სხვადასხვა თვალით დანახული ერთი საქართველო
font-large font-small
სხვადასხვა თვალით დანახული ერთი საქართველო
ქვეყანაში მომხდარ ამბებს, ოპოზიცია და ხელისუფლება ყოველთვის სხვადასხვაგვარად აფასებს. ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, არჩევნების შედეგებსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, არჩილ თალაკვაძე და "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე გვიყვებიან.


- რა დასკვნები გამოიტანა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების ორი ტურიდან?

არჩილ თალაკვაძე:
- მთავარი, რაც მთელმა საზოგადოებამ დაინახა, არის ის, რომ ქვეყანაში დემოკრატია ფუნქციონირებს, არჩევნები რეალურია და ხელისუფლება თითოეული ამომრჩევლის განწყობასა და პოზიციას ითვალისწინებს. ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ და გადავჭრათ პრობლემები, რომელიც საზოგადოებაში ჯერ კიდევ რჩება, უნდა მივიდეთ ადამიანებთან, რომლებიც ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას ისევ ელოდებიან, უნდა დავაწინაუროთ კადრები, ვინც მეტი შედეგი და მეტი თავდადება აჩვენა საქვეყნო საქმეში, გავზარდოთ თითოეული მოქალაქის მონაწილეობა, ჩართულობა და სარგებელი ეკონომიკაში.

სერგი კაპანაძე:
- მაგათ არანაირი დასკვნები არა აქვთ გამოტანილი, არც აპირებენ. ყველამ დავინახეთ, რა მეთოდებით შეიტანეს გარდატეხა მეორე ტურში. ანალიზი არ გაუკეთებიათ, არ გაუცნობიერებიათ, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ უნდა მოიქცნენ მომავალში. პრინციპში, ანალიზსა და სამომავლო გეგმების დასახვას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი ერთი კაცის სურვილზეა დამოკიდებული, იმ ერთ კაცს კი ღმერთმა უწყის, თავში როდის რა მოუვა.
- პოლიტიკური ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, "ოცნებამ" წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრი დაპირება გასცა, რომელთა განხორციელება შესაძლოა გაუჭირდეს. ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი კი ამბობს, რომ "ოცნების" გამარჯვება ჰგავდა პილოსის გამარჯვებას და მმართველი გუნდის რესურსი ახლა ბოლომდე დაცლილია. თქვენ რა პასუხს გასცემდით მათ?

არჩილ თალაკვაძე:
- ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, საარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით. შევხვდით საზოგადოებას ყველა რეგიონში, ქალაქებსა და სოფლებში. ყველგან ვესაუბრეთ ხალხს, რეალური პრობლემები განვიხილეთ. საზოგადოების მხარდაჭერით ეს საქმე გაკეთდება. პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტებიც სავსებით რეალისტური იყო და ვფიქრობ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მათ თანამიმდევრულად განახორციელებს. რაც შეეხება ოპოზიციონერთა ვერსიებს, მესენიის ომებს ჩვენი ეპოქის დემოკრატიულ არჩევნებს არ შევადარებდი. ომსა და არჩევნებს შორის დიდი განსხვავებაა. ამ არჩევნებმა აჩვენა არა "რესურსის დაცლა", არამედ ის, რომ საზოგადოება კარგად არჩევს შავსა და თეთრს, წარსულსა და მომავალს და სამართლიანად განსჯის, როცა არჩევანს აკეთებს. საზოგადოებამ მკაფიო ნება გამოხატა, რომ მშვიდი არჩევნების მომხრეა და არა - ომისა და დაპირისპირების.

GzaPressსერგი კაპანაძე:
- "ოცნება" არის ლეგიტიმაციადაკარგული ძალა, რომელსაც რესურსი აღარ აქვს. ფაქტია, რომ მათ აღარ აქვთ ხალხის ნდობა, როგორიც 2012 წლის არჩევნების ან თუნდაც 2016 წლის არჩევნების დროს ჰქონდათ. არც იმის რესურსი აქვთ, რომ ეს შედეგები გააუმჯობესონ. ამიტომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგება ნამდვილად არის პილოსის გამარჯვება. "ოცნება" ჩიხშია და მალე კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. ამ გუნდმა ქვეყანა თან რომ ჩაიყოლოს უფსკრულში, ეკონომიკა და უსაფრთხოება კიდევ უფრო რომ არ დააზარალოს, ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
- რატომ არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი დათანხმდეს გაერთიანებულ ოპოზიციას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე (არსებობს კულუარული ვერსია, რომლის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რეალურად "ოცნების" ინტერესებშიც შედის. მოტივი, ჯერ კიდევ შემორჩენილი რეიტინგის გამოყენებაა, რომელიც 2020 წლისთვის არავინ იცის, როგორი იქნება)?

არჩილ თალაკვაძე:
- ოპოზიციამ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები დიდი განსხვავებით და პირველ რიგში, საჭიროა შედეგი აღიაროს. დემოკრატია ცალმხრივი არ არის. თუ გიხარია და ზეიმობ შენს შედეგებს, სხვისი შედეგის აღიარებაც უნდა შეძლო. ერთი რამ ცხადია, ეს გაერთიანებული ოპოზიცია ბოლო საპარლამენტო არჩევნებშიც იყო ერთი პარტია, მაშინაც იყვნენ "გაერთიანებული", თუმცა არჩევნების შემდეგ, სწორედ რადიკალური სცენარის გამო "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში მანდატები დაკარგა და ის "ევროპულმა საქართველომ" გაიფორმა. მას შემდეგ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, ფიქრობენ, ამ დანაკარგს უკან დაიბრუნებენ.

სერგი კაპანაძე:
- ხელისუფლების წარმომადგენლები რაციონალურად რომ აზროვნებდნენ, მათაც უნდა აწყობდეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რადგან ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეძლევა უკონტროლო და აბსოლუტური ძალაუფლება. ერთი ადამიანი რომ წყვეტდეს ყველაფერს, მე მაინც მგონია, რომ "ოცნების" წარმომადგენლები ამას დასთანხმდებოდნენ. რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ეს გვაწყობს იმ შემთხვევაში, თუ მანამდე რეფორმა ჩატარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უარეს შედეგს მივიღებთ.
- ფაქტია, რომ დღეს საზოგადოება პოლარიზებულია, პოლიტიკურ აზრთა სხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის, გვაქვს სავალალო შედეგებიც. გასაგებია, რომ "ნაციონალების" მიმართ აგრესიას გამოხატავენ ადამიანები არა იმიტომ, რომ "ოცნების" მომხრეები არიან, არამედ იმიტომ, რომ პირადი შურისძიება ამოძრავებთ. თუმცა ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ვითარება ხიფათის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა აიღონ?

არჩილ თალაკვაძე:
- ხელისუფლებამ უზრუნველყო სტაბილურობა და წესრიგი არჩევნების ყველაზე მაღალი დაპირისპირების მომენტშიც კი. პირადი შურისძიების გამო ქვეყანას არავის ავარევინებთ. არ დავუშვებთ, რომ ვინმემ წარსულით შეგვიცვალოს მომავალი - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საზოგადოებამ ამაზე კიდევ ერთხელ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა და უარი უთხრა წარსულის დაბრუნებას.

სერგი კაპანაძე:
- ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაა. თუმცა დააკვირდით, ვინ ძალადობს, ვინ მიმართავს ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ვინ მოუწოდებს ხალხს ამისკენ. ალბათ გახსოვთ, ახალქალაქში ჩვენი მხარდამჭერი სასიკვდილოდ გაიმეტეს. შეიძლება ითქვას, "ოცნების" უპასუხისმგებლო განცხადებებს შეეწირა ჩვენი მხარდამჭერის დედის სიცოცხლე ზუგდიდში, ქალბატონ ია კერძაიას პირდაპირ გული გაუხეთქეს.
- რას გულისხმობთ, "ქართული ოცნების" ლიდერები ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებენ?
- მაშინ მითხარით, თუ არა ძალადობაზე წაქეზება, სხვას რას ნიშნავდა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება, როდესაც აეროპორტში თაკო ჩარკვიანის ოჯახს თავს დაესხნენ? მან პირდაპირ განაცხადა - რასაც დათესავთ, იმას მოიმკითო. კახა კალაძემ ფაქტობრივად თქვა, რომ ოპოზიციონერ ლიდერებზე და მათ მხარდამჭერებზე თავდასხმა და ფიზიკური ძალადობის განხორციელება ნორმალური ამბავია და ამზე პასუხს არავის მოვთხოვთო. "ოცნებას" არ ესმის, რომ დანაშაულისადმი ასეთი წაყრუება სპირალის ეფექტს წარმოშობს და ქვეყანას ძალიან დიდ საფრთხეში ჩააგდებს. ამაზე პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. თქვენ ვერ გაიხსენებთ ფაქტს, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერი თავის მომხრეებს ოპონენტებზე თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდეს. ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება ქალბატონ ია კერძაიას საქმესთან დაკავშირებით. ეს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი იქნება.
- სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებდა საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ...
- სააკაშვილის ეს განცხადება რომ უპასუხისმგებლო იყო, ამაზე თავად გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს. შემდეგ მისი ნათქვამი სხვაგვარად იქნა ინტერპრეტირებული. ისე, ხალხს, რომელსაც არჩევნები მოჰპარეს, სრული უფლება აქვს, პროტესტი გამოხატოს და ქუჩაში გამოვიდეს. უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებზე ფოკუსირება სწორი სტრატეგია არ არის, პოლიტიკური პროცესებით ბრძოლა უფრო მართებულად მიმაჩნია. "ევროპული საქართველო" ამიტომ არ არის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შორის, თუმცა პირადად მე და მთელი გუნდი სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. მე არც ის მიმაჩნია სწორად, რომ თელავში ინაუგურაციის დროს რაიმე სახის პროტესტი გამოვხატოთ.
- ბატონო არჩილ, რეალურად ელოდებით თუ არა, ოპოზიციისგან რაიმე სახის ექცესებს, არეულობის მოწყობის მცდელობას?

არჩილ თალაკვაძე:
- ფაქტია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ არჩევნებში ჰქონდა ასეთი გეგმა. სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო, რომ ასეთი "ინიციატივები" აღკვეთოს.
- რატომ გადაწყდა, რომ ინაუგურაცია თელავში უნდა გაიმართოს? როგორც ოპოზიცია ამბობს, მართლაც ოპოზიციის შიშით ხომ არა?
- თუ მართლა ასე ამბობენ, ვფიქრობ, არგუმენტებს მოკლებული განცხადება გააკეთეს. პირიქით, სალომე ზურაბიშვილმა თელავი სწორედ იმის გამო აირჩია, რომ საზოგადოებას თავისი სახელმწიფოებრივი პოზიცია აჩვენოს და საზოგადოების გაყოფა არ დაუშვას.

სერგი კაპანაძე:
- ჩემი აზრით, ინაუგურაციის თელავში გამართვა კომიკური, ექსტრავაგანტური და უცნაური გადაწყვეტილებაა, მეტს არაფერს ვიტყვი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან ლოგიკური არგუმენტები ვერ მოვისმინეთ.
- პირადად თქვენ, რა ნიშან-თვისებების გამო დაუჭირეთ მხარი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას?

GzaPressარჩილ თალაკვაძე:
- სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში იყო ერთადერთი, ვინც არ გამოხატავდა აგრესიასა და სიძულვილს. ის საუბრობს მომავალზე, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" დაბრუნებაზე, ევროკავშირში გაწევრებაზე, გარემოს დაცვის საკითხებზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების დაცვაზე, ქალთა უფლებებზე, განათლების სისტემის მნიშვნელობაზე, მედიცინის განვითარებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. ის ძლიერ აქცენტებს აკეთებს რეგიონების გაძლიერებაზე, არაერთხელ განაცხადა, რომ იქნება შუამავალი ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის, ექნება კავშირი სოფელთან და გულთან მიიტანს ჩვენი სოფლების საჭიროებებს. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია, რომელსაც საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე დანაშაული არა აქვს ჩადენილი, მისი სახელი არ უკავშირდება არც სისტემურ უსამართლობას, არც ადამიანების ჩაგვრას, არც წარსულში მომხდარ სხვა დანაშაულებს. პირიქით, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უსამართლობას დაუპირისპირდა. ქალბატონი სალომე ქართველი დიპლომატია, რომელიც ევროპაში ისეა მიღებული, როგორც საკუთარ ოჯახში. ამიტომ, ის უკეთ შეძლებს ევროპასთან და დასავლეთთან საუბარს საქართველოს შესახებ. მას, როგორც დიპლომატს, საფრანგეთი, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი და დემოკრატიული ქვეყანა ანდობდა სახელმწიფო საკითხებს და წარგზავნილი ჰყავდა აშშ-ში, ასევე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ეს მიუთითებს, რომ ის მაღალი დონის და სანდო პროფესიონალია.

სერგი კაპანაძე:
- ამ ქალბატონს ნამდვილად არა აქვს პრეზიდენტისთვის შესაფერისი თვისებები. ეს ეხება როგორც მის განცხადებებს აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ასევე მის პოზიციას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში სამხედრო წვრთნებზე. ის ასევე შეუფერებლად და უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებისას ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დატოვა კომისია. მან ფაქტობრივად, უარი თქვა გადაწყვეტილების მიღებაზე.
- უცხოური პრესა წერდა, რომ ქალბატონი სალომე თავისი ხისტი ხასიათის გამო, შესაძლოა მალე იქცეს ბიძინა ივანიშვილის თავის ტკივილად. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

არჩილ თალაკვაძე:
- არ მჯერა ოპოზიციონერი კრიტიკოსების, რომლებიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო ვითომდა წუხან. პრეზიდენტი ხალხმა აირჩია და ხალხი შეაფასებს. საქართველოში საზოგადოებას ეროვნულ საკითხებზე ერთიანობა და ერთად დგომა გვჭირდება. პრეზიდენტს არჩევნების შემდგომაც სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, რომ თავისი მისია შეასრულოს.

სერგი კაპანაძე:
- საერთოდ არ მაინტერესებს, აატკივებს თუ არა თავს ზურაბიშვილი ოლიგარქ ივანიშვილს.
- როგორც იცით, ბოლო დროს ისევ დაიწყეს საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა. რა შეუძლია მოცემულ მომენტში გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით?

არჩილ თალაკვაძე:
- მიუხედავად ოკუპაციისა და პროვოკაციებისა, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, 6 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი გუნდი ხელისუფლებაშია, შევძელით ის, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს და ევროპასთან უვიზო მიმოსვლა პირველმა მიიღო. სახელმწიფო იცავს ადამიანის უფლებებს და ემსახურება ხალხს.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ასეთი შეკითხვაც კი გაჩნდა: ღმერთმა თუ ასეთი შვილი გაჩუქა, რატომ ჩაერიე, რატომ დაუბრუნე მას სმენა?"
"პრესტიჟული სახლები ძირითადად ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა"
"უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასამართლო დავა საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია მორალური თვალსაზრისითაც"
"დედა ციხიდან რომ გამოვიდა, მასთან ვიყავით, მაგრამ მიგვატოვა და მზრუნველობა ნათლიამ იკისრა..."
დასაკარგი არაფერი მქონდა და ყველა პრობლემაზე ვწერდი და ვლაპარაკობდი
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
202 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი