სამხედრო მფრინავი
font-large font-small
სამხედრო მფრინავი
ქალის გზა ხმელეთიდან ცამდე

ეს არის საქმე, რომელსაც შეცდომებზე ვერ ისწავლი. მას სიზუსტე და მკაცრი გონება სჭირდება, რომელიც ყველა დეტალს წინასწარ ამოწმებს და აკონტროლებს... წლების წინ მიიჩნევდნენ, რომ ავიაცია ქალის საქმე არ იყო, თუმცა, შემდეგ როგორც საქართველოში, ასევე სხვა, თუნდაც მილიტარისტულ ქვეყნებში მფრინავის კომბინეზონში გამოწყობილმა მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა დიდი მოთმინებითა და სიჯიუტით არაერთხელ დაუმტკიცეს ყველას, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია...


დღეს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციაში პილოტი ქალი არავის უკვირს, თუმცა წლების წინ ავიაციაში ქალის ხილვა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ქალებმა, რომლებმაც შესაბამისი ლიცენზია აიღეს, მსოფლიოს შემოუფრინეს და არაერთ საბრძოლო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა, პილოტის კაბინაში მოსახვედრად ძალზე რთული გზა განვლეს...
პირველი ქალი, რომელმაც თვითმფრინავი მართა, ფრანგი ტერეზა პელტიერი იყო. 1908 წელს ტერეზა მფრინავის ლიცენზიის გარეშე გაფრინდა. გაფრენამდე ორი წლით ადრე ტერეზა პირველი ქალი-მგზავრიც გახდა.
ლიცენზირებულ სამხედრო მფრინავს, თამარ შიოშვილს ორმაგად გაუმართლა, - დაბრკოლება ოჯახიდანაც კი არ ჰქონია. ის თამამად გაჰყვა ბაბუისა და მამის გზას.

GzaPressთამარ შიოშვილი, საავიაციო სკოლის უფროსი მფრინავი, კაპიტანი:
- ყველა ბავშვის ოცნებაა იფრინოს და მეც მქონდა ასეთი ოცნება... საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი, მფრინავი უნდა გამოვიდე-მეთქი, ასე არ დამიგეგმავს... გავიგე, მფრინავებს არჩევდნენ და ვიფიქრე, ვცდი-მეთქი... თან ფრენა ჩემთვის უცხო არ იყო, ბაბუა სამხედრო მფრინავი იყო, მამა - პარაშუტისტი. ბაბუას არ მოვსწრებივარ. მე რომ დავიბადე, ის უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მისი ფოტოები, მასზე მოყოლილი ამბები მუდამ ჩემ გარშემო ტრიალებდა.

- ფრენაზე უფრო ბიჭები ოცნებობენ...
- იცით, ჩვენს ოჯახში ასე დაყოფილი პროფესიები და საქმე არასდროს ყოფილა. ეს ქალის ან მამაკაცის საქმეაო, არასდროს უთქვამთ. ყოველთვის გვეუბნებოდნენ, - თუ მოინდომებ, ბევრს ისწავლი და შენს თავზე იმუშავებ, ყველაფერი გამოგივაო... ვცდილობ, ჩემი შვილებიც ასე გავზარდო და შთავაგონო, რომ ყველაფერს მიაღწევენ, თუ მოინდომებენ და ბევრს იმუშავებენ.

- რა სახის სწავლება გაიარეთ?
- პირველად საფრენოსნო მომზადება გავიარეთ ნატახტრის აეროდრომზე, შემდეგ თეორიული სწავლების, მფრინავის მომზადების კურსებისთვის უკრაინაში ვიყავით წასული. მერე საპარაშუტო და საოფიცრო კურსები... გავხდი ოფიცერი და ინგლისურიც ვისწავლე.

- საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთადერთი ლიცენზირებული სამხედრო მფრინავი ქალი ხართ, ხომ?
- ასე გამოვიდა, მე დავრჩი მხოლოდ, ისე, სამნი ვიყავით, - ნინო კეკელიშვილი, ეკატერინე ქვლივიძე და მე... მერე მათ თავი დაანებეს.

- პირველი ფრენა ალბათ დაგამახსოვრდათ...
- პირველი გაფრენის ემოციას არაფერი შეედრება, საოცარი ადრენალინია. ეს ხომ მანქანა არ არის, რომ თუ არ გამოგივა, გადააყენო და ხელახლა სცადო... რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავსა და სხვებსაც უმტკიცებ, რომ ის, რისკენაც მიისწრაფოდი, ისწავლე და დამოუკიდებლად შეგიძლია ფრენა...

- რა დისტანციაზე იფრინეთ?
- სტანდარტულად, ყველა აეროდრომის თავზე 500 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავს... პირველი ფრენისას კონკრეტულ მარშრუტს აკეთებ და მერე ჯდები ანუ ტრიუკების გაკეთება არ გიწევს, თუმცა, შემდეგ ეტაპობრივად იწყება მარტივი და რთული პილოტაჟები, რასაც ჯერ ინსტრუქტორთან ერთად, შემდეგ კი დამოუკიდებლად აკეთებ...

- რა სირთულეები ახლავს თქვენს პროფესიას?
- მფრინავის პროფესია სიზუსტეს, ძალიან დიდ დაკვირვებასა და ცოდნას მოითხოვს. ზედმიწევნით უნდა იცოდე ის ტექნიკა, რაზეც მუშაობ. მიწაზე რაც 10 ქულაზე იცი, ჰაერში შესაძლოა, 5-6-ზე იცოდე. ფრენამდე აუცილებლად უნდა გაიარო წინასაფრენოსნო მომზადება და სამედიცინო კომისია, დაიცვა წინასაფრენოსნო მომზადება, ფრენისა და უსაფრთხოების წესები, დადგენილი მარშრუტი. უნდა აკონტროლო სიჩქარე... ყველა ტიპის და მოდელის თვითმფრინავს აქვს თავისი უსაფრთხოების წესები, რომელიც უნდა დაიცვა, გაითვალისწინო მეტეოროლოგიური პირობები, აკონტროლო თვითმფრინავის პარამეტრები. ეს არის საქმე, რომლის შეცდომებზეც ვერ ისწავლის ადამიანი, ნებისმიერი დეტალი წინასწარი უნდა გათვალო და შემდეგაც მუდმივად აკონტროლო. სწორედ ამით არის გამორჩეული სხვა პროფესიებისგან.

- რამდენი წელია, რაც დაფრინავთ?
- 2007 წლიდან დავფრინავ და მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ეს არჩევანი გავაკეთე, რადგან ეს არის საქმე, რომელიც ბავშვობიდან მიტაცებდა და ბავშვობის ოცნებების ახდენის ბედნიერება ყველას არა აქვს.
GzaPress- რომელიმე რთულ პილოტაჟს ხომ არ გაიხსენებთ?
- გააჩნია, რა ტიპის თვითმფრინავით დაფრინავ, ყველა საფრენ აპარატს თავისი ფუნქციები და შესაძლებლობები აქვს. თავდაპირველად, დაფრინავ წრეზე, მარტივ პილოტაჟს ასრულებ, ამის მერე უფრო ართულებ და შემდეგ უკვე მანევრირებაზე გადადიხარ. ყველა მათგანი თავისი მახასიათებლებითა და თავისებურებებით გამოირჩევა. კონკრეტული და გამორჩეული პილოტაჟის ფიგურა არა მაქვს, რომელზეც ვიტყოდი, რომ გამორჩეულია, თუმცა, ძალიან მიყვარს ე.წ. კასრი... რთული პილოტაჟია, მაგრამ ძალიან საინტერესო, როგორც შესასრულებლად, ასევე საყურებლად...
- ალბათ ფრენის სიმაღლის გაზრდა ეტაპობრივად ხდება.
- ყველა მფრინავი კონკრეტულ დავალებას კონკრეტულ სიმაღლეზე ასრულებს. გააჩნია, თვითმფრინავსაც. ყველაზე მაღალ დისტანციაზე - 5 ათას მეტრზეც მიფრენია...
- მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- თავადაც მფრინავია. ერთად გავხდით მფრინავები და შესაბამისად, არანაირი შეზღუდვა არ მქონია. ჩვენი შვილები ჯერ პატარები არიან და მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, დედა რომ მფრინავია...
- შვილებიც თქვენს პროფესიას აირჩევენ?
- უფროსს, რომელიც 5 წლის არის, მფრინავობა უნდა, პატარას - სპაიდერმენობა, რომელიც ასევე დაფრინავს და ახლოსაა ჩემს პროფესიასთან. გამიხარდება, თუ ჩემს არჩეულ გზას გაჰყვებიან, ყოველთვის მათი გულშემატკივარი ვიქნები.
- ჰაერში თუ შეხვედრიხართ რომელიმე დღესასწაულს?
- დღესასწაულებზე, განსაკუთრებით ახალ წელს ან ვისვენებთ, ან ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობთ, თუმცა, ერთხელ ახალ წელს უკრაინაში შევხვდით, ოღონდ ძალიან ქართული გარემო შევიქმენით. ჩვენი სურვილით, ტექნიკოსებმა და მფრინავებმა იქ გავიარეთ გადამზადება. დღესასწაულისთვის ქართული კერძები ჩამოგვიტანეს და ის ახალი წელი ძალიან კარგად დამამახსოვრდა.
ერთი საინტერესო ტრადიცია დავამკვიდრე: მე და ჩემი შვილები ახალ წელს გარეთ ვხვდებით, მერე კი ბავშვები კანფეტებითა და ბრინჯით სახლში შემოდიან, ჩვენი მეკვლეები რომ იყვნენ... კანფეტებს რომ შემოყრიან, მერე ჟივილ-ხივილით თავადვე აგროვებენ ხოლმე. მათ გამო უფრო მეტად მიყვარს ახალი წელი.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ირაკლი კობახიძემ და მამუკა ბახტაძემ შესაძლოა, წელს თანამდებობები დაკარგონ", - ასეთია ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ვერსია.
"მაგარი შეგრძნებაა, როცა ამ ადგილებში დადიხარ და შენი ქვეყნის მესაზღვრე გქვია"
"რით დაგამახსოვრათ თავი 2018 წელმა? ჩამოთვალეთ 5 თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი", - ასეთი "დავალება" ჰქონდა ხელოვანებს.
იმერელი ქალის შეუპოვრობით მოხიბლული შევარდნაძე
ფსიქოლოგი სოფო ხარატი, წლებია, ადამიანების სხეულის ენის შესწავლითაა დაინტერესებული.
25 წლის მფრინავი, საბა ქორთოშიძე თავისი "ოჯახური პროფესიის" ღირსეული გამგრძელებელია.
"ლეიბორისტი" ლიდერი გიორგი გუგავა ხელისუფლებას სთხოვს, იზრუნოს ადამიანებზე, რომლებიც ახალ წელს ზეიმითა და გაშლილი სუფრით ვერ ხვდება.
როგორ "წაიღო წყალმა" ღმერთისგან მოვლენილი წყალობა
ქვეყანაში მომხდარ ამბებს, ოპოზიცია და ხელისუფლება ყოველთვის სხვადასხვაგვარად აფასებს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
3 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი