როგორია გაწვრთნილი პოლიციელი ძაღლების სამსახური და ფინალი საქართველოში
font-large font-small
როგორია გაწვრთნილი პოლიციელი ძაღლების სამსახური და ფინალი საქართველოში
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"

რამდენიმე დღის წინ, "გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში" შს სამინისტროს გაწვრთნილი 11 ძაღლი მიიყვანეს, რომლებიც ძალოვანი უწყების თქმით, ასაკის გამო, სამსახურისთვის უკვე გამოუსადეგარი იყვნენ... ამის შემდეგ, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ ცხოველებისთვის კარგი პატრონის მოძებნაში დახმარებოდნენ...
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების თქმით, ასეთი ძაღლებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესაბამისი დაწესებულება უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი ოფიციალურად პენსიაზე გასულად ითვლებიან...

თამარ აფციაური, გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელი:
- შსს-დან მითხრეს, რეგიონულ უწყებებში ნამსახურები ძაღლები გვყავს, რომლებსაც უკვე აღარ შეუძლიათ მუშაობა და თუ შეიძლება, თქვენთან მოვიყვანთო... ჩვენს თავშესაფარში ხშირად მოჰყავთ ცხოველები, შემდგომში გაჩუქების მიზნით, მაგრამ პოლიციელი ძაღლები აქამდე არასოდეს მოუყვანიათ... მერიას შევუთანხმდი, რის შემდეგაც თავშესაფარში 11 ძაღლი მოიყვანეს. ამ ფაქტს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ცხოველებს პენსია დაუნიშნეს, თავშესაფარს ფული ჩაურიცხეს, მეტი რაღა უნდათო? მსგავსი არაფერი ყოფილა. არც ველოდი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ძალებით ვცდილობთ ცხოველებს მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონები ვუპოვოთ, ყველას მისამართს ვინიშნავთ, შემდეგი მონიტორინგისთვის, რომ ვნახოთ, რა მდგომარეობაში არიან ისინი...
- ფოტოზე ჩანს, რომ გამხდრები არიან...
- ყველა არ არის გამხდარი, ლაბრადორები მსუქნები იყვნენ, მალინუებს ასეთი ჯიში აქვთ...
- ძაღლები ისევ თქვენთან რჩებიან?
- ძალიან დაგვეხმარა სოციალური ქსელი. რომ არა საზოგადოებრივი აქტიურობა, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდებოდა... თითქმის ყველა მათგანი უკვე გავაჩუქეთ, - ერთი, გერმანული ნაგაზი ხაშურის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა, მამა სებასტიანმა წაიყვანა... კიდევ ერთმა სასულიერო პირმა შემოგვთავაზა, 5-6 ძაღლს, რომლებიც ყველაზე ასაკოვნები არიან და განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, მე წავიყვანო. ერთი ატოცში წაიყვანეს დავით ქაცარავამ და მასთან ერთად მყოფმა ბიჭებმა... დანარჩენებიც გავაჩუქეთ და ყველა მათგანს კარგი პატრონი ჰყავს.
დავინტერესდით, სად მიჰყავთ პენსიაზე გასული გაწვრთნილი ძაღლები. როგორც შსს-ში განგვიმარტეს - ამაში განსაკუთრებული და მით უფრო, მიუღებელი არაფერია, რადგან მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. უწყებაში პენსიაზე გასულ ძაღლებს არ აძინებენ, ისინი თავშესაფარში მიჰყავთ...
კინოლოგ-ოფიცრის, დავით თურმანიძის თქმით, ყველა სამსახურებრივ ძაღლს თავისი მეწყვილე კინოლოგ-ოფიცერი ჰყავს, ადამიანი და ცხოველი, ერთმანეთს ხასიათით, ტემპითა და სხვა თვისებებით უნდა უგებდნენ და ეწყობოდნენ. ეს ძაღლსა და კინოლოგ-ოფიცერს ერთად მუშაობას უადვილებს და მათ შორის კარგი ურთიერთობის წინა პირობაა, რაც თავის მხრივ, შემდგომში, ხშირად მათ შორის უსიტყვო კომუნიკაციის საფუძველი ხდება.
- თუ მათ შორის კავშირი არ დამყარდა, ეს ნიშნავს, რომ წყვილი ვერ შედგება. ამიტომ პირველ ეტაპი ადამიანსა და ცხოველს შორის გაცნობითი ხასიათისაა, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ძაღლმა თუ თავის მეწყვილეში მეგობარი, პატრონი და ლიდერი ვერ აღმოაჩინა, ისინი ვერასდროს გაუგებენ ერთმანეთს, კომუნიკაციის უქონლობა კი, მუშაობაზე აისახება. ამიტომ, დაწყვილების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამსახურებრივ ძაღლს შესაფერისი მეწყვილე ჰყავდეს. მას ძაღლთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, იჩვევს და ზრუნავს მასზე, ეთამაშება, ასეირნებს და მის ხასიათს შეისწავლის... რამდენიმედღიანი ურთიერთობის შემდეგ უკვე ირკვევა, რამდენად უგებენ ისინი ერთმანეთს. გააჩნია, რამდენად გამოცდილი კადრია კინოლოგ-ინსტრუქტორი და როგორ გამონახავს ის ცხოველთან საერთო ენას. ზოგჯერ არის, რომ ძაღლი უფრო სწრაფი და დაუმორჩილებელია, ოფიცერი კი დინჯი ან პირიქით.
GzaPress
- ვიცი, რომ ძაღლები ცვლებში მუშაობენ.
- დიახ, ძაღლები 24-საათიან ცვლაში მუშაობენ. მათ დასვენებისა და კვების წინასწარ განსაზღვრული რაციონი აქვთ. ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია, ვინმემ სახელით რომ არ მიმართოს, არ მიიჩვიოს ან უბრალოდ, მისი კეთილგანწყობა არ მოიპოვოს. მათ განსაკუთრებული უნარი აქვთ, რათა გარკვეული რისკ-ფაქტორების მქონე ბარგის, მსუბუქ თუ სატვირთო მანქანებში არსებული საეჭვო ნივთები ან ნივთიერებები აღმოაჩინონ... ამ სამუშაოსთვის ყველაზე კარგი ასაკი 3-4 წელია, საშუალოდ კი - რვა წლამდე მსახურობენ.
- ამ საქმეში მხოლოდ მამრი ძაღლები გამოიყენებიან?
- არა, შეიძლება მდედრიც იყოს, მაგრამ მუშაობის პერიოდში, მათ გამრავლების უფლება არა აქვთ. ჩვენ, კინოლოგებს წლების განმავლობაში გვიწევს ერთსა და იმავე ძაღლთან მუშაობა და შემდეგ, როდესაც მათი სამსახურის ასაკი იწურება, მათთან განშორება ძალიან გვიმძიმს. მათაც ძალიან უჭირთ და განიცდიან უჩვენობას.
- მათი მუშაობის გრაფიკი როგორ არის გადანაწილებული?
- ცვლაში ორი ძაღლი მორიგეობს. ისინი სამ ცვლაში არიან გადანაწილებული ანუ ყოველ მესამე დღეს უწევთ მორიგეობა. ზოგჯერ ისინი 10-15 წუთი მუშაობენ, მაგრამ ერთი საათი მაინც უნდა დაისვენოს, ძალები რომ აღიდგინოს...
ამის შემდეგ, ისინი სპეციალურ ვოლიერებში ისვენებენ, მხოლოდ გამოძახებისას გამოდიან სამუშაოდ. სამუშაო ძაღლების კვების რაციონს ვეტერინარი ადგენს და აკონტროლებს, ისინი ზოგჯერ ერთხელ - დილით ან სულაც ორჯერ იკვებებიან. როგორც ადამიანებს, მათაც აქვთ ხასიათი და შესაბამისას - მადაც. ეს ძაღლებთან მომუშავე ყველა ადამიანმა იცის...
- წვრთნებს რეგულარულად გადიან?
- დიახ, დასვენების დღეებში ბაზაზე სპეციალური წვრთნები გვაქვს და მათი "სამეცადინო გაკვეთილები" სხვადასხვანაირად, საჭიროების მიხედვითაა შედგენილი. ცნობისთვის, იმ ძაღლებს, რომლებსაც საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის უმსახურიათ, განვითარებულ ქვეყნებში ქუჩაში და მით უფრო, მზრუნველობის გარეშე არასდროს ტოვებენ... მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს ძაღლისთვის დადგმული ძეგლები, რაც მათი მხრიდან ერთგულების, უანგარო სიყვარულის, თავგანწირვისა და დაფასების ერთგვარი გამოხატულებაა.
2015 წელს, პარიზის რაიონ სენ-დენიში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მომხდარ სროლას 7 წლის ბელგიური ნაგაზი, სახელად დიზელი შეეწირა. მაშინ, საფრანგეთის სპეცრაზმმა სპეცოპერაციის ადამიანური რესურსების დანაკარგის გარეშე შესრულება შეძლო, ტერორისტების გამოკლებით.
სპეცოპერაციის დროს დაიჭრა 5 პოლიციელი და დაიღუპა ბელგიელი სპეცმებრძოლი ძაღლი. ის სპეცოპერაციისას პირველი შევარდა ტერორისტების მიერ დაკავებულ ბინაში, რა დროსაც თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ე.წ. შაჰიდის ქამრის ამოქმედებისას დაიღუპა. მაშინ მისმა გაბედულმა ქმედებამ ფრანგი სპეცრაზმელები აფეთქებისგან იხსნა.
მოგვიანებით, "დეილი მეილიმ" გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომ სპეცრაზმელებმა, მათი უწყების დახმარებით, დიზელის პატივსაცემად, ძაღლების დასაცავი კამპანია წამოიწყეს. ადამიანების გადასარჩენად მებრძოლთა ღირსეულ სიაში კიდევ ერთი სპეცრაზმელი ოთხფეხა გმირის სახელი ჩაიწერება.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
"ერთი რამ ვიცი, ცოცხალია და გააშვილეს. მამა მასზე დარდმა მოკლა..."
"ცოცხალი თავით არ გვინდა, რომ გავერკვეთ ასტროლოგიაში"
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი