ვის სურს ბიძინა ივანიშვილის დაღუპვა, ანუ როგორ მოვიშოროთ მიხეილ სააკაშვილი
font-large font-small
ვის სურს ბიძინა ივანიშვილის დაღუპვა, ანუ როგორ მოვიშოროთ მიხეილ სააკაშვილი
"ირაკლი კობახიძემ და მამუკა ბახტაძემ შესაძლოა, წელს თანამდებობები დაკარგონ", - ასეთია ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ვერსია. მისი თქმით, 2019 წელს ბევრი ჩინოვნიკი დაკარგავს თანამდებობას, გამოჩნდებიან ახალი ლიდერებიც...
"ქვეყნისთვის ცხელი, აქტიური პოლიტიკური წელი დადგა, პროცესი უკვე დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კოსმოსური გამოცდების პერიოდი იწყება ყოფილი პრემიერის ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება "ქართულ ოცნებაში" - ძალიან მალე დაიწყება რღვევის პროცესი...
ლიდერების დაპირისპირება არ ასცდება "ნაციონალურ" მოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ ძალებს, ასევე მოსალოდნელია ახალი ქარიზმატული ლიდერების გამოჩენა, მესამე ძალის გაძლიერება", - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი და ირწმუნება, რომ "ქართულ ოცნებას" შეექმნება მნიშვნელოვანი პრობლემები როგორც საკადრო თვალსაზრისით, ასევე არასწორად მიღებული გადაწყვეტილებების გამო.
იანვარში მომწიფდება ისეთი საკითხები, რომლებიც ივლისის ბოლომდე აქტუალური და პრობლემური იქნება. სექტემბრიდან შიდაპარტიული დაპირისპირება პიკს მიაღწევს და შესაძლოა, დაიწყოს აქციები, მიტინგები... ახალი ლიდერებიც ამ დროს გამოჩნდებიან.


- ბატონო მიხეილ, 2019 წლისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ?
- არც ასეა საქმე. მართალია, 2019 წელი პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან ცხელი და სკანდალური იქნება, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს წელი კარგია უცხოეთთან მნიშვნელოვანი კონტაქტების გასაფართოებლად. შესაძლებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების ჩამოყალიბებაც.
GzaPress- თუ ჩვენს ქვეყანაში მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთს დაერევა და აქციები დაიწყება, რომელი ინვესტორი მოინდომებს აქ ფულის დაბანდებას?
- ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი. მისი მუშაობის შედეგად ტურიზმის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება იქნება შესაძლებელი. ზურაბიშვილი თავისი შეზღუდული უფლებამოსილებებით ფაქტობრივად, მთავარი საგარეო საქმეთა მინისტრია. შესაბამისად, მას დაევალება მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება უცხოეთთან, მათ შორის - რუსეთთან. თუ გახსოვთ, თავის დროზე ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ძალიან კარგად იყენებდა. შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ლავროვთან. ლავროვი ისევ ადგილზეა, ასე რომ, ყველაფერი წინ გვაქვს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ წელს არა მხოლოდ ამერიკასა და ევროპასთან, რუსეთთანაც დალაგდება ურთიერთობები.
- სალომე ზურაბიშვილის ზოდიაქოს ნიშანი რომელია?
- თევზები. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თევზებია თბილისის მერი, კახა კალაძეც. მათ 5 მაისამდე საკმაოდ კარგი პერიოდი აქვთ და ჯობია, თუ მნიშვნელოვან საკითხებს ამ დროის მონაკვეთში მოაგვარებენ. 7 მაისიდან უკვე "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი" პრინციპით უნდა იმოქმედონ, რადგან შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა წლის ბოლომდე სწორედ თევზების ზოდიაქოში შედის. შესაბამისად, მათ ცხოვრებაში კონფლიქტების, არასწორი გადაწყვეტილებების, მეგობრების ღალატის ნეგატიური ტენდენციები მოიმატებს.
- რომელიმე მათგანი ასტროლოგიით თუ დაინტერესებულა?
- კახა კალაძე ამ საკითხით საერთოდ არ დაინტერესებულა. ქალბატონ სალომეს ერთხელ შევხვდი, მაშინ ჯანრი კაშია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა თავად სალომეს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუჩენია. ამ მთავრობაში საერთოდ არავის აქვს ასტროლოგიის მიმართ ინტერესი. ერთხელ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ეზოტერიკული ასტროლოგია უდიდესი მეცნიერებაა და პატივს ვცემო.
- ერთხანს ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ის მაგიური ქვებით იყო დაინტერესებული...
- ქვა, რომლის შესახებაც "ნაციონალებმა" ჭორები ააგორეს, წითელი იასპი იყო. იასპი ივანიშვილმა ქალიშვილისთვის გამოიწერა. სხვათა შორის, ძალიან კარგი, დადებითი ენერგიის მატარებელი ქვაა. თავად ყოფილი პრემიერი იოგით არის დაინტერესებული. სახსრებთან, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და იოგა ძალიან დაეხმარა. შეიძლება ითქვას, რომ ფეხზე დააყენა. "ნაციონალებმა" კი მაგიით დაინტერესება დასწამეს. იოგას, იასპის ქვასა და მაგიას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. ივანიშვილი მაიმუნის წელში დაბადებული მერწყულია. ძალიან რთული პერიოდი ექნება მას მთელი 2019 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით რთული იქნება მისთვის წლის პირველი პერიოდი, ხუთ მაისამდე, როდესაც შავი მთვარე გადის მის ზოდიაქოში. არ ვიცი, ემსახურება თუ არა ასტროლოგი, თუმცა მისი ქმედებების დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ ან საერთოდ არ ჰყავს ასტროლოგი, ან არაპროფესიონალის მომსახურებით სარგებლობს, ან რომელიმე ასტროლოგს მისი დაღუპვა სურს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ აშკარა და დამღუპველ შეცდომებს უშვებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფენ-შუის სპეციალისტთან თანამშრომლობს. ამას მისი ხეების გადარგვით გატაცება მაფიქრებინებს. ხეს, მით უფრო ძველ ხეს, საკმაოდ ძლიერი ენერგია აქვს, სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ერთ-ერთი ხე რომ გადარგო, ფენ-შუის წესით მის გვერდით აუცილებლად უნდა დაერგო თეთრი მაგნოლია და ასეც მოიქცა. თუმცა არის ერთი გაურკვევლობა: ფენ-შუის სპეციალისტს მისთვის უნდა ეთქვა, რომ 2018 და 2019-ში წლებში ხეების გადარგვა საერთოდ არ შეიძლებოდა. მე ის ამის შესახებ პრესის საშუალებით გავაფრთხილე. არ დამიჯერა და შედეგიც სახეზეა, საერთოდ აერია სიტუაცია... ივანიშვილი იმის შესახებაც გავაფრთხილე, რომ 2018 წლის 6 აგვისტოდან მის ზოდიაქოში ანუ მერწყულში შავი მთვარე გადმოვიდა და ეს 2019 წლის მაისამდე გაგრძელდებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო საზოგადოების წინაშე, ნებისმიერი მისი აზრი, წინადადება ხალხის გაღიზიანებასა და გაბრაზებას გამოიწვევდა - არც ეს დამიჯერა. ასე თუ გააგრძელებს, დაიღუპება, არჩევნებსაც წააგებს და ძალაუფლება თავზე დაემხობა. ახლა ვაფრთხილებ: გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. მას შესაძლოა ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას. სიმართლე თუ გინდათ, ივანიშვილის პირად ჰოროსკოპში იკითხება, რომ პოლიტიკისგან შორს უნდა დაიჭიროს თავი.
- ახლანდელ პრემიერზე, მამუკა ბახტაძეზე რას გვეტყვით, რას გვეუბნებიან ვარსკვლავები მის შესახებ?
- მამუკა ბახტაძის ზოდიაქოს ნიშანი ტყუპია. ეს არის ნომინალური, დროებითი ფიგურა. მასთვის 2019 წელი არც კარგია, არც ცუდი. წელს მისი უმთავრესი პრობლემა ფსიქოემოციური ფაქტორია. მისმა დაძაბულმა ნერვულმა სისტემამ შესაძლოა, მოშურნეების ინტრიგებსა და მტრების შემოტევას ვერ გაუძლოს. ვურჩევ, ბევრი ივარჯიშოს, განსაკუთრებული ყურადღება სუნთქვით ვარჯიშებს დაუთმოს. არ არის გამორიცხული, რომ "ქართულ ოცნებაში" განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ისიც შეეწიროს. იგივე შეიძლება ითქვას პარლამენტის თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე. ის ცხენის წელიწადში დაბადებული სასწორია. საშუალო წელიწადი იქნება, რომელიც შეიძლება, ხუთბალიანი სისტემიდან სამიანით შევაფასოთ. ბახტაძის მსგავსად, შეიძლება თანამდებობა მანაც დატოვოს. კობახიძისთვის ძალიან რთული იქნება წლის დასაწყისი, თანამდებობის დატოვების პირველი ზარი იქნება იანვარში, მეორე ზარს კი აპრილში უნდა ელოდოს. თუ მოახერხა და კრიზისი დასძლია, მერე მძიმე შემოდგომა ექნება. წელს ბევრი დაკარგავს თანამდებობას. ეს არის ახალი ლიდერების გამოჩენის წელიწადი. განსაკუთრებით რთული პერიოდი იქნება ივლისი და ივნისი. 2019 წელი შედარებით სტაბილური და უკეთესი იქნება შს მინისტრისთვის. გიორგი გახარია თევზებისა და კირჩხიბის ნაზავია. წელს მის შანსებს ხუთბალიანი სისტემიდან ოთხი ბალით შევაფასებდი. არ არის გამორიცხული, დააწინაურონ კიდეც.
GzaPress
- 2019 წელი "ქართული ოცნების" არც ერთი ლიდერისთვისაა იღბლიანი?
- კი, როგორ არა, 2019 გადასარევი წელია მამუკა მდინარაძისთვის. ის მშვილდოსანია. კოსმოსი მას საკმაოდ კარგ შანსებს მისცემს. სხვათა შორის, მშვილდოსანია ირაკლი ალასანიაც. მე მას ვურჩევ, დაბრუნდეს პოლიტიკაში, კარგი პერსპექტივები აქვს. ასევე მშვილდოსანია მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია. მათაც შესანიშნავი პერსპექტივები აქვთ, თუმცა სააკაშვილს მაისამდე საქართველოსთვის არ სცალია. თუ მას უკრაინაში სერიოზულ თანამდებობაზე დანიშნავენ, საქართველოს შეეშვება, თუ არა და, ჩვენთვის გახდება მუდმივი დაძაბულობის ფაქტორი. მისი პარტია სერიოზულად შეარყევს "ქართული ოცნების" პოზიციებს.
- ერთხელ თქვენ თქვით, რომ სააკაშვილი თქვენთან რჩევისთვის იყო მოსული. ე.ი. ასტროლოგია აინტერესებს?
- სააკაშვილს საკუთარი ძალაუფლების მეტი არაფერი აინტერესებს. ის ჩემთან არ მოსულა, ია ფარულავამ მთხოვა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. მიშა მაშინ რიგითი პარლამენტარი იყო. უბრალოდ, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, უძილობა აწუხებდა, სერიოზული ნევროზი ჰქონდა. მე მისი ასტროლოგიური რუკა გავაკეთე და მისი პრობლემები ვნახე. გაირკვა, რომ აურა ჰქონდა საშინლად დაბინძურებული. კვეთებულის ლოცვებით გამოვიდა მდგომარეობიდან. შემდეგ მისი მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა, სამ თვეში იუსტიციის მინისტრი გახდა. მაშინ გავაფრთხილე, რომ მის წინაშე ორი სერიოზული პრობლემა იდგა: პირველი იყო ფული. თუ ფულთან დაკავშირებით ზომიერებას არ შეინარჩუნებდა, ყველაფერს დაკარგავდა. არ დამიჯერა, შედეგად ფულმა მისთვის ყველაზე ძვირფასი - ძალაუფლება დააკარგვინა. მეორე იყო გარშემო მყოფები, ადამიანები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. ეს მეორე ფაქტორი განსაკუთრებულად მაშინ ექცა პრობლემად, როდესაც პრეზიდენტი გახდა. სააკაშვილი, როგორც გითხარით, მშვილდოსანია, ამ ნიშანს დიქტატორული ნიშან-თვისებები აქვს. ძალაუფლების სიყვარულს დაემატა დიქტატორული ელემენტები, ფულის გადამეტებული სიყვარული და საბოლოოდ ყველაფერი თავზე დაემხო. სხვათა შორის, ჩვენი პრეზიდენტებიდან ყველაზე დიდი კარტბლანში ზეცამ სწორედ სააკაშვილს მისცა, მაგრამ ვერ გამოიყენა?..
- გრიგოლ ვაშაძეზე რას იტყვით?
- გრიგოლ ვაშაძე კირჩხიბია, წელს შორს ვერ წავა. წელიწადი არის მისთვის საშუალო.
GzaPress- ვის ექნება წელს ზეციდან ყველაზე დიდი კარტბლანში?
- საოცრად კარგი პერიოდი და მნიშვნელოვანი შანსები აქვს ლევან ვასაძეს. თუ იაქტიურებს, საზოგადოებისგან სერიოზულ დივიდენდებს მიიღებს, თუ არ იაქტიურებს, ამ გადასარევ წელიწადს დაკარგავს და დარჩება ინტერნეტის მწერლად. ასევე ძალიან კარგი შანსები აქვს ზურაბ ბერიძეს, მისი ზოდიაქოს ნიშანი მშვილდოსანია. საუბარი მაქვს ყოფილ ელჩზე ბელორუსიაში. ის დღეს სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორია, შესანიშნავი დიპლომატი. ზურაბ ბერიძე და ლევან ვასაძე ერთად შესანიშნავ გუნდს შექმნიან.
- პუტინის პირადი ჰოროსკოპი რას გვეუბნება?
- პუტინს იმაზე უკეთესი წელი ექნება, ვიდრე შარშან ჰქონდა. ძალიან სამწუხაროა, რომ მასთან საერთო ენა ვერ გამოვნახეთ. ამ მხრივ ისევ სალომე ზურაბიშვილის იმედი მაქვს. მრავალი წელია, ვამბობ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების კუთხით გამოიყენონ ლალი მოროშკინა და სალომე ზურაბიშვილი. ამ ქალბატონების მფარველი ანგელოზი არის სელენა, რომელიც ასევე რუსეთის მფარველი ანგელოზია. როდესაც სალომე და ლალი რუსეთში ხვდებიან, რუსებმა აღარ იციან, რით ასიამოვნონ მათ. ამ ხელისუფლებაში არავის ჰყავს მფარველი ანგელოზი პირად ჰოროსკოპში სელენა. ამიტომ, ვინმეს რომ მინიმალური ასტროლოგიური ცოდნა ჰქონდეს, ამ ორი ქალბატონის შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებდა. ახლა მაინც დამიჯერეთ, მიუგზავნეთ რუსებს სალომე და ლალი, ნახეთ, რა პოზიტიურ შედეგებს დადებენ.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართველ ხალხს დღეს ურთულეს გარემოში უწევს ცხოვრება, შიში, სტრესი, იმედგაცრუება, ხელისუფალთა და ოპოზიციონერ ლიდერთა სიარული სამძიმრიდან სამძიმარზე...
კაცი, რომელსაც დუმილით მილიონის შოვნა შეუძლია
ვიდრე თბილისში სახანძრო რაზმი ჩამოყალიბდებოდა, ზოგჯერ ხანძრის ჩაქრობას ყარაჩოხელთა ამქარი ცდილობდა.
ანუ საქართველოს სახელით მიღებული ჯილდოები
"დღევანდელი განათლების სისტემა ბავშვებს თავში უბრალოდ, ფაქტების გარკვეულ რაოდენობას უტენის"
ანუ როგორ გადავარჩინოთ შეჭმას "ბურდღუნები"
"მაგარი შეგრძნებაა, როცა ამ ადგილებში დადიხარ და შენი ქვეყნის მესაზღვრე გქვია"
"რით დაგამახსოვრათ თავი 2018 წელმა? ჩამოთვალეთ 5 თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი", - ასეთი "დავალება" ჰქონდა ხელოვანებს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1202 კომენტარი