"კვარცხლბეკზე რომ ვიდექი და ჰიმნს ვუსმენდი, ნერვიულობისგან მუხლები მეკეცებოდა"
font-large font-small
"კვარცხლბეკზე რომ ვიდექი და ჰიმნს ვუსმენდი, ნერვიულობისგან მუხლები მეკეცებოდა"
"ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, 3-4 დღე ვერ ვიძინებდი"

ქართველმა მძლეოსანმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვა ოქროს მედალი, 9-10 მარტს გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაში "ევროპის თასი ტყორცნებში", რომელიც სლოვაკეთის ქალაქ სამორინში ჩატარდა. 20 წლის სპორტსმენმა გიორგი მუჯარიძემ ბირთვი 20.27 მეტრზე გაისროლა, პირველი ადგილი დაიკავა და 23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა. როგორც თავად მითხრა, ეს წარმატება შრომისმოყვარეობისა და მებრძოლი ხასიათის შედეგია.


- ბავშვობაში ხშირად ვხდებოდი ავად, ხან ფილტვების ანთება მემართებოდა, ხან რა და ხან - რა. მშობლებმა გადაწყვიტეს, სპორტის რომელიმე სახეობაზე მივეყვანე. თავიდან კალათბურთზე დავდიოდი. ერთხელ ჩემი სკოლის სპორტის მასწავლებელმა მითხრა, თბილისში წამოდი, ბირთვის კვრა სცადე, რა გამოგივაო. მაშინ არაფერი ვიცოდი მძლეოსნობასა და ბირთვის კვრაზე. ამიხსნეს წესები, ტექნიკა, 11 დღე ვივარჯიშე და საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე. ეს იყო 2014 წელს, მეორე წელსაც მოვხსენი საქართველოს რეკორდი, ხოლო შარშან მცირე ქვეყნების ევროპის ჩემპიონატიც მოვიგე. მომეწონა ბირთვის კვრა, თან წარმატებით დავიწყე და გულიც დავუდე. არასდროს მიფიქრია სხვა სახეობაში მომესინჯა ძალები. ამ სპორტში ფიზიკურ ძალასა და მომზადებასთან ერთად სისხარტეც გჭირდება და გონებაც, რამდენიმე წამში ასრულებ სხვადასხვა მოძრაობას, რასაც მობილიზება სჭირდება.
- წესებისა და ტექნიკის შესახებ ჩვენც გვითხარი ცოტა რამ.
- შეჯიბრების წესების მიხედვით, ბირთვს ერთი ხელით კრავენ, ადგილიდან ან წახტომით, ან ბრუნით, წრის ფარგლებში. საწყის მდგომარეობაში ბირთვი უნდა ეხებოდეს ყბას ან მასთან ახლოს უნდა იყოს. ბირთვის კვრის დროს არ შეიძლება მისი გვერდზე ან მხრის უკან გატანა, ბირთვს იდებენ მარჯვენა ხელის თითებზე ან ხელისგულთან ახლოს და ასე ემზადებიან გამორბენისთვის. გამორბენი არის წახტომით და ტრიალით, მე ტრიალი უფრო მომწონს, ლამაზიცაა და კომფორტულიც მეჩვენება სისწრაფის ასაკრებად. ყველაზე რთული სპორტის ამ სახეობაში, სექტორში დარჩენაა. სექტორი არის 2 მ და 13 სმ. როცა ბირთვს გადააგდებ, ფეხი წინ არ უნდა გადადგა. ეს კი ძალიან რთულია, როდესაც 7 კილო ბირთვს ისვრი. ამ სახეობაში ლიდერობს გერმანია, პოლონეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ამერიკა საერთოდ პირველ ადგილზე აყენებს მძლეოსნობას. რაც შეეხება საქართველოს, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზე ვარ.
- ბირთვის წონაზეც მინდა გკითხო - მინიმუმი და მაქსიმუმი სიმძიმე და კიდევ, სპორტსმენების წონის მიხედვით ირჩევა, ვინ რამდენკილოიან ბირთვს ისვრის?
- ბირთვის მაქსიმუმი წონა 7კგ და 260 გ-ია. 3-4-კილოიანი ბირთვი უფრო გოგონების წონაა, 18 წლამდეა 5 კილო, 20 წლამდე - 6 კილო, 20-ის შემდეგ უკვე 7,26 გ ანუ წონის მიხედვით კი არა, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვითაა.
- რაც შეეხება ევროპის თასის მოგებას, გვითხარი, როგორი ემოცია გქონდა, როდესაც ჰიმნს უსმენდი და კვარცხლბეკზე იდექი?
- ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, 3-4 დღე ვერ ვიძინებდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი. კვარცხლბეკზე რომ ვიდექი და ჰიმნს ვუსმენდი, ნერვიულობისგან მუხლები მეკეცებოდა, რაც ძალიან დიდი სიხარულია. შეიძლება სულ რამდენიმე წამია, მაგრამ ყველაფერს იტევს. 7 წლის შრომა რომ დაგიფასდება და მიზანს მიაღწევ, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?
საუბარში გიორგის მეგობარი, მარიამ გავაშელიც ჩაერთო:
- გიორგი ძალიან მიზანდასახული და თავმდაბალი ბიჭია. რთულია მისთვის, თავისუფალი დრო გამონახოს მეგობრებისთვის, მაგრამ მაინც ახერხებს. მან მასწავლა მეგობრობა, შეუძლებელია, რამე გვჭირდებოდეს და ის ჩვენ გვერდით არ იყოს. სულ აღნიშნავს, გამარჯვება, პირველ რიგში, იმიტომ მიხარია, რომ ჩემ გვერდით მყოფი ადამიანები - ოჯახის წევრები და მეგობრები გავახაროო. როდესაც დავურეკე და მივულოცე, ემოციებისა და სიხარულისგან ვერ ლაპარაკობდა. მხიარულია, მიუხედავად მკაცრი აღნაგობისა და ძალიან მიამიტი - უცებ იჯერებს, რასაც ეუბნები. ტყუილად რომ უთხრა, რაღაც მაწყენინეო, შეუძლია, 2 დღე გეხვეწოს, მითხარი, რა გეწყინაო.
- გიორგი, შენი ასეთი მიამიტობა გოგონებმა ცუდად არ გამოიყენონ, მით უმეტეს ახლა, როცა თაყვანისმცემლები კიდევ უფრო მოგემატება...
- (იცინის) ჩემი შეყვარებული ბირთვია, ჯერ არავინ მიყვარს. სტიმულს მაძლევენ ჩემი მშობლები, უფროსი და და მეგობრები. დედას და ჩემს დას ყველაზე მეტად უხარიათ, ტირიან ჩემი წარმატების გამო. აი, ახლაც რომ ჩავედი გორში, დედამ ტირილი დაიწყო, ვაწყნარებდი და ვეუბნებდი, აღარ მოვალ, თუ ასე იტირებ-მეთქი.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
- მწყინს, რომ სპორტის ამ სახეობას საქართველოში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. იქნებ ჩემი წარმატების შემდეგ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს მძლეოსნობას და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს, იქნებ ღია სტადიონზე შესვლისა და ვარჯიშის საშუალებაც მოგვცენ, რადგან დახურულ სტადიონზე მიწევს ვარჯიში. წლებია, ჩემს შეჯიბრებას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებიან, ბევრმა ისიც კი არ იცის, მძლეოსნობა რა არის. სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია არ ხდება. როდესაც ვამბობ, მძლეოსანი ვარ-მეთქი, მეკითხებიან, რამდენ კილო შტანგას სწევ? ხელს სწევ? და ა. შ. ძალოსნობაში ერევათ. ფეხბურთს თუ სპორტის მეფეს უწოდებენ, მძლეოსნობა სპორტის დედოფალია, რადგან ის არის ყველა სახეობის საფუძველი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უკვე აქტიურად ვემზადები ზაფხულის ევროპის ჩემპიონატისთვის 23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში და ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად. ჩემი წლევანდელი გამარჯვება და ოქროს მედალი კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს შემდეგ ჩემპიონატებზე.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნება ბევრ რამეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებთ
ნინო ბურჯანაძე პოლიტიკასა და პირად თემებზე
ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ - ვის აწყობდა გზიდან ზურაბ ჟვანიას ჩამოშორება
სოხუმი უკვე აღებული იყო. მამა და ბიძაც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ
რას ურჩევს ელენე თევდორაძე სალომე ზურაბიშვილს
შარშან დაქორწინდნენ, უამრავი ოცნება, გეგმა ჰქონდათ
საპყრობილეში ყოფნისას ადამიანი წუთებს და წამებსაც კი ითვლის
თარაშ მუკბანიანის ოჯახის პასუხი სალომე ზურაბიშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
925 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი