"სოფლებში ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება და იცით, რომ მუშახელი გვიჭირს?.."
font-large font-small
"სოფლებში ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება და იცით, რომ მუშახელი გვიჭირს?.."
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

"ვისაც შრომა არ ეზარება, ყველა შეძლებს უკეთესი მომავლის შექმნას", - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი. დღეს გლეხები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სოფელი იცლება, ახალგაზრდები სამუშაო ადგილების სიმცირის ან სულაც არარსებობის გამო ქალაქში გარბიან, სოფლად დარჩენილები კი დროს "ბირჟაზე" უქმად დგომით კლავენ. თუ ვინმეს გაუმართლებს, შესაძლოა დროებით მშენებლობაზე ან თურქეთში, თხილის სეზონისთვის მოახერხოს წასვლა. როგორც გლეხები ამბობენ, მიწის დასამუშავებლად არც საჭირო ხელსაწყოები აქვთ, არც ტრანსპორტი ჰყავთ და არც იმის ფინანსური საშუალება, რომ სასუქი და საწვავი შეიძინონ. მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაზე ფიქრსაც კი აბსურდულად მიიჩნევენ, - ძროხა, ღორი და ქათამი კი არა, საკუთარი თავის გამოკვებაც გვიჭირსო. ამ ყველაფრის პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკმაოდ ხშირად აანონსებს ახალ-ახალ პროექტსა და პროგრამას, რომელთა საშუალებით ფერმერებს მეურნეობისა და მეცხოველეობის განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ. შენდება ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, იქმნება ფერმერთა ასოციაციები და კოოპერატივები. რატომ ვერ სარგებლობენ ამ სიკეთეებით გლეხები და რა ახალ ღონისძიებებს ატარებს სამინისტრო ამ გაზაფხულზე, ამის შესახებ მინისტრის პირველი მოადგილე გვესაუბრება.


- ბატონო გელა, რა ახალი ინიციატივები შესთავაზეთ გლეხებს, წელს საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების პერიოდში?
- რა თქმა უნდა, გვაქვს ახალი ინიციატივები და პროექტები. ახლა, საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს პროექტი - დანერგე მომავალი, რომელიც მრავალწლიანი ნარგავების (კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების) გაშენებას უწყობს ხელს. სიახლე გახლავთ ის, რომ ფერმერებისთვის დაიწყო მექანიზაციის პროექტი, რომელიც გულისხმობს მექანიზაციის შეძენას სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით. ჩვენს უწყებას აქვს სპეციალური საიტი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს მისთვის სასურველი პროექტი, შეავსოს განაცხადი და გაიროს ტრენინგი. ამის შემდეგ სახელმწიფო უზრუნველყოფს მისი პროექტის დაფინანსებას. კენკროვანი კულტურების პროექტი 100%-ით დაფინანსდება... პროექტების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე ოთხმოცამდე სხვადასხვა ტიპის პროექტია განთავსებული.
- თქვენ მიერ განხორციელებული პროექტებით და სხვა სიკეთეებით რიგითი გლეხები რატომ ვერ სარგებლობენ?
- ვინ თქვა, რომ ვერ სარგებლობენ?
- პირადად ვიცი, ბევრი სოფელი, სადაც გლეხები სიღატაკეში ცხოვრობენ და არანაირი საშუალება არ აქვთ, რომ მიწა დაამუშაონ, მესაქონლეობას ან მეფრინველეობას მოჰკიდონ ხელი.
- შეგიძლიათ ერთი კონკრეტული სოფელი დამისახელოთ?
- რა თქმა უნდა, ბევრი სოფლის დასახელება შემიძლია, თუმცა ამჯერად ერთ კონკრეტულს დაგისახელებთ. მაგალითად, ოზურგეთის რაიონი სოფელი მელექედური. მას შემდეგ, რაც ფაროსანამ იქ თხილი სრულად გაანადგურა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთადერთი გამოსავალი თურქეთში მუშაობაა.
- ადამიანები არჩევანს თავად აკეთებენ განწყობების, ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით. დღეს ქალაქიდან სოფელში მიგრაცია დაწყებულია. ადამიანები ბიზნესის წამოსაწყებად ქალაქიდან სოფელში მიდიან, რადგან ბოლო დროს რეგიონებში ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება და იცით, რომ მუშახელი გვიჭირს?.. შესაძლოა ამ ეტაპზე კახეთში უფრო მეტი ინვესტიციაა ჩადებული, ვიდრე ოზურგეთში, მაგრამ არეალს ყოველწლიურად ვაფართოებთ. ახლა რაც შეეხება თხილს: ვერ უარვყოფთ, რომ დასავლეთ საქართველოში თხილის მოვლის კულტურა ძალზე დაბალია. აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, პროგრამის ფარგლებში სამი წელია ინტენსიურად ვმუშაობთ საზოგადოებასთან და ვცდილობთ ვასწავლოთ, როგორ მოუარონ თხილს.
- გლეხები ხშირად ჩივიან, რომ თხილის პლანტაციების შეწამვლის შედეგად მოსავალი ხშირად უფუჭდებათ. რასთან გვაქვს საქმე, შესაძლოა სოფლის მმართველობა თანხის დაზოგვის მიზნით, ფალსიფიცირებულ შესაწამლ საშუალებას აძლევდეს გლეხებს?
- ასეთ რამეს კატეგორიულად გამოვრიცხავ. თუ ადამიანები კარგად გაერკვევიან, თუ როდის და როგორ უნდა შეწამლონ, რა წამალი რომელ მცენარეზე გამოიყენონ, აუცილებლად სასურველ შედეგს მიიღებენ. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც გლეხები თავიანთ პლანტაციებს კარგად არ უვლიან, დროულად არ სხლავენ, არ წამლავენ და მერე, როდესაც მოსავალს ვერ მიიღებენ, არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებენ. გასულ წელს თხილს ვინც კარგად მოუარა გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთის ნაწილში, კარგი მოსავალი მიიღო. თხილის ფასი 4-დან 7 ლარამდე მერყეობდა... ჩვენც მივიღეთ ინფორმაცია, რომ თითქოს, წამლობის შემდეგ ხალხს თხილთან ერთად, ბოსტნეული კულტურაც გაუფუჭდა. მდგომარეობის შესასწავლად მეცნიერები გავგზავნეთ და გაირკვა, რომ უმეტესწილად ბოსტნეული კულტურის დაზიანება გამოწვეული იყო სოკოვანი დაავადებით, იმ აგროღონისძიების ჩაუტარებლობით, რომლის გარეშეც ბოსტნეული კულტურები უბრალოდ აღარ ხარობს. და კიდევ, ჩვენს მოსახლეობას აგროკალენდარი დავურიგეთ, სადაც დეტალურად იყო მითითებული, თუ როდის რა პირობებში და რით უნდა შეეწამლათ.
- ე.ი. ამბობთ, რომ გლეხებს შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია არა აქვთ და ამიტომ ვერ ახერხებენ თავიანთი მეურნეობის განვითარებას? თუ ასეა, რატომ არ ზრუნავთ, რომ მათ მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ?
- ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში განვათავსეთ სპეციალური სამსახურები, რომლის თანამშრომლებიც პრაქტიკულად 24 საათის რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამავე დროს, უზრუნველვყოფთ მეცნიერთა და კვალიფიციურ ადამიანთა ჯგუფების ავტომობილებით გადაადგილებას სოფლიდან სოფელში, რათა ადგილზევე გაეცნონ მოსახლეობის პრობლემებს. საზოგადოებამ სამწუხაროდ ძალიან გვიან, მაგრამ მაინც გააცნობიერა, რომ სამინისტროსგან მიცემული რეკომენდაციები აბსოლუტურად სწორი იყო. ვინც დაგვიჯერა, სასურველი შედეგიც მიიღო. აქვე გეტყვით, რომ შექმნილია თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, რომლებიც აგრონომებისგან კვალიფიციურ რეკომენდაციებს იღებენ.
GzaPress
- თქვენ მიერ განხორციელებული პროექტები მოგვცემს თუ არა იმის საშუალებას, რომ თურქეთიდან შემოტანილი ხილ-ბოსტნეული შიდა წარმოების პროდუქტით ჩავანაცვლოთ?
- ვფიქრობ, მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა დავუტოვოთ. მხოლოდ შიდა პროდუქციაზე არც ერთი ქვეყანა არ არის დამოკიდებული. ჩვენ ბანანის წარმოება რომ დავიწყოთ, ეს მცდელობა აუცილებლად მარცხით დამთავრდება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ შიდა პროდუქტის წარმოება მუდმივად იზრდება.
2018 წელს საქართველოდან იმპორტირებულია 960 მილიონი დოლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში დღითი დღე ვითარდება ბიზნესი, რომელიც კვებავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე უცხოელებს. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ქართველ ფერმერებს გახსნილი აქვთ ორმილიარდიანი ბაზარი, სადაც საბაჟო გადასახადების გარეშე შედის ქართული პროდუქცია. შარშან ჩვენი ქვეყნიდან 30 ათასი ტონა ციტრუსი და 50 ათას ტონაზე მეტი ვაშლი გავიდა. ატამი, რომელიც საერთოდ წაშლილი იყო ექსპორტის რუკიდან, 16 ათას ტონამდე გაიტანეს. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რომლის მისაღებადაც ადგილობრივ ბაზართან ერთად, მსოფლიოს ბაზარიც მზად იქნება.
- ძალიან კარგია, რომ ქართველ ფერმერებს მსოფლიო ბაზარზე გააქვთ პროდუქტი, მაგრამ "ტრასის" პირზე ჩამწკრივებულ მოხუცებზე რას იტყვით, რომლებიც გვეხვეწებიან, რომ ერთი სათლი ვაშლი ლარად ვიყიდოთ. ამ ადამიანებმა სად უნდა გაასაღონ თავიანთი პროდუქცია?
- "ტრასის" პირას ადამიანები ერთ სათლ ვაშლში ლარს სწორედ იმის გამო იხვეწებიან, რომ ორგანიზებული ბიზნესი არა აქვთ. ხუთი კილო ვაშლის მოყვანა საკმარისი არ არის... ისე, მეც რუისიდან ვარ და კარგად ვიცი, რა როგორ იყიდება. კი, არიან ადამიანები, რომლებიც მართლა თავიანთი ბაღის ვაშლს ყიდიან, მაგრამ გადამყიდველებიც ხშირად დგანან მაგ გზაზე. სხვათა შორის, რუისთან ძალიან კარგი სავაჭრო ცენტრი აშენდა, სადაც ფერმერს საშუალება აქვს თავისი პროდუქტი მიაწოდოს მომხმარებელს.
- გლეხებისთვის მსოფლიო ბაზარზე გასვლაზე მნიშვნელოვანი ალბათ აქ, ადგილზე გახსნილი ხილის გადამმუშავებელი საწარმოებია. თქვენ არაერთხელ დააანონსეთ ასეთი საწარმოების გახსნა, ვნახეთ პრეზენტაციებიც, თუმცა გლეხები მაინც ამბობენ, რომ ისინი ვერ ასაღებენ თავიანთ პროდუქტს, არ იციან, სად არის ასეთი საწარმოები. რას ეტყოდით მათ?
- 2012 წლის შემდეგ 190-ზე მეტი ხილის გადამმუშავებელი საწარმო აშენდა, რვაზე მეტი გადაიარაღდა. ის ქართული პროდუქცია, რომლებსაც დღეს სუპერმარკეტების დახლებზე ხვდებით, სწორედ ამ საწარმოებშია დამზადებული. თავად დავდივარ და კვირაში ერთ ახალ საწარმოს მაინც ვხსნი. არ ვიცი, დაინტერესებული და მონდომებული ადამიანი ამ ყველაფერს რატომ ვერ ხედავს. მხოლოდ იანვარსა და თებერვალში 5 ახალი ხილის შესანახი მაცივარი გავხსენით.
- რომელ რეგიონებში?
- ძირითადად, ქართლში გავხსენით ვაშლის მაცივრები.
- როგორ ფიქრობთ, რეალურად უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები დაუბრუნდებიან სოფელს?
- ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ბოლო დროს სოფლის მეურნეობით ინტერესდებიან წარმატებული ახალგაზრდები. ეს ადამიანები იმიტომ კი არ იწყებენ სოფელში ცხოვრებას, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ, უბრალოდ, მათ იციან, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება არის მომავალი წარმატებული ბიზნესი, ხვალინდელი დღე. 10 წლის წინ აბსურდულად მოგვეჩვენებოდა საუბარიც კი გუდის ყველის ამერიკაში გატანაზე. დღეს უკვე იმდენ გუდის ყველს ფიზიკურად ვეღარ ვაწარმოებთ, რომ ამერიკის ბაზარი ბოლომდე დავაკმაყოფილოთ. მოკლედ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოფელი ფეხზე დავაყენოთ. მთავრობის გადაწყვეტილებით ყველგან შევა გზა, დენი, გაზი, ინტერნეტი და სოფელში მცხოვრებ ადამიანს საშუალება ექნება, საკუთარი რესურსი მსოფლიოს მასშტაბებით გამოიყენოს.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორ აფასებს ეკა ბესელია ქვეყანაში მიმდინარე აქციებს
12 ათასი მცენარე უფრო მეტ ეფექტს მოიტანს, ვიდრე 100 ათასი პატარა ნერგი
"ხალხს მაინც რომ მისდევდნენ და ისევ ესროდნენ, ეს რა საჭირო იყო?"
"ახალგაზრდების ხმა იკარგება მაშინ, როცა სხვები სკამებს ებღაუჭებიან"
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი