არქიტექტურული სტილი ტანისამოსის დიზაინში
font-large font-small
არქიტექტურული სტილი ტანისამოსის დიზაინში
ჩემს ტანსაცმელს, დაახლოებით, 25-45 წლის ასაკის ქალბატონები იცვამენ


სამოდელო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ამას წინათ ახალგაზრდა თბილისელი დიზაინერის - Tiko Paksa-ს (თიკო პაქსაშვილი) მოდელები დავათვალიერე და ორიგინალურობით, გამოკვეთილად თანამედროვე სტილითა და ქსოვილების საინტერესო კომბინაციით მოვიხიბლე. ამ ნიჭიერ გოგონას დიდი ხანია, ვიცნობ, მაგრამ მის შემოქმედებას მხოლოდ ბოლო ხანს მივადევნე თვალი. ამას წინათ სოციალურ ქსელში წავიკითხე, პარიზის მოდის კვირეულზე უნდა წარედგინა თავისი ნამუშევრებიო და ინტერვიუს ჩაწერაც სწორედ მაშინ გადავწყვიტე.
როგორ დაინტერესდა სამოდელო საქმით და რა გზა გაიარა ბრენდ Tiko Paksa-ს შექმნამდე, - ახალგაზრდა დიზაინერი თავის არცთუ ვრცელ შემოქმედებით ცხოვრებაზე გვიამბობს:

- თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტის ბაკალავრია კოსტიუმის განხრით დავამთავრე. მაგისტრატურა არ გამივლია, რადგან ვფიქრობ პრაქტიკასა და მუშაობაში ბევრად მეტი რამის სწავლა შეიძლება. მეოთხე კურსიდან ეკა ჩხუტიშვილის ატელიეში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა და ამით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.
- პირველი კოლექცია როდის შექმენი და სად წარადგინე?
- ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ის კოლექცია მოდის დიზაინერთა კონკურს Fashion Designer Contest BE NEXT - 2013-ზე წარვადგინე და ძალიან მომიწონეს. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გავხდი. იმ პირველი კოლექციის ყველა კოსტიუმი თეთრი, სტრუქტურული, არქიტექტურული და მინიმალური იყო, გეომეტრიული ფორმებით.
2014 წლიდან მუშაობა მოდის სახლ MATERIEL-ში დავიწყე, სადაც ასევე ძალზე დიდი გამოცდილება მივიღე. წარმოიდგინე, დიდ ბრენდში 4 განსხვავებული დიზაინერი ერთ სივრცეში ვმუშაობდით. სწორედ მაშინ პირველად მივიღე მონაწილეობა Mercedes-Benz-ის თბილისის მოდის კვირეულში. იქ MATERIEL-ის სახელით გამოვედი, ამიტომ საზოგადოების წინაშე წარვდექი - Materiel by Tiko Paksashvili. მაშინ პირველად გავაკეთე დიდი კოლექცია და ჩვენებამ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. მას შემდეგ ოთხი სეზონის განმავლობაში კვლავ MATERIEL-ის სახელით ვმონაწილეობდი Mercedes-Benz-ის თბილისის მოდის კვირეულში. მახსოვს, ერთ-ერთ ბოლო ჩვენებაზე დაწერეს კიდეც, რომ MATERIEL-ისთვის შექმნილი ჩემი არქიტექტურული და მინიმალისტური კოლექციებით ყველას დავამახსოვრდი. მაშინდელი ჩემი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წინა საშემოდგომო კოლექციის გაგრძელება იყო და მასში, ძირითადად, წარმოდგენილი მქონდა მყარი კუბოკრული ქსოვილის ფერადი პიჯაკები, ასევე - არშიით გაფორმებული კაბები და ნახევრად გამჭვირვალე ორგანზის ლაბადები. შემდეგ სამოდელო სახლიდან წამოვედი და სამოდელო სამყაროში დამოუკიდებლად - Tiko Paksa-ს სახელით გავაგრძელე მუშაობა და გამოსვლები.
GzaPress
- მეჩვენება, თითქოს ეთამაშები ქსოვილს, შეთამამებული ხარ და არც რევოლუციურ გადაწყვეტას უშინდები მათი "შეთანხმებისას". თავად რას მეტყვი, ძირითადად, რით გამოირჩევა შენი მოდელები, რა ქსოვილებს იყენებ და რა კომბინაციებს აკეთებ?
- ყველა ჩემს კოლექციას თავისი სახელი და ისტორია აქვს. ჯერჯერობით გამორჩეულად ვერც გამოვყოფ, რადგან თითოეული ჩემთვის თავისებურად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ზოგად დახასიათებას, სხვა დიზაინერების ნამუშევრებისგან გეომეტრიული ფორმებით, სტრუქტურული ხაზებით გამოირჩევა და, ამავე დროს, ჰაეროვანი და მსუბუქია, პასტელის ფერებით. ჩემთვის საინტერესოა სხვადასხვა ქსოვილის სინთეზი. ბოლო პერიოდში ძალიან მომწონს მასიური, დრეკადი, ზედმეტად პლასტიკური ქსოვილის ფაქტურები და გამჭვირვალე ქსოვილები, როგორიცაა, მაგალითად ორგანზა. სწორედ გამჭვირვალე ფაქტურა აძლევს ჩემს ტანსაცმელს მეტ ჰაეროვნებასა და სიღრმეს...
- რა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი შენი კოლექციები და ვის აცვია ის?
- ძირითადი მომხმარებელი თბილისიდან, ასევე, აზიიდან, ამერიკიდან და რუსეთიდან მყავს. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ჩემს ტანსაცმელს, დაახლოებით, 25-45 წლის ასაკის ქალბატონები იცვამენ.
ძალიან მიხარია, რომ დღესდღეობით ქართული მოდა ვითარდება, ძალზე საინტერესოა და ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ. სამოდელო სამყაროში საკმაოდ დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ და ქართველ დიზაინერებზეც ბევრი რამ იწერება უცხოურ პრესაში...
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგონების მარშს მაშველი გოგონები მიუძღოდნენ
საჯარო სკოლა, რომელიც წელს მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
აქტიურად ვთანამშრომლობ სტამბოლის "შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრთან"
"გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა"
"ასეთი მადლობა ჩემთვის არასოდეს უთქვამთ"
თბილისის ავტობუსის მძღოლი ქალის ცხოვრება
ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო ჩემი გასაჭირი
"წამალდამოკიდებული გავხდი და ცხოვრება თავზე დამემხო"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი