედამ შემთხვევით მიპოვა და შვილივით მიპატრონა...
- ნუგზარზე შემდეგ არაფერი გსმენიათ?
- არა... ამერიკელი ჟურნალისტის გადაღებულ ფოტოებში ამოვიცანი...

მარინა ჭუჭულაშვილი:
- ჩემი ძმა საბჭოთა კავშირის დროს, ავღანეთის ომში მონაწილეობდა. ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და შეეძლო, სავალდებულო სამსახურში არ წასულიყო. დედამ კომისარიატში საბუთები წარადგინა კიდეც, მაგრამ როდესაც გაიგო, განცხადება დაწერა და ავღანეთში, ყველაზე ცხელ წერტილში წავიდა... ვაიზაბადში მსახურობდა. ძალიან პრინციპული, ამბიციური და სამართლიანი იყო, ჩარჩოში ვერ მოაქცევდი... ავღანეთიდან სრულიად შეცვლილი ადამიანი ჩამოვიდა, - თავდაჯერებული, დაბრძენებული... მალე ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რაშიც აქტიურად ჩაერთო... 1990 წლის სექტემბერში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა, მხოლოდ ორი კურსის დახურვა მოასწრო... შემდეგ, სამაჩაბლოს მოვლენების დროს ჩვენგან მალულად, რუსთავში, სწავლებებზე დადიოდა. მერე, თბილისში კომენდატურაში დაიწყო მუშაობა. მალე აფხაზეთის ომი დაიწყო... მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, მაინც წავიდა. სამშობლო მისთვის ყველაფერზე მაღლა იდგა. ეუბნებოდნენ, უაზრო ომია, პოლიტიკაა, რომელსაც ადამიანები ეწირებიან, საკმარისია, ავღანეთის საშინელება გავლილი გაქვსო. არავის ეპუებოდა, - თუ ყველა სახლში დაიმალა, ვინ იომოსო?!
GzaPress- არადა, ნაომრებმა ყველაზე კარგად იცოდნენ, იქ რაც ხდებოდა...
- დიახ, ასე იყო, სახლში მაინც ვერ დარჩა... სამჯერ ჩავიდა და ჩამოვიდა. ბოლო წასვლამდე, რამდენიმე ხნით ადრე, კონტუზია მიიღო, რადისტი იყო. ტყვიამ მხრებსა და რაციის ჩანთას შუა გაიარა და დარტყმის ძალამ იმხელა მანძილზე გადააგდო, ერთი თვე საავადმყოფოში იწვა... თავად არაფერს ჰყვებოდა, მაგრამ მისი თანამებრძოლებისგან ვიცი, რომ საკვები კი არა, წყალიც არ ჰქონდათ. ბოლოს 24 სექტემბერს წავიდა, სხვებთან ერთად... სოხუმის ტელეანძის ბრძოლებისას სცოდნია, რა ვითარება დახვდებოდა იქ: იქაურობა სნაიპერებით ყოფილა გარშემორტყმული, ამათ კი თითო მჭიდით უწევდათ ასვლა და ეს აუხსნია კიდეც მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის, მაგრამ არაფერმა გაჭრა.
გაბრაზებულს, რაციის ჩანთა მოუხსნია და ლაძღვა-გინებით ასულა... ბიჭები ვერ მიატოვა, თუმცა იცოდა, რომ ვერ გადარჩებოდნენ. 9 ბიჭი დაკარგეს... მისი დაჭრილი თანამებრძოლი, ამირან მურჯიკნელი გვიყვებოდა, სოხუმის საავადმყოფოში სისხლის გადასხმა სჭირდებოდა თურმე და ნუგზარმა გადამისხა, მის სისხლს ვატარებო... 26-ში საღამოს, მისი ბატალიონის მეთაურს, გურამ ჯანიაშვილს უთქვამს, დაჭრილები და დაღუპულები გამოიყვანე და დააბინავეო. ისინი გამოუშვია და თავად ქალაქში შებრუნებულა, - ბიჭებს ვერ მივატოვებო...
- 27 სექტემბრის ამბებზე რას იხსენებენ ბიჭები?
- ბევრი ვერსიაა, თუმცა, მისი თანამებრძოლები ყველაზე სწორ ინფორმაციას ფლობენ... ცხედრები ყველა ერთად იყო დამარხული, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ ერთად დახვრიტეს... დედას უნახავს, უკვე დახვრეტილების შორიდან გადაღებული ფოტოები. ამბობდა, ერთს მივამსგავსე, მაგრამ წვერებში იყოო. 24-ში, როდესაც წავიდა, წვერი არ ჰქონია და ამან დაგვაბნია... თავდაპირველად, სხვაგან იყვნენ დამარხული, შემდეგ ადგილი შეუცვალეს... სამჯერ გადაამოწმეს დნმ-ის ანალიზი. ცდომილების გამოსარიცხად, დეტალური და ძალიან ზუსტი მუშაობა იყო საჭირო. ბოლოს "ვიპოვეთ" ჩემი ძმა... ექსპერტიზის პასუხიდან ირკვევა, რომ სახეში მიბჯნით ჰქონდა ნასროლი, რადგან სახის ძვლები ჩამსხვრეული აქვს...
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
თბილისის ავტობუსის მძღოლი ქალის ცხოვრება
ჩემს ტანსაცმელს, დაახლოებით, 25-45 წლის ასაკის ქალბატონები იცვამენ
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი