რას არ ჰპატიობენ ქართველი ემიგრანტები სალომე ზურაბიშვილს
font-large font-small
რას არ ჰპატიობენ ქართველი ემიგრანტები სალომე ზურაბიშვილს
საქართველოში წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ ერთი უჩვეულო და უცნაური ამბავი მოხდა. "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის დიპლომატ კანდიდატს, ევროპელ პოლიტიკოსად აღიარებულ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში მცხოვრებმა ქართველებმა მხარი არ დაუჭირეს. ზურაბიშვილმა "ნაციონალების" პრეზიდენტობის კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან შედარებით მეტი ხმა მიიღო სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ჩინეთში, თუმცა არჩევნები წააგო ავსტრიაში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, შვედეთში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ესტონეთში, თურქეთში, ისრაელში, იტალიაში, კვიპროსში, საბერძნეთსა და მშობლიურ საფრანგეთში. პარიზში ვაშაძემ 38 ხმით აჯობა. საინტერესოა, რატომ არ დაუჭირეს მხარი ევროპაში მცხოვრებმა ქართველებმა ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილს, საფრანგეთში დაბადებულ და გაზრდილ კანდიდატს, როდესაც მის საპირწონედ საბჭოთა კავშირში დაბადებული, გაზრდილი და რუსეთის ხელისუფლებაში მოღვაწე ვაშაძე იდგა? - ამ კითხვით ქართველ ემიგრანტებს მივმართეთ.


GzaPressნუგზარ სულაშვილი, საფრანგეთი, ქალაქი ტულუზა:
- საფრანგეთში მცხოვრები ქართველების განწყობაზე დიდი გავლენა იქონია სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მის მიმართ არც ადრე იყვნენ პოზიტიურად განწყობილნი. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ დიასპორასთან მას ურთიერთობა არასდროს ჰქონია. ამ მხრივ მისი ძმა, ბატონი ოთარი გაცილებით აქტიურია. ის ქართველებს ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ. ემიგრანტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. პროფესიით იურისტი ვარ და საემიგრაციო სამართლის სპეციალისტად ვმუშაობ. ჩემს ხელში გადის ყველა ის ინტერვიუ, რომელსაც ემიგრანტები გასაუბრებისას იძლევიან. ამ ინტერვიუებში ყოველთვის ნათლად ჩანს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება. მართალია, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად დამოუკიდებელ კანდიდატად არის წარმოდგენილი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რეალურად "ქართული ოცნების" კადრია. "ოცნებამ" კი ბოლო დროს, საქართველოში მცხოვრები ქართველების მსგავსად, ემიგრაციაში მყოფებსაც გაუცრუა იმედი.
- ამ თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ქართველ ხალხს თავის დროზე "ნაციონალებმაც" გაუცრუეს იმედი.
- რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ იმ ავბედით 9 წელზე, საზოგადოებამ მშვენივრად დაინახა, რომ საქართველო სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, სწორედ მაშინ შეიქმნა ინსტიტუტები, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის განვითარებას. ცხადია, "ნაციონალებმა" ბევრი შეცდომა დაუშვეს, პირადად მე მათ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვაკრიტიკებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩამოშალა ყველა ინსტიტუცია და ქვეყნის განვითარება შეაფერხა, დავფიქრდი, რომ "ნაციონალებს" ზედმეტად მკაცრად ვაკრიტიკებდი. დღეს საქართველო მხოლოდ ინერციით მოძრაობს და ეს სავალალოა ქვეყნისთვის. ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ 26.000 გაუპატიურებულ პატიმარზე, თუმცა მე 6 წლის განმავლობაში საქართველოდან გამოქცეული ადამიანებიდან ერთიც ვერ აღმოვაჩინე ასეთი. შეგახსენებთ, რომ ქართველი ემიგრანტების ინტერვეუები ჩემს ხელში გადის.
- ფიქრობთ, რომ ასეთ თემაზე ხმამაღლა საუბარი იოლია?
- არა, არ ვფიქრობ, თუმცა არსებობს დახურული სასამართლო პროცესები, სადაც მსგავს საკითხებს განიხილავენ. ვერ გეტყვით, რომ "ნაციონალების" ყველა ქმედებით მოხიბლული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი გაცილებით მეტს აკეთებდნენ ქვეყნისთვის, ვიდრე "ოცნების" წარმომადგენლები. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო დროს ძალიან მოიმატა საქართველოდან წამოსულმა ემიგრანტების ნაკადმა. ადრე ხუთი წლის განმავლობაში რა რაოდენობის დოსიესაც ვიღებდით, ახლა იმავე რაოდენობის დოსიეს 2-3 თვეში ვიღებთ.
- რამდენი ხანია, რაც ემიგრაციაში ხართ?
- 2000 წლიდან ემიგრაციაში ვარ. სამი წელი ამერიკაში ვმუშაობდი, შემდეგ ევროპაში.
- როდესაც ხელისუფლებაში "ნაციონალური" მოძრაობა მოვიდა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაიწყეს, რატომ არ დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში?
- იმ პერიოდში ვმუშაობდი საერთაშორისო კოალიციაში, რომელიც კონკრეტულად კავკასიის რეგიონზე იყო ორიენტირებული. საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი ვიყავი და ვფიქრობდი, ჩემი ქვეყნისთვის კარგ საქმეს ვაკეთებდი. თანაც "ნაციონალების" მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, არც საქართველოდან მქონია რაიმე ტიპის შემოთავაზება.

GzaPressდიანა ჭანკოტაძე, საფრანგეთი, ქალაქი რეიმსი:
- ფრანგულ რადიოში სწორედ ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობ. ურთიერთობა მაქვს როგორც ახალჩამოსულ ემიგრანტებთან, ისე სალომე ზურაბიშვილის თაობის ქართველებთან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქართველებს ძალიან უყვართ სალომეს ძმა, ბატონი ოთარი. მან 2012 წელს ფართომასშტაბიანი აქცია მოაწყო - "არა რუსეთს". რაც შეეხება თავად სალომეს, ჩვენთვის მისი პოზიცია გაუგებარია. არ ვიცით, რა უნდა, რისთვის იბრძვის.
- ფრანგული ხომ იცით?
- სწორედ ფრანგულ ენაზე მოვისმინე მისი რამდენიმე ინტერვიუ, მაგრამ აზრი ვერ გამოვიტანე. ის საუბრისას ბევრ რამეს ეხება, მაგრამ ბოლომდე არც ერთ თემაზე არ ასრულებს აზრს. გაუგებარი ლოგიკა აქვს. ჩვენ გვგონია, რომ პრორუსულია. თავად ამბობს, რომ ასე არ არის, მაგრამ ვერ გვარწმუნებს. ძალიან უცნაურად გვეჩვენება ის ფაქტი, რომ საერთოდ არ ურთიერთობს ემიგრანტებთან. ქართველებს ძალიან უყვარდათ მისი დედა, ქალბატონი ზეინაბ კედია, ასევე ძალიან უყვარდათ მისი ბიძაშვილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ნიჭიერი ჟურნალისტი, ზურაბ კედია, რომელიც შარშან გარდაიცვალა. ბატონ ზურაბს ქართველები და ფრანგები უსაზღვროდ დიდ პატივს სცემდნენ, ჟურნალისტიკის "ცოცხალ ენციკლოპედიას" ეძახდნენ. ქალბატონ სალომეს მასთან ურთიერთობა არ ჰქონია. ეს არ არის ყურმოკრული ამბები, ზურაბ კედიას შვილებს, მარიანასა და დაიანეს პირადად ვიცნობ და მათგან ვიცი. ე.ი. ქალბატონ სალომეს ურთიერთობა არ ჰქონია არც წარმატებულ და არც წარუმატებელ ქართველებთან. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ არ ელაპარაკება და ეუხეშება ჟურნალისტებს, ამბობს, რომ ხალხზე მაღლა დგას... ჩნდება განცდა, რომ ის საერთოდ არ იცნობს ქართველ ხალხს. მან ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ სააკაშვილთან რევანშისთვის ემზადება. ე.ი. უნდა, რომ პრეზიდენტის პოსტი შურისძიებისთვის გამოიყენოს და ხალხის გასაჭირი სულაც არ ანაღვლებს.
- საინტერესოა, ვაშაძის შესახებ რა იცით?
- სიმართლე გითხრათ, ვაშაძის მიმართ პირადად მე რაიმე განსაკუთრებული სიმპათია არ მაქვს. საკითხი დგას ასე: როდესაც "ქართულმა ოცნებამ" პირველ ტურში სასურველი შედეგი ვერ მიიღო, დატრიალდა, ხალხში გავიდა, უბრალო ადამიანების მოსმენა დაიწყო, შეცდომები აღიარა, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღო. ეს ძალიან კარგია. ახლა მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ოპოზიცის კანდიდატს ანუ ვაშაძეს დავუჭირო მხარი და ამით ხელისუფლება ფორმაში ვამყოფო. გაჩნდა იმედი, რომ 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შიშით ხელისუფლება უფრო მეტად იზრუნებს ხალხსა და ქვეყანაზე. აი, მხოლოდ ამ პრინციპით ვუჭერ ვაშაძეს მხარს. იცით, ხშირად იბეჭდება სტატიები აქ იმის შესახებ, რომ საქართველო გაქრობის ზღვარზეა. ფრანგი ჟურნალისტები გაოცებული მეკითხებიან, რა ხდება საქართველოში ისეთი, რომ ხალხი თავპირისმტვრევით აქეთ გამორბისო? პროგრესული ხალხი, ვინც რეალურად უნდა ააშენოს ქვეყანა, ქვეყნის დატოვების გზებს ეძებს. მინდა, რომ ეს ტენდეცია შეჩერდეს და ჩემთვის სულერთია, ამას "ოცნება" გააკეთებს თუ "ნაცები".

ელისო ასანიშვილი, იტალია, ქალაქი მილანი:
- სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მილანში, ჩემი ნაცნობი ქართველების 99% სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის წინააღმდეგია. ვაშაძეს იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ სააკაშვილის კანდიდატია. "ოცნება" შეგვპირდა, რომ სააკაშვილს ბენზინიდან მოპარულ ლარს ჯიბიდან ამოაცლიდა და ხალხს დაუბრუნებდა, დენისა და გაზის ტარიფებს გააიაფებდა, პენსიას გაზრდიდა, უფასო კრედიტებს გასცემდა, სოფლად, მიწების დამუშავებაში დაგვეხმარებოდა. ახლა გვეუბნებიან, ღარიბები იმიტომ ხართ, რომ თავში ტვინი არა გაქვთო. ამას ვაპატიებთ?
- სააკაშვილის პატიება როგორ მოახერხეთ?
- სააკაშვილს ნუ აპატიებენ მდიდარი ბიზნესმენები, რომელთაც ქონება წაართვა, შევარდნაძის მექრთამე ჩინოვნიკები, რომლებიც ციხეში გამოკეტა, კრიმინალები, რომლებსაც ციხეებში ცემით სულს ხდიდნენ. უპატივცემულობა რატომ უნდა მქონდეს სააკაშვილის მიმართ: შუქი არ მქონდა - მომცა, გაზი არ მქონდა - მომცა, წყალი არ მქონდა - მომცა, გზა დამიგო, ჩემს სოფელს ძროხისა და ქათმების ქურდებიც კი მოაშორა, მკვლელები და პედოფილები რომ არ შეიწყალა, ამაზე აღარაფერს ვამბობ. ქუჩაში მშვიდად დავდიოდი და იმის შიში არ მქონდა, რომ ვინმე გამძარცვავდა. ახლა შიშით გული მისკდება, ჩემი შვილიშვილები ბესელიასა და მარგველაშვილის გამოშვებულმა მკვლელებმა და მანიაკებმა არ იმსხვერპლონ. ზუსტადაც, დაბრუნდეს სააკაშვილის რეჟიმი და ყველა კრიმინალი მოშორდეს ქვეყანას. სულ არ მანაღვლებს, რომ "ნაციონალების" დროს ტელეფონები ისმინებოდა, სულაც არაფერი მქონდა საიდუმლო, ესმინათ, რამდენიც უნდოდათ. სააკაშვილის დროს მქონდა მშვიდი ცხოვრება და მდიდარი თუ არ ვიყავი, შიმშილით მაინც არ ვკვდებოდი. მაშინ დასეტყვილ ყურძენს 3 ლარად იბარებდნენ, ახლა 50 თეთრი დააფასეს. ჩემმა მეუღლემ ერთი კილო ყურძენიც კი არ ჩააბარა, გადავყრი და ამათ თავს არ გავამასხარავებინებო. ქვეყანაში მშენებლობები მიდიოდა, სიღნაღში, ყვარელში, თელავში მშენებლობის ბუმი იყო. მშრომელი კაცი სამუშაოს ყოველთვის შოულობდა. ივანიშვილი ამბობს, მიშა ჩემი ფულით აშენებდა ქვეყანასო. მე რა მენაღვლებოდა? ხომ აშენებდა?
- თუ ფინანსურად არ გიჭირდათ და არც რეჟიმი გიქმნიდათ დისკომფორტს, იტალიაში რატომ წახვედით?
- იტალიაში მე ხუთი წლის წინ წამოვედი. მშენებლობები, სადაც ჩემი მეუღლე იყო დასაქმებული, შეჩერდა, მიწის დამუშავება გართულდა, გაძვირდა, მოსავალს კი ფასი დაეკარგა. ჩემი შვილი სამარშრუტო ტაქსიზე მუშაობს, მაგრამ იმდენი არ რჩება, რომ ოჯახი გამოკვებოს. მიშას დროს დოლარი 1, 67 იყო, დღეს 2,74-ია. რას ეყოფა სამარშრუტო ტაქსიზე აღებული ფული, როდესაც სახელმწიფომ მანქანის ხარჯებიც მძღოლებს დააკისრა. მანქანა რომ ფუჭდება, იმ დღის გეგმაც უნდა ჩააბაროს და მანქანაც თავისი ხარჯით გააკეთოს. ეს ხომ ჩვეულებრივი მონობაა? დამიჯერეთ, სოფელი, სადაც მე ვცხოვრობდი, ახლა ქალებისა და ახალგაზრდებისგან თითქმის დაცლილია, ყველა გარბის, ვისაც გაქცევა შეუძლია. სოციალური ქსელების საშუალებით ისეთი ამბები ვრცელდება, გული ცუდად მიხდება, მცირეწლოვანი ბავშვები შიმშილობენ. რამდენიმე დღის წინ ვიდეო ვნახე, ოჯახი ცხოვრობდა სახლში, რომელსაც კარის ნაცვლად ფარდა ჰქონდა. ბავშვმა ხალხი რომ დაინახა, თვალები გაუნათდა, საჭმელი მომიტანეთო? ამ მშიერი ბავშვების ქვეყანაში დეპუტატები სასახლეებში რომ ცხოვრობენ, ღმერთის არ ეშინიათ? ახლა ამბობენ, ხალხს უნდა ჩავეხუტოთ, გული უნდა გავუთბოთო. რა ჯანდაბად მინდა მაგათი ჩახუტება. სამუშაო ადგილები შექმნან, სოფლის მეურნეობაზე იზრუნონ, მიწები დაგვამუშავებინონ, ჩვენს ნაშრომს ფასი დაადონ და მოგვაშორონ ბაზრიდან თურქული ნაგავი. მკვლელები და პედოფილები ციხეში შეაბრუნონ და მერე მივცემ ხმას.

დალი ცხომელიძე, თურქეთი, სტამბოლი:
- განათლებით ფილოლოგი ვარ. ძალიან მიყვარდა სკოლა, ბავშვები, ჩემი საქმე, მაგრამ აგერ ათი წელია უკვე, რაც თურქების ოჯახში მოსამსახურედ ვმუშაობ. ცუდი ხალხი არ არის, იმის საშუალებას მაძლევენ, რომ დროდადრო ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდე. ინტერნეტთან წვდომის საშუალებაც მაქვს. ასე რომ, კარგად ვიცი, დღეს საქართველოში რა ვითარებაცაა. სწორედ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არ მივეცი ხმა "ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს. ჩემთვის არჩევანი არ დამდგარა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის. ვაშაძისთვის მიცემული ხმით პროტესტი გამოვხატე. ახლა პერსონალურად ვაშაძესა და ზურაბიშვილზეც მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო: მე ორივე მათგანის მჯერა, როდესაც ისინი ერთმანეთს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ. ორივე დამაჯერებელია თავის ბრალდებებში. ჩემი თვალით დანახული რეალობა ასეთია: დღეს საქართველოში პირველობისთვის კვლავ რუსული ძალები იბრძვიან. იმედი მაქვს, ოდესმე მაინც ვიხილავ ჩემს ქვეყანაში ნამდვილად ევროპული იდეოლოგიის, ქართული სულის პოლიტიკურ ლიდერს.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
თბილისის ავტობუსის მძღოლი ქალის ცხოვრება
ჩემს ტანსაცმელს, დაახლოებით, 25-45 წლის ასაკის ქალბატონები იცვამენ
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი