"პარკირების ფასს მანამდე გავზრდით, ვიდრე მოსახლეობა არ მიხვდება, რომ..."
font-large font-small
"პარკირების ფასს მანამდე გავზრდით, ვიდრე მოსახლეობა არ მიხვდება, რომ..."
რას გვიპირებს დედაქალაქის ხელმძღვანელობა?

მალე თბილისში ავტომობილის პარკირება ფასიანი გახდება. როგორც დედაქალაქის მერიაში ამბობენ, ივლისიდან კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მიმდებარე ქუჩებზე პარკირება ფასიანი გახდება, მერე კი სხვა ადგილების ჯერიც დადგება. პარკირების საბოლოო საფასური დადგენილი ჯერ არ არის, თუმცა ერთი საათის საწყის ფასად 50 თეთრი განიხილება. როგორც მერიაში ამბობენ, ფასიანი პარკირების მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა, ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაა. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარკირებასთან დაკავშირებით თბილისელები "კიდევ ერთხელ მოატყუა და გააცურა". ამ თემაზე უფრო დეტალურად ლევან ხაბეიშვილთან ერთად თბილისის საქალაქო ტრანსპორტის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე გვესაუბრება.


- როგორ წარმოგიდგენიათ, საათობრივი პარკირების დაწესებით დედაქალაქი განიტვირთება საცობისგან და ჰაერიც გასუფთავდება ან ამან შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარობა განაპირობოს?
ლევან ხაბეიშვილი:
- ის, რომ პარკირების საფასურის გაზრდით დედაქალაქში აღარ იქნება საცობები, ანეკდოტია, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ყველაფერი ეს გამიზნულია ბიუჯეტის შესავსებად. 2014 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, დედაქალაქის ბიუჯეტში ჯარიმების სახით 20 მილიონი ლარი შედიოდა. წელს კალაძეს 40 მილიონი ლარი აქვს დაგეგმილი. ორჯერ მეტს ამოიღებენ მოსახლეობის ჯიბიდან. ვინმეს ორჯერ მოემატა ხელფასი ან ორჯერ გაეზარდა შემოსავალი? არა მგონია. პირიქით, ორჯერ გაღარიბდნენ მოქალაქეები. დავით ნარმანიასთან შედარებით 12 მილიონი ლარით მეტის ამოღებას გეგმავს კალაძე. თავიდან ამბობდნენ, რომ საათობრივი გადასახადი 20 თეთრი იქნებოდა, ახლა - 50 თეთრი იქნებაო. კალაძე არ იყო, თბილისელებს "სითი პარკის" გაგდებას რომ ჰპირდებოდა? მოსახლეობას "სითი პარკის" სახელთან კი არ ჰქონდა პრობლემა. მათ ის არ მოსწონდათ, რომ პარკირების ადგილები არ იყო, ჯარიმები და საურავები კი დიდი იყო. ასევე პრობლემა იყო ისიც, რომ ავტომობილები საჯარიმო სადგომზე გადაჰყავდათ. დღეს რა შეიცვალა? არც ერთი საპარკინგე ადგილი არ დამატებია თბილისს, ჯარიმები იგივეა, საურავებიც. ადრე თუ ავტომობილი "სითი პარკს" გადაჰყავდა, ახლა სატრანსპორტო სამსახურს გადაჰყავს იმავე სახით, ანუ ადმინისტრირება აბსოლუტურად იგივეა. ერთადერთი, რაც იცვლება პარკირებასთან დაკავშირებით, არის საფასური. მერია გვეუბნება, რომ თურმე ლონდონსა და ბერლინში პარკირება ბევრად ძვირი ყოფილა. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ლონდონისა და ბერლინის მსგავსი ჩვენ არც ეკონომიკა გვაქვს, არც ხელფასი და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია გამართული.
GzaPressმამუკა მუმლაძე:
- პარკირების გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არც ბიუჯეტის გაზრდაა და არც ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს. ჩვენი მიზანია, მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის უპირატესობა დავანახვოთ, რისთვისაც ბევრი მუშაობა მოგვიწევს. თბილისელების დიდმა ნაწილმა ავტომობილი იმიტომ შეიძინა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მოუხერხებელი და არაკომფორტული იყო. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯერ განვავითარებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და შემდეგ დავაწესებთ საათობრივ სისტემას. მინდა აღვნიშნო, რომ პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძველებურად უფასო იქნება. ეს წესი ძირითადად სამუშაო ოფისებთან პარკირებას ეხება. ასევე, საათობრივ გადასახადს არ გადაიხდიან ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები. აღსანიშნავია ისიც, რომ მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში ოთხჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.
- ნახეთ, თუ მე ოფისში ვმუშაობ 8 საათის განმავლობაში, ავტომობილის პარკირებისთვის დღეში მომიწევს 4 ლარის გადახდა, თვეში კი 120 ლარის. როგორ გგონიათ, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 300-400 ლარია, პარკირების გადასახადი ადეკვატურია?
ლევან ხაბეიშვილი:
- გილოცავთ. თქვენ წლის განმავლობაში პარკირებისთვის საშუალოდ ათასი ლარის გადახდა მოგიწევთ. ამის საშუალება, როგორც ჟურნალისტებს, ისე ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენლებს არ ექნებათ და იძულებული გახდებიან, ავტომობილები შინ დააყენონ. ასეთ დროს რა მოხდება? საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისედაც გადატვირთულია და კიდევ უფრო მეტად გადაიტვირთება, ანალოგიური პრობლემა შეიქმნება მეტროშიც. ე.ი. თქვენ სახელმწიფო გეუბნებათ, გააჩეროთ ავტომობილი, სამსახურშიც დაიგვიანოთ და სხვა პრობლემებიც შეიქმნათ. ესენი ვერც შესაბამის საზოგადოებრივ ტრანსპორტს უზრუნველყოფენ, ვერც პარკინგს და ვერც ადეკვატურ საპარკინგე ფასს.
- 50-ლარიანი საშვებიც დარჩება ძალაში?
- დიახ, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, 50-ლარიანი საშვიც უნდა შეიძინოთ და განსაზღვრულ ადგილებში საათობრივადაც უნდა გადაიხადოთ.
მამუკა მუმლაძე:
- საათობრივად საფასურის გადახდა მხოლოდ გარკვეულ ადგილებში (ამჯერად მხოლოდ ლესელიძეზე) მოგიწევთ, დანარჩენ შემთხვევაში ჩვეულებრივად ისარგებლებთ 50-ლარიანი საშვით. ახლა რაც შეეხება გადატვირთულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს: დღის წესრიგში სწორედ ამ პრობლემის მოწესრიგება დგას. მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიღებთ საათობრივ გადასახადს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი პოლიტიკა განსაზღვრულია არა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ამ ქუჩებზე ოფისებში მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებსაც ვეუბნებით, რომ 50-თეთრიანი ავტობუსით გაცილებით იაფად და კომფორტულად იმგზავრებთ. დღეს ლესელიძეზე თავისუფალ ადგილს ვერ ნახავთ, ყველგან ავტომობილებია ჩახერგილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა აქცენტი გადაიტანონ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, კერძო ავტომობილები კი სამუშაო დღეებში სახლებში გააჩერონ.
- საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას მხოლოდ იმ რამდენიმე ათეული ავტობუსით აპირებთ, რომელიც მერიამ ახლახან შეიძინა?
- კარგია, ეს კითხვა რომ დასვით. ქალაქის მერმა უკვე განაცხადა ამის შესახებ და ჩვენც ვამბობთ, რომ 2019 წლის ბოლოს თბილისში ერთი ყვითელი ავტობუსი არ იქნება. 144 ლურჯი ავტობუსი უკვე მოძრაობს ქალაქში. ახლახან 90 ერთეული მწვანე ავტობუსი კიდევ ვიყიდეთ. წლის ბოლომდე ავტოპარკი მთლიანად გამოიცვლება.
- და ამით საცობების პრობლემაც მოიხსნება?
GzaPressლევან ხაბეიშვილი:
- როგორ გეკადრებათ, საცობი იქ გადაინაცვლებს, სადაც საათობრივი პარკირების გადასახადი არ იქნება. მერე, თუ ყველგან საათობრივ გადასახადს დააწესებენ, ხალხის პროტესტს მიიღებენ.
მამუკა მუმლაძე:
- როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იქნება კომფორტული, უსაფრთხო და იაფი, ძალიან ბევრი ადამიანი გააჩერებს ავტომობილს და სამსახურში ავტობუსით ივლის. სწორედ ეს მოხსნის საცობების პრობლემას. პარკირების ფასი შესაძლოა 50 თეთრზე მეტიც იყოს, ამ ფასს მანამდე გავზრდით, ვიდრე მოსახლეობა არ მიხვდება, რომ კერძო ავტომობილით სარგებლობა და პარკირება გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე ავტობუსით მგზავრობა.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ევროპაში პარკირება გაცილებით ძვირია. ევროპაში მაღალჩინოსნები ხშირად ველოსიპედებით სარგებლობენ. თქვენც ხომ არ მიჰბაძავდით მათ?
- სწორი შენიშვნაა. პირადად მე, მყავს ველოსიპედი, რომლითაც ხშირად დავდივარ. ასევე ყველას მოვუწოდებ, სამაგალითო გავხდეთ მოქალაქეებისთვის.
- ფიქრობთ, რომ საამისო ინფრასტრუქტურა არის დღეს დედაქალაქში?
- დაწყებულია უკვე შესაბამისი ინფრასტრუქტურის და ველობილიკების მოწესრიგება, დაგეგმილია მომავალში ჭავჭავაძისა და ვეკუას ქუჩის რეაბილიტაცია და იქ ველობილიკების გაკეთება.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი