უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
font-large font-small
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თვალით დანახული რეალობა
"ეს არის ჩემი ცხოვრება, პატიოსანი ადამიანი ვარ"

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ "ნაციონალების" მიერ ჩადენილი "საგმირო" საქმეების შემდეგ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მათ მიმართ სიმპათია შემორჩებოდა", - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი. ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგსა და დღეს შექმნილ დაძაბულ ვითარებაში ნაწილობრივ "ქართული ოცნების" ბრალსაც ხედავს... ირწმუნება, რომ შეცდომები მის გუნდში უკვე განხილული და გაანალიზებულია. იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ვითარება "ქართული ოცნების" სასარგებლოდ რადიკალურად შეიცვლება. საინტერესოა, კონკრეტულად რას მიიჩნევს "ქართული ოცნების" შეცდომად უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და რა აძლევს არსებული რეალობის რადიკალურად შეცვლის იმედს. ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან თემებზე სესიაშვილი თავად გვესაუბრება.


- როგორც ჩანს, მოსახლეობას სათანადოდ ვერ ავუხსენით, რა საფრთხე შეიძლება წარმოიქმნას, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში რაიმე ფორმით იქნება წარმოდგენილი. გავიაზრეთ ისიც, რომ საარჩევნო კამპანიის დროს "ქართული ოცნების" ზოგიერთი შტაბი ადეკვატურად არ მუშაობდა. ამ მიმართულებით აუცილებლად გამოვასწორებთ ვითარებას. ვცდილობთ გავერკვეთ, ყველაზე მეტად რა აწუხებს საზოგადოებას და ამაზე მოვახდინოთ სისტემური რეაგირება. ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ სიტუაციას რადიკალურად შემოვატრიალებთ და მეორე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ვფიქრობ, დღეს საზოგადოება უფრო ადეკვატურად აფასებს ვითარებას, ვიდრე პირველი ტურის წინ აფასებდა. იმედი მაქვს, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, თუ რა საფრთხესთან გვაქვს საქმე "ნაციონალების" სახით.
- როგორ გგონიათ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სიღატაკის ზღვარზეა, "ნაციონალების" მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები ადარდებს?
- ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი დღეს არ შექმნილა, ჩვენს ხელისუფლებას ეს მემკვიდრეობით ერგო. მეტსაც გეტყვით, ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რამდენიმე ათასეულმა კაცმა სამუშაო იშოვა. მოიმატა პედაგოგების, ჯარისკაცებისა და რიგითი საჯარო მოხელეების ხელფასებმა.
GzaPress- თუმცა ჯერ კიდევ ძალიან დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა ხელფასი მხოლოდ 300 ლარს, ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო მცირე თანხას შეადგენს.
- მარტო ხელფასი ხომ არ არის? ჩვენ ვცხოვრობდით ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა თუ შეექმნებოდა, მისთვის ერთადერთი გამოსავალი სახლის გაყიდვა იყო. ხელფასი შესაძლოა 1.000 ლარიც გქონდეს, მაგრამ 35.000-ლარიან ოპერაციას ვერ გაიკეთებ, თუ სახელმწიფო არ დაგეხმარა. დღეს ჯანდაცვის მიმართულებით ისეთი პროექტები განხორციელდა, რომ ადამიანს ავადობის აღარ ეშინია. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ რამდენიმე ათასეული ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. 16.000 დევნილს, 1.600 ჯარისკაცს ბინა გადავეცით, გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს ათასლარიანი ყოველთვიური კომპენსაცია დავუნიშნეთ, პენსია შეძლებისდაგვარად გავზარდეთ. სოციალურად დაუცველებს სხვადასხვა შეღავათი მივეცით, ახლახან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კიდევ 50 ლარი გამოვყავით. გახსოვთ, მშობლებს შვილები ბაღში რომ ვერ მიჰყავდათ? ჩვენ ბაღები უფასო გავხადეთ და მშობლებს მუშაობის შესაძლებლობა მივეცით. არ შემიძლია არ აღვნიშნო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამები. "ნაციონალების" დროს ამ დარგში სრული კატასტროფა იყო. ჩვენ მათ მიერ დატოვებული ბიუჯეტი ათჯერ გავზარდეთ. "ქართული ოცნების" მიერ ხვნა-თესვის პროგრამებმა გლეხი მიწას დაუბრუნა, მიწის დამუშავება მომგებიანი გახდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს პროდუქტი რეალიზაციის გარეშე არ დარჩენილა. მხოლოდ კახეთმა 285 მილიონი ლარი მიიღო ყურძენის ჩაბარებისთვის, ატამზე, თხილსა და სხვა პროდუქტზე აღარაფერს ვამბობ. ვერ ნახავთ გლეხს, რომელსაც ამ მხრივ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. რაც შეეხება ლარის კურსს, მესმის, რომ მოსახლეობას ეს თემა ძალიან აწუხებს, მაგრამ მოდი, ჩვენ გარშემო არსებულ რეალობას გადავხედოთ. ეროვნული ვალუტა თურქეთში ოთხჯერ გაუფასურდა, რუსეთში ორჯერ, აზერბაიჯანში სამჯერ. ეს სამი სახელმწიფოა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენ მათთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც მათზე უკეთესი გვაქვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად მუშაობს.
- თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით იმ დაპირებით, რომ სააკაშვილს ჯიბიდან ამოაცლიდით საწვავიდან მოპარულ ლარს და ხალხს დაუბრუნებდით, გააიაფებდით კომუნალურ გადასახადებს...
- "ნაციონალები" ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ექსპერტებს, ხალხს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ, თუ რა ჯდება დღეს ელექტროენერგია, გაზი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ტარიფი გვაქვს. თქვენ იცით, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო დროს ძალიან გაიზარდა, ჩვენ საკმარისი რესურსი არ გვაქვს და ყიდვა გვიწევს, რაც ბუნებრივია, ტარიფს აძვირებს. რაც შეეხება გაზს, ყველაზე იაფად ვყიდულობთ მეზობელი ქვეყნისგან და ზამთრისთვის რეზერვის შექმნასაც ვცდილობთ.
- "ნაციონალების" მმართველობის დროს ხშირად საუბრობდით შერჩევით სამართალზე. დღეს არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებთ?
- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა გაზრდილია. ცალკეულ გახმაურებულ საქმეებზე არის რაღაც გაუგებრობები, თორემ რიგით მოქალაქეებს თუ დაელაპარაკებით, ყველა დაგიდასტურებთ, რომ სასამართლო მართლაც ადეკვატურია.
- რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფარცხალაძეს 5.000-ლარიანი გირაო შეეფარდა?
- ჩემთვის ფარცხალაძე რიგითი მოქალაქეა, ამიტომ მის საქმეში კარგად გარკვეული არ ვარ. თუ მან რაიმე დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაც მოუწევს. როგორც ვიცი, მისი საქმის გამოსაძიებლად უცხოელი სპეციალისტები მოიწვიეს სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში ეჭვები არ გაჩენილიყო.
- რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ შვილმოკლულ მამებს მერიამ აქციის ადგილმდებარეობის შეცვლა მოსთხოვა, მოტივად კი რუსთაველის გამზირზე საახალწლო სამუშაოების დაწყება დაასახელა.
- არა მგონია, ასეთი მიდგომა სწორი იყოს შვილმკვდარი ადამიანების მიმართ. ვინც ცდილობს, სიტუაცია ასე წარმოადგინოს - სარალიძე თუ ნაძვის ხე, არაკეთილსინდისიერია. ხელისუფლებას საკითხი ასე არ დაუყენებია. ხელისუფლება ზრუნავს ამ ადამიანების უსაფრთხოებაზე.
- ცნობილია, რომ "ქართულ ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გახლდათ. თქვენი პოზიცია როგორი იყო?
- მე მისი მხარდამჭერი ვიყავი და ვარ.
- რას იტყვით იმის შესახებ, რომ თქვენი მხარდაჭერილი კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე გამუდმებით სკანდალებში ეხვევა?
- რას ვიზამთ, ასეთი ოპონენტები გვყავს. "ნაციონალების" პოლიტიკური იდეოლოგია საკუთარი კარგი საქმეების წარმოჩენა კი არა, ოპონენტის იმიჯის გაფუჭების ხარჯზე დივიდენდების მიიღებაა. "ნაციონალებმა" სალომეს ხარჯზე უბინძურესი კამპანია ააგეს.
- მაინც რა აუცილებლობას წარმოადგენდა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე განცხადებების გაკეთება?
- მთავარია, საზოგადოება როგორ აღიქვამს ამ ამბავს. ჩვენ ვთქვით და კონკრეტული დოკუმენტებიც არსებობს, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაში, რასაც მხარი დაუჭირა მაშინდელმა "ნაციონალურმა მოძრაობამ", სიტყვასიტყვით წერია ის, რაც სალომემ თქვა. თუმცა, სალომეს ნათქვამი არაფერს ცვლის, ევროსაბჭოს რეზოლუციაში დაფიქსირებული ფაქტი კი ნამდვილად არის დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა, თავსატეხი გახდეს ჩვენთვის. და საერთოდაც, სალომეს განცხადებები ახლოსაც ვერ მოვა იმ მავნებლურ ქმედებებთან, რაც "ნაციონალებმა" ჩაიდინეს. ბოლოს და ბოლოს, ის მძიმე ვითარება, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, "ნაციონალების" პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. ფაქტია, რომ სააკაშვილმა, მიზანმიმართულად თუ შეცდომების შედეგად, პუტინის წისქვილზე დაასხა წყალი.
- "ქართული ოცნება" რას აკეთებს დღეს, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად?
- ეს მძიმე პროცესი 2008 წლიდან დაიწყო და სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება. მხოლოდ საქართველო კი არა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს ამ პროცესის შეჩერებას. რიგ შემთხვევაში ვახერხებთ, რიგ შემთხვევაში - ვერა. რა ქნას ერთმა პატარა საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ამხელა უკრაინა, ევროპა და ამერიკა ვერაფერს გახდა? ადეკვატურები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ რუსეთი მსოფლიოს პრობლემაა.
- ანუ არსებულ რეალობას უნდა შევეგუოთ?
- არა, საქართველომ უნდა გააგრძელოს წინსვლა, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები, ეკონომიკა და გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ეს იქნება ერთადერთი და პირდაპირი გზა დეოკუპაციისა.
- ცოტა ხნის წინ, გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ, რომელიც 2008 წელს საარტილერიო ბრიგადას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ არ უნდა ისეთი მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში დაადანაშაულებს. მისი პოზიცია მოგვიანებით არაერთმა მებრძოლმა გაიზიარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?
- სამხედრო უნდა იაზრებდეს, რომ ნებისმიერი მისი სიტყვა განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა. კაცი, რომელიც გენშტაბის ხელმძღვანელი იყო, სამხედრო ფორმას იცვამს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ამან შესაძლოა, მთლიანად დაანგრიოს სამხედრო სამოქალაქო ცხოვრების პრინციპები. სამხედროს მთავარი პრინციპი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაა. მართალია, ის აღარ არის სამხედრო, მაგრამ ფორმით ადამიანების ერთ ნაწილზე ზემოქმედება მაინც მოახდინა. ზოგს შესაძლოა, 90-იანი წლებიც კი გაახსენდა, როდესაც "მხედრიონი" და გვარდია სამხედრო ფორმით პოლიტიკურ საკითხებს წყვეტდნენ. ადამიანს ელემენტარულად, შეგნება უნდა ჰქონდეს. თუ ვინმეს პოლიტიკაში წასვლა უნდა, გაიხადოს ფორმა და ისე ილაპარაკოს, რაც უნდა.
- დაბოლოს, ბატონო ირაკლი, საზოგადოების ერთი ნაწილის აგრესია გამოიწვია თქვენმა მდიდრულმა სამსართულიანმა სახლმა. თქვენ გადაწყვიტეთ, საჯაროდ დაგესაბუთებინათ შემოსავლების კანონიერება და საზოგადოება არაკორუმპირებულობაში დაგერწმუნებინათ. როგორ ფიქრობთ, დაგიჯერათ ხალხმა?
- მე ყველაფერს კანონიერი გზით, გამჭვირვალედ ვაკეთებ, სხვაგვარად არც შეიძლება. ეს არის ჩემი ცხოვრება, პატიოსანი ადამიანი ვარ. "ნაციონალებს" ტალახის სროლა კარგად ეხერხებათ. გესვრიან ტალახს და გაიქცევიან, საზოგადოებაში შენზე ცუდ აზრს შექმნიან, მერე უნდა ამტკიცო, რომ პატიოსანი ხარ. ან გამოგივა, ან არა.
- იმ ადამიანებს თუ დახმარებიხართ, ვისაც საკუთარ ჭერქვეშ ღამის გათევის საშუალება არა აქვთ?
- ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს ყველა ის ადამიანი, ვისაც დავხმარებივარ. მათზე საჯაროდ საუბარი მართებულად არ მიმაჩნია.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა არის მეუფე იაკობის გაწიწმატების მიზეზი და რისი სიმბოლოა მეუფე პეტრე
ბევრ ბიჭს სწყდება გული, გოგონები რომ ვუგებთ
უფლებადამცველი, რომელმაც თავისი ადგილი იპოვა
"ეს მუზეუმი ჩვენ გვჭირდება, ეს სჭირდება გუდამაყრის ხეობას"
"ჩემთან მოსული ბევრი ბავშვი ჭარბი მედიკამენტებით არის ნამკურნალები"
ჰააგას ეკლესიის ზარებმა გია ყანჩელის მუსიკა დაუკრეს
მშობლიურ თიანეთზე უზომოდ შეყვარებული ბესიკ ხარანაული
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1413 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი