ბიზნესლედი სალომე და სარკისებური მზერის მქონე პოლიტიკოსი - გზაპრესი

ბიზნესლედი სალომე და სარკისებური მზერის მქონე პოლიტიკოსი

ამ სფეროში უმაღლესი განათლება მან გერმანულ უნივერსიტეტში მიიღო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საინტერესო მოსაზრებებს ქართველ მკითხველს ხშირად უზიარებს. ფოტოების მიხედვით სოფოს ქართველი პოლიტიკოსების დახასიათება ვთხოვეთ.

სალომე ზურაბიშვილი - ბიზნესლედი - ზომიერად გრძელი თმა, ზომიერი ღიმილი, მოჭარბებული კრიტიკულობა

GzaPress- სალომე ზურაბიშვილი სხვა მენტალიტეტის ადამიანია, რომელიც თავისი ვიზუალითაც გამოირჩევა. მისი ჩაცმის სტილი კარგად შეესაბამება მის თანამდებობას და მუდამ ცდილობს, "ოქროს წესები" არ დაარღვიოს. თუმცა, მისი შინაგანი სამყარო იმდენად განსხვავდება რეალური გარემოსგან, რომ ხშირად კარგავს კონტროლს და მუდმივად ხდება ჟურნალისტებისა და ხალხის კრიტიკის ობიექტი. მისი შინაგანი სიმკაცრე გამოისახება როგორც ჩაცმულობაზე, ასევე თმის ვარცხნილობაზეც. ბიზნესლედი - ზომიერად გრძელი თმა, ზომიერი ღიმილი, მოჭარბებული კრიტიკულობა როგორც საკუთარი თავის, ასევე გარე სამყაროს მიმართ. მას თითქმის არ შეუძლია იყოს ნამდვილი ქალი, მოქნილი და მიამიტი. იგი უფრო სწორხაზოვანი და მკაცრია. მისი სიმკაცრე მის პირდაპირობაშიც კარგად ჩანს. საზოგადოება არ არის შეჩვეული მსგავს პერსონებს ეთერსა და პოლიტიკაში. ხალხი უფრო მეტად მოქნილ და ტკბილ სიტყვებს ელოდება ეთერიდან, ვიდრე გაუკონტროლებელ სიმკაცრესა და პირდაპირობას.

"იგია ის, ვინც თვითონიძლევა ბრძანებებს" - ქალბატონი სალომე ნასწავლი ღიმილით ჩნდება ეთერში, რაც მას არ სიამოვნებს. იგი არ არის მიჩვეული რეკომენდაციების მიღებას, თუნდაც იმისთვის, რომ სხვას თავი მოაწონოს, არამედ იგია ის, ვინც თვითონ იძლევა ბრძანებებს. იგი ხელის თითების მოძრაობითაც გამოირჩევა, აგრეთვე, სხეულის მანერებითაც, რაც მის შრომისმოყვარეობას უსვამს ხაზს. მაგრამ ის ფრანგული წესებითა და კრიტიკით უდგება ქართულ საქმესაც, რაც მისი წარუმატებლობის მიზეზიც შეიძლება იყოს. სალომეს საუბარი ბატონ ბიძინასთან ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ასწავლოს მას ჭკუა. ბიძინას ორი ერთმანეთთან მიდებული თითი და მარჯვენა ხელი, რომელიც დაყრდნობილია სკამს, მიუთითებს იმაზე, რომ იგი მთლიანად მიბრუნებულია მისკენ და საუბრობენ იმ რეკომენდაციაზე, რაც უნდა გაითვალისწინოს სალომემ. იგი მშვიდად და მოხერხებული ღიმილით უსმენს "დამკვეთს" და ინარჩუნებს ბალანსს.

თუ ის დამოუკიდებელი იქნებოდა, გაითავისებდა "ახალი ამბების მოლოდინს", რადგან იგი ემოციური კრიტიკის კარგი მაგალითია, მაგრამ სურათზე ჩანს, რომ არის ოჯახის წევრი, რომელსაც უსაყვედურეს მისი ემოციურობის გამო და ახლა ჭკვიანადაა, უსმენს "ძმებს", მათგან სათანადო რჩევებსა და მხარდაჭერას იღებს. თუ იგი იჭერს ლაღი და ნაზი ქალბატონის პოზას, როლი კარგად აქვს მორგებული და მზად არის ახალი ქართული რეკომენდაციების მისაღებად, მისი აწეული მხრები ხშირად შიშს გამოხატავს - დამფრთხალი ჩიტის თვალები და აჩეჩილი მხრები შიშის სინდრომებია, სხეულის ენა - მიმთითებელი, მისი ხელები თითქმის ყოველთვის მიმართულია მითითებისა და დავალების მიცემისკენ.

"მისი ხელების ენა ყოველთვის სიძლიერის დემონსტრირებაა. მტაცებლის მახასიათებლები აქვს" - მასში არ არის მრავალმხრივი ხასიათი, მაგრამ ბიძინას ხელზე კარგად ჩანს საქმიანი დეტალები. მისთვის პრიორიტეტულია საქმის წარმოება, მნიშვნელობა არა აქვს, რა გზებით, არ აღელვებს, მოეწონებათ თუ არა მისი საქმიანობის სტილი. ამავდროულად, მას შეუძლია იყოს მზრუნველი მამა და გამოხატოს მხარდაჭერა, უყვარს გადამრჩენელის როლში ყოფნა. მისი ხელების ენა ყოველთვის სიძლიერის დემონსტრირებაა, არ უნდა იარსებოს გამოუვალმა სიტუაციებმა, მას აქვს დიდი მოთმინების უნარი, ნებისყოფა და მტაცებლის მახასიათებლები. ყოველთვის მოელის იმას, რაც სურს, ესაა მისი სიძლიერის გარანტია. მას შეუძლია მისცეს ადამიანს შეცდომის ჩადენის უფლება და ელოდება, სადამდე გასტანს მისი შეცდომები. სალომესგან განსხვავებით, რომელიც ათ წამსაც არ აპატიებს შეცდომას და აუცილებლად მიუთითებს მას.

GzaPressეკა ბესელია - კარგი მსახიობი - ეკა ბესელია ლავირებადი პერსონაა, მიუხედავად მისი თითქოს მკაცრი მანერებისა. ის ისე "იცვამს" და "იხდის" როლებს, როგორც თეატრის მსახიობი - სცენაზე. ხასიათით მტაცებელია, მისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას და მისთვის თითქოს შეცდომა არ არსებობს. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოტოზე, ორი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული პერსონაჟი ჩანს - მკაცრი, პატიოსანი, მოაზროვნე, რომელსაც თავისი პოლიტიკური და ანალიტიკური შეხედულებები აქვს და მეორე - ყველაფერზე წამსვლელი მტაცებელი, რომლისაც უნდა ეშინოდეთ.

სარკისებური თვალები - ირაკლი კობახიძე ყოველთვის ერთი და იმავე მიმიკით ჩნდება ეკრანზე, რის გამოც ბევრ ადამიანში გაურკვევლობას იწვევს. არის მოსაზრება, რომ პოლიტიკოსს არ უნდა ეტყობოდეს ემოცია, მაგრამ აქ საქმე სხვა რამესთან გვაქვს. მისი სარკისებური თვალები და მუდმივად ერთი სტილის გამოხედვა მის არაპროფესიონალიზმზე უფრო მეტყველებს, ვიდრე პროფესიულ სიმყარეზე. მარგარეტ ტეტჩერი იწოდებოდა რკინის ქალად, მაგრამ მას ჰქონდა მეტყველი სახე და ჩამოყალიბებული მიმიკები, ირაკლი კობახიძის სხეულის ენა კი მთლიანად დაბლოკილია, რაც აუდიტორიისათვის ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის. კობახიძე არ ასოცირდება ძლიერ პერსონად. მისი უემოციო ხასიათი გაურკვევლობას უფრო აჩვენებს.

თამარ ბოკუჩავა - ქალი, რომელიც ფოტოზე მის გვერდით დგას, ცდილობს გაიგოს, რას ფიქრობს ეს ადამიანი კონკრეტული პრობლემის შესახებ. ქალი საკმაოდ ძლიერი პერსონაა, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და მიზნამდე როგორ მიაღწიოს. მოქნილობის კლასიკური მაგალითია. ფოტოზე ჩანს, რომ ორივე მათგანი კარგად გრძნობს, რომ ისინი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

შოკის მომგვრელი გეგმა - სააკაშვილი-მელია-ვაშაძე - სამივეს საქმიანი იმიჯი აქვს. მმართველი სააკაშვილია, კარგი მსმენელი - ნიკანორ მელია, შემსრულებელი კი გრიგოლ ვაშაძეა. ფოტოზე ჩანს მათი შეთანხმებულობა და კმაყოფილება, მათი სახის მიმიკები მეტყველებს იმაზე, რომ მმართველის გეგმა შოკის მომგვრელი იყო, ძნელად აღიქვამენ ყველაფერს. ისინი უკანდასახევ გზას იტოვებენ. ვაშაძის შეკრული მუშტი ფარულ ზრახვებს აღწერს, რომელიც მის სავარაუდო პირად ინტერესებს გამოხატავს. მელიას ხელების მდგომარეობა ორჭოფობაზე მეტყველებს, გიორგი ვაშაძე არასრულფასოვანი პაკეტია, მას აკლია ქარიზმა, ენერგია, სიზუსტე და სიძლიერე.

GzaPress პატივისმცემელი - ბახტაძე პირდაპირ უყურებს კვირიკაშვილს და ამას მელიასებური გამოხედვა ჰქვია. კადრში ჩანს, რომ მას ეჭვი ეპარება. ფიქრობდა, რომ უკეთესად გამოუვიდოდა ყველაფერი. ის განმსჭვალულია კოლეგების მიმართ პატივისცემით.

თამთა დადეშელი