რატომ მოსწონს ფლორენციელ ფრანჩესკო ტრეჩის თბილისში რუსთაველის ქუჩა და რეგიონებიდან - გურია
font-large font-small
რატომ მოსწონს ფლორენციელ ფრანჩესკო ტრეჩის თბილისში რუსთაველის ქუჩა და რეგიონებიდან - გურია
დავიწყე ფარნავაზ მეფის დროიდან და მოვედი დღემდე...

ფრანჩესკო ტრეჩი იტალიელი ისტორიკოსია, რომელიც ქართველ ემიგრანტებს განსაკუთრებულად უყვართ. რატომ? იმიტომ, რომ თავადაც განსაკუთრებულად უყვარს ქართველები და საქართველო. ის ჩვენს ქვეყანას ღმერთების სახლად მიიჩნევს, ჩვენს თანამემამულეებს კი უნიკალურ ადამიანებად. ხშირად ხვდება იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, მათ მიერ ორგანიზებულ წვეულებებს ესწრება, სხვადასხვა თემაზე ესაუბრება, ჩუქნის წიგნებს, რომელსაც თავად წერს, თანაც საქართველოზე. დიახ, ფლორენციელი ფრანჩესკო ტრეჩი საქართველოზე წერს და ეს კიდევ ყველაფერი არ არის...
ჩვენი ქვეყნის შესახებ მან ერთ-ერთი იტალიური ჟურნალიდან შეიტყო და როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ მოსვენება დაკარგა.

- 19 წლის წინ წავიკითხე სტატია საქართველოზე. მას შემდეგ სულ ამ ქვეყანაზე ვლაპარაკობ. ძალიან მოვიხიბლე და მინდა, რაც შეიძლება მეტ იტალიელს გავაგებინო ამ საოცარი ქვეყნის არსებობის შესახებ. დავიწყე წიგნებისა და სხვადასხვა დოკუმენტალური ინფორმაციის მოძიება. მინდოდა, კარგად შემესწავლა თქვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიცია... საოცრებაა ეს ყველაფერი.
- ფრანჩესკო, მაინც რით მოგხიბლათ საქართველომ?
- როდესაც პირველად გავიგე თქვენი ქვეყნის შესახებ, ინტერესი გამიჩნდა, როგორც უძველესი ქვეყნის მიმართ, რომელსაც დღემდე აქვს შემორჩენილი ანბანი, კულტურა და ამასთანავე, ძალიან სტუმართმოყვარეა. ეს საკმარისი იყო, რომ ამ ქვეყნის გაცნობა მომნდომებოდა. შემდეგ დავიწყე ინფორმაციების მოძიება... რაც მეტს ვიგებდი და მეტ ქართველ ემიგრანტს ვეცნობოდი ჩემს ქვეყანაში, მით მეტად ვინტერესდებოდი თქვენი ქვეყნით. ქართველი ემიგრანტების გაცნობის საშუალება მას შემდეგ მომეცა, რაც ფლორენციაში ქართული სამრევლო შეიქმნა. მათთან ურთიერთობისას ქართული კულტურის შესახებ ბევრი რამ გავიგე. გავეცანი ქართულ ფოლკლორულ ცეკვასა და სიმღერებს. ეს ნამდვილი საოცრებაა. ქართულ ცეკვაში თქვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციაა ჩაქსოვილი. სიმღერა კი საოცარი დადებითი ენერგიის მატარებელია.
საქართველოს "აღმოჩენიდან" ორი წლის შემდეგ სადიპლომო უნდა დამეწერა. სხვა რა თემა უნდა შემერჩია, თუ არა უძველესი ანბანისა და ტრადიციების მქონე ანტიკური ქვეყანა? 2017 წელს ვიმოგზაურე კიდეც საქართველოში... ის ორი კვირა, რომელიც თქვენს ქვეყანაში გავატარე, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პერიოდი იყო, დაუვიწყარი დღეებით, საოცარი ემოციებითა და სიურპრიზებით დატვირთული. თქვენ მართლა საოცარი ქვეყანა გაქვთ, ნამდვილად ღმერთების ქვეყანა.
- რა შინაარსის წიგნები მიუძღვენით საქართველოს? GzaPress
- პირველად საქართველოს ისტორია დავწერე იტალიელებისთვის. ეს გახლავთ მოკლედ გადმოცემული ამბავი. დავიწყე ფარნავაზ მეფის დროიდან და მოვედი დღემდე... ამ წიგნში ვყვები ვახტანგ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე. ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა მყავს მოხსენიებული, რომელმაც საქართველოს ისტორიაზე გავლენა მოახდინა. როდესაც წიგნის პრეზენტაცია გავაკეთე, ვნახე, რომ იტალიელები ძალიან დაინტერესდნენ და მოუნდათ ენახათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოტოები. ამიტომ გადავწყვიტე, მეორე წიგნიც დამეწერა. ამ წიგნს დავარქვი "ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა". ეს უფრო გაიდბუქია ანუ სახელმძღვანელო ტურისტებისთვის. ვყვები, თუ რა უნდა ნახონ საქართველოში. გურიას, სამეგრელოს, კახეთს... ყველა კუთხეს თითო თავი მივუძღვენი.
- თავად რომელი კუთხით მოიხიბლეთ?
- მიჭირს გამორჩევა, საქართველოში თითქმის ყველა კუთხე შთამბეჭდავი და ლამაზია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ძველმა თბილისმა მოახდინა. რუსთაველის ქუჩა საოცრებაა. რეგიონებიდან გამოვყოფდი გურიას, ზღვისპირეთს, ბათუმის ბულვარს. ასევე ძალიან მომწონს კათედრალები - ალავერდი, ბაგრატი... შეუძლებელია დაივიწყო ისტორიული ადგილები - ვარძია და უფლისციხე. ბევრი ჩამოვთვალე, არა? დიახ, ყველა ეს ადგილი მართლაც საოცრებაა, მისტიკაა, მაგრამ რუსთაველის ქუჩა და გურია მაინც ყველასგან გამორჩეულია. იცით, გურია რატომ შემიყვარდა? იქ ნატურალური, ველური, თითქოს ადამიანისგან ხელშეუხებელი ბუნებაა. საოცარი სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს. აი, სადაც რიონი იმერეთსა და გურიას ყოფს, ეს ნამდვილი სასწაულია, შეიძლება ადამიანი დაამუნჯოს იქ ნანახმა სილამაზემ. იცით, რა მომეწონა კიდევ განსაკუთრებულად? გურიასა და აჭარაში პატარა ოდა სახლები. მინდა გითხრათ, რომ ორი ოცნება მაქვს და ორივე საქართველოს უკავშირდება. პირველ რიგში მინდა, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, 15-20 იტალიელი ჩამოვიყვანო საქართველოში და ვაჩვენო ეს საოცარი ქვეყანა. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი იტალიელი არ იცნობს საქართველოს, ბევრს ეს ქვეყანა რუსეთის შემადგენელი ნაწილი ჰგონია. ჩემი მიზანი ტურისტული სააგენტოს გახსნა კი არ არის, უბრალოდ მინდა, იტალიელებიც იმ ემოციებით დაიტვირთონ, რაც მე განვიცადე საქართველოში. მათაც გაიგონ თქვენი უნიკალურობის შესახებ, გაიცნონ თქვენი კულტურა. მხოლოდ წიგნებითა და ღვინით საქართველოს ჭეშმარიტად ვერ გაიცნობ. მინდა, აქ ჩამოვიყვანო ჩემი ხალხი და თქვენი ქვეყნის სული შევაგრძნობინო.
- ქართული ღვინო მოგწონთ?
- რა თქმა უნდა, მომწონს. იტალიელებივით თქვენც ეფერებით ღვინოს.
- ჩვენს კერძებზე რას იტყვით?
- ძალიან მრავალფეროვანი და გემრიელია. ბევრი რამ შემიყვარდა, მაგალითად ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, ბადრიჯანი... ახლა რაც შეეხება ჩემს მეორე ოცნებას: ეს ცოტა რთული შესასრულებელია. მინდა, რომ საქართველოში დიდი ხნით ჩამოვიდე. უფრო სწორად, მინდა გარკვეული პერიოდი ქართველებს შორის ვიცხოვრო. კარგად გავიცნო მათი ხასიათი, წეს-ჩვეულებები, მათი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, პოზიციები. როდესაც ამ თემებს შევაგროვებ, კიდევ ერთ წიგნს დავწერ, რომელსაც "ქართველებს" დავარქმევ. ამ წიგნში არ ვისაუბრებდი კათედრალებზე, ბუნებაზე, სხვადასხვა საინტერესო ადგილებზე, უბრალოდ, წარმოვაჩენდი ქართველი ადამიანის ხასიათს, აღვწერდი, თუ როგორია დღევანდელი საქართველო და როგორ განსხვავდებიან დღევანდელი ქართველები თავიანთი წინაპრებისგან. დიახ, ძალიან საინტერესოა, რა შეიცვალა წლების განმავლობაში ქართველი კაცის ხასიათში. ასევე საინტერესოა, რა აინტერესებდათ ადრე ახალგაზრდებს და რა აინტერესებთ ახლა, ადრე როგორ ერთობოდნენ, რა იზიდავდათ, რა არ მოსწონდათ და როგორია დღევანდელი რეალობა. ძალიან მინდა ამის განხორციელება, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვახერხებ.
GzaPress- ხელს რა გიშლით?
- ოჯახი მყავს. გამიჭირდება მეუღლისა და ორი შვილისგან შორს ყოფნა.
- რა მსგავსებაა ქართველებსა და იტალიელებს შორის?
- ქართველები და იტალიელები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ღვინო და ფეხბურთი ერთნაირად, ძალიან გვიყვარს; ჩვენც თქვენსავით ემოციური საუბარი ვიცით... ხასიათით ძალიან ვგავართ. თითქოს საქართველოსა და იტალიის კლიმატიც ჰგავს ერთმანეთს. მოგზაურობისას, ზოგჯერ ისეთ ადგილზე ვხვდები, თავი იტალიაში მგონია.
- დარჩებოდით საქართველოში საცხოვრებლად?
- სამომავლოდ, როდესაც ჩემი შვილები გაიზრდებიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ პატარა სახლს ვიყიდი. წელიწადის გარკვეულ დროს საქართველოში გავატარებ, გარკვეულ დროს იტალიაში, ჩემს მშობლიურ ფლორენციაში. საქართველოში ცხოვრების პერიოდში აუცილებლად ჩავალ ხოლმე ბათუმში. მთა და ტყეც მიყვარს, მაგრამ ზღვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია...
- ალბათ საქართველოში ისეთ რამესაც ნახავდით, რაც არ მოგეწონათ?
- ბევრი მეკითხება ამას და ბევრიც მაქვს ნაფიქრი, მაგრამ პასუხი მაინც არ მაქვს. ქართველები უნიკალური ხალხი ხართ, ბუნება ზღაპრული, ისტორია შთამბეჭდავი, ტრადიციები და კულტურა კი - უძველესი. ნეტავ, რა არ უნდა მომწონდეს? შესაძლოა, აქ რომ ვცხოვრობდე, კიდევაც ვიპოვო ნაკლი. მაგრამ ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთს ვერაფერს ვხედავ.
P.S მართალია, ფლორენციელმა ფრანჩესკო ტრეჩიმ საქართველოს ისტორიაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის და კულტურაც, მაგრამ ქართული ენის შესწავლა ჯერ ვერ მოახერხა. ამიტომ, მასთან ინტერვიუს მომზადებაში თარჯიმანი ია ნაჭყებია დაგვეხმარა. მისი თქმით, ფრანჩესკო უახლოეს მომავალში ქართული ენის შესწავლასაც აპირებს.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შარშან დაქორწინდნენ, უამრავი ოცნება, გეგმა ჰქონდათ
საპყრობილეში ყოფნისას ადამიანი წუთებს და წამებსაც კი ითვლის
თარაშ მუკბანიანის ოჯახის პასუხი სალომე ზურაბიშვილს
მივხვდი, რას ნიშნავს, სუნთქვა რომ გეკვრის ადამიანს
ძველი ლიდერების დასამარებისა და ახალი ლიდერების გამოჩენის დრო დგება
არავის ვამტყუნებ, ჩემი შვილის დიაგნოზის დადგენა ძალიან ძნელი იყო...
გახსოვდეს, რომ მსოფლიომდე გზა სწორედ პატარა სოფელზე გადის...
"ასეთი შეკითხვაც კი გაჩნდა: ღმერთმა თუ ასეთი შვილი გაჩუქა, რატომ ჩაერიე, რატომ დაუბრუნე მას სმენა?"
"პრესტიჟული სახლები ძირითადად ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
554 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი