რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები ავტოდაზღვევაზე
font-large font-small
რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები ავტოდაზღვევაზე
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!

ავტოდაზღვევა მთელ მსოფლიოში მიღებული და აპრობირებულია. 2019 წლის პირველი ივლისიდან ავტომობილების დაზღვევა საქართველოში სავალდებულო გახდება. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილია და ვარაუდობენ, რომ ავტოდაზღვევა რამდენიმე თვეში სრულყოფილად ამოქმედდება. კანონპროექტის მიხედვით, მძღოლებს წელიწადში საშუალოდ, 100-დან 300 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ, დაზღვევის გარეშე დარჩენილი ავტომფლობელები კი დაჯარიმდებიან. მძღოლების დიდი ნაწილი ამ ცვლილებას უარყოფითად აფასებს, რადგან ეს მათთვის დამატებითი ხარჯი იქნება. ისინი ამბობენ, რომ ქამარი კიდევ უფრო მეტად უნდა შემოიჭირონ და ისე დაფარონ ხარჯები, რომელიც ავტომობილის შენახვას სჭირდება. რას ფიქრობენ სავალდებულო დაზღვევაზე პოპულარული ადამიანები, როგორი მძღოლები არიან და როდის ისწავლეს მანქანის ტარება? ამის თაობაზე რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ:


რუსკა ქარქაშაძე, მსახიობი:
GzaPress- ვფიქრობ, ავტოდაზღვევა კარგია, მაგრამ ის ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ადამიანმა თავისი ნებით უნდა აირჩიოს, რა უნდა და რა - არა, თუმცა, თუ ავტომობილი დაზღვეული იქნება, ეს უკეთესია. ძალიან მომწონს, როცა ქალი ზის საჭესთან და ოსტატურად ატარებს. მანქანის ტარება მეც ვიცი და ძალიან ბევრ გოგოს ვიცნობ, რომელიც საკმაოდ კარგი მძღოლია. მათ შორის, ჩემი მეგობრებიც. მართალია, ქალებზე ხშირად ხუმრობენ, ცუდი მძღოლები არიან და კრიტიკულ სიტუაციაში იბნევიანო, მაგრამ ეს უფრო გამოცდილების გამოა. თავიდან შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაიბნეს, ვიდრე ტარებას ისწავლის. ოჯახში 3 მანქანა გვყავს და მეც ხშირად ვუზივარ საჭეს. მართვის მოწმობის აღებაც არ გამჭირვებია და საერთოდ, მიმაჩნია, რომ შენი შრომით და მონდომებით შეიძლება ყველაფერს მიაღწიო. სხვათა შორის, რჩეული ბრენდიც მაქვს და ეს "მერსედესია". უფრო მასიური და დიდი ზომის ავტომანქანები მომწონს. სიჩქარეს არასოდეს ვუმატებ, ზომიერად ვატარებ და საავარიო სიტუაციასაც არასოდეს ვქმნი.

კახა მამულაშვილი (მამულიჩა), პროდიუსერი:
- დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს, მაგრამ არა ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ამის საშუალება არა აქვს. მომავალში, როდესაც ის სიდუხჭირე აღარ იქნება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ავტომანქანის დაზღვევას ყველა მოინდომებს. საზღვარგარეთ ავტოდაზღვევის გარეშე ქუჩაში ერთი წუთითაც ვერ გახვალ. კარგია, ჩვენთანაც რომ ასე იყოს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, თუ რამდენად ხელმისაწვდომია დაზღვევა ადამიანებისთვის. მანქანას 16 წლიდან ვმართავ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგად ვატარებ, მაგრამ ავარიულ სიტუაციაში რამდენჯერმე ვყოფილვარ. სხვათა შორის, საჭესთან ყოველთვის სხვა იჯდა... ამჟამად მანქანა მე არა მაქვს. სამაგიეროდ, ჩემი მეუღლე ზის საჭესთან. უნდა ვაღიარო, რომ ის მშვენიერი მძღოლია. გამოგიტყდებით, რომ ძალიან მომწონს, როცა ქალი საჭესთან ზის, თუმცა სულ რამდენიმე ქალი ვიცი, რომელიც მანქანას მართლა კარგად ატარებს. სიმართლეს ვამბობ და იმედია, ამის გამო ქალბატონები არ გამიწყრებიან.

სალომე შარვაძე, მსახიობი:
GzaPress- ჩემი აზრით, ავტომანქანის დაზღვევა სასურველი და აუცილებელიც კია. ჯერ ერთი, ეს მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თანაც, 21-ე საუკუნეში ადამიანს ყველაფერი დაზღვეული უნდა ჰქონდეს. ხიფათისგან დაზღვეული არავინაა და ასეთ დროს დაზღვევა ძალიან კარგი შეღავათია. მე თვითონ, მანქანის ტარება არ ვიცი, დროც არა მაქვს, რომ ვისწავლო და მირჩევნია საჭესთან სხვა იჯდეს. ამას თავისი მიზეზები აქვს: ჯერ ერთი, რომ თბილისში ძალიან დიდი საცობებია, თითქმის ყველას აქვს პარკირების პრობლემა და ბევრი მძღოლი ძალიან ცუდად ატარებს თავის მანქანას. რამდენჯერმე ავარიულ სიტუაციაშიც მოვყევი და ეტყობა, ქვეცნობიერი შიშის გრძნობა მაქვს, ამიტომ მიმაჩნია, რომ საჭესთან ყველა არ უნდა იჯდეს. მაგალითად მე, ამის სურვილი არც მიჩნდება და მართვის მოწმობაც კი არა მაქვს. როდესაც სადმე მივდივარ, საჭესთან ჩემი მეუღლე ზის, სამსახურში კი, მძღოლი გვემსახურება.

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:
- ჩემი მანქანა დაზღვეულია და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიმშვიდის გარანტია. ამ დაზღვევით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ მე სამსახური მაქვს, მაქვს ხელფასი და დაზღვევაში მცირე თანხას ვიხდი, იმ ადამიანებს კი, ვინც "ტაქსაობს" და ვისთვისაც ეს საარსებო წყაროა, შეიძლება ამ თანხის გადახდა გაუჭირდეთ. კარგია, როდესაც მანქანა ზიანდება და ყველაფერს სადაზღვევო კომპანია იხდის, მაგრამ ვიღაცისთვის ეს ისეთი ხარჯია, რომელსაც ფიზიკურად ვერ გასწვდება. თავად ჩემი მანქანა არაერთხელ დაუზიანებიათ - ერთხელ ეზოში იდგა და ვიღაც დაეჯახა. ერთხელ კი, დიდ ავარიაშიც მოვყევი: ვიღაც თვითონ დამეჯახა და მანქანის უკანა მხარე საერთოდ გამოსაცვლელი იყო. ძალიან ფრთხილი მძღოლი ვარ, 12-13 წლისა ვიყავი, როცა ტარება ვისწავლე: ჩემი ბაბუა თავის მანქანას მანდობდა და კიკეთის ტერიტორიაზე მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი მძღოლი ვარ და ამას ყველა აღიარებს, ვინც ჩემს მანქანაში ერთხელ მაინც მჯდარა, ჩემი მანქანა ბევრჯერ დაზიანებულა და ყოველთვის სხვისი მიზეზით. ამიტომ არის დაზღვევა საუკეთესო გამოსავალი ნებისმიერი ავტომფლობელისთვის.

GzaPressავთო ცქვიტინიძე, დიზაინერი:
- 5 წელია, რაც მანქანას ვატარებ. საჭესთან დაჯდომა უკვე ზრდასრულ, შეგნებულ ასაკში გადავწყვიტე. მანამდე ამისათვის მორალურად მზად არ ვიყავი და ვამჯობინებდი, მძღოლს ვეტარებინე. თანაც, მიმაჩნდა, რომ ადრე საშუალო დონის მძღოლი ვიყავი, ახლა კი - კარგი. სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ავტოდაზღვევა? - ადამიანის შემოსავალს გააჩნია. მე მაგალითად, მანქანა დაზღვეული მაქვს. შეიძლება შენ ძალიან ფრთხილად ატარებდე, მაგრამ სხვამ დაარღვიოს მოძრაობის წესები, დაგეჯახოს და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდე. ასეთ დროს ფინანსური დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავს.

ზუკა ხუციშვილი, მუსიკოსი:
- დაზღვევა ძალიან ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო, მაგრამ ჩვენთან ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. როცა მოვძლიერდებით, მერე უკვე შეიძლება ავტოდაზღვევა სავალდებულო გახდეს. ჩვენს ოჯახში ავტომობილი დაზღვეულია, ადრე უფრო ძვირიანი პაკეტი გვქონდა, რომელიც შევცვალეთ და მომავალი თვიდან უფრო შეღავათიან ფასს გადავიხდით. საჭესთან ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ და როცა მეჩქარება, სწრაფად მაშინაც კი არ ვატარებ. თბილისში წვიმა რომ წამოვა, მოძრაობა ძალიან ძნელდება და მანქანის მართვა გამოცდილ მძღოლებსაც კი უჭირთ, ამას საცობებიც ემატება, რის გამოც მე ძალიან ვერიდები საჭესთან დაჯდომას. თუ შორს არა ვარ წასასვლელი, ფეხით სიარულს ვამჯობინებ. ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ჩვენი ქალაქისთვისაც. უცხოეთში ყველაზე პატივსაცემი და ცნობილი ადამიანებიც კი ველოსიპედით დადიან, სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში საამისო ინფრასტრუქტურა არ არის, ამიტომ, თუ შორს არ მივდივარ, ყოველთვის ფეხით სიარულს ვამჯობინებ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
"ერთი რამ ვიცი, ცოცხალია და გააშვილეს. მამა მასზე დარდმა მოკლა..."
"ცოცხალი თავით არ გვინდა, რომ გავერკვეთ ასტროლოგიაში"
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი