ბედნიერების ილუზია
font-large font-small
ბედნიერების ილუზია
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"

კახა:
"ბოლო დროს ძალიან ამიცრუვდა გული ქართველობაზე. ჯერ 30 წლისაც არა ვარ და უკვე ვფიქრობ, რომ შევცდი, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი არ წავედი სასწავლებლად და სამუშაოდ საზღვარგარეთ. მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ შეცვლილი მთავრობა ბევრ სასიკეთოს გააკეთებდა ჩვენთვის და პატარა, მაგრამ აღორძინებულ, კულტურულ ქვეყნად ჩავეწერებოდით მსოფლიო რუკაზე; გადავიქცეოდით ქვეყნად, სადაც ბლომად სამუშაო იქნებოდა და ხალხს მათხოვრობა არ მოუწევდა. ეს ალბათ ზეახალგაზრდული სისხლის მოზღვავების ბრალიც იყო - მინდოდა ამის დაჯერება და ვიჯერებდი. ვაკრიტიკებდი იმ თანატოლებს, რომლებიც გარბოდნენ. ახლა რა ხდება? ახლა მშურს მათი, რადგან ჩემზე მეტად გამჭრიახები აღმოჩნდნენ და ბევრად უკეთ აცხოვრებენ საკუთარ ცოლ-შვილს, ვიდრე მე ეს შევძელი. მე ახლა ვაპირებ წასვლას და ცხოვრების ნულიდან დაწყებას, ზურგზე მოკიდებული ცოლით და სამი შვილით, იმათმა კი თავიდანვე მყარად გაიდგეს ფესვები და შემდეგ მოიკიდეს ტვირთი. მე არ ვიცი, ტვირთაკიდებულს რა გამომივა, ამიტომ ისევ მათთან მომიწევს მისვლა და თხოვნა, დამეხმარონ; ბოდიშის მოხდაც მომიწევს ჩემი მხურვალე პატრიოტიზმისა და აბსურდული რწმენის გამო...
არადა, რაღაც ძალები ისევ მაკავებს. სულ მგონია, რომ აი, შეიცვლება რაღაც უკეთესობისკენ და რამდენჯერაც ასეთი მოლოდინი მიჩნდება, იმდენჯერ ბეჭებზე ვეცემი. პროფესიით სამუშაოს შოვნაზე ლაპარაკი ზედმეტია, აუცილებლად ვინმე უნდა გყავდეს, რომ სადმე გაიჩითო ჩემი პროფესიით. სამაგიეროდ, მაქვს ფართო არჩევანი, დავსაქმდე კერძო სტრუქტურებში და ვიმუშაო თეთრებისთვის, რომელსაც მერე აუცილებლად დამამადლიან და მეტყვიან, - რამე თუ არ მომწონს, შემიძლია წავიდე.
შემიძლია თავად წამოვიწყო ბიზნესი და ხელი მივყო ვაჭრობას, მაგრამ ჩემისთანა არც იქ გამოდგება, რადგან ფიროსმანისა (თუმცა, ეს შედარება სულელურია, მაგრამ უცებ სხვა არავინ გამახსენდა) არ იყოს, ვეცდები მდიდრებს ძალიან ძვირად მივყიდო და ღარიბს შეიძლება ვაჩუქო, ასე კი მოგება ვერაფრით დამრჩება - ეს ვიცი და ისევ ვალებში ჩავიხრჩობი. მე ჯანდაბას, თუ ასე მოხდება, მაგრამ რა ვუყო ჩემს ლამაზ ცოლს და იმ სამ შვილს, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს?
30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ ხელებში, სოფლიდან როდის რას გამომიგზავნიან. ახლა იტყვით, თუ სოფელი გაქვს, წადი, აქ რას უზიხარო. სამწუხაროდ, არც სოფელი მაქვს, იქ ჩემი მშობლები და ძმის ოჯახი ცხოვრობს. ერთი ბინა მაქვს, მერვე სართულზე, სადაც მწვანილსაც ვერ მოვიყვან, თორემ განა მეზარება მიწის დამუშავება, პირიქით - ეს მეხერხება კიდეც. ამას წინათ შევედი სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე, იქნება მართლა შევძლო მეურნეობაში ჩაბმა-მეთქი. "ვაკანსია" აქვთ ცალკე პუნქტად გამოყოფილი, შეხვალ და ცარიელია. გინდა რაიმე პროექტში ჩაერთო? - შეხვალ და უფასოდ არავინ არაფერს მოგცემს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენი ფული მაინც უნდა გქონდეს, რამდენიც მე ერთად თავმოყრილი არასდროს მინახავს, ანუ ყველაზე ცოტა 10.000 ლარი ჯიბეში უნდა გედოს, რომ რაიმე ბიზნესი წამოიწყო და მთავრობის დახმარების იმედი გქონდეს, სხვანაირად შეღავათებს და სესხებს ვერ ეღირსები. ჰოდა, საიდან მოვიტანო ამდენი ფული, როცა კვირაში სამი დღე ვმუშაობ და ჩემი ყოველთვიური შემოსავალი არასტაბილური 800 ლარია? უფ, ბევრი ხომ? აბა, იანგარიშეთ, 5-სულიან ოჯახს დღეში რამდენი თანხა დაგვჭირდება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ყველა პროდუქტის ფასი დღითი დღე იმატებს და წინსვლის ნაცვლად, უკან-უკან ვიხევთ?
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ შტერი გამოვდექი, არადა, მეგონა, განათლებული ბიჭი ვიყავი, რომელსაც ნათელი მომავალი და პატრიოტული გრძნობები ამოძრავებდა. ცხინვალში ომის დროსაც ოჯახიდან გაპარულმა, ხელში იარაღი ავიღე, მტერს უნდა შევებრძოლო-მეთქი და აქაც იდიოტი გამოვდექი - მე და ჩემნაირები ზვარაკად შეწირულები ვყოფილვართ თავიდანვე... ალბათ, ეს "პატრიოტიზმი" ისტორიის გასალამაზებლად გამოგონილი სიტყვაა, რომელსაც ქართველები არ უნდა ვიყენებდეთ ხოლმე, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ყველაზე არაპატრიოტი ხალხი ვართ. არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ და მთავრობაში მოსული ნებისმიერი პოზიციის წარმომადგენელი ყოველთვის იმ ჯამში გვიფურთხებს, საიდანაც თავად ყველაზე დიდ ულუფას მიირთმევენ. მთავარია, კარგად იყვნენ თვითონ და რას დაეძებენ გარშემო რა ხდება, თავიანთი ქმედებებით მომავალში რა საშიშროების წინაშე აღმოჩნდება ჩვენი სამშობლო. ამაზე ფიქრი იმ ადამიანებს მიანდვეს, რომლებსაც არანაირი რესურსი არ აქვთ ნაბიჯების წინ გადასადგმელად, მარტო ფიქრი და ლაპარაკი კი კარგს რომ არაფერს მოგვიტანს, ამაზე ჩვენი უახლესი ისტორია მეტყველებს ყველაზე კარგად...
ჰოდა, მე მივდივარ ჩემი ოჯახით და იმედია, საზღვარგარეთ მაინც არ შემიქმნიან პრობლემას ჩემი სასიქადულო ქართველი პოლიტიკოსები თავიანთი უცნაური განცხადებებით და იმაზე ლაპარაკით, რომ თურმე, თავშესაფარს არც ერთი ქართველი არ უნდა ეძებდეს, რადგან აქ აყვავებული სიტუაცია გვაქვს: პენსიონერებს იმდენი პენსია აქვთ, პურსა და წამალზე დარდი არ უწევთ; ახალგაზრდები დასაქმებულები არიან; სოფლებს უბრუნდება თურმე ხალხი; უსამართლობის შეგრძნება არავის აქვს; კრიმინალი დაძლეულია, აქ არავინ არავის აყაჩაღებს და არ კლავს; ძალადობის პრობლემებიც მოაგვარეს ქვეყანაში; ახლა საპენსიო ფონდიც შექმნეს და უკვე მილიონები დააგროვეს, რათა ხალხს უფრო ბედნიერი სიბერე ჰქონდეს, ვიდრე აქამდე ჰქონდა; მოკლედ, იბრძვიან ქართველების კეთილდღეობისთვის და სამშობლოს გასაბრწყინებლად - უბრალოდ, ხალხია უმადური და ამ ყველაფერს ვერ ვხედავთ...
P.S. არადა, აქ ბედნიერად ცხოვრების უფლება მხოლოდ იმ ერთეულ ადამიანებს აქვთ, რომლებიც თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ და კანონებსაც ისე ჭრიან და კერავენ, როგორც მათ და მათი ოჯახის წევრებს მოუნდებათ. ეს არის ქვეყანა, სადაც ძაღლები უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ადამიანები. ეს არის ქვეყანა, სადაც დასაქმებულზე მეტი, ქუჩაში სამოწყალოდ გამოსული ადამიანია; ეს არის ქვეყანა, სადაც კრიმინალი ყვავის და სადაც ღამით ქუჩაში გასვლა არ მოგინდება; ეს არის ქვეყანა, სადაც ადგილობრივებზე მეტი უფლება უცხოებს აქვთ და ყველას წინაშე ქართველია დამნაშავე (რომ გადაგიარონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, ახლობელი გაგიბახონ და შენც გამოგეკიდონ, მაინც, ტურისტს თურმე უნდა მიეფერო, რადგან ფული შემოაქვს შენს ქვეყანაში); ეს არის ქვეყანა, სადაც ცხოვრება აღარ ღირს, არადა, შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი. გულდასაწყვეტია..."

P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lika.qajaia@gmail.com
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
21 წელი ვიდექი დიდ სცენაზე და ვტკბებოდი ამ ბედნიერებით
"ხშირად დავდივარ სოფლებში და ვხედავ, როგორი უკიდურესი გაჭირვებაა იქ"
"ერთი რამ ვიცი, ცოცხალია და გააშვილეს. მამა მასზე დარდმა მოკლა..."
"ცოცხალი თავით არ გვინდა, რომ გავერკვეთ ასტროლოგიაში"
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი