ქართველი გოგონა, რომელიც ISIS-ს წევრს სირიაში გაჰყვა
font-large font-small
ქართველი გოგონა, რომელიც ISIS-ს წევრს სირიაში გაჰყვა
სირიასა და ერაყში დაწყებულმა ომებმა ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა... რუსეთში მცხოვრები ქართველი გოგონა არ არის ერთადერთი, რომელმაც ის ჯოჯოხეთი გამოიარა და ჯერ დაბომბვებს, შემდეგ კი ტერორისტებს სასწაულებრივად გადაურჩა... თუმცა, ომის სტრესისგან ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა. 27 წლის სოფო, მშობლებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა და სწავლობდა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე, დაღესტნელი სტუდენტი გაიცნო და მაშინ დაიწყო მისი პრობლემებიც...


- ნარგილი საერთო მეგობრების დახმარებით გავიცანი და თავისი მამაკაცური თვისებებით, მზრუნველობით, ყურადღებითა და სიმშვიდით მალე შემაყვარა თავი... ერთხელ მითხრა, - ჩვენ სხვადასხვა რელიგიურ აღმსარებლობას მივეკუთვნებით, ოჯახის წევრები ქრისტიან ქალს ცოლად არ მომაყვანინებენო... ჩემი მშობლებიც გაგიჟდებოდნენ, როცა მასზე გაიგებდნენ, მაგრამ რა მექნა, მხოლოდ ის მიყვარდა და ცოლად სხვას ვერასდროს გავყვებოდი...
- რა გამოსავალი იპოვეთ?
- მე თვითონ შევთავაზე, - ისლამს მივიღებ-მეთქი... გაუხარდა, თან დამამშვიდა, - ღმერთი ყველას ერთი გვყავსო... მოკლედ, შევუღლდით. ორივეს ოჯახის წევრები უკმაყოფილოები იყვნენ ამით, მაგრამ შემდეგ შეეგუვნენ... ვიდრე მოსკოვში ვცხოვრობდით, ბედნიერები ვიყავით, თუმცა, როგორც კი მის სახლში წავედით, ყველაფერი შეიცვალა... ნარგილი მახაჩყალიდან საკმაოდ დაშორებულ სოფელ ხუმში, მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობდა. უფრო სწორად, ერთ დიდ სახლში რამდენიმე ძმა, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მათ შორის იყო ნარგილის მამაც... ჩემი ქმარი მათთან ერთად ძალიან თავდაჭერილი, უფრო სწორად, ჩაკეტილიც კი იყო, ერთმანეთს მხოლოდ ღამე ვესაუბრებოდით... თავიდან ყველას რუსი ვეგონე და ვერ მიტანდნენ, რუსები არ უყვართ, - ყველანაირი უბედურება მათგან გვჭირსო... შემდეგ ავუხსენი, - ქართველი ვარ, უბრალოდ რუსეთში ვცხოვრობ-მეთქი. უფრო გაიხსნენ, - ისეთი კარგი ქვეყნიდან ყოფილხარ, აქ რა გინდოდაო... ნარგილი ღამე, როდესაც ჩვენს ოთახში მარტო დავრჩებოდით, პატიებას მთხოვდა. კიდევ ცოტა მოითმინე, ასე სწრაფად წასვლა არ შეიძლება, მერე კი ისევ მოსკოვში დავბრუნდებითო... მათ არ შეუძლიათ საზოგადოებაში ცოლის მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატონ, ეს კაცის სისუსტედ ითვლება... როცა დავფეხმძიმდი, ანგარიში გამიწიეს და მოსკოვში დაგეგმილზე ადრე წამოვედით... გზაში ნარგილმა ჩამაწვეთა, რომ ძალიან მალე საოცრად კარგ, მშვიდ, მდიდარ და სამართლიან სახელმწიფოში ვიცხოვრებდით...
GzaPress- მიხვდით, რასაც გეუბნებოდათ?
- არა, თავიდან ვერ მივხვდი, შემდეგ, როდესაც ჩვენს ბინაში ვიღაც ერთნაირად ჩაცმული და მოშვებულწვერიანი ბიჭები შევნიშნე, ეჭვი გამიჩნდა. ისინი ჩემთვის უცნობ ენაზე საუბრობდნენ. ჩემი ქმარი ღამღამობით არაბულს სწავლობდა, მათთან რომ ესაუბრა... თურმე დაღესტანში წასვლამდე გადაუბირებიათ. წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. ერთხელ მომახარა, იმ ქვეყანაში უნდა წავიდეთ, რომელზეც ადრე გითხარიო - ოცნებებში იყო წასული... 7 თვისაც არ იყო ჩემი ბიჭი, როცა მოსკოვიდან თურქეთში გადავფრინდით, იქიდან კი სირიაში ჩავედით... აქ დაიწყო ჩემი ტანჯვა... ვიდრე იმ კონკრეტულ ადგილამდე მივიდოდით, სადაც ჩემს ქმარს ფიცი უნდა მიეღო და შემდეგ IშIშ-ის რიგებში ჩაწერილიყო, რამდენიმე კვირა რაღაც ფარდულში, სხვებთან ერთად გავატარეთ... ყველა ეროვნების ხალხი იყო იქ: ტაჯიკები, უზბეკები, ჩეჩნები, ინგუშები, ევროპელები. ქალები, კაცები, ბავშვიანები. მათში ჩემი შვილი ყველაზე პატარა იყო და მისი საცოდაობით გული მეწვოდა. არ მქონდა ნორმალური ჩასაცმელი, საკვები, საწოლი, სადაც ბავშვს დავაძინებდი... ბავშვი ბუნებრივი კვებაზე მყავდა და პურის გარდა არაფერს ვჭამდი, რომ უნებურად რამე არ დამეშავებინა მისთვის... მაინც სულ ტიროდა, ჭირვეულობდა... თავბედს ვიწყევლიდი. ნარგილი ცდილობდა, დავემშვიდებინე. მეხვეწებოდა, ცოტაც მოითმინეო... თუმცა ვხედავდი, გარშემო რაც ხდებოდა და დედობრივი ინტუიციაც მკარნახობდა, რომ წინ უარესი გველოდა. პატიებას ვთხოვდი ჩემს პაწაწუნას, რომელიც დაოსებამდე ტიროდა და შემდეგ, ძლივს მიძინებული, საცოდავად სლუკუნებდა...
- უკან დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
- ვეხვეწებოდი ქმარს, მაგრამ პასპორტები უკვე ჩამომართვეს და შანსი არ არისო, - მეუბნებოდა.
- იქ როგორი სიტუაცია დაგხვდათ?
- ქალაქ ჯერაბლუსში ვიყავით, რომელსაც მაშინ ISIS-ის წევრები აკონტროლებდნენ. ამჯერად ფარდულში კი არა, რაღაც შენობაში ვიყავით, სასტუმროს წააგავდა, ოღონდ გაძარცული იყო... რაც მთავარია, ოთახი ცალკე გვქონდა. ნარგილი ცხოვრების გასაგრძელებლად ემზადებოდა, ამისთვის კი ბრძოლა იყო საჭირო, ანუ იმათ, ვინც იბრძოდა, ავანსის სახით 100 დოლარს უხდიდნენ - თავიდან ასე იყო, შემდეგ ნაკლებსაც აძლევდნენ... ერთად ამზადებდნენ საკვებს, რომლის მირთმევამდე მორალურად ვემზადებოდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, არ მოვეწამლე... ყოველ დილა-საღამოს უფალს, ჩემს ღმერთს, იესოს ვთხოვდი, ჩემი ქმარი ცოცხალი დაბრუნებულიყო და როგორმე იქიდან გაგვეღწია...
- მეუღლე რას გეუბნებოდათ?
- ისედაც არ იყო დიდად მოლაპარაკე და საერთოდ დამუნჯდა. მთხოვდა, რამე თუ მომივა, ჩემზე არ გაბრაზდე, მაპატიეო... ნანობდა, თუმცა არ აღიარებდა. ღამე ვერ იძინებდა: ხან იარაღს წმენდდა, ხან ლოცულობდა... მერე ისევ საომრად მიდიოდა. შორიდან დაბომბვის ხმა მოდიოდა და სტრესისგან იმდენად ვიყავი ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი, რომ ასე მეგონა, ეს ყველაფერი სიზმარი იყო. ერთხელაც ბავშვი ავად გამიხდა და ნერვებმა მიმტყუნა. ექიმი ჰყავდათ, მაგრამ მედიკამენტი არ იყო, მე კი რაც მქონდა წაღებული, ყველაფერი დამიმთავრდა, დავარიგე... სიმწრისგან დამავიწყდა ყველაფერი, ჩადრი, ტრადიციები, ISIS-ს ლიდერების უკუღმართი კანონები და ჩვენთვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობიდან, ბავშვთან ერთად, გარეთ გიჟივით გავვარდი. ვიცოდი, ახლოს სამედიცინო პუნქტი იყო, სადაც დაჭრილები ჰყავდათ. არადა, მათი წესების თანახმად, იქ არ შეიძლება ქალი ქუჩაში მამაკაცის გარეშე გავიდეს, პატარა ბიჭი მაინც უნდა ახლდეს თან, თორემ არც მეტი, არც ნაკლები, თავს მოაჭრიან... ეზოში ერთი ინგუში ბიჭი შემომხვდა, წინ გადამიდგა და კედელს მიმანარცხა, - გამოფხიზლდი! თუ ხვდები, რომ სიკვდილზე მიდიხარო?! როდესაც საიდანღაც მოტანილი შარფი მომახვია, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რას გადავურჩი.
- თქვენი იქ ყოფნისას ვინმე დაუსჯიათ?
- გავიგე ვიღაც ბიჭს ქურდობისთვის ხელი მოაჭრეს, ცოლ-ქმარს კი გაქცევის მცდელობისთვის, თავი მოჰკვეთეს...
- სკოლა ან რამე მსგავსი დაწესებულება, ან ცენტრი იყო?
- განათლება მათთვის პრიორიტეტული არ არის. რაღაც შენობა მეჩეთად იყო გადაკეთებული და ყოველ დილით იქ უნდა ვყოფილიყავით, ეს აუცილებლობა იყო... აშკარა გახლდათ, ჩემი ქმარი იტანჯებოდა, ფეხზე ძლივს იდგა, გახდა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, ვერ ჭამდა და ვერ იძინებდა... რამდენჯერ გამღვიძებია შეშინებულს - საწოლის თავთან დადგებოდა და გიჟივით გვაშტერდებოდა. ერთხელ მითხრა, - უფალმა თქვენი სახით საჩუქარი მომცა, მე კი ვერ შევირგეო...
ერთხელ მითხრეს, - როდესაც მეომარი ბრძოლაში იღუპება, მის ცოლს სხვაზე ათხოვებენო. ერთ კვირას აძლევდნენ მოსაფიქრებლად, რამდენიმე მეომრიდან უნდა ამოერჩია... ამის გაგების შემდეგ, დღე და ღამე ვლოცულობდი. სასოწარკვეთილებაში მყოფს, უფლის გარდა არავის იმედი არ მქონდა... ბავშვზე ვდარდობდი, თორემ გადაწყვეტილი მქონდა, თუ ნარგილს რამე მოუვიდოდა, იმ გარემოში თავს არ ვიცოცხლებდი. შვილი თან იმ ჯოჯოხეთისთვის მაძლებინებდა, თან გული მიკვდებოდა, რომ ბავშვობა წავართვი და იმ ჯოჯოხეთში მყავდა...
- დედ-მამამ იცოდა, სადაც იყავით?
- დიახ, მათ თურქეთიდან მივწერე ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ და შემდეგ გავიგე, რომ მამა ძლივს გადაურჩა სიკვდილს... ერთ დღესაც ეზოში რამდენიმე დაფლეთილ-დასისხლიანებული ცხედრები მოასვენეს, სულ 27 იყო. ქალები ჩამოვიდნენო, - ანუ ქმრები უნდა ამოეცნოთ. მე არ ჩავედი, მაგრამ დამიძახეს. არ მახსოვს, იქამდე როგორ მივედი - ის ერთი, რომელიც ვერავინ იცნო, ნარგილი გახლდათ. მხოლოდ ის შევნიშნე, რომ ხელისგული გაგლეჯილი ჰქონდა, თითებით ვიცანი... გულის ჯიბეში ჩვენი საერთო ფოტო ედო, სისხლით დასვრილი. კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ მიმტყუნა ნერვებმა და ყოველგვარი თავშეკავების გარეშე, ისტერიკულად, ქართულად, ემოციურად გამოვიტირე ჩემი გაუხარელი სიყვარული და ცხოვრება. ისევ იმ ინგუშმა გადამარჩინა - თითქმის გონებადაკარგული კიბემდე ამიყვანა, იქ კი ჩემი პატარა, ფერმკრთალი, ძველმანებში ჩაცმული შვილი იჯდა და საცოდავი თვალებით მიყურებდა... სიმწრისგან თითები დავიკბინე... "თემმა" იმავე ღამეს დაიწყო მსჯელობა, რომ "პატრონი" მოეძებნა ჩემთვის. ვთხოვე, დრო მომეცით მოსაფიქრებლად-მეთქი.
- რას აპირებდით?
- გაქცევას, ყველაფრის ფასად... ჩემდა ბედად, დაბომბვები სულ უფრო ახლოვდებოდა და მეთაურობა მთლიანად ამაზე იყო მობილიზებული. იმ ინგუშს, რომლის მხოლოდ სახელი ვიცი, როგორღაც დავუკავშირდი და ვუთხარი, - რამდენსაც მეტყვი, გადაგიხდი, ოღონდ აქედან გამიყვანე-მეთქი... ვიღაც უზბეკს იცნობდა, რომელსაც საომრად მომავალი მოხალისეები სატვირთო მანქანით მოჰყავდა თურქეთ-სირიის საზღვრიდან. ჩვენ შეუმჩნევლად უნდა გავყოლოდით და ამაში 5 ათას დოლარს ითხოვდა, 4 ათასი უზბეკს უნდაო... ეს იყო უდიდესი რისკი - თუ გვიპოვიდნენ, ყველას სიკვდილით დაგვსჯიდნენ... ყოველი შემთხვევისთვის, ბავშვს აბა დავალევინე და დავაძინე. რამდენიმე საათის განმავლობაში, მასთან ერთად მანქანაში ნახევრად ცოცხალ-მკვდარი ვიჯექი. როდესაც თურქეთის ტერიტორიაზე გადმოვედით, თითქოს ყველაფერი ერთად მომაწვა, შეშლილივით ავტირდი. ინგუში ჩუმად იჯდა. ცოტა ხანში მშობლებს დავურეკე. დედ-მამა სტამბოლის აეროპორტში სასწრაფოდ მოვიდა და მამამ ინგუშის ვალი გაისტუმრა...
თვეების განმავლობაში ვერ მოვედი გონს, მხოლოდ ვჭამდი და მეძინა, ბავშვი კი დედას ჰყავდა. ქმრის გამო გული მიკვდებოდა, მაგრამ მაინც უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ მე და ჩემი შვილი გადავრჩით...
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შარშან დაქორწინდნენ, უამრავი ოცნება, გეგმა ჰქონდათ
საპყრობილეში ყოფნისას ადამიანი წუთებს და წამებსაც კი ითვლის
თარაშ მუკბანიანის ოჯახის პასუხი სალომე ზურაბიშვილს
მივხვდი, რას ნიშნავს, სუნთქვა რომ გეკვრის ადამიანს
ძველი ლიდერების დასამარებისა და ახალი ლიდერების გამოჩენის დრო დგება
არავის ვამტყუნებ, ჩემი შვილის დიაგნოზის დადგენა ძალიან ძნელი იყო...
გახსოვდეს, რომ მსოფლიომდე გზა სწორედ პატარა სოფელზე გადის...
"ასეთი შეკითხვაც კი გაჩნდა: ღმერთმა თუ ასეთი შვილი გაჩუქა, რატომ ჩაერიე, რატომ დაუბრუნე მას სმენა?"
"პრესტიჟული სახლები ძირითადად ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი