უდედმამო ბავშვის ბრძოლა და ცხოვრებაზე გამარჯვება
font-large font-small
უდედმამო ბავშვის ბრძოლა და ცხოვრებაზე გამარჯვება
"დედა ციხიდან რომ გამოვიდა, მასთან ვიყავით, მაგრამ მიგვატოვა და მზრუნველობა ნათლიამ იკისრა..."

17 წლის ნინოს ცხოვრება ბევრი მისი თანატოლის ცხოვრებისგან განსხვავებული იყო. ამ ლამაზ გოგონას მიზნები და ოცნებებიც სხვა ჰქონდა. სამწუხაროდ, პატარაობიდან ლუკმაპურის შოვნა თავად უწევდა. დამლაგებლადაც მუშაობდა და პატარა ხელებით ცდილობდა, თავისი სარჩო გამოემუშავებინა, ლუკმა რომ არავის დაეყვედრებინა. დედის სითბოზე ოცნებობდა. ეგონა, ეს დღე დადგებოდა და დედასთან შეხვედრის შემდეგ დედაშვილობის დანაკლისს აინაზღაურებდა, მაგრამ ესეც არ მოხდა, დედამ მას სითბო ვერ მისცა და მათი გზები ისევ გაიყარა.


უმძიმესი ცხოვრების მიუხედავად, გოგონა ძალიან მიზანსწრაფულია. დარწმუნებულია, რომ სურვილების ასრულებას შეძლებს. ძალიან მინდა, ცხოვრება მოიწყოს. ვიჯექი და ვისმენდი მისი გულიდან წამოსულ სიტყვებს და ვგრძნობდი, ყელში რაღაც ბურთივით მეჩხირებოდა. იმედი მაქვს, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, მას მიზნების მიღწევასა და ფეხზე წამოდგომაში დაეხმაროს.
- ძალიან მიჭირდა. 14 წლისამ დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. გაცილებით ადრეც დავსაქმდებოდი, მაგრამ უფრო პატარას სამსახურს არავინ მომცემდა. 9 კლასი დავამთავრე და სკოლიდან გამოვედი, მინდოდა, სკოლა დამემთავრებინა და სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გამეგრძელებინა, მაგრამ ვიცოდი, ამას ვერ შევძლებდი. ასეთ პატარა ასაკში ბავშვები სწორედ იმიტომ მუშაობენ, რომ უჭირთ. ვისაც მშობლები ჰყავს, ისინიც ცდილობენ, ოჯახს დაეხმარონ. მათგან განსხვავებით, მე არც მამა მყავდა, არც დედას ეცალა ჩემთვის და მარტო დარჩენილს თავი რომ გამეტანა, იძულებული ვიყავი, საკუთარი შრომით მომეპოვებინა სარჩო. სულ ამაზე ვფიქრობდი, მთავარი იყო, ცუდ გზას არ დავდგომოდი და პატიოსნად ვყოფილიყავი. ახლობლის დახმარებით ქარხანაში, დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. ვცდილობდი, დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შემესრულებინა და ნდობა მომეპოვებინა. ადამიანების სიყვარული მართლა დავიმსახურე. იქ ბევრი ქალბატონი მუშაობდა, რომლებიც სითბოსა და ყურადღებას არ მაკლებდნენ და ამან ძალა მომცა.
GzaPress- პირველი ხელფასი რამდენი იყო და რაში დახარჯე?
- დამლაგებლად რომ ვმუშაობდი, მაშინ 300 ლარი მქონდა ხელფასი. პირველი ფულით სახლისთვის პროდუქტები და ფეხსაცმელი ვიყიდე, რადგან გახეული მქონდა. მაშინ ნათლიასთან ვცხოვრობდი, მას ჰქონდა ჩემზე მზრუნველობა აღებული. ბევრჯერ მტკენია მისი სიტყვებისგან გული. მავალდებულებდა, ფული მეშოვა. შენი საჭმლის ფული შენ უნდა გამოიმუშაოო, ამიტომ სწავლის ნაცვლად, ფიზიკურად ვშრომობდი, სახლში პროდუქტი რომ მიმეტანა. სულ ვეუბნები ჩემს თავს, არ უნდა ჩაუღრმავდე წარსულს, შენს თავზე უნდა იზრუნო-მეთქი. ეს დამეხმარა, დღევანდელ დღემდე მოვსულიყავი. ხელფასს სრულად მაძლევდნენ, ყველა დღესასწაულზე დამატებითაც მიხდიდნენ, თვის ბოლოს კი ზედმეტად 40 ან 50 ლარს მიმატებდნენ, რაც ძალიან მიხაროდა.
- ასეთი შრომა არ გღლიდა?
- 14 წლის ბავშვი ფიზიკურად ბევრს რომ შრომობ, დაიღლები, აბა, რა იქნება. ხშირად ფეხებიც მტკიოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. 9 კლასი რომ დავამთავრე, როგორც კი ატესტატი ავიღე, მარკეტში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა.
- დედა არ ცხოვრობდა თქვენთან ერთად?
- დედა ციხეში იჯდა. როცა დაიჭირეს, 4 წლის ვიყავი, 6 წელი გაატარა გისოსებს მიღმა. ვეცადე, ამეწყო მასთან ურთიერთობა. ფაქტობრივად, არ ვიცნობდი დედას, არასდროს მყავდა ნანახი. როცა ციხეში იყო, ბევრს ვფიქრობდი მასზე. ისიც ვიცოდი, ურთიერთობის აწყობა რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ მე მართლა ყველაფერი გავაკეთე... ბევრი მცდელობის მიუხედავად, არ გამომივიდა, რადგან მას არ სურდა. ვცდილობდი შევყვარებოდი. 2 წელი დაჰყო ჩემთან და მერე სახლიდან წავიდა. თვეში ან კვირაში ერთხელ თუ გავახსენდებოდი და მომიკითხავდა, ეგ იყო და ეგ. ალკოჰოლზე დამოკიდებულია. არ ვიცი, რატომ არ დარჩა ჩვენთან. ძალზე მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ ვინც ჩემნაირად ცხოვრობს, ყველას ვეტყვი: უნდა იბრძოლოთ! თუ გული გატკინეს, ხელი გკრეს, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროთ. ცხოვრებამ დიდი ტკივილი მომაყენა, მაგრამ ჩემნაირებს ვეტყვი, რომ ცხოვრების აწყობა ყველას შეუძლია. ამ შემართებით ვარ, თუმცა ბევრი მძიმე და ტკივილიანი დღე გამოვიარე.
ბებიასთან ვიზრდებოდით მე და ჩემი ძმა. დედაჩემის ციხიდან გამოსვლამდე 2 წლით ადრე ბებო გარდაიცვალა და 2 წელი ბებიის დასთან, დედაჩემის დეიდასთან ვიყავით. მერე დედა ციხიდან რომ გამოვიდა, მასთან ვიყავით, მაგრამ მიგვატოვა და მზრუნველობა ნათლიამ იკისრა. მან მომთხოვა, ფული მეშოვა. ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემთვის მართლა ძვირფასი იყო და მართლა კარგად მექცეოდა, ბებო გახლდათ. ისე გამზარდა, ერთხელაც არ დაურტყამს ხელი. ასაკში იყო, მაგრამ არაფერს გვაკლებდა. სამწუხაროდ, ინსულტით გარდაიცვალა - 8 წლის ვიყავი მაშინ და ბებოს გარეშე დავრჩით. ყველაფერი ალბათ იმიტომ ხდება, რომ უკეთესობისკენ შეცვალო შენი ცხოვრება. ვისწავლე შრომა, ვცდილობ, ადგილი დავიმკვიდრო. ჩემი ძმა და მეორე ძმა ანუ დეიდაშვილიც სწორ გზაზე არიან, ცუდ რამეს არასოდეს ჩაიდენენ, მაგრამ მათ არა აქვთ სამსახური, ვერ მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, მონდომება დააკლდათ, თორემ იშოვიდნენ საქმეს.
- სახლი გაქვთ?
- სახლი გვაქვს, დედაჩემის სახელზეა, ჩვენზე უნდა გაფორმდეს, მაგრამ თუ არ გაფორმდება, არც ამის პრობლემაა. ვეცდები, ჩემი შრომით ერთოთახიანი ბინის ფული ვიშოვო და არავისზე ვიყო დამოკიდებული. იმდენს მაინც ვიშრომებ, რომ ბინა მქონდეს. ჩემს ძმას კი იმედია, დედა გაუფორმებს იმ ბინას, რომელსაც არც ფანჯრები აქვს, არც არანაირი პირობებია, ამიტომაც გადავედით ქირით მე და ჩემი ძმა. გარემონტება გვინდა, "აბანოც" არ არის, ცარიელი ბლოკებია და სამსახურში მოწესრიგებული ხომ უნდა მოვიდე? ამიტომ ნაქირავებში ვარ.
- სახელმწიფო არ გეხმარებათ?
- სახელმწიფო არაფერში გვეხმარება. არც სოციალურ დახმარებას ვიღებთ. ალბათ, დედაჩემის გამო. დედა ახლა თვეში ერთხელაც არ მეხმიანება, მაგრამ არა უშავს, უკვე მივეჩვიე ყველაფერს. ჩემს ძმასთან უფრო აქვს ურთიერთობა და ამაზე არ ვბრაზდები, მასზე მაინც იზრუნოს, ეს კარგია, არ მწყინს. წლების მერე, როცა სრულწლოვანი ვიქნები და ჩემი ბინა მექნება, კარზე რომ მომიკაკუნოს, ისე თბილად ვეღარ დავხვდები, როგორც ადრე, როცა ციხიდან დაბრუნდა სახლში.
ციხეში რომ იყო, მხოლოდ იმას ვნატრობდი, მალე გამოსულიყო. სკოლაში პირველი ზარი როცა დაირეკა, მაშინ ჩემ გვერდით არ ყოფილა; არც მაშინ, როცა ბაღში შემიყვანეს, 9 კლასის დამთავრებამაც მის გარეშე ჩაიარა. გული მწყდებოდა, ჩემს ამხანაგებს რომ აკითხავდნენ, ჩემთან კი დედა არასოდეს მოსულა... სამაგიეროდ, ბებო მივსებდა ამ სიცარიელეს. ის სულ მხარში მედგა და ჩემი გამორჩეული მეგობარი იყო. ბებოს მერე სითბო არავისგან მიმიღია. მისი სიკვდილის შემდეგ უცებ გავიზარდე. მამაჩემი კი ბებიას გარდაცვალებამდე მოკვდა, გულმა უმტყუნა, დედაჩემის შემხედვარე სხვანაირად ვერც იქნებოდა. ვფიქრობ, თავი დააღწია ამ ცხოვრებას, დედის ციხიდან გამოსვლამდე გარდაიცვალა. პერიოდულად გვაკითხავდა ბებოსთან, ამიტომ მამა ცუდად არ მახსოვს. რაც შეეხება ნათლიას - ვფიქრობ, იმიტომ აიღო ჩემზე მზრუნველობა, სახელმწიფო რომ გვიხდიდა, ის ფული აეღო. მას მარტო ფული ეკერა პირზე, სითბო მისგანაც ვერ მივიღე.
- ახლა მოლარედ მუშაობ?
- დამლაგებლობის მერე მაღაზიაში კონსულტანტი ვიყავი. არასდროს არანაირი შრომა არ მეთაკილებოდა. შეიძლება ბევრს გაეცინოს, მაგრამ მე არც გარეგნულად ვარ ვინმეზე ნაკლები, არც გონებრივად და არც არაფრით. შრომა არ არის სათაკილო. უბრალოდ, ცხოვრებამ ასე მოიტანა. მინდოდა, სტილისტობა მესწავლა, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ მაქვს. სოცმუშაკი შეეცადა, ჩემთვის ეს სურვილი შეესრულებინა, შეათანხმა კიდეც, მაგრამ ჩემმა ნათლიამ კატეგორიულად მითხრა, თუ საჭმელს არ მოიტან, რას შეჭამ ან ტანსაცმელს ვინ გიყიდის, ან გზის ფულს ვინ მოგცემსო? სხვა გზა არ მქონდა. მაღაზიაში მოლარედ ვმუშაობ, 400 ლარი მაქვს ხელფასი, ცოტა თანხას მოვაგროვებ, რომ დანაზოგი მქონდეს და ამის შემდეგ სტილისტობას შევისწავლი. ახლა მთავარია, რაღაც თანხა გამოვიმუშაო.
GzaPress
- კიდევ რაზე ოცნებობ?
- უპირველესად მინდა, ჩემი ჭერი მქონდეს. 22 წლამდე არ მინდა, შეყვარებული მყავდეს. სანამ არ ავიწყობ ცხოვრებას, არ ვაპირებ ოჯახის შექმნას. კონსულტანტად რომ ვმუშაობდი, მაშინ დღეში 6 საათი ვიყავი სამსახურში და თვეში 200-230 ლარი გამომდიოდა. იქ არავინ მახალისებდა, ახლა სადაც ვარ, ისეთი სიტუაციაა, მახალისებენ კიდეც და კარგადაც მექცევიან. ძალიან კარგი უფროსი მყავს. მეგობრულია, მენეჯერს კარგად ვიცნობ, უდედმამობა მასაც გამოუვლია და ასე თუ ისე, იცის ჩემი ცხოვრება, ამიტომ დიდ ყურადღებას ვგრძნობ. ხშირად მიფუჭდება ხასიათი, მომაწვება სევდა, მაგრამ მალე ვფხიზლდები და შევუძახებ ხოლმე თავს. პრობლემებისგან თავის დაღწევაში ფსიქოლოგი დამეხმარა. ისეთ რაღაცებს მაყოლებდა, მეჩხუბებოდა, - იტირე, ემოციებისგან დაიცალე, ასე არ შეიძლება ყოფნაო.
- რას ეტყვი იმ ბავშვებს, ვინც შენს მსგავსად, მარტოა დარჩენილი?
- იცით, დღეს ჩემი თანატოლები, რომლებსაც არ უჭირთ, იმაზე ფიქრობენ, ფული რაში დახარჯონ. ვიღაცას უნდა იყიდოს სიგარეტი ან ვთქვათ, ისეთი ჩასაცმელი, რომელიც სხვას არ აცვია. ჩემი ინტერესი კი ისაა, მშიერი არ ვიყო, მქონდეს ტანისამოსი და ბოლომდე "დაზმანული" თუ არ ვიქნები, ეს არ არის პრობლემა. ვფიქრობ, ნორმალურად მაცვია. ჩემი ინტერესია, სახლში თბილად ვიყო ზამთარში, არ მციოდეს, მქონდეს ელემენტარული პირობები და არავინ დამაყვედროს საჭმელი. მშიერიც ვყოფილვარ, ცარიელი პური და ხახვიც მიჭამია, შიმშილიც გამომივლია, დახეულიც მცმია, მაგრამ ახლა ჩემი შრომით ვშოულობ ფულს. ვინც ჩემნაირად ცხოვრობს და ცდილობს, პატიოსნად იშოვოს ფული, ვეტყვი, რომ ძალიან მაგარი ადამიანია.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნება ბევრ რამეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებთ
ნინო ბურჯანაძე პოლიტიკასა და პირად თემებზე
ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ - ვის აწყობდა გზიდან ზურაბ ჟვანიას ჩამოშორება
სოხუმი უკვე აღებული იყო. მამა და ბიძაც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ
რას ურჩევს ელენე თევდორაძე სალომე ზურაბიშვილს
შარშან დაქორწინდნენ, უამრავი ოცნება, გეგმა ჰქონდათ
საპყრობილეში ყოფნისას ადამიანი წუთებს და წამებსაც კი ითვლის
თარაშ მუკბანიანის ოჯახის პასუხი სალომე ზურაბიშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
962 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი