პოლიტიკოსების საახალწლო სურვილები, აბანოში გატარებული ახალი წელი და ქუჩაში დამთვრალი პოლიტიკური ლიდერი
font-large font-small
პოლიტიკოსების საახალწლო სურვილები, აბანოში გატარებული ახალი წელი და ქუჩაში დამთვრალი პოლიტიკური ლიდერი
"ლეიბორისტი" ლიდერი გიორგი გუგავა ხელისუფლებას სთხოვს, იზრუნოს ადამიანებზე, რომლებიც ახალ წელს ზეიმითა და გაშლილი სუფრით ვერ ხვდება. თავად, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საკუთარ ოჯახში შეხვდება ახალ წელს. ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება ქვეყანაში სოციალური დონის ამაღლებაა. უფრო მხიარული და ხალისიანია გოგი წულაიას წინასაახალწლო განწყობა. ამბობს, რომ სოციალურ პრობლემას ისე ებრძვის, როგორც შეუძლია. მაგალითად, ახალი წლის დადგომამდე ყოველთვის ცდილობს, რომ ღარიბებს ფქვილი, ტკბილეული, ბავშვებს კი სათამაშოები დაურიგოს. ვნახოთ, როგორ ხვდებიან თავად პოლიტიკოსები დამდეგ 2019 წელს:


- ბატონებო, როგორია თქვენი საახალწლო ტრადიცია?

გოგი წულაია:
- ჩემი ოჯახი ყველა იმ ტრადიციას იცავს, რაც ნამდვილი ქუთაისური ოჯახისთვისაა დამახასიათებელი. სტუმრები, ბიძაშვილები, მეგობრები, ერთად ვიკრიბებით და ახალ წელს უკვე მთვრალი ვხდები.

გიორგი გუგავა:
- მე ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად ვხდები. ვცდილობ, ხონში დედასთან ჩავიდე ჩემი ცოლ-შვილით. ბავშვებს ხონში უფრო მოსწონთ და უხარიათ ახალი წელი.
- საახალწლო სამზადისში თუ ერთვებით?
- სამწუხაროდ, ასეთ უნარებს ვერ ვფლობ. ეს საქმე მთლიანად მეუღლეზეა მინდობილი. ნაძვის ხესაც ის რთავს. მე მხოლოდ სუფრაზე მოლხენა და სადღეგრძელოების თქმა შემიძლია.

გოგი წულაია:
- ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და საჭმლის კეთება, ახალ წელსაც და აღდგომასაც. ეს ორი დღე ძალიან მიყვარს და მინდა ცოტაოდენი წვლილი მეც შევიტანო. სხვათა შორის, ძალიან გემრიელი კერძები გამომდის. როგორც იმერეთში იტყვიან, "ხელზე ამდის".
- ოჯახის მეკვლე თავად ხართ თუ სხვებს ეპატიჟებით?
- მეკვლეს ფეხების დიდად არ მჯერა, თუმცა ტრადიციას მაინც ვიცავ... ყოველ 1-ლ იანვარს, დილაუთენია მეუღლე აფთარივით დამადგება ხოლმე თავზე და გარეთ გამიძახებს, რომ უკან ტკბილეულითა და ლოცვა-კურთხევით შემოვბრუნდე.
- სხვები არ გეპატიჟებიან მეკვლედ?
- სხვათა შორის, მეპატიჟებიან. "კუჩხი ბედინერივით" პროფესიონალი მეკვლე არა ვარ, მაგრამ შიგადაშიგ მაინც მიწევს მეკვლის ხურჯინის მოკიდება.

GzaPressგიორგი გუგავა:
- ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს და ხშირადაც მეპატიჟებიან. მერე იმ ოჯახებს ვულოცავ ხოლმე დაოჯახებას და ახალი უძრავი და მოძრავი ქონების შეძენას. მეკვლეებად ძირითადად იმ ადამიანებს ეპატიჟებიან, ვის გულწრფელობასა და ალალობაშიც ეჭვი არ ეპარებათ.
- ამ დღესთან დაკავშირებული რაიმე თავგადასავალი თუ გახსენდებათ?
- ბავშვობის დროინდელი თავგადასავლები უფრო მახსოვს... დიდი თოვლი იდო, მოვიკიდე ჩემი ხურჯინი და დავიწყე ჩამოვლა. სადაც შევედი და ოჯახი დავლოცე, თითქო ჭიქა ღვინის დალევა ყველგან შემომთავაზეს. საბოლოოდ სახლში კარგად გამომთვრალი დავბრუნდი.

გოგი წულაია:
- მთელი ჩემი ცხოვრება თავგადასავალი და კურიოზია... ჩემს თაობას, ახალგაზრდობაში ასეთი ჩვევა ჰქონდა: ფილმის გმირების როლში გვიყვარდა შესვლა. "ფანტომასი" რომ გადიოდა, ყველამ გადავიხოტრეთ თავი, "ტარზანი" გავიდა და ხეებზე დავიწყეთ ფორთხიალი. მერე "ბედის ირონია" რომ ვნახეთ, ჩვენც აბანოში მოგვინდა ახალი წლის გატარება. ჰოდა, ჩემო ბატონო, 31 დეკემბერს რომ შევედი აბანოში ძმაკაცებთან ერთად, იქ გაწყდა ჩემი მეხსიერება და გონს რომ მოვედი, საკუთარ საწოლში ვიყავი, ოღონდ, 2 იანვარი იყო უკვე. რაც იმ დღეს დედაჩემმა მწყევლა, შენ არ დეესწარი დღეის სწორსო, კი მიკვირს, ახლა როგორ მიდგას სული.
- წარმოიდგინეთ, ოჯახთან ერთად აღნიშნავთ ახალი წლის შემობრძანებას, ამ დროს კარზე ზარია, კარს აღებთ და დგას გოგი წულაია.

გიორგი გუგავა:
- (იცინის) ძალიან სახალისო იქნება. გამიხარდება, რატომაც არა? ენაკვიმატი კაცია, კარგი მოლხენა იცის. შემოვიპატიჟებდი და კარგ დროს გავატარებდით.
- პოლიტიკაზეც ისაუბრებდით?
- ალბათ მოგვიწევდა.
- ბატონო გოგი, თქვენ რომ გესტუმროთ გიორგი გუგავა, როგორი რეაქცია გექნებოდათ?
- გამიხარდებოდა, რაზეა საუბარი. მივიპატიჟებდი და კარგად ვაქეიფებდი. ხომ გაგიგონიათ, "დღეს სტუმარია ის ჩემი, გინდ ზღვა ემართოს სისხლისაო". გუგავასთან გასაყოფი რა მაქვს, მისი ძმა ჩემი მეგობარია. არც სხვებს გავაგდებდი ამ დღეს სახლიდან.
- რომელი პოლიტიკოსის სტუმრობას არ ისურვებდით?
- ასეთი ბევრია, როგორც "ქართული ოცნებიდან", ისე "ნაციონალებიდან", მაგრამ ამ კარგ და ლამაზ დღეს არ მინდა მაგათზე ფიქრი და საუბარი.
- გუგავამ მეკვლედ რომ დაგპატიჟოთ, საჩუქრად რას წაუღებდით?
- რა უნდა მივიტანო ისეთი, რომ გავაკვირვო? თანაც "პაკაზუხობა" არ მიყვარს. როგორც მეკვლეს შეეფერება, ტკბილეულს, შოკოლადებს მივუტანდი.
- ბატონო გიორგი, თქვენ, მეკვლის ამპლუაში რას მიუტანდით ბატონ გოგის?

გიორგი გუგავა:
- საჩუქრებით დახუნძლული რომ მივიდოდი, ვიცი, მაგრამ არ ვიცი, რა საჩუქრებს მივუტანდი. მაგას ფიქრი უნდა. ისე, კარგ დროს რომ გავატარებდი, ეგეც ნამდვილად ვიცი.
- ახალი წლის ღამეს სურვილების ჩაფიქრების გჯერათ?
- ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და რაც უნდა ვამტკიცო არა-მეთქი, გულში მაინც მჯერა.

გოგი წულაია:
- მაინცდამაინც არ მჯერა, მაგრამ ეგზიუპერმა გვითხრა, "ყველანი ბავშვობიდან მოვიდვართო" და...
- ბავშვობაში თოვლის ბაბუასთვის წერილი მიგიწრიათ?

გოგი წულაია:
- კი. მამაჩემს დიდხანს ჰქონდა წერილი შენახული, რომელშიც თოვლის ბაბუას ველოსიპედს ვთხოვდი.
- ახლა რას სთხოვდით?
- ჩემი ქვეყნის გამთლიანებას, ციყვის დოლაბიდან თავის დაღწევას. ახლა ჩვენ ციყვივით დოლაბში ვართ "გაჩხერილები" და იქიდან თავს ვერ ვაღწევთ. ასევე ვთხოვდი ქვეყნის გაძლიერებასა და აშენებას და ემიგრანტების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებას.

გიორგი გუგავა:
- მე ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ახალ წელს არც ერთი ბავშვი არ ხვდებოდეს მშიერი, საჩუქრების გარეშე. ყველა ოჯახს, ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ამ ერთ ჯადოსნურ ღამეს მაინც იყოს ბედნიერი.
- ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ასეთი შეკითხვაც კი გაჩნდა: ღმერთმა თუ ასეთი შვილი გაჩუქა, რატომ ჩაერიე, რატომ დაუბრუნე მას სმენა?"
"პრესტიჟული სახლები ძირითადად ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა"
"უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასამართლო დავა საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია მორალური თვალსაზრისითაც"
"დედა ციხიდან რომ გამოვიდა, მასთან ვიყავით, მაგრამ მიგვატოვა და მზრუნველობა ნათლიამ იკისრა..."
დასაკარგი არაფერი მქონდა და ყველა პრობლემაზე ვწერდი და ვლაპარაკობდი
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
202 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი