ქალები, რომლებმაც ქმრის მკვლელობა შეუკვეთეს
font-large font-small
ქალები, რომლებმაც ქმრის მკვლელობა შეუკვეთეს
გახმაურებული ამბები უახლესი ქართული რეალობიდან

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქმრის მკვლელობისთვის არაერთი ქალი იხდის სასჯელს. მათ რიცხვში არიან ისეთები, რომლებიც მომხდარს გულწრფელად ნანობენ და დანაშაულსაც აღიარებენ, თუმცა ბევრი მსჯავრდადებული ქალი აცხადებს, რომ უდანაშაულოა. ალბათ ბევრს მოუსმენია ეს ანდაზაც, ქალმა თუ გაიწია, 9 უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო. შესაძლოა, ეს მიუსადაგოთ იმ ქალებს, რომლებიც ქართული მართლმსაჯულების წინაშე შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით წარდგნენ. დღეს შეკვეთილი მკვლელობის რამდენიმე ფაქტს გავიხსენებთ, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია. მართალია, ზოგიერთმა სასჯელიც მოიხადა, ცხოვრების თავიდან აწყობაც შეძლო და იმ მძიმე წარსულის გახსენება აღარ უნდა, თუმცა მარტო დარჩენილებს ალბათ ხშირად ახსენებთ თავს წარსული. რაც მთავარია, საკუთარი შვილებისთვის მაინც მოუწევდათ იმის ახსნა, თუ რატომ შეუკვეთეს მათი მამის მკვლელობა.


25-წლიანი თანაცხოვრება შეკვეთილი მკვლელობით დასრულდა
თბილისში მომხდარი ერთი გახმაურებული ფაქტიდან უკვე 9 წელი გავიდა.
არ ვიცი, განიცდის თუ არა მომხდარს მსჯავრდადებული ქალი, რომელიც ციხეში გამოკეტეს, თუმცა ფაქტია, ის 9 წლის წინ, უმძიმესი ბრალდებით წარდგა სასამართლოს წინაშე. იმ საბედისწერო დღეს ერთ-ერთი კომპანიის გენერალური დირექტორი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. მანქანა სახლთან ცოტა მოშორებით გააჩერა, სწორედ ამ დროს დახვდა მას შეიარაღებული პირი და ტყვიები დაახალა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნეს. ერთი წელი საქმე გაუხსნელი იყო. მისი ცოლიც ალბათ ფიქრობდა, რომ საქმე არ გაიხსნებოდა, თუმცა მოულოდნელად მოვლენები შეიცვალა. გამოჩნდა საქმის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ლევანის მკვლელობა მისი ცოლის შეკვეთილი იყო. მაშინ რამდენიმე პირი ძალოვანებმა დააკავეს და მათი აღიარებითი ჩვენებებიც გავრცელდა. სწორედ მაშინ შეიტყო მოკლულის ქალიშვილმა, რომ მამის მკვლელობის დამკვეთი დედამისი იყო და მან მთელი წელი ფაქტის დამალვა უპრობლემოდ შეძლო.
ეს ფაქტი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის ოჯახის წევრებისთვის. გაირკვა, რომ ქმრის მკვლელობიდან მალევე, ნიამ ბინა გაყიდა და საცხოვრებლად სხვა მამაკაცთან გადავიდა. ნიას მეორე შვილის მამა გ.თ. ძალოვანებმა ნიასთან ერთად დააკავეს და მას დანაშაულის დაფარვაში ამხელდნენ.
ბრალდების მტკიცებით, ნიამ მეუღლის მკვლელობა მეგობარს დაუკვეთა. მას შემსრულებლის მოძებნა არ გასჭირვებია, თანხაზეც შეთანხმდნენ და სამსახურიდან სახლში დაბრუნებული ლევანი, გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. გამოძიების მტკიცებით, ოჯახის მოსამსახურეც იყო საქმის კურსში და ის შუამავალი გახლდათ. მიჰქონდა რატისთან (მკვლელთან) ნიასგან მიღებული ინფორმაციები. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ ნიამ მეუღლის მკვლელობის მეორე დღეს, ამ მოსამსახურის დახმარებით რატის შესრულებული სამუშაოსთვის 3. 000 ევრო გაუგზავნა...
მართალია, საზოგადოებამ მაშინ დაკავებულების აღიარებითი ჩვენებები მოისმინა, მაგრამ სასამართლოზე მათ ეს ჩვენებები უარყვეს და მის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს. მხოლოდ რატი იხსენებდა ყველა დეტალს და პროცესზე სხვებსაც ამხელდა. სწორედ მისი აღიარებითი ჩვენებით გაიხსნა დანაშაული, ამიტომ პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
რატის ჩვენებიდან:
"ნიას ბინაში მდგმურად ვცხოვრობდი. დავუმეგობრდი. მისი ბავშვის ძიძასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მქონდა. სამივე ერთმანეთს პირადულ საიდუმლოებებს ვუმხელდით... ნია წუხდა, მისი მეუღლე სისტემატურად რომ სვამდა. მთვრალი მას და მის შვილს ემუქრებოდა... ჩემთან, ნაქირავებ ბინაში ძებნილ მეგობარს ვმალავდი. მალე დაიჭირეს, ეს ნიასაც ვუთხარი. მაშინ მითხრა, - ასეთ ხალხთან გაქვს ურთიერთობა, ისეთი არავინ გყავს, რომელიც ქმრის მოცილებაში დამეხმარებაო? დავთანხმდი, რომ ასეთ ადამიანს მოვუძებნიდი... საუბრიდან ერთ თვეში ნიას ქუჩაში შევხვდი. ისევ მითხრა, - იმ საქმეზე ხომ არაფერი გაგირკვევიაო? ვუთხარი, რომ მყავდა პიროვნება, რომელიც დაეხმარებოდა. ქმრის მკვლელობაში 5.000 დოლარს იხდიდა. მასთან ურთიერთობა ძიძის მეშვეობით მქონდა... ამ საკითხზე ზ-ს ვესაუბრე. ჩემი კარის მეზობელი იყო. სიტუაცია რომ გაიგო, მითხრა, მე გავაკეთებო, მაგრამ ფული ეცოტავა, იქნებ მეტი გადაიხადოსო. ნიას თანხის მომატებაზე რომ დაველაპარაკე, მითხრა, - ეგ საქმე მეტი არ მიღირსო. ისიც დათანხმდა იმ თანხაზე და სამოძრაო ფული მომთხოვა. მოსამსახურემ მხოლოდ 200 დოლარი მოიტანა, - სანამ საქმეს არ გააკეთებთ, მანამდე მთლიან ფულს ვერ მიიღებთო. ის 200 დოლარი ზ-ს მივეცი, მანქანა ჰქონდა გასაკეთებელი... იმ დღეს სახლში მეძინა, ჩემი მეგობარი მოვიდა და მითხრა, - ქუჩაში ლევანის ცხედარია, მოუკლავთო. გამიკვირდა, რადგან ეს საქმე მე და ზ-ს ერთად უნდა გაგვეკეთებინა... მთელი ღამე ვერ დავიძინე, სიმართლის გარკვევა მინდოდა. დილით მოსამსახურე მოვიდა, კონვერტი მომაწოდა და მითხრა, - ეს ფული ნიამ მომცა, შესრულებული სამუშაოსთვისო. ამ ფაქტიდან 2 საათში ჩემთან ზ. მოვიდა და ფული მომთხოვა. ვკითხე, - შენ ჩაიდინე-მეთქი? მითხრა, - რას დაეძებ, საქმე შესრულებულია და ფული მომეციო. ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოში წავედი... ზ. ერთი წლის შემდეგ ვნახე... საუბარში მითხრა, შეიძლება იქიდან შენ მეტი თანხა გაქვს აღებული. ძალიან მიჭირს და რაიმე საქმე მოვიფიქროთო. მაშინ გავიგე, ჩემს რაიონში ერთ-ერთ ოჯახზე თავდასხმას რომ აპირებდა. ეს პოლიციაში განვაცხადე, მოსასმენი აპარატი დამიმონტაჟეს და სპეცოპერაცია დაიგეგმა, ორივე ერთად დაგვაკავეს..."
ნია კატეგორიულად უარყოფდა ქმრის მკვლელობის დაკვეთას. ირწმუნება, რომ მას ამას აბრალებდნენ. სასამართლო სხდომებზე იმდენად აქტიურობდა, რომ ბევრჯერ მოსამართლის შენიშვნაც მიიღო. მოსამართლე მას დარბაზიდან გაძევებითაც დაემუქრა.
ნია და ლევანი 25 წელი ცხოვრობდნენ ერთად.
ნიას ჩვენებიდან:
"18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი... ლევანმა დალევას მოუხშირა, ამისთვის თავი რომ დაენებებინა, შვილთან ერთად ესპანეთში წავედით... სიფხიზლეში კარგი ხასიათი ჰქონდა, როცა დალევდა, ცუდად ხდებოდა, ხილვებიც დაეწყო. მივხვდი, მასთან ვერ ვიცხოვრებდი და საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა. მისი არსებობა ჩემმა ქმარმაც შეიტყო, მაგრამ შერიგება მაინც მთხოვა. ამ დროს დედა და ძმა გარდამეცვალა. მეგობარი მამაკაცი მყავდა, გ.თ., მისგან უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ მაინც შევურიგდი ქმარს. ბავშვი ერთი წლის იყო, როცა უფროსმა გოგომ გაიგო, ის სხვა კაცისგან რომ მყავდა... როცა ცუდად იყო, ლევანი სახლიდან არ გადიოდა... ბავშვის გაზრდაში ძიძა მეხმარებოდა. რატი მან გამაცნო. იმ პერიოდში ლევანი სულ სვამდა და ვთქვი, - ვერ ვაჩერებ, მოკვდება, ის დაისვენებს და მეც-მეთქი. ერთ დღეს რატიმ სახლში პროდუქტი ამატანინა, კიბეზე რომ ჩადიოდა, მომაძახა, - იმ კაცს გერმანიიდან მანქანები ჩამოჰყავსო. ვერ მივხვდი, რას ამბობდა. მერე ძიძამ მითხრა, - 5.000 დოლარში ლევანს ვიღაც მოკლავსო. ვუთხარი, წადი და გადაეცი, ახლავე ბინა დაცალოს-მეთქი. ამ საუბრიდან ცოტა ხანში ლევანი მოკლეს. მე მისი სიკვდილის დროს მართლა არ მითამაშია, ძალიან ცუდად ვიყავი. მოსამსახურე მოვიდა და მითხრა, რატიმ შემოგითვალა, სისულელეები არ გინდა, ვინც ლევანი მოკლა, იმას 40 ადამიანი ჰყავს მოკლული და ფული გამოგზავნეო. ვუთხარი, ფული სადაც იყო, - აიღე და მიუტანე-მეთქი. 3.000 ევრო მიუტანა... შემდეგ მანქანის გაყიდვაში დახმარება შემომთავაზა. მისი მეშინოდა და არაფერს ვამბობდი..."
GzaPressდაკავების დროს ნია მკვლელობის შეკვეთას აღიარებდა. სასამართლოზე თქვა, მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი და არ მახსოვს, რა მიწერია და ამიტომ ის ჩვენება არ გამომიქვეყნოთო. ადასტურებდა, ქმრის მკვლელობის შემდეგ ბინა რომ გაყიდა და საცხოვრებლად მისი მეორე შვილის მამასთან გადავიდა.
ძიძა დაკავების დროს ფეხმძიმედ იყო. მან შვილი ციხეში გააჩინა. ისიც არ ცნობდა თავს დამნაშავედ, თუმცა ფულის გადაცემას ადასტურებდა. არც მკვლელობის შემსრულებელმა აღიარა დანაშაული. მართალია, ბრალდებულები დანაშაულს უარყოფდნენ, მაგრამ სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. ნიას ქმრის მკვლელობის დაკვეთისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ძიძას - 16, გ.თ-ს - 2 წელი. რატისთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მას 8 წელი პირობითი სასჯელი აკმარეს. ხოლო მკვლელობის შემსრულებელს, ზ-ს კი სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს.

ჩაშლილი მკვლელობა
თბილისში კიდევ ერთი შეკვეთილი დანაშაული გახმაურდა, თუმცა ამ შემთხვევაში მსხვერპლი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, ამიტომ ცოლი ქმრის მკვლელობის მცდელობაში ამხილეს. არადა, თითქოს ყველაფერი დაგეგმილი იყო... რადგან მკვლელობის გარეშე ჩაიარა დანაშაულმა, ბრალდებული დიდ სასჯელს გადაურჩა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა, ქალი ციხიდან გამოვიდა... იმ წლებში მთელი საქართველო ლაპარაკობდა ამ დანაშაულზე. ხმაურითა და სკანდალებით იხილებოდა უზენაეს სასამართლოში აღნიშნული საქმე. ორივე მხარეს ძლიერი ადვოკატები იდგნენ, ამიტომ პროცესები სამართლებრივადაც ძალზე საინტერესო იყო.
ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა პოლიციის განყოფილებში სცადა. გაირკვა, რომ ის პოლიციელებს ქმრის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ჰყავდათ დაკითხვაზე მიყვანილი.
გამოძიების კითხვების შემდეგ ქალმა ვენები გადაიჭრა. გაიგო, რომ ქმარმაც იცოდა ყველაფერი და შესაძლოა, ბრალი წაეყენებინათ. სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბოლოს უმძიმესი ბრალდებით იჯდა საბრალდებო სკამზე. ვითარებას ისიც ამძაფრებდა, რომ ფაქტი თბილისში საკმაოდ ცნობილ ოჯახში მოხდა. ამიტომ მათ სახელებს შეგნებულად არ ვასახელებთ. რაც ყველაზე მძიმე იყო ალბათ ახალგაზრდა ქალისთვის, სასამართლო პროცესზე მას, როგორც ქმარი, ასევე საყვარელი მამაკაცი დაუპირისპირდა. ქმარი მკვლელობის მცდელობაში ამხელდა, საყვარელი კი ირწმუნებოდა, რომ ქალმა ინტრიგაში გახვია. ორივე მამაკაცს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
გამოძიების მტკიცებით, იმ დღეს ქალმა საყვარელი მამაკაცი ქმრის განზრახ მოკვლის მიზნით მიიყვანა სახლში და იგი ერთ პატარა ოთახში დაღამებამდე გამოკეტა. ქალის გეგმა ასეთი იყო: ქმარს როცა ღრმად ჩაეძინებოდა, საყვარელს უნდა მოეკლა. კაცის ოჯახის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ ცოლს მეორე ნახევრის მკვლელობა ანგარებით სურდა, რათა ბიზნესმენი ქმრის ქონება ჩაეგდო ხელში.
საქმის მასალების მიხედვით, ქალი გათხოვებამდე მეგობრობდა ერთ მამაკაცთან, ისინი ერთი პროფესიის იყვნენ და მოსკოვში სწავლობდნენ. მერე ქალი ზაზას გაჰყვა ცოლად. ერთ დღეს თვითმფრინავში ერთმანეთს ისევ შემთხვევით შეხვდნენ, ტელეფონის ნომრები გაცვალეს და მოსკოვში განაახლეს ურთიერთობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალგაზრდა ქალის მეუღლე ბიზნესმენი იყო, ამიტომ მას ხშირად უწევდა ცოლის მარტო დატოვება. საქმის მასალების მიხედვით, მარტო დარჩენილმა ქალმა სასიყვარულო ურთიერთობა გააბა ყოფილ მეგობართან და ისე შეტოპეს, ერთად ცხოვრებაც კი გადაწყვიტეს. ქალი არწმუნებდა, ქმარს ავუხსნი, სხვა რომ მიყვარს და ერთმანეთს დავშორდებითო. იმ დღეს ქალი საყვარელ მამაკაცს ქუჩაში შეხვდა და უთხრა, დღეს გავარკვევ სიტუაციას და მოგვიანებით ბინაში მომაკითხეო. დათომ ის თავისი მანქანით მიიყვანა სახლში, ქალმა სახლში შეიყვანა, საკუჭნაო ოთახში ჩაკეტა და დაელოდა ქმრის დაბრუნებას. მოგვიანებით, ზაზა სახლში დაბრუნდა. ცოლმა ნაყინი და ცივი ყავა მოუმზადა, მასში საძილე წამალი ჩაუყარა და ქმარს ჩაეძინა. ქმრის ჩვენებით დადგენილია, რომ ძილში ის ნემსების ჩხვლეტას გრძნობდა.
როცა ყველაფერი გამჟღავნდა და გააანალიზა მომხდარი, დაასკვნა, ალბათ ჩემი ცოლი ამოწმებდა წამლის მოქმედების ხარისხსო. როცა დარწმუნდა ქალი, რომ ქმარი ურეაქციოდ გახლდათ, შევიდა იმ ოთახში, სადაც საყვარელი იყო, მას ქმრის იარაღი მისცა და უთხრა, ამაზე უკეთეს მომენტს ვერ იპოვი, მიდი და მოკალიო. მამაკაცმა უარი უთხრა, იარაღი უკან დაუბრუნა. ისინი წაკამათდნენ. ამ დროს გაბრაზებულმა ქალმა თვითონ აიღო ხელში იარაღი და საყვარელს უთხრა, ლაჩარი ხარ, თუ შენ არ შეგიძლია, ამას ახლა მე გავაკეთებო. ქალს ღამის პერანგი ეცვა უკვე, თითქოს დასაწოლად იყო გამზადებული. ეტყობა ასე იქმნიდა ალიბს. წაკამათდნენ და ორივე იმ საძინებელში აღმოჩნდა, სადაც ზაზას ეძინა.
ზაზა თავის ჩვენებაში ამბობდა, მოულოდნელად ორი ადამიანის დაწოლა ვიგრძენი, ბეჭებსა და ფეხებში მაწვებოდნენ და მგუდავდნენო. მამაკაცმა შეძლო, მოძალადეები მოეგერიებინა, გადაბრუნდა მეორე მხარეს, შეებრძოლა მათ და ამ დროს შემართული იარაღი შენიშნა. ძიძგილაობის დროს იარაღის წართმევაც მოახერხა და ახლა იქით დაემუქრა თავდამსხმელებს. დაზარალებული მერე იხსენებდა, იარაღი ქალს გავტაცე ხელიდან, აშკარად სუსტი ხელები იყო და ისიც შევნიშნე, რომ თითზე ბეჭედი ეკეთაო. ამის შემდეგ მსხვერპლმა თავდამსხმელის მისამართით გაისროლა და მისთვის უცხო მამაკაცი დაიჭრა. ზაზას ყაჩაღობა ეგონა და ყვიროდა, სხვები სად არიან, ის მითხარი, ჩემს ბინაზე ინფორმაცია ვინ მოგცაო? ქალმა გაითამაშა, რომ არაფერი იცოდა და ახლა ქმრის დარწმუნება სცადა, რომ მომხდარი პოლიციისთვის არ ეცნობებინა. უთხრა, ეს კაცი დაჭრილია, გარეთ გავუშვათ და პოლიციასთან უსიამოვნება ასე ავიცილოთო. იმანაც დაუჯერა ცოლს, ქალმა კი ამით საყვარელი სიკვდილისგან იხსნა. გარეთ გაიყვანეს და ამის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში წავიდა. იქ მას ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა მიმღებში სხვა სახელი და გვარი თქვა. ეტყობა, თავი დაიზღვია, რომ მისი კვალისთვის არ მიეგნოთ. მეორე დღეს ზაზამ დაიწყო თავდამსხმელის ძებნა. დადიოდა კლინიკებში და დაჭრილის ვინაობას ადგენდა. პარალელურად, ქალი დადიოდა კლინიკებში, ვერსად იპოვა საყვარელი მამაკაცი და ბოლოს ტელეფონზე დაურეკა. გაიგო, რომ დაჭრილი სხვა სახელითა და გვარით იყო დაფიქსირებული.

დასასრული შემდეგ ნომერში
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
"იქ, სადაც მესაზღვრე არ ივლის, ივლის საზღვრის დამრღვევი..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი